close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

ამერიკელ მეცნიერებს დედამიწაზე მცხოვრები მილიონობით ორგანიზმის გენეტიკური მასალის მთვარეზე შენახვა სურთ

მეცნიერებს სურთ მთვარეზე დედამიწაზე მობინადრე ორგანიზმების 6.7 მილიონი სახეობის სპერმა და კვერცხუჯრედები მთვარეზე გაგზავნონ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტები დედამიწის თანამგზავრზე გენეტიკური ბანკის, ერთგვარი კიდობანის შექმნას გეგმავენ. მათი თქმით, გენეტიკური მასალა მთვარის ზედაპირის ქვეშ უნდა აშენდეს. მასალა გაყინულ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს, მიზანი კი კატასტროფების შემთხვევაში დედამიწის გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება იქნება.

შესაბამისი კვლევა არიზონის უნივერსიტეტში ჩაატარეს. კვლევის ავტორი ჯეკან ტანგა აღნიშნავს, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით გენეტიკური მასალის შეგროვება ახალი იდეა არ არის, რამდენიმე ასეთი ობიექტი პლანეტაზე უკვე არსებობს. თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ბანკის დედამიწაზე განთავსება რისკის შემცველი იქნება, რადგან პლანეტაზე მათ სხვადასხვა საფრთხე დაემუქრებათ, პირველ რიგში კლიმატური ცვლილებები. მაშინ როცა გენეტიკური ბანკის მთვარეზე შენახვა უფრო უსაფრთხო იქნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთი და რუსეთი მთვარეზე სამეცნიერო სადგურის აშენებას გეგმავენ

რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მთვარის კვლევის საერთაშორისო სადგურის შექმნის შესახებ, – ამის შესახებ რუსეთის კოსმოსურ სააგენტო „როსკოსმოსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მთვარის კვლევის საერთაშორისო სამეცნიერო სადგური  არის მთვარის ზედაპირზე ან / და ორბიტაზე განთავსებული ექსპერიმენტული და კვლევითი ობიექტების კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია მრავალმხრივი კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად ”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, რუსეთი და ჩინეთი ხელს შეუწყობენ  საერთაშორისო თანამშრომლობას აღნიშნულ პროექტზე და მასში ჩართვის მსურველ ნებისმიერ ქვეყანას  თანაბარი წვდომის საშუალებას მისცემენ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „როსკოსმოსის“ ხელმღვანელმა დიმიტრი როგოზინმა და ჩინეთის კოსმოსური ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჟანგ კეჯიანმა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მარსი ერთ დროს ტენიანი სამყარო იყო, სად წავიდა მარსზე არსებული წყალი?

მარსი ერთ დროს ტენიანი სამყარო იყო, მის ზედაპირზე დიდი რაოდენობით წყალი არსებობდა, მაგრამ ეს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მილიარდობით წლის წინ. რა მოუვიდა წყალს? მეცნიერებს ახალი ჰიპოთეზა აქვთ.

მკვლევარებმა მიმდინარე კვირაში განაცხადეს, რომ „დაკარგული“ წყლის დაახლოებით 30%- 99% შეიძლება ახლა მარსის ქერქში მინერალებში იყოს ჩაჭედილი, რაც ეწინააღმდეგება დიდი ხნის აზრს, რომ წყალი კოსმოსში ზედა ატმოსფეროდან გაუჩინარდა და დაიკარგა.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მარსის წყალი დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ დაიკარგა, რაც ნიშნავს, რომ ის, ბოლო 3 მილიარდი წლის განმავლობაში, მშრალი პლანეტაა,“- განაცხადა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატმა ევა შელერმა, რომელიც NASA– ს მიერ დაფინანსებული კვლევის წამყვანი ავტორია.

მკვლევარების ვარაუდით, წყლის დიდ ნაწილს, სინამდვილეში, პლანეტა არ დაუტოვებია, არამედ სხვადასხვა მინერალებს შეერია, რომლებიც წყალს შეიცავს მინერალური სტრუქტურის – კერძოდ, თიხებისა და სულფატების შემადგენლობაში.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ერთად აღებული ეს წყალი ბევრია, თუმცა არ შეიძლება მარსზე ასტრონავტების მისიებისთვის პრაქტიკულ რესურსს წარმოადგენდეს.

”კლდეში ან მინერალში წყლის რაოდენობა ძალიან მცირეა. ბევრი კლდის გაცხელება მოგიწევთ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალი გამოყოთ“, – აღნიშნა შელერმა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თარამ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

iPhone 13 სავარაუდოდ ასტროფოტოგრაფიის საშუალებას მოგვცემს

გავცერელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი iPhone 13, რომელიც ვიზუალურად თითქმის iPhone 12-ის იდენტურია, Apple-ის სმარტფონის ყველაზე დიდ მიღწევას წარმოადგენს. ის მოიცავს განახლებას, რომელიც ასტროფოტოგრაფიის საშუალებას იძლევა.

ის ავტომატურად შეარჩევს კამერის საუკეთესო პარამეტრებს.

ასტროფოტოგრაფია ფოტოგრაფიის სულ უფრო პოპულარული დარგი ხდება. ადამიანები მთვარის, ვარსკვლავებისა თუ შორეული სპირალური გალაქტიკების გადასაღებად სხვადასხვა მოწყობილობებს იყენებენ. სამწუხაროდ, არც ისე ადვილია ციური სხეულების ზუსტად ისე დაფიქსირება, როგორც თავად გვსურს. თუმცა როგორც ჩანს, iPhone 13 ამ მხრივ უპრეცედენტო იქნება – ის ავტომატურად შეარჩევს კამერის საუკეთესო პარამეტრებს, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მობილურს უბრალოდ ცისკენ მიაპყრობს.

გარდა ზემოთხსენებულისა, iPhone 13-ს ექნება “ყოველთვის ჩართული” ეკრანის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, უბრალოდ, ერთი შეხედვით ნახონ შეტყობინებები, ელემენტის ინდიკატორი, დრო და ა. შ. ამისათვის ე. წ.  ეკრანის “გაღვიძება” საჭირო აღარ იქნება.

სავარაუდოდ, სწორედ ასტროფოტოგრაფიის ფუნქციის განვითარებასთან არის დაკავშირებული გაუმჯობესებული კამერის სენსორი და ობიექტივი. რაც შეეხება მის ვიზუალურ მხარეს, როგორც ჩანს, ახალ სმარტფონს უფრო ძლიერი MagSafe მაგნიტი და უკანა მქრქალი მინის პანელი ექნება. ის ასევე მოიცავ Face ID-სა და ეკრანის ქვეშა Touch ID-ს.

საერთო ჯამში, ეს იმაზე დიდი განახლებაა, ვიდრე მომხმარებლები ელოდნენ. მართალია, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორების დონეზეა ცნობილი, თუმცა Apple სავარაუდოდ, ყოველ ფუნქციას განავითარებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მსოფლიოში პირველი კოსმოსური სასტუმრო გაიხსნება 2027 წელს

“ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ კოსმოსში მოგზაურობის ეს ოქროს ხანა ძალიან ახლოსაა. ის მალე მოვა.” -ამ სიტყვებს ამობს Gateway Foundation- ის პრეზიდენტი, მაგრამ რატომ?

კოსმოსურ ტურიზმზე რამდენიმე კომპანია მუშაობს, ექვს წელში კი შესაძლებელი იქნება კოსმოსურ სასტუმროში ცხოვრება, სასტუმროში, რომელსაც Voyager Station ეწოდება. 24 მოდულისგან შექმნილი მბრუნავი ბორბალი აღჭურვილი იქნება საკმარისი რაოდენობის ოთახებით, რომ 280 სტუმარს და ეკიპაჟის 112 წევრს კომფორტული გარემო შეუქმნას. შეიძლება ითქვას, ამ დრომდე კოსმოსში კოსმონავტების ცხოვრება მარტივი და კომფორტული არ ყოფილა, მაგრამ Voyager Station აღჭურვილია საშხაპეეებით, საწოლებით, კინოთეატრით, სპა და სპორტული დარბაზებით, რომლებიც ისევე იფუნქციონირებენ, როგორც დედამიწაზე.

