close
არქეოლოგიადედამიწა

ახალი აღმოჩენა ადამიანის მოდგმის აფრიკაში წარმოშობას ეჭვქვეშ აყენებს

საბერძნეთსა და ბულგარეთში მაიმუნის მსგავსი არსებების ნამარხი აღმოაჩინეს. ეს არსებები 7,2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ამ აღმოჩენამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ადამიანის წარმოშობის შესახებ მეცნიერების ცოდნა.

ეს ეჭვქვეშ აყენებს იმ მოსაზრებას, რომ ევოლუციური მოდგმა, რომელმაც ადამიანის წარმოშობას მისცა დასაბამი, აფრიკაში გაჩნდა.

მეცნიერებმა ორიოდე დღის წინ განაცხადეს, რომ Graecopithecus freyberg-ის სახელით ცნობილი არსება, რომელიც მხოლოდ ქვედა ყბის ძვლითა და გამოყოფილი კბილითაა ცნობილი, შესაძლოა ადამიანის იმ მოდგმის უძველესი წარმომადგენელი იყოს, რომელიც ევოლუციის შედეგად გამოეყო იმ ხაზს, საიდანაც ადამიანის უახლოესი ნათესავი – შიმპანზე წარმოიშვა.

ძვალი, რომელიც მოიცავს კბილებს,  1944 წელს ათენში აღმოაჩინეს. პრემოლარი ბულგარეთის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში 2009 წელს ნახეს. მეცნიერებმა ისინი ახალი დახვეწილი ტექნიკის გამოყენებით გამოიკვლიეს და მათი ასაკი იმ დანალექი ქანების მიხდვით დაადგინეს, რომელშიც აღმოაჩინეს.

მათ აღმოაჩინეს, კბილის ფესვის განვითარება, რომელიც ადამინის თვისებას წარმოადგენს და არა შიმპანზეს და მისი წინაპრის. ამის გამო Graecopithecus ჰომინინის სახელით ცნიბილ ადამიანის მოდგმას მიაკუთვნეს. დღემდე უძველეს ჰომინინად Sahelanthropus ითვლება, რომელიც 6-7 მილიონი წლის წინ ჩადში ცხოვრობდა.

მეცნიერებმა დიდი ხანია კონსესუსი მიაღწიეს იმ საკითხზე, რომ ჰომინინები აფრიკაში წარმოიშვნენ. იმის გათვალისწინებით, რომ Graecopithecus-ის ნამარხი ბალკანეთში აღმოაჩინეს, შესაძლოა განვაცხადოთ, რომ ადამიანის მოდგმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის პირეთში წარმოიშვა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს დასკვნები არამც და არამც არ აყენებენ ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ ჩვენი სახეობა, ჰომო საპიენსი დაახლოებით 200,000 წლის წინ აფრიკაში გამოჩნდა და შემდეგ სამყაროს სხვადასხვა ნაწილში დასახლდა.

„ჩვენი სახეობა აფრიკაში წარმოიშვა, თუმცა შესაძლოა, არა ჩვენი მოდგმა,“ – განცხადა გერმანელმა მეცნიერმა  -მადელაინ ბოჰმემ.

ტორონტოს უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგის – დევიდ ბეგუნის – განცხადებით, შესაძლებლობა, რომ ევოლოციური გაყოფა აფრიკის გარეთ მოხდა წინააღმდეგობაში არ მოდის იმ ფაქტთან, რომ ჰომინინის სახეობები მოგვიანებით იქ ჩამოყალიბდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld