close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა დედამიწისგან ყველაზე შორს არსებული გალაქტიკა დააფიქსირეს

მეცნიერებმა დედამიწისგან ყველაზე შორს არსებული გალაქტიკა დააფიქსირეს. ვასედას უნივერსიტეტის (იაპონია), ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგები Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

გალაქტიკის MACS1149-JD1 აღმოჩენა ტელესკოპ ALMA-ს (Atacama Large Millimeter Array) გამოყენებით, მისი გამოსხივების „წითელი წანაცვლების“ საშუალებით მოხერხდა.

ორი თვის განმავლობაში მიმდინარე კვლევამ აჩვენა, რომ MACS1149-JD1 50 კმ/წმ სიჩქარით ბრუნავს, ხოლო მისი დიამეტრი 3000 სინათლის წელიწადია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ „ჯეიმს ვების“ ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სრულყოფილი ფოტო გამოაქვეყნა

NASA-მ „ჯეიმს ვების“ ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სრულყოფილი ფოტო გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC წერს.

სააგენტოს შეფასებით, ეს არის „ჩვენი სამყაროს ყველაზე ღრმა ხედი, რაც კი ოდესმე გადაუღია კაცობრიობას“. „ჯეიმს ვების“ კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი სურათია ამ დროისათვის.

ფოტო თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა წარმოადგინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლას იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო (NASA) იწყებს დამოუკიდებელ კვლევას, რათა ამოუცნობი საჰაერო ფენომენების საკითხი შეისწავლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას  Euronews-ი ავრცელებს.

კვლევა, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და $100,000-ზე მეტი არ ღირს, მიზნად ისახავს, გამოიკვლიონ, რა ინფორმაცია არსებობს ამ დროისთვის და კიდევ რა არის საჭირო ცაში დანახული აუხსნელი საგნების შესასწავლად.

სააგენტო ამტკიცებს, რომ „ამოუცნობი ფენომენი, რომელიც ატმოსფეროს უკავშირდება, საინტერესოა როგორც ეროვნული, ისე – საჰაერო უსაფრთხოებისთვის“.

„ჩვენ არ გავურბივართ რეპუტაციულ რისკს. მტკიცედ გვწამს, რომ ამ ფენომენის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ძალიან მწირი მონაცემები გვაქვს“, – აცხადებენ NASA-ში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ილონ მასკი: SpaceX-ი 1000-ზე მეტ Starship-ს ააგებს 1 მილიონი ადამიანის მარსზე გასაგზავნად

როგორც SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, მისი კომპანიის გეგმა „1000-ზე მეტი Starship-ის აგებაა, მარსზე სიცოცხლის ტრანსპორტირებისთვის“. მასკმა აპარატს თანამედროვე „ნოეს კიდობანიც“ უწოდა.

ამ განცხადებით ილონ მასკმა არაკომერციული ორგანიზაცია TED-ის ხელმძღვანელ კრის ანდერსონთან ბოლო ინტერვიუს დროს გაჟღერებული ინფორმაცია გაიმეორა. მაშინ მასკმა აღნიშნა, რომ SpaceX-ი ზემოხსენებულ მიზანს 2050 წლისთვის მიაღწევს და წითელ პლანეტაზე 1 მილიონი ადამიანის გაგზავნას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.

მარსზე მისიების განხორციელებამდე ილონ მასკის კომპანია Starship-ს დედამიწის ორბიტაზე გამოცდის. თუმცა ამისთვის ნებართვა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA) უნდა მიიღოს. SpaceX-ი იმედოვნებს, რომ აპარატით საცდელ მისიას ამ ზაფხულს შეასრულებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს მავალმა მარსზე უცნაური კარის ფორმის სტრუქტურა დააფიქსირა

NASA-ს მიერ წითელ პლანეტაზე განთავსებული მარსმავალი დედამიწაზე აგზავნის ფოტომასალასა და მონაცემებს, რაც ამ პლანეტის უკეთ გამოკვლევაში გვეხმარება. 7 მაისს, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე კლდეში შეჭრილ უცნაურ სტრუქტურას მიაკვლია, რომელიც კარს ჰგავს. ერთი შეხედვით, უცხოპლანეტელების ცივილიზაციის ნამოქმედარი გვეგონება, თუმცა აღმოჩენას სხვა ახსნებიც აქვს.
ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბუნებრივ გეოლოგიურ პროცესთან, კლდის შემადგენელი ქანის დანაწევრებასთან. არ არის გამორიცხული ფოტოზე ასახული ფორმის წარმომქმნელი მიწისძვრა ყოფილიყო, რომელიც NASA-ს აპარატმა მიმდინარე წლის 4 მაისს დააფიქსირა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფოტო ზუსტად არ გვაძლევს ინფორმაციას უცნაური ფორმის სიდიდის შესახებ. ფოტო მოახლოებულია და შესაძლოა, მასზე გამოსახული სტრუქტურა მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი სიგრძის იყოს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

