close
არქეოლოგია

მეცნიერები უძველესი მუმიფიცირებული წყვილის საიდუმლოს ახსნას ცდილობენ 

მსოფლიოს უძველეს მუმიფიცირებულ წყვილს, რომელსაც მარიხუანა და ტატუები მოსწონდა, მეცნიერები სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

ალტაის მთების დიდგვაროვანი ტატუირებული წყვილი ყინულში ჩამარხეს, რამაც მათი ნეშტი ათასეული წლების განმავლობაში შემოინახა.

თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით მეცნიერები ცდილობენ, მათი ცხოვრებისა და გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნან.  მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მუმიები ეკუთვნის ხუჭუჭთმიან ბელადს და მის ცოლს, ან ხარჭას.

მუმიფიცირებულ ორგანოებს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით სკანირება ჩაუტარეს. მათ ტომოგრაფიულ გამოსახულებებს რადიოლოგები, ბიოლოგიური ანთროპოლოგები, არქეოლოგები და სხვა მეცნიერები შეისწავლიან.

„ჩვენი მიზანი უძველესი წყვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენა, მათი გარეგნობის რეკონსტრუქცია და მუმიფიკაციის ტექნოლოგიების უფრო დეტალურად შესწავლაა,“ – აცხადებენ მეცნიერები.

ნაშთები 1949 წლიდან სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოში ცნობილ ერმიტაჟის მუზეუმი ინახება.

აღნიშნული წყვილი ცნობილია სხეულებზე გამოსახული ტატუებით და კუთვნილი უძველესი ორი ხალიჩით. განძის უმეტესობა მათ სამარხში ინახებოდა.

არქეოლოგებმა წყვილის საფლავში აღმოაჩინეს დამწვარი მარიხუანის, ცხრა შეკაზმული ცხენის კვალი აღმოაჩინეს, რომლებიც როგორც ჩანს, გარდაცვლილ წყვილს მსხვერპლად შესწირეს.

საბჭოთა არქეოლოგი –  სერგეი რუდენკო, რომელიც არქეოლოგიურ გათხრევს ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ  „ორივე, ქალიცა და მამაკაციც, კავკაზოიდურ ტიპს განეკუთვნებიან. მათ რბილი თმა ჰქონდათ, მამაკაცს – მუქი, ხვეული, ქალს – მუქი ყავისფერი. მამაკაცს მხარზე ვეფხვის, ან ცხენის ტატუ ჰქონდა. მისი ხელები სხვადასხვა ფრინველის გამოსახულებით იყო დაფარული, ხოლო ფეხები – ჩლიქოსნებით. ქალს მხრებზე ტატუ არ ჰქონდა, მაგრამ მისი წინამხრები დაფარული იყო უამრავი გამოსახულებით.

მის მარცხენა წინამხარზე ამ კულტურისთვის უჩვეულო სცენა იყო გამოსახული : ორი ვეფხვის და თოვლის ლეოპარდი თავს ესხმიან ირემსა და ცხენ-ირემს.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid