close

ისტორია

ისტორიასაქართველო

ნაწყვეტი მარო მაყაშვილის დღიურიდან

გთავაზობთ ნაწყვეტს მარო მაყაშვილის დღიურიდან, რომელიც საქართველოს  1921 წლის თებერვლის ისტორიის გმირია.

,,ამ რუსობამ გლეხებიც კი ძლიერ გააფუჭა და სინდისი დაუკარგა, ნამუსიც. ეხლა თავისუფლება გამოვაცხადეთ, კვლავ დამოუკიდებლები ვართ. ამისდა მიუხედავათ გლეხი სულით და ხორცით დაეცა, დაივიწყა რწმენაც და პატიოსნებაც. იმის მაგივრათ, რომ ყველანი ერთად იცავდნენ ამ მონობისგან განთავისფლებას, აქ გლეხი გამხეცდა და თავის მოძმე ქართველს ჰკლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა, გაფუჭდა. აი, რუსობამ რა შედეგი მოუტანა ჩვენს ერს…
რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა? მანდილი გადააფარა ალბათ ყველაფერს ოხრათდარჩენილმა რუსმა. ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა ამ ომის დროს და მერე… ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი. ღმერთო, მოგვიმართე ხელი!
1918 წლის 20 მაისს. 10 საათი საღამოსი. თბილისი”

წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი  მოხალისედ წავიდა ფრონტზე,  ,,წითელ ჯვარში”  ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა  კოჯრისკენ  მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად  საქართველოს ყოფილი პარლამენტის შენობის ტერიტორია  რუსთაველის გამზირზე).

შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკომუნიკაცია

მსოფლიოში პირველი მობილური ტელეფონი 1 კგ-ზე მეტს იწონიდა

 1973 წლის 3 აპრილს ,,MOTOROLA”-ს მობილური კავშირის განყოფილების დირექტორმა – მარტინ კუპერმა – მანჰეტენზე სეირნობისას ფიჭური ტელეფონით დარეკვა გადაწყვიტა. 
,,მოტოროლამ” 15 მილიონი დოლარი გადამყვანი ტელეფონის შემუშავებას დაახარჯა, პროტოტიპი მალევე შეიქმნა და ის 1 კილოგრამს იწონიდა, ზომით კი საკმაოდ დიდი იყო. აშკარა იყო, რომ მისი გაუმჯობესება აუცილებლობას წარმოადგენდა, ეს კი მარტივი ამბავი არ იყო, ,,მოტოროლას” უნდა დაემტკიცებინა, თუ რატომ იყო ეს ყველაფერი საჭირო.

კომპანიამ ეს შეძლო და უკვე 1983 წლის 6 მარტს მობილური  ტელეფონების სერიული რაოდენობა გამოვიდა. წონაც შედარებით ნორმალური – 0,5 კგ იყო, ფასი კი – 3 500 დოლარი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიატექნოლოგიები

პირველი კომპიუტერი, რომელიც მთელ ოთახს იკავებდა

პირველი კომპიუტერის შექმის იდეა 1940 წელს გაჩნდა, თუმცა 1945 წელს შეესხა ხორცი, როდესაც ფიზიკოსებმა – ჯონ ეკერტმა და ჯონ მოუჩიმ ENIAC-ი  შექმნეს.

ეს იყო უზარმაზარი ,,ყუთი”, რომელიც მთელ ოთახს იკავებდა და მხოლოდ არითმეტიკული გამოთვლების შესრულება შეეძლო. შეიძლება ითქვას, რომ ეს უზარმაზარი ნივთი სრულიად უსარგებლოც იყო, ელექტროენერგიის დიდ რაოდენობას კი მოითხოვდა, იმდენს, რაც ერთ დიდ ქარხანასაც კი ეყოფოდა.

 

შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კალკულატორი პრევერსია.

ბუნებრივია, დროთა განმავლობაში, კომპიუტერმა განვითარებას მიაღწია, თან ისეთს, რომ ალბათ მისი გამომგონებლები ასეთ შედეგს ვერ წარმოიდგენდნენ.

.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორია

როგორი ეტიკეტი იყო შუა საუკუნეებში?

შუა საუკუნეების ევრპაში ქცევის გარკვეული წესები ჩამოყალიბდა, რომელთა ნაწილი დღემდე არსებობს.

ფრანგული სიტყვა ,,ეტიკეტი” საზოგადოებაში მიღებულ თავაზიანი ქცევის წესებს ნიშნავს. მე-13 საუკუნიდან სამეფო კარზე ეტიკეტის ნორმების შესაბამისად ცხოვრობდნენ, მათი შესწავლა ყველა ახალი თაობისთვის თავისებურ სკოლას წარმოადგენდა.

,,თამაშის” ნორმების ცოდნა საშალებას აძლევდა ადამიანს, რომ იმ დროინდელი დაქუცმაცებული საზოგადოების ნაწილად ეგრძნო თავი.

