close

ისტორია

ისტორიაკულტურა

საფრანგეთში არქიმედეს ტრაქტატის უძველესი ასლი აღმოაჩინეს

საფრანგეთის ქალაქ ბლუას მუზეუმში, ანტიკური ხანის ყველაზე ცნობილი მათემატიკოსის, ბერძენი მეცნიერის – არქიმედეს ტრაქტატის „სფეროსა და ცილინდრის შესახებ“ უძველესი ასლი აღმოაჩინეს. ეს ნაშრომი არქიმედემ ძვ. წ. III საუკუნის შუა წლებში დაწერა. X საუკუნეში საფრანგეთში შესრულებული ეს ასლი მანამდე დაკარგულად ითვლებოდა.

ხელნაწერი, უფრო ზუსტად კი მისი მცირე ფრაგმენტი, წარმოადგენს პერგამენტის ფურცელს რთული გეომეტრიული გამოთვლებითა და ფიგურებით.

ასლის შექმნიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ტრაქტატის ტექსტი მის უკანა გვერდზე წაშალეს. ერთ-ერთი ფრანგული მონასტრის ბერმა განტოლებების თავზე მინიატიურა დახატა, რომელზეც ბიბლიური სცენაა გამოსახული – წინასწარმეტყველ დანიელის სასწაულებრივი გადარჩენა მშიერი ლომებისგან.

მუზეუმში განმარტავენ, რომ შუა საუკუნეებში პერგამენტი ძალიან ძვირადღირებული მასალა იყო. ის ცხოველის ტყავისგან მზადდება, ამიტომ ბერები ორიგინალ ტექსტებს შლიდნენ, რათა პერგამენტი ხელმეორედ გამოეყენებინათ სალოცავი წიგნების დასამზადებლად.

რესტავრატორები იმედოვნებენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ​მინიატიურის ქვეშ დამალული არქიმედეს ტრაქტატის ტექსტის წაკითხვა შესაძლებელი გახდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაისტორიაკვლევები

ლეონარდო და ვინჩის დნმ შესაძლოა მის ხელოვნებაში იყოს ჩადებული — მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ მოახერხეს მისი ნაწილის ამოღება

შესაძლებელია თუ არა გენეტიკური მასალის აღმოჩენა ხელოვნების ნიმუშებში,
რომლებიც ხუთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ შეიქმნა? მეცნიერები ფიქრობენ, რომ
ლეონარდო და ვინჩის ნახატებსა და ხელნაწერებზე აღმოჩენილი მიკროსკოპული
ბიოლოგიური კვალი შესაძლოა თავად მხატვარს ეკუთვნოდეს. კვლევა ეფუძნება
იმ ფაქტს, რომ ლეონარდო ხშირად მუშაობდა უშუალოდ ხელით — ფუნჯით,
თითებით და მარტივი ინსტრუმენტებით, რაც ბიოლოგიური მასალის გადატანის
შესაძლებლობას ზრდიდა.
თანამედროვე ანალიზის მეთოდები იძლევა საშუალებას, ზედაპირებიდან
ამოღებული დნმ-ის ფრაგმენტები დეტალურად შეისწავლონ, ისე რომ
ნამუშევრები არ დაზიანდეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ თუ დნმ-ის
ავთენტურობა დადასტურდება, შესაძლებელი გახდება ლეონარდოს გენეტიკური
პროფილის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია — მათ შორის მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობისა და ფიზიოლოგიური თავისებურებების შესახებ ინფორმაციის
მიღება.
თუმცა მეცნიერები სიფრთხილეს იჩენენ. დნმ შეიძლება იყოს დაბინძურებული
სხვა ადამიანებისგან, რომლებიც ნამუშევრებს საუკუნეების განმავლობაში
შეეხნენ. მიუხედავად ამისა, კვლევა უკვე აღიქმება, როგორც უნიკალური
მცდელობა ხელოვნებისა და გენეტიკის გადაკვეთისა, რომელიც ისტორიის
შესწავლას სრულიად ახალ განზომილებას აძლევს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