პირველად, მთვარიდან ჩამოტანილ ნიადაგში მცენარე გაიზარდა

მეცნიერებმა მთვარიდან ჩამოტანილ ნიადაგზე მცენარის გაზრდა შეძლეს, რაც ნამდვილად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია მთვარეზე ხანგრძლივად ყოფნისთვის. მეცნიერებმა გამოიყენეს 1969-1972 წლებში „აპოლოს“ მისიების დროს მთვარეზე შეგროვილი მტვრის მცირე ნიმუში. მკვლევართა გასაკვირად, თესლი გაღვივდა და ორი დღის შემდეგ მცენარე ამოიზარდა მიწიდან. აღნიშნული კვლევა უმნიშვნელოვანესია ნასას გრძელვადიანი მიზნებისთვის, რადგან მთვარეზე და მარსზე ნაპოვნი რესურსებით შეძლებენ ასტრონავტებისთვის საკვები წყაროს შექმნას. ეს კი წინაპირობა იქნება მთვარის ზედაპირზე ადამიანის ხანგრძლივად ყოფნისა.
მკვლევართათვის გამოწვევას წარმოადგენს ნიადაგის მცირე რაოდენობა. 1969 წლიდან ნასას ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირიდან 382 კგ ქანი, კენჭები, ქვიშა და მტვერი ჩამოიტანეს. ფლორიდის უნივერსიტეტის გუნდს ექსპერიმენტისთვის თითო მცენარეზე მხოლოდ 1 გრ ნიადაგი გადაეცა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა. ნასა კი 1972 წლის შემდეგ პირველად 2025 წელს გეგმავს მთვარეზე ადამიანის გაშვებას.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს პროექტი „მტრულ“ უცხოპლანეტელებს მოიზიდავს — მეცნიერების შიში

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ზოგიერთი მეცნიერის მიზანს არამიწიერ ცივილიზაციებთან დაკავშირება წარმოადგენს… რა თქმა უნდა, საერთოდ თუ არსებობენ ისინი.

მაგალითად, გასულ თვეში NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ჯგუფმა განახლებული მემორანდუმის შესახებ გამოაქვეყნა იდეები. საქმე ეხება პოტენციური უცხოპლანეტელებისთვის ბინარული კოდის გზავნილის გადაცემას, რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკის ფარგლებში უნდა გავრცელდეს.

რა თქმა უნდა, ყველას არ ხიბლავს ეს იდეა და ჩვენი გალაქტიკური მდებარეობის გაცემის აზრი. ზოგიერთი ექსპერტი მას უკიდურესად სარისკო ნაბიჯადაც კი აღიქვამს. ანდერს სენდბერგმა, ოქსფორდის კაცობრიობის მომავლის ინსტიტუტის (FHI) უფროსმა თანამშრომელმა, ბრიტანულ გაზეთ The Telegraph-ს განუცხადა, რომ„შეტყობინების გაგზავნას ძალიან ძლიერი გავლენა აქვს და ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზულად უნდა აღვიქვათ“. მისი თქმით, ეს გზავნილი უცხოპლანეტელებისთვის ერთგვარი მოსაწვევივით იქცევა — თითქოს, მათ ვეუბნებით: „ნეტავ აქ იყოთ“.

მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სენდბერგი და მისი კოლეგები საჯარო დისკუსიებს ითხოვენ, ვიდრე ნებისმიერ არამიწიერ ცივილიზაციას მიაწვდენენ ხმას… „მართალია, ეს საფრთხეები მცირეა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის კარგად კონტროლირებადი. მთავარი საკითხი მშვიდობიანი და მტრული ცივილიზაციების თანაფარდობაა“, —წერს ტობი ორდი, წიგნში The Precipice. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ უარყოფითი მხარეები შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე უპირატესობები, ცუდი იდეაა აქტიური კონტაქტის მცდელობები.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჰაბლის ტელესკოპმა შერწყმის პროცესში მყოფი 5 გალაქტიკა დააფიქსირა

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შერწყმის პროცესში მყოფი 5 გალაქტიკა გადაიღო, რაც ხანგრძლივი მუშაობის ნაწილია გალაქტიკური ევოლუციის შესასწავლში. ეს მიღწევა სიმბოლურად ემთხვევა ტელესკოპის 32-ე წლისთავს…

მათ ჰიქსონის კომპაქტურ ჯგუფ 40-ს (HCG) უწოდებენ და როგორც ცნობილია, ეს სისტემები დაახლოებით 1 მილიარდ წელში გაერთიანდება. HCG 40 ჩვენგან 300 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს და ისეთ მცირე ზომის რეგიონშია მოქცეული, რომლის დიამეტრიც ირმის ნახტომის ვარსკვლავური დისკოზე დაახლოებით ორჯერ მეტია.

