close

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სამუშაო დღეები 5-იდან 3-მდე შემცირდება – ბილ გეიტსი

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მოელის, რომ 3-დღიანი სამუშაო კვირა ხელოვნური ინტელექტის წყალობით გახდება შესაძლებელი.

დღეს ბევრს ეშინია, რომ მანქანები ადამიანებს სამუშაოებს წაართმევენ და ბევრი უბრალოდ უმუშევარი დარჩება. თუმცა, გეიტსი ამას უარყოფითად არ უყურებს და მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენ რუტინულ საქმეებში ჩაგვანაცვლებს და ზედმეტი შრომა აღარ დაგვჭირდება.

„თუ საბოლოოდ მიიღებთ საზოგადოებას, რომელშიც კვირის სამუშაო დღეების რაოდენობა სამია, ეს ძალიან კარგი იქნება. ეს საზოგადოებაზე დადებითად იმოქმედებს, გამოჩნდება მეტი თავისუფალი დრო, რასაც საინტერესო და შემეცნებით საქმიანობებს მივუძღვნით. მეტიც, თუ დაფიქრდებით, ცხოვრების მიზანი მხოლოდ სამუშაოს შესრულება არ არის”, – თქვა გეიტსმა.

ბილ გეიტსი არ არის პირველი ტექ ლიდერი, რომელსაც მიაჩნია, რომ ადამიანებს ხუთდღიანი სამუშაო კვირის ჩანაცვლება შეეძლებათ.

JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა ცოტა ხნის წინ განაცახადა, რომ მშრომელების მომდევნო თაობას მხოლოდ 3,5-დღიანი სამუშაო კვირა ექნება.

იგივეს ფიქრობს ილონ მასკიც.

“შეგეძლება გქონდეს სამსახური, თუ ეს გენდომება. თუმცა, მომავალში ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველაფერს შეძლებს”, — თქვა მასკმა ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სამიტზე.

შემცირებული სამუშაო კვირა უკვე არსებობს (ზოგისთვის)

ტექ გიგანტების პროგნოზების პარალელურად ზოგი უკვე სარგებლობს ასეთი “პრივილეგიით”.

America’s Got Talent-ის შემქმნელმა, საიმონ ქოუელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მან შეწყვიტა პარასკევს მუშაობა, რადგან ეს “უაზრობაა”. ამასთან, მსხვილმა დამსაქმებლებმა, როგორიცაა Samsung, თანამშრომლებისთვის მეტი დასვენების დღეების გამოყოფა დაიწყეს.

ისლანდიაში ოთხდღიანი სამუშაო კვირა გამოიცადა. ექსპერტების თქმით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა ამ ადამიანების 90%-ს სამუშაო დღეები ნამდვილად შეუმცირდებათ.

ამავდროულად, 2021 წელს, იაპონიის მთავრობის ყოველწლიური ეკონომიკური პოლიტიკის მითითებების თანახმად, კომპანიებმა თანამშრომლებს 4-დღიანი სამუშაო გრაფიკის არჩევის საშუალება უნდა მისცენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

Amazon-მა ბიზნესისთვის AI-ჩატბოტი წარადგინა

Amazon-მა ბიზნესისთვის ახალი AI-ჩატბოტი, სახელწოდებით – Q წარადგინა, – ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

Amazon-მა ჩატბოტი Amazon Web Services-ის Reinvent-კონფერენციაზე, ლას-ვეგასში წარადგინა. უახლესი პროდუქტის სახელწოდების შესახებ ორი მოსაზრება არსებობს – ერთი ვერსია მას ჯეიმს ბონდის ფილმების იმავე სახელის მქონე პერსონაჟს, მეორე კი სატელევიზიო შოუ Star Trek-ის Q პერსონაჟს უკავშირებს.