რატომ განიცდიან ბრიტანელი ებრაელები 60 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ცვლილებას

ბრიტანელი ებრაული საზოგადოების ცხოვრება ბოლო 60 წლის განმავლობაში
მნიშვნელოვანი ცვლილებების პროცესშია. ისტორიულად რელიგიურად
კონსერვატიული თემები სწრაფად ადაპტირდნენ თანამედროვე ბრიტანულ
გარემოსთან, რაც მოიცავს განათლების გაზრდას, პროფესიულ განვითარებას და
სოციალურ ინტეგრაციას. ახალგაზრდები უფრო ხშირად ირჩევენ კარიერას,
ინტერაქციას სეკულარულ საზოგადოებაში და ღირებულებების უფრო
მოდერნულ ინტერპრეტაციას.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილებები ხშირად დაკავშირებულია
გლობალური კულტურული გავლენებით, ეკონომიკური გარემოს ცვლილებებით
და დემოგრაფიული ტალღებით. ებრაული ოჯახები, რომლებიც ადრე მკაცრად
მიბმული იყვნენ რელიგიურ წესებსა და ტრადიციებზე, ახლა უფრო მოქნილები
არიან — სწავლობენ, როგორ შეინარჩუნონ იდენტობა და ამავდროულად
მოერგონ თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს.
ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს განათლება და საზოგადოებრივი
ჩართულობა: ახალგაზრდები უფრო ხშირად სწავლობენ უნივერსიტეტებში,
იღებენ ლიდერულ პოზიციებს პროფესიულ გარემოში და აქტიურად
მონაწილეობენ კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებში. შედეგად, ბრიტანელი
ებრაელები აწყდებიან პროგრესულ ცვლილებებს იდენტობაში, ცხოვრების
სტილში და სოციალურ ურთიერთობებში, რაც საბოლოოდ ქმნის კულტურულად
მდგრად, მაგრამ მოქნილ საზოგადოებას, რომელიც თანამედროვე ბრიტანულ
რეალობას წარმატებით ერგება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაჰუმანიტარული მეცნიერებები

იტალიის მთებში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს🦕

ჩრდილოეთ იტალიის სტელვიოს ეროვნულ პარკში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომლებიც 210 მილიონი წლით თარიღდება. ისინი ფოტოგრაფმა ელიო დელა ფერერამ იპოვა.

ნაკვალევები, რომელთა დიამეტრიც ზოგჯერ 40 სანტიმეტრს აღწევს, პარალელურ რიგებადაა განლაგებული. ბევრ მათგანზე მკაფიოდ ჩანს თითებისა და ბრჭყალების კვალი. პალეონთოლოგების ვარაუდით, ეს ნაკვალევი პროზავროპოდებს ეკუთვნით – ბალახისმჭამელებს, რომლებსაც გრძელი კისერი, პატარა თავი და ბასრი ბრჭყალები ჰქონდათ.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ შთამბეჭდავ აღმოჩენას წავაწყდებოდი იმ რეგიონში, სადაც მე ვცხოვრობ“, – განაცხადა მილანელმა პალეონთოლოგმა, კრისტიანო დალ სასომ.

ტრიასულ პერიოდში, დაახლოებით 250-201 მილიონი წლის წინ, კლდე, რომელზეც ნაკვალევები აღმოაჩინეს, მოქცევის ზონას წარმოადგენდა, რომელიც პერიოდულად იფარებოდა წყლით, მოგვიანებით კი ალპების მთათა სისტემის ნაწილი გახდა.

იტალიის კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ ნაკვალევები ბილიკებით მიუწვდომელ ტერიტორიაზე მდებარეობს და მათ შესასწავლად სპეციალისტები დრონებსა და სხვა დისტანციურ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერებასაქართველო

„მოქვის სახარება“- ქართული ხელნაწერი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მოქვის სახარება  XIII-XIV საუკუნეების ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისა და მინიატურული მხატვრობის გამორჩიული ნიმუშია.