ეტიკეტში ცხოვრებს ყველა მხარე წვრილმანებამდე იყო გაწერილი.

ეტიკეტი თავიდან სამეფო კარის დიდებულების ვიწრო წრისთვის შეიქმნა, მაგრამ მან გავლენა მოახდინა მოქალაქეთა იმ ჯგუფზე, რომელსაც ელიტასთან შეხება ჰქონდა.

ქცევის ახალი წესები ადამიანისგან მოითხოვდა არა მხოლოდ მამაცობას, ძალასა და მოხერხებულობას, არამედ მოთმინებას, სულიერ სიფაქიზეს, თავაზიანობასა და სისუფთავეს.

მაგიდასთან მიუღებლად მიიჩნეოდა საუბარი პოლიტიკაზე, რელიგიასა და ისეთ თემებზე, რომლებსაც შეიძლება კამათი გამოეწვია. არ მიესალმებოდნენ გრძელი მონოლოგის მანერას: თითოეულს უნდა ჰქონოდა დრო და  საშუალება, რომ სიტყვა ეთქვა. ახალგაზრდა უფრო ჩუმად უნდა ყოფილიყო და უფროსისთვის ეგდო ყური. ასევე, როდესაც მას მიმართავდნენ, უხამს საქციელად მიიჩნეოდა, თუ ის ღეჭავდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

კავშირები ინდოეთსა და საქართველოს შორის

,,აბრეშუმის დიდი გზით” ინდოეთიდან ქარავნებს საქართველოში შემოჰქონდათ ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები, სანელებლები, ბამბა, ქსოვილები და სხვა. დღეს საქართველოში შინაურულად გრძნობენ თავს ქათმები, კარგად ხაროს ინდოეთიდან ჩამოტანილი სუნელები,

უამრავ ქართულ ეროვნულ კერძს ინდური სანელებლებით კმაზავენ.

ძველ ინდოელთა უდიდესი გამოგონება, ჭადაკი, იმდენად პოპულარული გახდა, რომ ,,ვეფხისტყაოსანთან” ერთად ქალს მზითევში ატანდნენ.

ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟი, ანდრია დადიანი, პირველი ქართველი მოჭადრაკე იყო, რომელამც მე-19 საუკუნეში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. პოპულარული იყო ჭადრაკი მე-20 საუკუნის საქართელოშიც. ქართველ მოჭადრაკე ქალთა შორის არიან მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი.

 

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორია

,,დაკიდული ბაღების” ნამდვილი ისტორია

ძვ.წ. IV საუკუნეში ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ  საყვარელ მეუღლეს, მიდიის მეფის ასულ ამიტას, ,,დაკიდული ბაღები” აუშენა. ამიტას ბაბილონის სიცხე ძალიან აწუხებდა და თავისი ქვეყნის მცენარეები ენატრებოდა. ქვისა და აგურის სვეტებს ეყრდნობოდა ტყვიის ფირფიტებით დაფარული ოთხი ტერასა, სარწყავი წყალი მდინარიდან ტუმბოებით ამოჰქონდათ მოედნებზე, რომელზეც მიდიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ნარგავები იყო გაშენებული. ბაღები თავზე დაჰყურებდა ქალაქს და თითქოს ცაზე იყო ჩამოკიდებული. ბაღებს დედოფალ სემირამიდასაც მიაწერდნენ, თუმცა იგი სამი საუკუნით ადრე ცხოვრობდა. წყალდიდობებმა ტერასები დაანგრია, ნანგრევები კი XIX საუკუნეში გერმანელმა არქეოლოგმა, რობერტ კოლდევაიმ, აღმოაჩინა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორია

როგორი იყო გლადიატორთა ბრძოლები?

რომაული საგარეო პოლიტიკოს ფორმულას – ,,გათიშე და იბატონე”, საშინაო პოლიტიკაში ემატებოდა ,,პური და სანახაობა”.  პოპულარობის მოსაპოვებლად და სოციალური პრობლემებიდან  ხალხის ყურადღების ჩამოსაშორებლად, პოლიტიკოსები ხშირად პურს უფასოდ არიგებდნენ და სანახაობებს მართავდნენ. რომაელთა საყვარელმა გასართობმა – გლადიატორთა ბრძოლებმა, პიკს იმპერიის ხანაში მიაღწია. იმპერატორებს არენაზე გლადიატორთა ათეულ ათასობით წყვილი გაჰყავდათ. სანახაობათა რაოდენობა წელიწადში 100-200 დღეს აღწევდა. მაყურებლის ზევით აწეული ცერი დამარცხებული გლადიატორისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ნიშნავდა. დაწეული სასიკვდილო განაჩენს. მის ბედს საბოლოოდ იმპერატორი წყვეტდა. ერთადერთი, ვისაც იმპერატორის გადაწყვეტილების შეცვლა შეეძლო, ვესტას ქურუმი ქალი იყო. ბევრ მდიდარ რომაელს საკუთარი გლადიატორები ჰყავდა, რომლებიც ბრძოლებში მონაწილეობის გარდა პატრონსაც იცავდნენ. რომის იმპერიის დაცემის ხანაში გლადიატორთა ბრძოლები შეწყდა.

