close
ისტორიასაქართველო

ნაწყვეტი მარო მაყაშვილის დღიურიდან

გთავაზობთ ნაწყვეტს მარო მაყაშვილის დღიურიდან, რომელიც საქართველოს  1921 წლის თებერვლის ისტორიის გმირია.

,,ამ რუსობამ გლეხებიც კი ძლიერ გააფუჭა და სინდისი დაუკარგა, ნამუსიც. ეხლა თავისუფლება გამოვაცხადეთ, კვლავ დამოუკიდებლები ვართ. ამისდა მიუხედავათ გლეხი სულით და ხორცით დაეცა, დაივიწყა რწმენაც და პატიოსნებაც. იმის მაგივრათ, რომ ყველანი ერთად იცავდნენ ამ მონობისგან განთავისფლებას, აქ გლეხი გამხეცდა და თავის მოძმე ქართველს ჰკლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა, გაფუჭდა. აი, რუსობამ რა შედეგი მოუტანა ჩვენს ერს…
რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა? მანდილი გადააფარა ალბათ ყველაფერს ოხრათდარჩენილმა რუსმა. ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა ამ ომის დროს და მერე… ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი. ღმერთო, მოგვიმართე ხელი!
1918 წლის 20 მაისს. 10 საათი საღამოსი. თბილისი”

წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი  მოხალისედ წავიდა ფრონტზე,  ,,წითელ ჯვარში”  ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა  კოჯრისკენ  მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად  საქართველოს ყოფილი პარლამენტის შენობის ტერიტორია  რუსთაველის გამზირზე).

შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld