close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

დღეს, 21 დეკემბერს კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი დღეა! სატურნი და იუპიტერი “გაერთიანდება”

21 დეკემბერს იუპიტერი და სატურნი აპირებენ, ისე მიუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ შორიდან გვეგონება, ისინი თითქოს ერთმანეთს ეხებიან. ასე ახლოს მათი განლაგება ბოლოს 800 წლის წინ, 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა.

პლანტები ცაზე ერთი მნათობის სახით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გამოჩნდებიან, თბილისის დროით 18:20-დან 18:50 საათამდე.

ასტრონომიულ მოვლენას, რომელშიც ციური სხეულები ერთმანეთს გაუსწორდებიან, შეერთება ეწოდება. თუმცა, ვინაიდან ეს კავშირი მოიცავს ჩვენი მზის სისტემის ორ უდიდეს გიგანტს, იგი ცნობილია როგორც “დიდი შეერთება”. რაღაც დონეზე, ამგვარი შემთხვევა ორ ათწლეულში ერთხელ ხდება ხოლმე.

”მაგრამ სამართლიანად უნდა ითქვას, რომ ეს კავშირი ნამდვილად გამონაკლისია იმით, რომ პლანეტები ძალიან ახლოს იქნებიან ერთმანეთთან”, – განმარტა Rice University-ს ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორმა პატრიკ ჰარტიგანმა.

”სინამდვილეში, ისინი იმდენად ახლოს იქნებიან, რომ შეიძლება მათი განშორება შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელი იყოს”, – დასძინა მან.

ეს ყველაფერი ზამთრის ბუნიობის დღეს მოხდება და ჩვენ დედამიწიდან მათ ერთ ნათელ წერტილად აღვიქვამთ.

ამასთანავე, რთული იქნება ამ შეერთების დანახვა შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში, თქვა ჰარტიგანმა. ჯერ უცნობია, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რამდენად დაბლა იქნებიან ისინი ჰორიზონტზე განლაგებულები. ყველაზე უკეთ ეკვატორთან განლაგებული ქვეყნების მოსახლეობა დაინახავს ამ მოვლენას.

“თუკი ტელესკოპი გაქვთ ის სამხრეთ – დასავლეთის ცისკენ მიაბრუნეთ” – გვაძლევს რეკომენდაციას ჰარინგტონი. თუმცა კი, ამ ყველაფრის დასანახად მკაფიო სამხრეთ-დასავლეთის ჰორიზონტი გვჭირდება.

თუკი 21-ში თქვენი ცა ღრუბლიანი იქნება, გული ნუ დაგწყდებათ, ეს მოვლენა 17-დან 25 დეკემბრამდე გრძელდება, თუმცა კი 21-ში ყველაზე უფრო ახლოს იქნებიან ისინი ერთმანეთთან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწას ხუთი ასტეროიდი უახლოვდება – აშშ-ის კოსმოსური სააგენტო

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების ინფორმაციით, დედამიწისკენ ხუთი ასტეროიდი მოემართება, რომელთაგან ორი იმაზე ახლო მანძილზეა, ვიდრე მთვარეა დედამიწიდან დაშორებული.

მათივე ცნობით, სამი ასტეროიდი ჩვენ პლანეტას დღეს მოუახლოვდება, რომელთა დიამეტრი 10-დან 24 მეტრამდეა. ყველაზე ახლოს დედამიწას ერთი მათგანი 343 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის.

ორი ასტეროიდის დიამეტრი 6.8 და 30 მეტრია, ისინი დედამიწას 18 დეკემბერს მოუახლოვდებიან. ყველაზე მცირე ზომის ასტეროიდი დედამიწას 57 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის, ყველაზე დიდი კი 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით.

წყარო :interpressnews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნასა ასტრონავტებს ირჩევს მთვარის ახალი მისიისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო გეგმავს 2024 წელს მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაგზავნოს, ერთი კაცის და ერთი ქალის მონაწილეობით, დაშვება მოხდება მთვარის სამხრეთ პოლუსზე. მთვარეზე პირველი დაშვებიდან, 1972 წლიდან, 48 წელი გავიდა. NASA-ს ახალ მისიას მოჰყვება შემდეგი ფრენები კოსმოსური ხომალდით, სახელად ,,Orion”. მისიას წამოიწყებს უზარმაზარი რაკეტა, სახელწოდებით Space Launch System (SLS).