წინასწარი შეფასებისთვის ჩატბოტი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია, ფუნქციათა ნაწილის გამოყენება კი უფასოდაა შესაძლებელი. ბიზნესმომხმარებლებისთვის ჩატბოტის ყოველთვიური ღირებულება $20-ია, დეველოპერებისა და IT-სფეროში დასაქმებულთათვის კი ჩატბოტს დამატებითი ფუნქციები ექნება და $25 ეღირება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

Meta-მ სოციალური სივრციდან ათასობით ყალბი ანგარიში წაშალა

Meta-მ სოციალური სივრციდან ათასობით ყალბი ანგარიში წაშალა. ისინი, ჩინეთის ტერიტორიიდან იყო შექმნილი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ანგარიშებიდან ძირითადად, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობაზე იწერებოდა. გარდა ამისა წერდნენ აბორტზე, კულტურულ ომზე და პრობლემებზე, რომლებიც უკრაინაშია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტექნოლოგიები

GITA-ს მხარდაჭერით, კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს – ConstrucThon 2.0-ს უმასპინძლებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 2-3 დეკემბერს შიდა ქართლი ყველაზე მასშტაბურ სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს – ConstrucThon 2.0-ს უმასპინძლებს, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართება.

36 საათის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ საკუთარ სტარტაპ იდეებზე და გადაჭრიან სექტორში არსებულ გამოწვევებს შემდეგი მიმართულებებით:

• ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები სამშენებლო მასალების გაუმჯობესების მიმართულებით;
• ჭკვიანი სახლის სისტემები (IoT, Software-Hardware) უზრუნველყოფა;
• ინოვაციური მდგრადი გადაწყვეტილებები მშენებლობაში (ეკო, ენერგოეფექტური სახლები და ა.შ);
• უსაფრთხოების ინოვაციური სისტემები (მათ შორის, შრომის უსაფრთხოება) სამშენებლო სექტორში;
• სერვისი (სამშენებლო სამუშაოების მომზადების, მენეჯმენტის, სამშენებლო ტექნიკით და ინვენტარით უზრუნველყოფა, მექანიზაცია, იურიდიული მხარდაჭერა);
• მონიტორინგის ინოვაციური სისტემები;
• ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები დეველოპმენტში;
• ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები არქიტექტურაში.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (16 წლიდან) – სტუდენტებს, ინჟინრებს, პროგრამისტებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს, სტარტაპერებს, მარკეტერებს და სამშენებლო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს. ჰაკათონი დასრულდება დემო დღით, სადაც გამარჯვებული GITA -გან მიიღებს 5000 ლარის ოდენობის გრანტს იდეის განხორციელებისთვის.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია მონოლით ჯგუფი, რომელმაც დააწესა საპრიზო ფონდი 5000 ლარის ოდენობით. ამავდროულად, მონოლით ჯგუფის მიერ რჩეული გუნდის გამოვლენის შემთხვევაში, მათ ექნებათ სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობის შესაძლებლობა პროდუქტის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით.

ჰაკათონის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ტრასპორტირება, დღისა და ღამის კვება, მონაწილეები შეძლებენ ტექნოპარკის სივრცეებითა და ფაბლაბის დანადგარებით სარგებლობას ღამის საათებშიც. პროექტის განმახორციელებელია „ინოვაციური განათლების ფონდი“.

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა ბმულზეა შესაძლებელი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კომუნიკაციატექნოლოგიები

ფეისბუკის მომხმარებელთა 4 ჯგუფი გამოავლინეს – გაიგეთ, თქვენ რომელს მიეკუთვნებით

ფსიქოლოგებმა „ფეისბუკის“ (Facebook) მომხმარებელთა ოთხი ტიპი გამოავლინეს. ამასთანავე, ფსიქოლოგებმა გულწრფელად აღიარეს, რომ ზოგი „ფეისბუკელის“ მიკუთვნება ამ ოთხი კატეგორიიდან რომელიმესთვის ცალსახად შეუძლებელია.

„სელფომანები“

სახელი თავისთავად ამბობს სათქმელს. მათი გვერდები სელფით არის სავსე, მიზანი კი – რაც შეიძლება მეტი ყურადღების მიღებაა.

„სელფომანებისთვის“ ვირტუალური სამყარო ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი „ფეისბუკს“ იდეალური „მეს“ შესაქმნელად იყენებენ და სულ არ აინტერესებთ, რამდენად რეალური იქნება ეს „მე“. ისინი რაც უფრო მეტ სოციალურ ყურადღებას მიაღწევენ, მით უკეთესად გრძნობენ თავს.

„ურთიერთობათა ამწყობი“

სულ სხვანაირად იქცევა „ურთიერთობის ამწყობი“. ისინი სოციალურ ქსელს რეგულარულად იყენებენ, აქვეყნებენ პოსტებს, პასუხობენ სხვისას, ურთიერთობენ კომენტარებში და საერთოდ ინტერნეტში ურთიერთობის აწყობას ცდილობენ. სოციალურ ქსელში იძენენ ახალ მეგობრებს და ძველებთან ურთიერთობას ინარჩუნებენ. მათთვის „ფეისბუკი“ რეალური ცხოვრების ლოგიკური გაგრძელებაა.

