მეცნიერები აცხადებენ, რომ უძველესი ბეჭედი, რომელიც ბეთლემში აღმოაჩინეს, იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელმაც იესო აწამა.
ბრინჯაოს ბეჭედი 50 წლის წინ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. ბეჭედზე ღვინის ჭურჭელი და ბერძნული წარწერებია ამოტვიფრული, თუმცა მეცნიერები დღემდე ვერ ახერხებდნენ იმის დადგენას, თუ ვის ეკუთვნოდა სამკაული.
ბეჭდის აღმოჩენიდან 50 წლის შემდეგ კი ექსპერტებმა ბეჭედზე იერუსალიმის რომაელი მმართველის, პილატე პონტოელის სახელის ამოკითხვა შეძლეს. ეს მათ ბეჭდის სრულყოფილად გაწმენდისა და ისრაელის სიძველეთა ორგანოს (Israel Antiquities Authority) ლაბორატორიაში ფოტოგრაფირების გზით განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ პილატე პონტოელი გახლავთა ადამიანი, რომელმაც იესოს ჯვარცმის ბრძანება გასცა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნივთს იყენებდნენ, როგორც „დასაშტამპ ბეჭედს“.
წყარო : www.independent.co.uk
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”










როგორც არქეოლოგები განმარტავენ, გემი, სავარაუდოდ, სავაჭრო იყო და მას ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც ე.წ. “სირენების ლარნაკზე” გამოსახულ ხომალდს. ეს არის მოხატული ჭურჭელი, რომელიც,დაახლოებით შავ ზღვაში ნაპოვნი გემის პერიოდისაა. ჭურჭელზე გამოსახულია ოდისევსის ხომალდი, რომელსაც თავს ესხმიან მითიური სირენები.