NASA-მ უკვე დაასახელა 18 ასტრონავტის ვინაობა, საიდანაც აირჩევა პროგრამაში მონაწილე შემდეგი კაცი და პირველი ქალი, ვინც მთვარეზე გაფრენა შეძლებს. ასტრონავტების ნაწილი გამოცდილია, ასევე 18 ასტრონავტში ახალწვეულებიც შედიან, რომლებიც ჯერ კოსმოსში არ გაფრენილან და 2024 წლისთვის კარგი შესაძლებლობა მიეცემათ.

მაიკ პენსმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე გამოაცხადა 9 კაცისა და 9 ქალის სახელი, რომლებიც 2024 წელს მთვარის ზედაპირზე სიარულს შეძლებენ. მათ შორის არის სტეფანი ვილსონი, ის უკვე სამჯერ გაფრინდა კოსმოსში, ასევე ქრისტინა კოხი, რომელმაც რეკორდი დაამყარა ქალებში და ყველაზე დიდი დრო გაატარა კოსმოსში და ვიქტორ გლოვერი, რომელიც ახლახან გაემგზავრა SpaceX Crew Drago-ით.

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ილონ მასკი: მარსზე პირველი ადამიანი უახლოეს 6 წელიწადში დადგამს ფეხს

პირველი ადამიანი წითელ პლანეტაზე უახლოესი 6 წლის განმავლობაში დადგამს ფეხს. ამის შესახებ SpaceX-ის დამაარსებელმა ილონ მასკმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს 6 წელიწადში მოხდება, თუმცა თუ გარემოებები შეგვიწყობს ხელს, შესაძლოა პროცესები დაჩქარდეს და მარსზე ადამიანის გაყვანა 4 წელიწადში შევძლოთ“, – აღნიშნა მასკმა, რომლის ყველაზე ამბიციური პროექტიც წითელი პლანეტის კოლონიზაციაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა მზის ლაქის ყველაზე დეტალური ფოტო გაავრცელეს

ჰავაის კუნძულებზე მდებარე დენიელ ინოუეს სახელობის ტელესკოპმა (DKIST), რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ მზის ობსერვატორიას წარმოადგენს, მზის ლაქის ყველაზე დეტალური ფოტო წარმოადგინა.

ტელესკოპმა ფოტო 2020 წლის 28 იანვარს გადაიღო, თუმცა ის მხოლოდ ახლა გავრცელდა.

მზის ლაქის სიგანე 10 000 მილს (16 000-ზე მეტი კმ) წარმოადგენს, რაც დედამიწის დიამეტრს (12 754 კმ ეკვატორზე) აღემატება. ფოტოზე ყველაზე პატარა სტრუქტურების ზომები 20 კილომეტრს აღწევს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

21 დეკემბერს ცაზე იუპიტერის და სატურნის “გაერთიანების” ნახვა შეგეძლებათ

21 დეკემბერს იუპიტერი და სატურნი აპირებენ, ისე მიუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ შორიდან გვეგონება, ისინი თითქოს ერთმანეთს ეხებიან. ასე ახლოს მათი განლაგება ბოლოს 800 წლის წინ, 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა.

ასტრონომიულ მოვლენას, რომელშიც ციური სხეულები ერთმანეთს გაუსწორდებიან, შეერთება ეწოდება. თუმცა, ვინაიდან ეს კავშირი მოიცავს ჩვენი მზის სისტემის ორ უდიდეს გიგანტს, იგი ცნობილია როგორც “დიდი შეერთება”. რაღაც დონეზე, ამგვარი შემთხვევა ორ ათწლეულში ერთხელ ხდება ხოლმე.

”მაგრამ სამართლიანად უნდა ითქვას, რომ ეს კავშირი ნამდვილად გამონაკლისია იმით, რომ პლანეტები ძალიან ახლოს იქნებიან ერთმანეთთან”, – განმარტა Rice University-ს ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორმა პატრიკ ჰარტიგანმა.

”სინამდვილეში, ისინი იმდენად ახლოს იქნებიან, რომ შეიძლება მათი განშორება შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელი იყოს”, – დასძინა მან.