„ქალაქის მაუწყებელი“

„ქალაქის მაუწყებელი“ ზედა ორი ტიპისგან ძლიერ განსხვავდება – მათ რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის დიდი სხვაობაა.

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე გამოაქვეყნონ პოსტები, ისინი კითხულობენ და აზიარებენ სასარგებლო სიახლეებს, განიხილავენ მიმდინარე საკითხებს და გვატყობინებენ მსოფლიოში მომხდარი საინტერესო ფაქტების შესახებ.

„ვიტრინის მყიდველი“

დაბოლოს, „ვიტრინის მყიდველი“ – ეს ისეთი ტიპია, რომელსაც აინტერესებს რა არის „ვიტრინაში“, ლაიქებისა და კომენტარების გარეშე ათვალიერებს სხვა ადამიანთა გვერდებს, აკვირდება მათ ვირტუალურ ცხოვრებას და არც აპირებს რამე მოქმედების განხორციელებას. მათ შეუძლიათ, წლობით შორიდან იცნობდნენ ფეისბუკ-მეგობრების ცხოვრებას და ერთხელაც არ გამოელაპარაკონ.

წყარო:

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწატექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა ამინდის პროგნოზის ტრადიციულ მოდელებს სიზუსტეში პირველად აჯობა

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ამინდის პროგნოზის მოდელმა GraphCast პროგნოზების არსებულ მოდელებს სიზუსტეში პირველად აჯობა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, GraphCast-ი Google DeepMind-ის მეცნიერების არის შექმნილი. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ეს მოდელი ისტორიულ მონაცემებს სწავლობს და მათში არააშკარა კანონზომიერებების აღმოჩენა შეუძლია. ამის გამო, მისი პროგნოზები უფრო ზუსტია.

მსოფლიოში ამინდის პროგნოზირების ერთ-ერთ ყველაზე ზუსტად სისტემა High RESolution forecast (HRES) ითვლება, რომელსაც ამინდის პროგნოზების ევროპული ცენტრი იყენებს. ეს სისტემა ე.წ. „რიცხობრივ პროგნოზს“ იყენებს, რაც სუპერკომპიუტერების მიერ სხვადასხვა მეტეოროლოგიური მონაცემების შემცველი განტოლებების ამოხსნას გულისხმობს.

თუმცა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოდელისგან განსხვავებით, HRES-ს დამოუკიდებლად „სწავლა“ არ შეუძლია, თანაც, სუპერკომპიუტერების გამოყენება ბევრ რესურსს მოითხოვს.

GraphCast კი მოწყობილობაზე Google Cloud TPU v4 10-დღიანი პროგნოზის შესადგენად 1 წუთზე ნაკლები სჭირდება – ანუ, ის ნაკლებ რესურსს ხარჯავს. საწყისი მონაცემებისთვის კი სისტემა დედამიწაზე ამინდის ორ ვითარებას იყენებს – მიმდინარეს და 6 საათის წინ არსებულს.

როდესაც მეცნიერებმა ამ ორი სისტემის პროგნოზები შეადარეს, აღმოჩნდა, რომ GraphCast-ი HRES-ზე ზუსტი 1380 პუნქტის 90,3%-ში აღმოჩნდა.

მეცნიერების აზრით, ეს გადამწყვეტი მომენტია ქარიშხლების, ციკლონებისა და ექსტრემალური ტემპერატურების პროგნოზირებაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

სენსაცია მედიცინაში: მსოფლიოში პირველად თვალის სრულად გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლად, თვა­ლის სრუ­ლად გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და, თუმ­ცა ექი­მე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, რომ პა­ცი­ენტს მხედ­ვე­ლო­ბა აღუდ­გე­ბა. ოპე­რა­ცია ნიუ-იორკში ჩა­ტარ­და.

