close
არქეოლოგიასაქართველო

ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ძაფი მსოფლიოში უძველესია

ამ დრომდე, მსოფლიოში აღმოჩენილ ძაფთა შორის, საქართველოში, კერძოდ, ძუძუანას გამოქვაბულში, ნაპოვნი ძაფი ყველაზე ძველია.

აღნიშნული გამოქვაბული  ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზეა. თუ აქამდე ჩეხეთის აღმოჩენებით მიიჩნეოდა, რომ უძველესი ქსოვილი ადამიანმა 29 ათასი წლის წინ დაამზადა, ჭიათურის გათხრებით ამ თარიღმა 34 ათას წლამდე გადაიწია. ძუძუანას მღვიმეში სამუშაოებს მეცნიერთა ჯგუფი 1996 წლიდან აწარმოებდა, რომელშიც ქართველების გარდა, ამერიკელი და ებრაელი სპეციალისტებიც შედიოდნენ. ამ კვლევის მთავარი მიზანი პალეოლითის ხანის ,,ჰომო საპიენსის” მიგრაციის გზების დადგენა იყო. იქ აღმოჩნდა ე.წ. ზედა პალეოლითური ხანის 3,5 მეტრის სისქის ნასახლარი. მღვიმის შესწავლა საინტერესო იყო, რადგანაც აქ აღმოაჩინეს 34 000 წლის წინანდელი სელის ბოჭკო. აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის არქეოლოგ თენგიზ მეშველიანს.

უფრო ადრე, მე-19 საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო ჭიათურაში დაზვერვითი სამუშაოები, ამ დროს აქ უამრავი  უამრავი გამოქვაბული და მღვიმე იპოვეს.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid