close
ასტრონომია - კოსმოსი

მარსი ერთ დროს ტენიანი სამყარო იყო, სად წავიდა მარსზე არსებული წყალი?

მარსი ერთ დროს ტენიანი სამყარო იყო, მის ზედაპირზე დიდი რაოდენობით წყალი არსებობდა, მაგრამ ეს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მილიარდობით წლის წინ. რა მოუვიდა წყალს? მეცნიერებს ახალი ჰიპოთეზა აქვთ.

მკვლევარებმა მიმდინარე კვირაში განაცხადეს, რომ „დაკარგული“ წყლის დაახლოებით 30%- 99% შეიძლება ახლა მარსის ქერქში მინერალებში იყოს ჩაჭედილი, რაც ეწინააღმდეგება დიდი ხნის აზრს, რომ წყალი კოსმოსში ზედა ატმოსფეროდან გაუჩინარდა და დაიკარგა.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მარსის წყალი დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ დაიკარგა, რაც ნიშნავს, რომ ის, ბოლო 3 მილიარდი წლის განმავლობაში, მშრალი პლანეტაა,“- განაცხადა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატმა ევა შელერმა, რომელიც NASA– ს მიერ დაფინანსებული კვლევის წამყვანი ავტორია.

მკვლევარების ვარაუდით, წყლის დიდ ნაწილს, სინამდვილეში, პლანეტა არ დაუტოვებია, არამედ სხვადასხვა მინერალებს შეერია, რომლებიც წყალს შეიცავს მინერალური სტრუქტურის – კერძოდ, თიხებისა და სულფატების შემადგენლობაში.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ერთად აღებული ეს წყალი ბევრია, თუმცა არ შეიძლება მარსზე ასტრონავტების მისიებისთვის პრაქტიკულ რესურსს წარმოადგენდეს.

”კლდეში ან მინერალში წყლის რაოდენობა ძალიან მცირეა. ბევრი კლდის გაცხელება მოგიწევთ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალი გამოყოთ“, – აღნიშნა შელერმა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თარამ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response