ეს ყველაფერი ზამთრის ბუნიობის დღეს მოხდება და ჩვენ დედამიწიდან მათ ერთ ნათელ წერტილად აღვიქვამთ.

ამასთანავე, რთული იქნება ამ შეერთების დანახვა შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში, თქვა ჰარტიგანმა. ჯერ უცნობია, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რამდენად დაბლა იქნებიან ისინი ჰორიზონტზე განლაგებულები. ყველაზე უკეთ ეკვატორთან განლაგებული ქვეყნების მოსახლეობა დაინახავს ამ მოვლენას.

“თუკი ტელესკოპი გაქვთ ის სამხრეთ – დასავლეთის ცისკენ მიაბრუნეთ” – გვაძლევს რეკომენდაციას ჰარინგტონი. თუმცა კი, ამ ყველაფრის დასანახად მკაფიო სამხრეთ-დასავლეთის ჰორიზონტი გვჭირდება.

თუკი 21-ში თქვენი ცა ღრუბლიანი იქნება, გული ნუ დაგწყდებათ, ეს მოვლენა 17-დან 25 დეკემბრამდე გრძელდება, თუმცა კი 21-ში ყველაზე უფრო ახლოს იქნებიან ისინი ერთმანეთთან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთი მთვარეზე უპილოტო კოსმოსურ ზონდს აგზავნის და დედამიწაზე ნიმუშების ჩამოტანას გეგმავს

ჩინეთი რამდენიმე დღეში მთვარეზე უპილოტო კოსმოსური ხომალდის გაშვებას გეგმავს. მისიის მიზანი დედამიწაზე მთვარის ქანების ჩამოტანაა.

ჩინეთი კოსმოსური ზონდის Chang’e-5-ის საშუალებით, რომელსაც ანტიკური დროის ჩინური მთვარის ღვთაების სახელი ჰქვია, შეეცდება შეაგროვოს მასალა, რომელიც  მეცნიერებს დაეხმარება, უფრო მეტი გაიგონ მთვარის წარმოშობის შესახებ. კონკრეტულად კი მისი საშუალებით, შესაძლოა, პასუხი გაეცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა : რამდენ ხანს დარჩა მთვარე ვულკანურად აქტიური შინაგან ნაწილში და როდის გაიფანტა მისი მაგნიტური ველი, რომელსაც მზის სხივებისგან სიცოცხლის ნებისმიერი ფორმის დაცვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ზონდი შეეცდება ე.წ. „ქარიშხლების ოკეანიდან“, ანუ მთვარის იმ ნაწილიდან, სადაც აქამდე არანაირი მისია არ განხორციელებულა, 2 კილოგრამამდე ნიმუში შეაგროვოს.

მსგავსი მცდელობა 1970-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე არცერთ ქვეყანას არ ჰქონია და იმ შემთხვევაში, თუ მისია წარმატებული აღმოჩნდება, ჩინეთი გახდება მესამე ქვეყანა მსოფლიოში აშშ-სა და ყოფილი საბჭოთა კავშირის შემდეგ, რომელიც მთვარიდან ნიმუშებს ჩამოიტანს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას მარსიდანაც აპირებს და ამ მისიის განხორციელებას 2030 წლამდე გეგმავს.

წყარო :  reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

43 წლის წინ კოსმოსში გაშვებული “ვოიაჯერ-2” რვა თვიანი დუმილის შემდეგ კავშირზე გამოვიდა

ავსტრალიაში შეაკეთეს ანტენა DSS 43, რომლითაც NASA- სიგნალს გადასცემს “ვოიაჯერ-ს.
“ვოიაჯერ-2 “დედამიწაზე ადამიანის მიერ შექმნილი შექმნილი მეორე აპარატია, რომელიც თითქმის 19 მილიარდი კილომეტრით დაშორდა მშობლიურ პლანეტას. ანტენა დაზიანდა 2020 წლის მარტში. შიშობდნენ, რომ მოწყობილობასთან კომუნიკაცია სამუდამოდ გაწყდებოდა, მაგრამ 29 ოქტომბერს მეცნიერებმა მას ბრაძანება გაუგზავნეს – და 34 საათის და 48 წუთის შემდეგ პასუხი მოვიდა.”ვოიაჯერმა” მოახსენა, რომ მასთან ყველაფერი კარგადაა, სისტემები ნორმალურად მუშაობს, ბრძანებები შესრულებულია, ფრენა იქ, სადაც ფეხი არავის დაუდგამს, გრძელდება.

პროგრამა “ვოიაჯერ-2” 43 წლის წინ ამოქმედდა. მან ურანს მიაღწია 1986 წელს, ნეპტუნს 1989 წელს, პირველად შეისწავლა და გადაიღო ეს პლანეტები და 2018 წელს დატოვა ჰელიოსფერო – მზის პლაზმის მიერ შექმნილი ტერიტორია.
დედამიწიდან უფრო შორს არის მხოლოდ მისი თანამოძმე “ვოიაჯერ-1”. განიხილება, რომ ორივე ვოიაჯერმა დატოვა მზის სისტემა, თუმცა ეს საკითხი კვლავ საკამათოა .ორივემ დატოვა ჰელიოსფერო, მაგრამ მის მიღმა ასევე მდებარეობს ორტის ღრუბელი, რომელიც სათანადოდ არ არის შესწავლილი და მისი საზღვრები უცნობია. იგი შემოდის მზის გრავიტაციულ ველში, რომელიც ასევე ითვლება მზის სისტემის ნაწილად. ოორტის ღრუბლის გარე კიდეები მზიდან დაახლოებით ორი სინათლის წელითაა დაშორებული, ანუ მისი მანძილი დაახლოებით 19 ტრილიონი კილომეტრია. ეს 1000-ჯერ მეტია, ვიდრე რაც “ვოიაჯერმა” გაიარა მთელი თავისი მოგზაურობის განმავლობაში. NASA- ს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მოწყობილობა მოძრაობს “ვარსკვლავთშორის სივრცეში მზის სისტემის გარე კიდეებზე”.
შეგახსენებთ, პროგრამა ვოიაჯერი (ინგლ. Voyager program) — ამერიკული სამეცნიერო პროგრამაა, რომლის საფუძველზეც 1977 წელს ნასამ კოსმოსში გაუშვა ორი იდენტური ავტომატური კოსმოსური ზონდი “ვოიაჯერ 1” და “ვოიაჯერ 2” მზის სისტემის მიღმა მდებარე სივრცის შესასწავლად.
თითოეული “ვოიაჯერზე” მიმაგრებულია მრგვალი ალუმინის ყუთი, შიგნით მოოქროვილი ვიდეო დისკია. დისკი შეიცავს 115 სლაიდს, რომლებიც შეიცავს ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო მონაცემებს, დედამიწის ხედებს, მის კონტინენტებს, სხვადასხვა პეიზაჟებს, სცენებს ცხოველებისა და ადამიანების ცხოვრებიდან, მათ ანატომიურ სტრუქტურასა და ბიოქიმიურ სტრუქტურას, დნმ მოლეკულის ჩათვლით.
ორობით კოდში გაკეთებულია საჭირო განმარტებები და მითითებულია მზის სისტემის ადგილმდებარეობა 14 მძლავრ პულსართან მიმართებაში.”საზომ ხაზად” მითითებულია წყალბადის მოლეკულის ჰიპერფინი სტრუქტურა (1420 მეგაჰერცი)
გამოსახულებების გარდა დისკზე ჩაწერილია ხმები: დედის ჩურჩული და ბავშვის ტირილი, ჩიტებისა და ცხოველების ხმა, ქარისა და წვიმის ხმა, ვულკანებისა და მიწისძვრების გრუხუნი, ქვიშის შარიშური და ოკეანის მოქცევა. ადამიანის ლაპარაკი დისკზე წარმოდგენილია მოკლე მისალმებით მსოფლიოს ხალხთა 55 ენაზე.
გზავნილის სპეციალური თავი მსოფლიო მუსიკალური კულტურის მიღწევებს ეძღვება. დისკი შეიცავს ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის ნაწარმოებებს, ლუის არმსტრონგის, ჩაკ ბერის ჯაზურ კომპოზიციებს, მრავალი ქვეყნის ხალხურ მუსიკას.(მათ შორის ქართული “ჩაკრულო” )დისკში ასევე არის ჩაწერილი კარტერის მიმართვა, რომელიც 1977 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნასაში აცხადებენ, რომ მთვარეზე აღმოჩენილი წყალი იქ ბაზის შექმნას შეუწყობს ხელს

აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ მთვარეზე აღმოჩენილი წყალი ნასას დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაგეგმილი მისიების განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ვინაიდან ეს აჩენს შესაძლებლობას, რომ ორგანიზაციამ მთვარეზე ბაზა შექმნას.