ხელნაწერში 329 ფურცელი, 155 სიუჟეტური მინიატიურა, 10 კამარა, 4 თავსამკაული და 530-ზე მეტი მოხატული საზედაო ასოა. თავების დასაწყისში  მდიდრულად შემკული თავსართებია. თვით ტექსტში კიდიდი ზომის მრავალი, 500-ზე მეტი ფიგურული ინიციალია, რომლებიც ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებისაგან შედგება.

ტექსტი შესრულებულია ნუსხურით. ყავისფერი მელნის სხვადასხვა ტონალობაში ჩართული სინგურის აქცენტები ტექსტის მნიშვნელოვან პასაჟებს გამოყოფენ. სახარება გადაწერილია ორ სვეტად ეფრემის მიერ და მთელ ტექსტში  მკაცრადაა დაცული სვეტის 22-სტრიქონიანი სისტემა.

მოქვის ოთხთავის მოხატულობა უშუალოდ  ოქროზეა შესრულებული. ძველი ქართველი ოსტატები ორი სახის ოქროს იყენებენ ხელნაწერის მოხატულობის დროს: ფურცლოვანსა და ფხვიერი ოქროსაგან სპეციალურად დამზადებულ ოქრომელანს.

მოქვის ოთხთავი ქართულ ტრადიციაში დაცული ის იშვიათი გამონაკლისია, რომლებშიც მახარებლებს მათი შთამაგონებელი ფიგურები ახლავს. წმ. მარკოზს-წმ. პეტრე; წმ. ლუკას- ღვთისმშობელი; წმ.იოანეს- ღვთაებრივი სხივი; წმ. მათეს შთამაგობელი ფიგურა ხელნაწერის დაზიანების გამო უცნობია.

მოქვის სახარების მხატვრულ გაფორმებას ტექსტში ჩართული მრავალრიცხოვანი მინიატურები ქმნიან, მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 160. მათგან გამორჩეულია „ქრისტეს გენეალოგია“- მაცხოვრის წინაპართა სახეებში  გამჟღავნებულია ახალი აღთქმის კავშირი ძველთან. მინიატიურაში 42 მამამთავარს შორის ერთადერთი ქალის გამოსახულებაა და ეს არის ღვთისმშობელი. ზოგადად, ხელნაწერი გამორჩეულია ღვთისმშობლის გამოსახულებათა სიმრავლითაც.

ძირითადად დასურათებულია მათეს სახარება – სულ 97 მინიატიურა,  ხოლო დანარჩენ თავებში ივსება საილუსტრაციო ციკლის შემადგენლობა. იშვიათია ერთი და იმავე სიუჟეტის მინიატიურის განმეორება. 

ხელნაწერი საკმაოდ დაზიანებული სახითაა ჩვენამდე მოღწეული, რაც მისი თავდაპირველი შენახვის არასათანადო პირობებით იყო გამოწვეული. ასევე,  არც თავად ოთხთავის საშემსრულებლო ტექნიკა – ოქროზე საღებავების დადება არ აღმოჩნდა მყარი. საღებავმა როგორც ჩანს, შეიწოვა ოქრო და გამოაშრო. საღებავი ოქროსთან ერთად თანდათანობით სცილდება ეტრატს და მინიატურულ მხატვრობას აზიანებს.

დღემდე მოქვის სახარებამ რთული გზა განვლო. გადაწერილია 1300 წელს, აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ეკლესიაში დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით, რომლის მინიატურაც გამოსახულია ოთხთავში. ხელნაწერის დამკვეთის მინიატიურა არც ერთ სხვა ძველ ხელნაწერში არ გვხვდება.

უცნობია რა ვითარებაში მოხვდა ხელნაწერი მოქვიდან მარტვილის ეკლესიაში. სწორედ იქ მიაკვლიეს მას ნიკოდიმ კონდაკოვმა და დიმიტრი ბაქრაძემ XIX საუკუნის II ნახევარში.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს ემიგრაციაში წასულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მოქვის სახარება, სხვა ქართულ ხელნაწერებთან ერთად, საფრანგეთში გაიტანა. საქართველოში კი, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით, 1945 წელს დაბრუნდა.