46 წლის აა­რონ ჯე­იმ­სი მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზის მონ­ტი­ო­რი და ასე­ვე სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნია. 2021 წელს ის 7200 ვოლტ დენს შემ­თხვე­ვით შე­ე­ხო და უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. 2023 წლის 27 მა­ისს, მას სა­ხის ნა­წი­ლე­ბის იშ­ვი­ა­თი გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რო­მელ­შიც 140-ზე მეტი ჯან­დაც­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

“თუ მხედ­ვე­ლო­ბა და­მიბ­რუნ­დე­ბა, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბა” – გა­ნა­ცხა­და აა­რონ ჯე­იმსმა – “მაგ­რამ ის ფაქ­ტიც, რომ ეს ოპე­რა­ცია მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ახლა ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს ვგა­ვარ”

NYU Langone Health-ის ქი­რურ­გებ­მა, რომ­ლებ­მაც რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს, გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჯე­იმ­სი გა­მო­ჯან­მრთელ­და და გა­და­ნერ­გი­ლი თვა­ლიც ჯან­სა­ღია.

“ის ფაქ­ტი, რომ ჩვენ სრუ­ლი თვა­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია შე­ვას­რუ­ლეთ, დიდი წარ­მა­ტე­ბაა. ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო“, – თქვა ექიმ­მა ედუ­არ­დო როდ­რი­გეს­მა, გუნ­დის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა ქი­რურ­გმა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ოპე­რა­ცია გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის მხედ­ვე­ლო­ბის აღ­დგე­ნის საქ­მე­ში.

აა­რო­ნის მე­უღ­ლემ, მე­გან ჯე­იმსმა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ქმრის და­ნახ­ვა ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი გრძნო­ბა იყო.

“უბ­რა­ლოდ, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი იმით, რომ მან ეს ყვე­ლა­ფე­რი შეძ­ლო” – თქვა მე­გან­მა.

სა­ხის ნა­წი­ლე­ბი და თვა­ლი 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცი დო­ნო­რის­გან მი­ი­ღეს. ოპე­რა­ცი­ის დროს ექი­მებ­მა დო­ნო­რის ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი მხედ­ვე­ლო­ბის ნერვში შე­იყ­ვა­ნეს, რათა მის აღ­დგე­ნას ხელი შე­უ­წყონ.

აა­რონ ჯე­იმ­სი მე-19 ადა­მი­ა­ნია აშშ-ში, რო­მელ­საც სა­ხის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. იგი ამ­ჟა­მად ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა…

წყა­რო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

მომავალ წელს ილონ მასკის Neuralink-ი ტვინის იმპლანტებს 11 ადამიანს ჩაუნერგავს

Neuralink-მა თავის ინვესტორებს განუცხადა, რომ მომავალ წელს ტვინში იმპლანტების ჩასანერგად 11 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სექტემბერში ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა ჩიპების ტესტირებისტვის მოხალისეების ძებნა დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ათასობით მსურველი გამოეხმაურა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, 2025 წელს Neuralink ტვინის იმპლანტს უკვე 27 ადამიანს ჩაუნერგავს, 2026-ში – 79-ს, 2027-ში – 499-ს, 2030 წლიდან კი ყოველწლიურად 22 ათასს. თითოეული ოპერაციის თვითღირებულება 10,5 ათას დოლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე კომპანიის პაციენტები 40 წლამდე ადამიანები გახდებიან, რომლებსაც ყველა კიდურის პარალიზი აქვთ. ჩიპის ჩასანერგად ქირურგებს მათ თავისქალებში პატარა ხვრელის გაკეთება მოუწევთ, რის შემდეგაც რობოტი ტვინის ქერქში ჩანერგავს ელექტროდებს, რომლებიც ადამიანის თმაზე 14-ჯერ წვრილია.

ოპერაციის შემდეგ იმპლანტი სპეციალური აპლიკაციის დახმარებით შეძლებს ტვინის სიგნალების კომპიუტერში გადაცემას. ეს კი პაციენტებს მისცემს საშუალება აკონტროლონ კურსორი, კლავიატურა ან ბიონიკური პროთეზი გონების ძალით.
მომავალში Neuralink-ი იმედოვნებს ისეთი სისტემის შექმნას, რომლის დახმარებითაც, ადამიანი მიმართავს კლინიკას და 15-წუთიანი ოპერაციის შემდეგ „კიბორგი“ გახდება – მაგალითად, შეძლებს საკუთარ ტვინში ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის ჩატვირთვას, როგორც ამას კიანუ რივზის გმირი აკეთებდა ფილმში „მატრიცა“.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

მეცნიერები: ყოველი მეოთხე მოზარდი სმარტფონზე დამოკიდებულია

თანამედროვე მოზარდების მეოთხედი სმარტფონზეა დამოკიდებული: ისინი დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ სიმპტომებს ავლენენ, როდესაც სმარტფონზე მუდმივი წვდომა არა აქვთ. ამ შემთხვევაში მოზარდები ღიზიანდებიან და ეწყაბათ პანიკა. გარდა ამისა, მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ტელეფონზე დახარჯული დროის გაკონტროლება.