„შესაძლოა, მსგავსი მჭიდრო ჯგუფები ადრეულ სამყაროში უფრო გავრცელებული ყოფილიყო, როცა მათი შემადგენელი უცხელესი მატერია მაღალენერგიულ შავ ხვრელებს, კვაზარებს, კვებავდა“, — განმარტავენ ასტრონომები.

მართალია, მეცნიერებმა ამ დრომდე 100-ზე მეტი კომპაქტური გალაქტიკის ჯგუფი აღმოაჩინეს, მაგრამ ჰაბლის გუნდის თანახმად, HGC კონფიგურაცია საკმაოდ უნიკალურია… ამას კი ის განაპირობებს, რომ გალაქტიკები უფრო დიდი გროვის ნაწილს არ წარმოადგენს, რაც მათ ასტრონომებისთვის საინტერესო სამიზნედ აქცევს. როგორ გაჩნდა ეს კონფიგურაცია, ჯერ კიდევ დებატების საგანია.

„მათი ასეთი განლაგების სავარაუდო ახსნა დიდი რაოდენობით ბნელი მატერიაა, მატერიის უცნობი და უხილავი ფორმა. ამ ობიექტების ერთმანეთთან მიახლოებისას, ის უზარმაზარ ღრუბელს წარმოქმნის, რომელშიც გალაქტიკები მოძრაობს. ბნელ მატერიაში მათი გავლისას, წინააღმდეგობა იქმნება. ეს გალაქტიკების გადაადგილებას ანელებს და მათ ენერგიას უკარგავს. საბოლოოდ კი შერწყმის პროცესი იწყება“, — ამბობენ მეცნიერები.

გალაქტიკების ახლომდებარე ჯგუფების შესწავლა ასტრონომებს ეხმარება გაარკვიონ, როდის და სად წარმოიქმნა გალაქტიკები და რისგან შედგება ისინი.

წყარო : marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწისკენ მზიდან ამოტყორცნილი პლაზმა მოემართება, რაც გეომაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს

დედამიწისკენ მზიდან ამოტყორცნილი პლაზმა მოემართება, რაც გეომაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს. ამის შესახებ The Independent-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 11 აპრილს მზის ლაქიდან AR2987 ამოიტყორცნა პლაზმა და მაგნიტური ენერგია, რომელიც დედამიწას უკვე 15 აპრილს მოაღწევს. შედეგად, ჩვენს პლანეტაზე მოსალოდნელია კაშკაშა ჩრდილოეთის ნათება და G1​-ის კლასის გეომაგნიტური ქარიშხლები. ასეთი კლასის ქარიშხლებს შეუძლიათ თანამგზავრებისა და ენერგოსისტემების მუშაობის მცირე შეფერხება.

მეცნიერების თქმით, მზის ასეთი აქტივობა ნორმალურად ითვლება პერიოდში, როდესაც ვარსკვლავ 11-წლიანი ციკლის პიკს უახლოვდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

შორეული კოსმოსიდან უცნაურ სიგნალებს ვიღებთ

ასტრონომები შორეული კოსმოსიდან მომავალი უცნაური სიგნალების შესახებ საუბრობენ.

მეცნიერებმა ცის ერთი და იმავე წერტილიდან წამოსული 71 სიგნალი/პულსი აღმოაჩინეს,
თითოეული გრძელდებოდა 30-დან 60 წამამდე და ყოველ 18.18 წუთში მეორდებოდა. იდუმალი
რადიოტალღები ჩვენგან 4 000 სინათლის წლის მანძილიდან მოდის და მას სახელად GLEAM-X
J162759.5-523504.3 უწოდეს.
მეცნიერებმა უცნაურ ობიექტს დასავლეთ ავსტრალიაში განლაგებული რადიოტელესკოპის
საშუალებით მიაკვლიეს. ზომით მზეზე პატარა უნდა იყოს, მაღალპოლარიზებული გამოსხივება და
ძლიერი მაგნიტური ველი უნდა ჰქონდეს. მეცნიერების აზრით, საქმე სავარაუდოდ მაგნეტართან
აქვთ, რომელსაც ხანგრძლივი პულსაციის პერიოდი ახასიათებს. მისგან რადიოტალღებს მხოლოდ 2
თვის განმავლობაში იღებდნენ, რისი მიზეზიც ამოფრქვევა ან ისეთი აქტიურობაა, რომელსაც ვეღარ
აფიქსირებენ. მეცნიერები კვლევის გაგრძელებას გეგმავენ მეტის გაგების იმედით.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 19 20 21 22 23 61
Page 21 of 61