საფრანგეთიდან დაბრუნებისას ხელნაწერს მხოლოდ გვიანი ხანის მოოქრული ვერცხლის ყდის ფრაგმენტი ჩამოჰყვა.

სპეციალისტების შეფასებით, მოქვის სახარება წარმოადგენს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან სულიერ და მატერიალურ ძეგლს,  რომლის ანალოგი მსოფლიოში თითქმის არ არის.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს როგორც საერო, ასევე სასულიერო წრეების წარმომადგენლების ძალისხმევით, მოქვის ოთხთავი განადგურებას გადაურჩა. მნიშვნელოვანი იყო იუნესკოს გადაწყვეტილება 24 ათასი ამერიკული დოლარით დაეფინანსებინა მოქვის ოთხთავის დიაგნოსტიკის პროექტი, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ხელნაწერის მძიმე მდგომარეობა.

რესტავრირებული სახარება რამდენჯერმე გამოიფინა კიდეც. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მოქვის სახარების ახალი, სამენოვანი, ალბომის გამოცემა, რომელიც  მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და ინარჩუნებს ხელნაწერის ავთენტიკურ ფორმატს და შეიცავს 155 უნიკალური მინიატიურის რეპროდუქციას.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერებასაქართველო

5 პირველი ქართული ეკლესია – ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბამ IV სა­უ­კუ­ნე­ში ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რას მიზ­ნად ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი და­უ­სა­ხა, – ახა­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. თა­ვი­დან ბა­ზი­ლი­კე­ბი იგე­ბო­და, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­თან იყო შერ­წყმუ­ლი და IV-დან VI სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვლით, ამ ტი­პის რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სია კი­დეც აშენ­და.

ძვე­ლი შუ­ამ­თა

ეს ტა­ძა­რი კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვი­დან 7 კმ-ში, ტყე­ში V სა­უ­კუ­ნე­შია აგე­ბუ­ლი. ალაზ­ნის ხე­ო­ბის ზედა პლა­ტო­ზე გაშ­ლი­ლია სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის სამი ეკ­ლე­სია, მათ შო­რის უძ­ვე­ლე­სი – V სა­უ­კუ­ნე­ში აგე­ბუ­ლი სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კა და ჯვრის ფორ­მის 2 ეკ­ლე­სი­აა. ორი­ვე რი­ყის ქვი­თაა ნა­გე­ბი.

XVI სა­უ­კუ­ნე­ში ძვე­ლი შუ­ამ­თის მო­ნას­ტე­რი და­ცა­რი­ელ­და. მის მახ­ლობ­ლად კა­ხე­თის მე­ფის ლე­ვან II-ის (1520-1570) მე­უღ­ლემ თი­ნა­თინ გუ­რი­ე­ლის ასულ­მა შუ­ამ­თის ახა­ლი მო­ნას­ტე­რი და­არ­სა. აგუ­რით ნა­გე­ბი ეკ­ლე­სია ჯვარ-გუმ­ბა­თო­ვა­ნია, შიგ­ნით – მო­ხა­ტუ­ლია, რო­მე­ლიც ერეკ­ლე II-მ გა­ნა­ახ­ლა. კომ­პლექსში სამ­რეკ­ლო და სხვა ნა­გე­ბო­ბე­ბი შე­დის.

ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი

სამ­თა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კის ტი­პის ნა­გე­ბო­ბა­თა შო­რის ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი ერთ-ერთი უდი­დე­სი და უძ­ვე­ლე­სი ძეგლია. მდე­ბა­რე­ობს ქვე­მო ქარ­თლში, სო­ფელ ბოლ­ნის­ში. ჩრდი­ლო­ე­თით, ერთ-ერთი შე­სას­ვლე­ლის თავ­ზე არის წარ­წე­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც (478-493 წლებ­ში) შე­მო­ნა­ხუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი წარ­წე­რა. ბოლ­ნი­სის ცნო­ბი­ლი ტა­ძა­რი IV სა­უ­კუ­ნის ბოლო წლებ­ში ელია მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს აუ­გია. ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის ტა­ძარ­ში სა­ე­პის­კო­პო­სო საყ­და­რი და­ა­არ­სა. პირ­ველ ბოლ­ნელ ეპის­კო­პო­სად და­ვი­თია მიჩ­ნე­უ­ლი, რო­მე­ლიც ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის აღ­მო­სავ­ლე­თი ფა­სა­დის წარ­წე­რა­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ეკ­ლე­სი­ის გვერ­დით, სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით, XVII სა­უ­კუ­ნის სამ­რეკ­ლოა შე­მო­ნა­ხუ­ლი. ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი XVII სა­უ­კუ­ნე­ში რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი და შე­კე­თე­ბუ­ლია. 1936-1939 ჩა­ტა­რე­ბულ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად ძეგლი გა­თხა­რეს, შე­ა­კე­თეს, გა­და­ხუ­რეს და გა­ა­მაგ­რეს. რე­ტავ­რა­ცია 1967-1969 წლებ­შიც ჩა­ტარ­და. ბოლ­ნი­სის სი­ონ­ში თა­ვი­დან­ვე მწიგ­ნობ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. დღეს კი ის ბოლ­ნი­სი ეპარ­ქი­ის ნა­წი­ლია.

ურ­ბნი­სი

მდე­ბა­რე­ობს ქარ­თლში, სო­ფელ ურ­ბნის­თან. წარ­წე­რე­ბის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, ტა­ძა­რი V-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა, სა­დაც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლე­ბი – კონ­სტან­ტი­ნე და მამა მი­ქა­ე­ლი. ტა­ძა­რი სამ­თა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კაა. ეკ­ლე­სია თავ­და­პირ­ვე­ლად აგე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თმორ­გე­ბუ­ლი ქვი­შაქ­ვით, ქვე­ბი სხვა­დას­ხვა ზო­მი­საა, მაგ­რამ ჰო­რი­ზონ­ტა­ლო­ბა და­ცუ­ლია. IX სა­უ­კუ­ნე­ში ეკ­ლე­სი­ას რეს­ტავ­რი­ცია გა­უ­კეთ­და. ურ­ბნი­სის კომ­პლექ­სი გო­რის ეპარ­ქი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და მოქ­მე­დია.

თბი­ლი­სის ან­ჩის­ხა­ტი

მდე­ბა­რე­ობს თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე. XX სა­უ­კუ­ნე­ში, რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს ორი ფილა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც “ჯვრის ამაღ­ლე­ბის” რე­ლი­ეფ­თან ერ­თად, შე­მო­ნა­ხუ­ლა წარ­წე­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ტა­ძა­რი X სა­უ­კუ­ნის და­სა­წის­ში, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის შვი­ლის და­ჩის მიერ, დე­და­ქა­ლა­ქის თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნი­სას აიგო. ტა­ძა­რი ერთ სა­უ­კუ­ნე­ში, შე­მო­სე­ვე­ბის შე­დე­გად ძა­ლი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა, მისი აღ­დგე­ნი­სას მახ­ლობ­ლად კა­თო­ლი­კო­სის­თვის რე­ზი­დენ­ცია აუ­გი­ათ. 1664 წელს ქარ­თლის კა­თო­ლი­კოს­მა დო­მენ­ტი III-მ თბი­ლი­სე­ლი ვაჭ­რი­სა­გან შე­ი­ძი­ნა სამ­ცხი­დან, ან­ჩის მო­ნას­ტრი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ბექა ოპიზ­რის მიერ მო­ჭე­დი­ლი მა­ცხოვ­რის ხელ­თუქ­მნე­ლი ხატი. ხა­ტის ახალ ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლად სა­კა­თო­ლი­კო­სო ტა­ძა­რი – ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ა­მის შო­ბის ეკ­ლე­სია – შე­ირ­ჩა. სწო­რედ ამ დრო­ი­დან დამ­კვიდ­რდა მისი ახა­ლი სა­ხე­ლი – ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სია.

ნეკ­რე­სი

მდე­ბა­რე­ობს კა­ხეთ­ში, ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ შილ­დის მახ­ლობ­ლად, მთის ფერ­დობ­ზე. და­ა­არ­სა 13 ასუ­რელ მა­მა­თა­გან ერთ-ერ­თმა, აბი­ბოს­მა VI სა­უ­კუ­ნე­ში. ნეკ­რე­სის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­ულ ძეგლს აერ­თი­ა­ნებს. მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია შემ­დე­გი ფაქ­ტო­რე­ბით: ერთი მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სწო­რედ აქ აიგო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლო (IV სა­უ­კუ­ნის III მე­ო­თხედ­ში); მე­ო­რე მხრივ კი, უკვე VI სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აქ დი­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი კერა გაჩ­ნდა. ეს მოვ­ლე­ნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იო­ა­ნე ზე­დაზ­ნე­ლის თა­ნა­მოღ­ვა­წის, აბი­ბოს სა­ხელ­თან, რო­მე­ლიც ნეკ­რე­სის მღვდელმთავ­რად აკურ­თხეს.

ამ მო­ნას­ტერს უკავ­შირ­დე­ბა ლე­გენ­და: ცნო­ბი­ლია, რომ მუს­ლი­მე­ბი ღო­რის ხორცს არ ჭა­მენ. ამი­ტომ, შაჰ-აბა­სის შე­მო­სე­ვის დროს, მო­ნას­ტერ­ში ღო­რე­ბი სამი დღით გა­მო­კე­ტეს. რო­დე­საც თათ­რე­ბი ახა­ლი გაღ­ვი­ძე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მი­უ­სი­ეს. დამ­შე­ულ ღო­რებს ეგო­ნათ, საჭ­მე­ლად მივ­ყა­ვარ­თო და გა­ე­კიდ­ნენ. ეს ამ­ბა­ვი შაჰ-აბასს მო­ახ­სე­ნეს, რო­მელ­მაც ბრძა­ნა, რომ მო­ნას­ტრის­თვის ალყა მო­ეხ­სნათ და იმ ად­გილს აღარ გა­კა­რე­ბოდ­ნენ.

ნეკ­რეს­ში სხვა­დას­ხვა დროს მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მღვდელმთავ­რე­ბი წერ­დნენ და წიგ­ნებს თარ­გმნიდ­ნენ… ნეკ­რე­სის ეპარ­ქია 1811 წელს გა­უქ­მდა.

AMBEBI.GE

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

სამხრეთ ამერიკაში პირველად აღმოაჩინეს ქარვა დინოზავრების დროინდელი მწერებით

სამხრეთ ამერიკაში, ეკვადორის აღმოსავლეთით მდებარე ქვიშის კარიერში, აღმოჩენილია პირველი ბიოლოგიური ნაწილაკების შემცველი ქარვის ნიმუშები, რომელთა ასაკიც 112 მილიონი წელია. გაქვავებულ ფისში შემორჩა ობობას ქსელი, კოღოები, ხოჭოები, ბუზები, კრაზანები და სხვა მწერები, რომლებიც დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდნენ. ინფორმაცია აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებულია ჟურნალში Communications Earth & Environment.

კვლევაზე საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, ბარსელონის უნივერსიტეტის პროფესორის, ხავიერ დელკლოსის ხელმძღვანელობით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფისი შესაძლოა წარმოიქმნა წიწვოვანი ხეებისგან, რომლებიც თანამედროვე ეკვადორის ტერიტორიაზე სუპერკონტინენტ გონდვანას არსებობის პერიოდში იზრდებოდნენ. ქარვის 60 ნიმუშიდან ბიოლოგიურ ჩანართებს მესამედზე მეტი შეიცავდა.

ეს აღმოჩენა განსაკუთრებულ სამეცნიერო ღირებულებას წარმოადგენს, ვინაიდან ეს არის პირველი მეზოზოური ხანის ნიმუშები ბიოჩანართებით, რომლებიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეა ნაპოვნი. მწერების ყველა ნაპოვნი სახეობა მეცნიერებისთვის ახალია

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურაჰუმანიტარული მეცნიერებები

მეცნიერების მტკიცებით, მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა ადამიანის ევოლუციის ისტორიას ცვლის

ჩინეთში აღმოჩენილი მილიონი წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა მიუთითებს, რომ ჩვენი სახეობა, Homo sapiens-ი ევოლუციას სულ მცირე ნახევარი მილიონი წლით ადრე იწყებს, ვიდრე აქამდე გვეგონა – ამ განცხადებას მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით აკეთებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ თავის ქალის გამოკვლევის თანახმად, Homo sapiens-ი სხვა მონათესავე სახეობებთან, მათ შორის, ნეანდერტალელებთან გაცილებით დიდხანს თანაარსებობდნენ, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.

მეცნიერების განმარტებით, მათი ანალიზი მთლიანად ცვლის წარმოდგენას ადამიანის ევოლუციის შესახებ და, თუ ეს სიმართლეა, უდავოდ გადაწერს ადამიანების ევოლუციის ისტორიის ადრეულ, მნიშვნელოვან თავს. ამასთან, სფეროს სხვა ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი კვლევა შთამბეჭდავია, თუმცა შორსაა საბოლოო, დამტკიცებული მონაცემებისგან.

BBC-ის ინფორმაციით, აღმოჩენამ, რომელიც წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, გააოგნა კვლევითი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ჩინეთის უნივერსიტეტისა და დიდი ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმის მეცნიერები შედიოდნენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერებასაქართველო

ახალი აღთქმის, ნუსხურად შესრულებული, აქამდე უცნობი თარგმანი აღმოაჩინეს რომელიც 1500 წელიწადზე დიდხანს იმალებოდა

მეცნიერთა განცხადებით, ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით აღმოაჩინეს ბიბლიის ერთ-ერთი თავის ძველი ვერსია, რომელიც 1500 წელიწადზე დიდხანს იმალებოდა ძველქართულად, ნუსხურად შესრულებული ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის ქვეშ.

ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსი გრიგორი კესელი აღმოჩენის შესახებ ჟურნალNew Testament Studies-ში გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება. New Testament Studiesწარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის რეცენზირებამდელ აკადემიურ ჟურნალს.

კესელის ცნობით, მან ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით სცადა ენახა, რა ეწერა პალიმფსესტზე შესრულებული სიტყვების სამი შრის ქვეშ. პალიმფსესტი არის უძველეს ხელნაწერთა ტიპი, რომელსაც სხვა ნაწერებზე მაღლიდან გადასაწერად იყენებდნენ, მაგრამ ხშირად მაინც რჩებოდა თავდაპირველი ნაწერის კვალი.

პალიმფსესტებს ძველად პერგამენტის სიმწირის გამო იყენებდნენ. ამ მასალაზე სიტყვებს განმეორებით წერდნენ იქამდე, ვიდრე ქვეშ მოქცეულ სიტყვებს რამდენიმე შრე არ დაფარავდა.

კესელის აღმოჩენაში აღწერილი ტექსტი წარმოადგენს მათეს სახარების მე-12 თავის დიდი ხნის უნახავ ვერსიას, რომელიც თავდაპირველად, დაახლოებით 1500 წლის წინ, ბიბლიის ძველსირიულ თარგმანში შედიოდა. კესელის განცხადებით, ტექსტი მან ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერში აღმოაჩინა.

აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ხელნაწერი მკვლევრებს „უნიკალურ კარიბჭეს“ სთავაზობს ბიბლიის ტექსტუალური ევოლუციის ადრეული ფაზების შესასწავლად. ჩანს ტექსტის თანამედროვე თარგმანისგან გარკვეული სხვაობებიც.

მაგალითად, პრესრელიზის მიხედვით, მათეს 12:1-ის თავდაპირველ ბერძნულ ვერსიაში წერია: „ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა“.