როგორც BBC წერს, ამ დასკვნამდე ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი დამოკიდებულება ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.

მათი განმარტებით, სმარტფონების უკონტროლო გამოყენება მოზარდებში სტრესსა და დეპრესიულ აშლილობას იწვევს, ასევე შესაძლოა ძილის უკმარისობისა და დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი გახდეს.

მოხსენებაში, რომელიც სამედიცინო გამოცემა BMC Psychiatry-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა 41 კვლევის მონაცემები გააანალიზეს, რომლებშიც საბოლოო ჯამში, 42 000 მოზარდი მონაწილეობდა. ახალგაზრდების 23%-ს სმარტფონზე დამოკიდებულება აღმოაჩნდა.

სმარტფონები საყოველთაოდ ხელმისაწვდომი 2011 წლიდან გახდა, მას შემდეგ მისი გამოყენება მხოლოდ იზრდება. როგორც BMC Psychiatry წერს, ბავშვები პირად მობილურ ტელეფონს ხშირად 11 წლის ასაკში ღებულობენ.

მოხსენების თანახმად, სმარტფონზე დამოკიდებულებისგან 17-დან 19 წლამდე ასაკის გოგოები უფრო იტანჯებიან, ვიდრე ბიჭები. ასეთია 17-დან 13 კვლევის შედეგები.

ამასთან, გოგოები უფრო მეტად სოციალურ ქსელებზე არიან დამოკიდებულები, ბიჭები კი ძირითადად თამაშებზე ხარჯავენ დიდ დროს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

Science Advances: მეცნიერებმა ტერაქტების პროგნოზირების ალგორითმი შექმნეს

მათემატიკოსებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნებული ცნობებისა და ღია წვდომაში არსებული სხვა მონაცემების საფუძველზე განხორციელებამდე ერთი კვირით ადრე ტერაქტების მოწყობის სავარაუდო დროისა და ადგილის დადგენა შეუძლია. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Science Advances-ი წერს.

„ყოველწლიური ტერაქტების შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცება. მხოლოდ ღია წვდომაში არსებული მონაცემების გამოყენებით ჩვენ შევქმენით მოდელი, რომელსაც ტერაქტების უმეტესობის წინასწარმეტყველება შეუძლია“, – აცხადებენ მეცნიერები.

ჩჟეცზიანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ანდრე პიტონი ხელმძღვანელობდა, შეისწავლა ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომელიც 2003-2016 წლებში სხვადასხვა დაჯგუფების მიერ მოწყობილ ტერაქტებს ეხებოდა. სხვადასხვა ალგორითმის საშუალებით ამ მონაცემების გაანალიზების შედეგად მათემატიკოსებმა სცადეს ეპოვათ ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც ტერორისტების მომდევნო თავდასხმების ამოცნობა იქნებოდა შესაძლებელი.

კვლევამ აჩვენა, რომ ალგორითმებს ნამდვილად შეუძლიათ მსგავსი პროგნოზების გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები ეხება ადგილმდებარეობას, სადაც ტერაქტები საკმაოდ ხშირად ხდება. ამ შემთხვევაში ალგორითმები ტერაქტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ყოველი მეორე თავდასხმის წინასწარმეტყველებას ახერხებენ.

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო მეცნიერები აქტიურად სწავლობდნენ საკითხს, თუ როგორც ვრცელდება ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით და როგორ შეიძლება ამ მონაცემების გამოყენება ამა თუ იმ ვებგვერდების მომხმარებლების ხასიათისა და ქცევის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

მაგალითად, ოთხი წლის წინ ამერიკელმა სოციოლოგებმა შექმნეს სისტემა, რომელიც წყვილის Facebook-პოსტების ანალიზის საფუძველზე განქორწინების ალბათობას ადგენს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 85
Page 4 of 85