მოცემული იდეის უკან მდგომი კომპანია OAC(Orbital Assembly Corporation) აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობა 2025 წელს დაიწყება და 2027 წლისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. სასტუმრო თავიდანვე ისე იქნება მოწყობილი, რომ მასზე განთავსდეს კოსმოსური სააგენტო კვლევებისთვის და სივრცე ტურისტებისთვის.

სასტუმრო დედამიწას ყოველ 90 წუთში შემოივლის. სრული კომფორტის პირობებში უცნობია ზუსტად რა თანხა შეიძლება დაჯდეს სასტუმროში დარჩენა და კოსმოსში მოგზაურობა, თუმცა გაჟღერებული ინფორმაციით ეს რიცხვი შესაძლოა 250 000 დოლარი იყოს ერთ კაცზე.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნასა-ს ხომალდმა მარსიდან ფოტოები გამოაგზავნა

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ საკუთარი მარსმავალის, „პერსევერანსის”,  „წითელ პლანეტაზე“ განთავსება წარმატებით შეძლო.

კოსმოსური ხომალდი მომდევნო ორი წლის განმავლობაში „წითელ პლანეტაზე“ სიცოცხლის არსებობის მტკიცებულებების ძიებაში გაატარებს და მარსის ქანების ნიმუშებს შეაგროვებს.

„პერსევერანსი“ ეზეროს კრატერის შესწავლას გეგმავს, ვინაიდან მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეზეროზე მილიარდობით წლის წინ გიგანტური ტბა მდებარეობდა და იქ, სადაც წყალი იყო, სიცოცხლის არსებობაც შესაძლებელია.

მარსზე დაჯდომისთანავე ხომალდმა, რომელიც 20-ზე მეტი კამერითაა აღჭურვილი, დედამიწაზე პირველი გამოსახულებები გამოაგზავნა, სადაც მარსმავალის ჩრდილი და ეზეროს კრატერის ზედაპირი ჩანს.

ხომალდი „წითელ პლანეტაზე“ 6 თვის წინ გაგზავნეს და დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მან დაახლოებით  292.5 მილიონი მილი გაიარა.

წყარო :BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

იაპონელი მილიარდერი მთვარეზე მოგზაურობისთვის 8 თანამგზავრს ეძებს

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა რვა ადამიანს ეძებს იმისთვის, რომ მასთან ერთად ელონ მასკის კომპანია SpaceX- ის კოსმოსური ხომალდით, Starship-ით, მთვარეზე იმოგზაურონ.

„პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, რომ ამ მოგზაურობას  შეუერთდნენ ”, – აღნიშნა მაეზავამ.

შერჩევის პროცესის პირველი ეტაპი 14 მარტამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც აპლიკანტებს სამედიცინო შემოწმების გავლა და მაეზავასთან გასაუბრება მოუწევთ.

Starship-ის ორი უახლესი პროტოტიპი ტესტირების დროს აფეთქდა, თუმცა 45 წლის მაეზავა აცხადებს, რომ მას Starship-ის უსაფრთხოების სჯერა.

”ელონ მასკი ამბობს, რომ პრობლემა არ არსებობს და მე მისი მჯერა,” – აღნიშნა მაეზავამ.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის მთელ ხარჯს იუსაკუ მაეზავა დაფარავს. ის ამ ხარჯის რაოდენობას არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ის აღემატება თანხას, რომელიც ჟან-მიშელ ბასკიას ნახატში გადაიხადა, ანუ 110 მილიონ აშშ დოლარს.

მთვარეზე მოგზაურობის დაწყებას მაეზავა 2023 წელს გეგმავს.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

იაპონელი მილიარდერი მთვარეზე გასამგზავრებლად 8 მოხალისეს ეძებს

იუსაკუ მაეზავა არის ადამიანი, რომელიც 8 ადამიანს მისცემს შანსს სრულიად უფასოდ დაუვიწყარი გამოცდილება მიიღოს. იაპონელმა მილიარდერმა დაგეგმა ილონ მასკთან თანამშრომლობა და SpaceX-ის ფრენაზე მოხალისეების მიწვევა 2023 წელს მთვარეზე დაუვიწყარი მოგზაურობისთვის.