ახლად აღმოჩენილ სირიულ თარგმანში კი ოდნავ სხვაგვარად წერია: „დაიწყეს თავთავების კრეფა, ხელებით სრესა და ჭამა“.

პალიმფსესტზე შესრულებული ხელნაწერი, რომლის ქვეშაც ძველსირიულად თარგმანი აღმოაჩინეს, ძველქართულად, ნუსხურად არის შესრულებული და ვატიკანის ბიბლიოთეკაში ის მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მოხვდა. ქართველი მკვლევრის, მიხეილ თარხნიშვილისმოკლე ჩანაწერის წყალობით, მეცნიერებმა მის შესახებ უკვე 1953 წელს იცოდნენ. ამ წლის შემდეგ, ხელნაწერი დაიკარგა. 2010 წელს ის ხელახლა აღმოაჩინეს, 2020 წელს კი გააციფრულეს და ვატიკანის ციფრულ ბიბლიოთეკაში განათავსეს.

ვატიკანში დაცული ეს ხელნაწერი თავდაპირველად სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცულ ქართულ ხელნაწერს ეკუთვნოდა (სახელით Sin. geo. 49), რომელიც შეიცავდა იადგარსაც. ეს ქართული ხელნაწერი პალიმფსესტს წარმოადგენს და შედგენილია სხვადასხვა ენაზე შესრულებული თავდაპირველად დამოუკიდებელი ხელნაწერების მრავალი ნაწილისგან.

ქართული ხელნაწერი არასრულყოფილია და მრავალი ნაწილი აკლია, მათ შორის, კოლოფონიც (წიგნის ბოლოს დართული მხატვრის ან გამომცემლის გვარები და სხვა ცნობები). მიუხედავად ამისა, ხელნაწერის ანალიზების საფუძველზე, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მე-10 საუკუნის ცნობილი ქართველი მწიგნობრის, იოანე-ზოსიმეს მიერ არის შესრულებული. იოანე-ზოსიმე თავდაპირველად მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან — სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

ნეანდერტალელი ადამიანები 200 000 წლის წინ ცხენებზე გუნდურად ნადირობდნენ – უახლესი აღმოჩენები

ახალი კვლევა ნეანდერტალი ადამიანების ქცევასა და სოციალურ ორგანიზაციაზე საზოგადოების წარმოდგენებს ცვლის. გერმანიის შონინგენის (Schöningen) არქეოლოგიური ძეგლის ხელახალი დათარიღება მიუთითებს, რომ დაახლოებით 200 000 წლის წინ ნეანდერტალელი ადამიანები გუნდურად ნადირობდნენ ცხენებზე, რაც ადასტურებს მათ მაღალ ორგანიზებულობასა და კოლექტიურ სტრატეგიებს.

შონინგენის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ხის შუბები და თითქმის 50 ცხენის ნაშთი, რაც მიუთითებს მასობრივ ნადირობაზე. ამ შუბების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი დაახლოებით 200 000 წლის წინანდელია, რაც მათ  პერიოდს უკავშირდება. ეს აღმოჩენა ანაცვლებს გავრცელებულ წარმოდგენას, რომ ასეთი იარაღები მხოლოდ Homo heidelbergensis-ს ეკუთვნოდა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ შუბების დახვეწილი დიზაინი და მასობრივი ნადირობის მტკიცებულებები მიუთითებს ნეანდერტალელი ხალხის  მაღალ ორგანიზებულობასა და კოლექტიურ ქმედებებზე. ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს წარმოდგენას, რომ ისინი მხოლოდ მცირე, მობილურ ჯგუფებად ცხოვრობდნენ.

მიუხედავად აღნიშნული კვლევებისა,  ზოგიერთი მეცნიერი სკეპტიკურად უყურებს ამ მტკიცებულებებს და საკითხის დამატებით შესწავლას მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნეანდერტალელი საზოგადოების ქცევის და სოციალური სტრუქტურის უკეთ შესასწავლად.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 34
Page 1 of 34