close

გავცერელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი iPhone 13, რომელიც ვიზუალურად თითქმის iPhone 12-ის იდენტურია, Apple-ის სმარტფონის ყველაზე დიდ მიღწევას წარმოადგენს. ის მოიცავს განახლებას, რომელიც ასტროფოტოგრაფიის საშუალებას იძლევა.

ის ავტომატურად შეარჩევს კამერის საუკეთესო პარამეტრებს.

ასტროფოტოგრაფია ფოტოგრაფიის სულ უფრო პოპულარული დარგი ხდება. ადამიანები მთვარის, ვარსკვლავებისა თუ შორეული სპირალური გალაქტიკების გადასაღებად სხვადასხვა მოწყობილობებს იყენებენ. სამწუხაროდ, არც ისე ადვილია ციური სხეულების ზუსტად ისე დაფიქსირება, როგორც თავად გვსურს. თუმცა როგორც ჩანს, iPhone 13 ამ მხრივ უპრეცედენტო იქნება – ის ავტომატურად შეარჩევს კამერის საუკეთესო პარამეტრებს, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მობილურს უბრალოდ ცისკენ მიაპყრობს.

გარდა ზემოთხსენებულისა, iPhone 13-ს ექნება “ყოველთვის ჩართული” ეკრანის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, უბრალოდ, ერთი შეხედვით ნახონ შეტყობინებები, ელემენტის ინდიკატორი, დრო და ა. შ. ამისათვის ე. წ.  ეკრანის “გაღვიძება” საჭირო აღარ იქნება.

სავარაუდოდ, სწორედ ასტროფოტოგრაფიის ფუნქციის განვითარებასთან არის დაკავშირებული გაუმჯობესებული კამერის სენსორი და ობიექტივი. რაც შეეხება მის ვიზუალურ მხარეს, როგორც ჩანს, ახალ სმარტფონს უფრო ძლიერი MagSafe მაგნიტი და უკანა მქრქალი მინის პანელი ექნება. ის ასევე მოიცავ Face ID-სა და ეკრანის ქვეშა Touch ID-ს.

საერთო ჯამში, ეს იმაზე დიდი განახლებაა, ვიდრე მომხმარებლები ელოდნენ. მართალია, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორების დონეზეა ცნობილი, თუმცა Apple სავარაუდოდ, ყოველ ფუნქციას განავითარებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0