განცხადებების მიღება გრძელდება 14 მარტამდე, საბოლოო გასაუბრება, სამედიცინო შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი პროცედურები მაისის ბოლოს იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური ხომალდი ტესტირების საწყის ეტაპზეა, ილონ მასკი ამბობს, რომ იგი დარწმუნებულია ორ წელიწადში სრულ მზადყოფნაში იქნება. შეგახსენებთ, რომ SpaceX Starship-ის პირველი ორი საცდელი ფრენა წარუმატებლად,  აფეთქებით დასრულდა.

საერთო ჯამში, ფრენაში მონაწილეობას მიიღებს 10-12 ადამიანი. მაეზავა ამბობს, რომ მასთან ერთად კოსმოსში ფრენისთვის ორი პირობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული: ‘’უნდა იყოს ისეთი ადმიანი, რომელიც საზოგადოებას დახმარებას უწევს და მზადაა ეკიპაჟის დანარჩენ წევრებსაც დაუჭიროს მხარი’’.

ვიდეოგამოსვლაში ილონ მასკი ამ მოგზაურობის შესახებ ამბობს, რომ ეს იქნება პირველი კოსმოსური ფრენა 1972 წლის შემდეგ, რომელიც დედამიწის ორბიტის მიღმა გაემგზავრება ადამიანებთან ერთად.  არსებობს კითხვები თუ რა თანხა შეიძლება დაუჯდეს მაეზავას 8 ადამიანის მთვარეზე გაფრენა, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მისთვის უცხო არ არის, რადგან მაგალითად 2017 წელს აუქციონზე ნახატისთვის მან დახარჯა რეკორდული 110.5 მილიონი დოლარი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

„პერსევერანსმა“ მარსის ზედაპირზე მოძრაობა დაიწყო

NASA-ს როვერმა „პერსევერანსი“ მარსის ზედაპირზე მოძრაობა დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აპარატმა 6,5 მეტრი გაიარა. NASA-მ ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც როვერი მიერ მარსის ზედაპირზე დატოვებული კვალი ჩანს. დაფარული დისტანციის სიმცირის მიუხედავად, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

„იმ მომენტში, როდესაც როვერი მოძრაობას იწყებს, თავს მარსის ზედაპირის მკვლევარებად ვთვლით“, – განაცხადა NASA-ს სპეციალისტმა, კეტი სტეკ მორგანმა.

როვერის წითელ პლანეტაზე, კრატერ ჯეზეროში დაჯდომიდან 2 კვირა გავიდა. ინჟინერები ამ დროის განმავლობაში აპარატის სისტემებსა და ხელსაწყოებს ამოწმებდნენ. მარსული წლის განმავლობაში „პერსევერანსმა“ დაახლოებით 15 კილომეტრი უნდა გაიაროს. მეცნიერების მიზანი კრატერში არსებული ქვებია. მათ იმედი აქვს, რომ ქვებში ძველი მარსული ბიოლოგიური აქტივობის კვალს აღმოაჩენენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს ახალი მარსმავალი Perseverance-ი მარსზე დაეშვა

NASA-ს ახალი მარსმავალი Perseverance-ი მარსზე დაეშვა. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მარსმავლის Perseverance-ის („შეუპოვრობა“) გაშვება 2020 წლის 30 ივლისს განახორციელა.

აპარატის მთავარი მიზანი მარსზე სიცოცხლის კვალის აღმოჩენაა. Perseverance ავტომობილის ზომისაა და წიაღისეულების აღმოჩენისთვის საჭირო ხელსაწყოებით არის აღჭურვილი.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მარსის ზედაპირის პირველ სურათსაც ავრცელებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 21 22 23 24 25 54
Page 23 of 54