მთვარეზე წყლის აღმოჩენის უკანასკნელი ფაქტი იმითაა უნიკალური, რომ განსხვავებით წინა აღმოჩენებისგან, როდესაც წყალს მთვარის მუდმივად ბნელ ნაწილში აფიქსირებდნენ, ამ შემთხვევაში წყლის მოლეკულები მთვარის ზედაპირის განათებულ ნაწილში აღმოაჩინეს.

„ის, თუ სად უნდა განთავსდეს მთვარის ბაზა, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის მასზე წყალი,“- განაცხადა მილტონ კეინსის ღია უნივერსიტეტის პლანეტების პროფესორმა ჰანა სარჯენთმა.

აღსანიშნავია, რომ ნასა მთვარეზე ადამიანების გაგზავნას 2024 წელს აპირებს. მისიის მიზანი მომავალი, უფრო დიდი მისიისთვის მომზადებაა, რომელიც 2030 წლისთვის მარსზე ადამიანების გაგზავნას ითვალისწინებს.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ნასა-ს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე წლის წინ მთვარეზე დაფიქსირებული ქიმიური ნიშანი ერთმნიშვნელოვნად H2O-ია. მონაცემების შეგროვება ინფრაწითელი ატმოსფეროს სტრატოსფერული ობსერვატორიის (SOFIA) გამოყენებით განხორციელდა.

bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მთვარის მზით განათებულ ზედაპირზე წყალი აღმოაჩინეს – NASA

მთვარის მზით განათებულ ზედაპირზე წყალი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნასამ”, 26 ოქტომბერს გაავრცელა. აღნიშნული აღმოჩენა ნიშნავს, რომ წყალი არის მთვარის მთელ ზედაპირზე და არამხოლოდ მის ცივ, მზით გაუნათებელ ნაწილში.

“ნასას” ინფორამციით, NASA SOFIA-მ (Stratospheric Observatory for Infrared Astronomy) წყალი აღმოაჩინა კლავიუსის კრატერში, რომელიც მთვარეზე დედამიწიდან ხილული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრატერია. მთვარზე დაკვირვებების შედეგად, მანამდე გარკვეული სახის წყალბადი აღმოაჩინეს, თუმცა მეცნიერებმა ვერ შეძლეს იმის დადგენა, ეს იყო წყალი თუ მისი ქიმიური ნათესავი ჰიდროქსილი.

“ჩვენ გქვონდა ნიშნები, რომ HO2 შესაძლოა მთვარის შედარებით ჩრდილოვან ადგილებში ყოფილიყო. ახლა კი ვიცით, რომ ეს ნამდვილად წყალია. ეს აღმოჩენა გამოწვევას წარმოადგენს მთვარის ზედაპირის მიმართ აქამდე არსებული ჩვენი აღქმისთვის და ზრდის ღრმა სივრცის შესასწავლად არსებულ ინტრიგას”, – განაცხადა მეცნიერმა, პოლ ჰერცმა.

“ნასას” ინფორმაციით, მიუხედავად მცირე რაოდენობის წყლის აღმოჩენისა, ეს სიახლე აჩენს ახალ კითხვებს წყლის წარმოშობასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოიქმნება ის უჰაერო მთვარის ზედაპირზე.

მთვარეზე წყლის არსებობის შესასწავლად “ნასა” 2024 წელს თანამგზავრზე მისიის გაგზავნას გეგმავს.

მთვარეზე პირველი ექსპედიციის შემდეგ არსებობდა მოსაზრება, რომ ის სრულად მშრალი იყო. ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებული მისიების შედეგად კი მეცნიერებმა მთვარეზე წყლის არსებობის გარკვეული ნიშნები აღმოაჩინეს, მათ შორის, ყინულის ნაწილაკებიც. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე მისიები დარწმუნებით ვერ ამბობდნენ, ეს იყო H2O თუ OH.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 23 24 25 26 27 54
Page 25 of 54