ყველაზე განთქმულ გლადიატორი სპარტაკი იყო, რომლის ხელმძღვანელობით მონათა დიდმა აჯანყებამ ძვ.წ. 73-71 წლებში რომის იმპერი შეაზანზარა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორია

,,დაკიდული ბაღების” ნამდვილი ისტორია

ძვ. წ. VI საუკუნეში  ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ აუშენა საყვარელ მეუღლეს ,,დაკიდული ბაღები”. მიდიის მეფის ასულ ამიტას ბაბილონის სიცხე ძალიან აწუხებდა და თავისი ქვეყნის მცენარეები ენატრებოდა. ქვისა და აგურის სვეტებს ეყრდნობოდა ტყვიის ფირფიტებით დაფარული ოთხი ტერასა, სარწყავი წყალი მდინარიდან ტუმბოებით აჰქონდათ მოედნებზე, რომლებზეც მიდიიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან  ჩამოტანილი ნარგავები იყო გაშენებული. ბაღები თავზე დაჰყურებდა ქალაქს და თითქოს ცაზე იყო ჩამოკიებული. ბაღებს დედოფალ სემირამიდასაც მიაწერდნენ, თუცა ის სამი საუკუნით ადრე ცხოვრობდა, წყალდიდობებმა ტერასები დაანგრია, ნანგრევები კი მე-19 საუკუნეში გერმანელმა არქეოლოგმა, რობერტ კოლდევაიმ, აღმოაჩინა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

როგორ აღმოაჩინა შლიმანმა ტროა?

7 წლის გერმანელმა ბიჭმა, ჰაინრიხ შლიმანმა, საჩუქრად მიიღო წიგნი, სადაც ტროას ომის სხვადასხვა სცენა იყო დასურათებული. სწორედ მაშინ, მან მიზნად დაისახა ტროას აღმოჩენა. ამის გამო, მეგობრები დასცინოდნენ და მეოცნებედ მიჩნდათ. შლიმანი პოლიგლოტი იყო, ბევრი ენა იცოდა, მათ შრის, ძველი ბერძნული.

მოახერხა გამდიდრება  და ამის შემდეგ, მცირე აზიაში, კერძოდ, თურქეთში გაემგზავრა. ,,ილიადას” ტექსტით ხელმძღვანელობდა და რამდენიმეთვიანი კვლევა-ძიების შემდეგ, მიაგნო ბორცვს, სახელად – ,,ჰისარლიყი”, რაც თურქულად ,,სასახლეს” ნიშნავს. ამან განამტკიცა მისი ვარაუდი, რომ ტროას ნანგრევები სწორედ აქ იქნებოდა.

ბორცვი  ზღვასთან ახლოს მდებარეობდა, როგორც ,,ილიადაში” იყო. შლიმანმა ბორცვის გათხრა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ,,ჰისარლიყის” ბორცვის ქვეშ დასახლების 12 ფენა იმალებოდა. გასარკვევი რჩებოდა, თუ რომელი მათგანი იყო ჰომეროსის მიერ აღწერილი ტროა.

დიდი კვლევა-ძიების შემდეგ, შლიმანმა დაასკვნა, რომ მე-7 ფენა იყო სწორედ ის, რომელსაც ეძებდა. ამაში მას ტროას მეფის – პრიამოსის, გადამალული საგანძური დაეხმარა, რომელიც შლიმანმა მე-7 ფენაში შემთხვევით აღმოაჩინა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

ძველი ეგვიპტე და საქართველო

ძველი ბერძენი იტორიკოსი, ჰეროდოტე, კოლხებს ეგვიპტელთა მონათესავე ერად მიიჩნევდა, რომლებიც რამზეს II-ის კავკასიაში ლაშქრობის დროს იქ დარჩნილი ეგვიპტელი ჯარისკაცებისაგან წამოიშვნენ. ამის დასტურად მას მოჰყავდა ის, რომ ორივე ხალხი შავგრემანი და ხუჭუჭაა და სელსაც ერთნაირად ქსოვენო. ამ თეორიას მეცნიერები არ იზიარებენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ძველ ეგვიპტეს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა კავკასიასთან, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ეგვიპტური ნივთები. ტუტანჰამონის აკლდამაში ნაპოვნი რკინის ავგაროზი კი, სავარაუდოდ, კავკასიიდან იყო შეტანილი, რადგან ამ ლითონს ეგვიპტელები მაშინ არ იცნობდნენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 28 29 30 31 32 33
Page 30 of 33