close
არქეოლოგიაისტორია

კაიროში, სავარაუდოდ, რამზეს II-ის ქანდაკება აღმოაჩინეს

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ერთ-ერთ მიყრუებულ უბანში მეცნიერებმა მნიშვნელოვან აღმოჩენას მიაგნეს – როგორც ირკვევა, დაახლოებით ოთხი ტონის სიმძიმისა და რვა მეტრი სიგრძის ქანდაკება, სავარაუდოდ, ძველეგვიპტელი  ფარაონის – რამზეს მეორისაა.

ეგვიპტურ-გერმანული არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის – აიმან აშმავის – თქმით, იმ ადგილზე, სადაც ქანდაკება აღმოაჩინეს, ოდესღაც ტაძარი ყოფილა.

ფოტოებიდანაც ჩანს, რომ ქანდაკება დაზიანებულია – არქეოლოგებს მის ამოსაღებად მძიმე ტექნიკის გამოყენება მოუხდათ. მისი თავიდან მხოლოდ სახის რამდენიმე ფრაგმენტი, მათ შორის სახის ქვედა მხარე, ყური და მარჯვენა თვალის ნაწილია გადარჩენილი, აგრეთვე,  გვირგვინი. მეცნიერების განცხადებით, ქანდაკების ნაწილები კვლავ მიწაში რჩება.

შესაძლოა, ქანდაკება 3 000 წელზე მეტი ხნის იყოს.

წყარო: nationalgeographic.com

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid