close
რქეოლოგია

გამოქვაბულებში გადაშენებული ადამიანების დნმ აღმოაჩინეს

დნმ

გამოქვაბულების დანალექებიდან შესაძლოა გადაშენებული ადამიანის დნმ აღადგინონ და ეს იმ შემთხვევაშიც კი მოახერხონ, როცა ჩონჩხის ნაშთები არ არსებობს.

მკვლევარებმა შვიდი არქეოლოგიური ადგილიდან შეგროვებული ნალექების ნიმუშებში გენეტიკური მასალა აღმოაჩინეს.

უძველესი ადამიანების ნაშთები ხშირად მწირია, ამიტომ ახალი დასკვნები მნიშვნელოვანია, ვინდაიდან ხელს შეუწყობს მეცნიერებს ამ ადგილების მკვიდრების იდენტიფიცირება მოახდინონ, სადაც მხოლოდ არტეფაქტებია აღმოჩენილი.

,,ეს ნამუშევარი უზარმაზარი სამეცნიერო გარღვევაა,“ – განაცხადა მადრიდის ესპანეთის ბუნებისმეტყველების მუზეუმის მეცნიერმა ანტონიო როზასმა.  „ახლა შეგვიძლია ვთქვათ, ჰომინიდის რომელ სახეობას ჰქონდა მღვიმე დაკავებული და კონკრეტულად რომელ სტრატიგრაფიულ დონეზე, მაშინაც კი, როდესაც ძვლისა და ჩონჩხის ნაშთები არ არის წარმოდგენილი “, –  დასძინა მან.

,,ჩვენ ვიცით, რომ ნალექების რამდენიმე კომპონენტს შეუძლია დნმ-ის შეზღუდვა”, – განაცხადა გერმანიის ქალაქ ლეიპზიგში მდებარე მაქს პლანკის სახელობის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარმა მათიას მაიერმა. “ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვიძიოთ, გადარჩა თუ არა  თუ არა ჰომინინის დნმ იმ არქეოლოგიური უბნების ნალექებში, სადაც, როგორც ცნობილია, უძველესი ჰომინინები ცხოვრობდნენ.

მკვლევარებისა და არქეოლოგების ჯგუფმა გათხრები ბელგიაში, ხორვატიაში, საფრანგეთში, რუსეთსა და ესპანეთში აწარმოეს.

მათ მიერ შეგროვებული დანალექის ნიმუშები 14,000 -550,000 წლის წინანდელი იყო.

მათ ლაბორატორიაში მიტოქონდრიული დნმ-ის (მაგნიკანდიუმის დნმ-ის) მცირე ფრაგმენტები გამოიკვლიეს – ეს გახლავთ გენეტიკური მასალა მიტოქონდრიიდან. ნალექის ის ნიმუშებიც კი, რომლებიც წლების მანძილზე ოთახის ტემპერატურაზე შეინახეს, დნმ-ს შეიცავდა.

„თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ადამიანის დნმ-ის კვალის აღმოჩენა გაგვიჭირდებოდა სხვა ძუძუმწოვრების დნმ-ის სიჭარბის გამო,“ – განაცხადა გერმანიის ქალაქ ლაიპციგში მდებარე მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერმა, კვლევის თანაავტორმა ვივიანი სლოონიმ. “შემდეგ სტრატეგია შევცვალეთ და კონკრეტულად ადამიანური წარმოშობის დნმ-ის ფრაგმენტებზე გადავედით”.

გუნდის წევრებმა მოახერხეს ნეანდერტალელის დნმ-ის აღდგენა ოთხ არქეოლოგიურ ადგილზე მდებარე გამოქვაბულის დანალექში, მათ შორის იმ ფენებშიც, სადაც  ადამიანის ჩონჩხის ნაშთები არ აღმოჩენილა.

„დანალექებიდან ჰომინინების დნმ-ის აღდგენით, შეგვიძლია ჰომინინის ჯგუფების აღმოჩენა იმ ადგილებშიც მოვახერხოთ, სადაც ეს სხვა მეთოდებით შეუძლებელი იყო. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ დანალექების დნმ-ის ანალიზები ძალიან სასარგებლო არქეოლოგიური პროცედურაა, რაც შესაძლოა მომავალში რუტინული გახდეს,“ – განაცხადა მაქს პლანკის სახელობის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ევოლუციური გენეტიკის განყოფილების დირექტორმა – სვანტე პააბომ.

 

წყარო:BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid