close
კომუნიკაციატექნოლოგიები

ფეისბუკის მომხმარებელთა 4 ჯგუფი გამოავლინეს – გაიგეთ, თქვენ რომელს მიეკუთვნებით

ფსიქოლოგებმა „ფეისბუკის“ (Facebook) მომხმარებელთა ოთხი ტიპი გამოავლინეს. ამასთანავე, ფსიქოლოგებმა გულწრფელად აღიარეს, რომ ზოგი „ფეისბუკელის“ მიკუთვნება ამ ოთხი კატეგორიიდან რომელიმესთვის ცალსახად შეუძლებელია.

„სელფომანები“

სახელი თავისთავად ამბობს სათქმელს. მათი გვერდები სელფით არის სავსე, მიზანი კი – რაც შეიძლება მეტი ყურადღების მიღებაა.

„სელფომანებისთვის“ ვირტუალური სამყარო ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი „ფეისბუკს“ იდეალური „მეს“ შესაქმნელად იყენებენ და სულ არ აინტერესებთ, რამდენად რეალური იქნება ეს „მე“. ისინი რაც უფრო მეტ სოციალურ ყურადღებას მიაღწევენ, მით უკეთესად გრძნობენ თავს.

„ურთიერთობათა ამწყობი“

სულ სხვანაირად იქცევა „ურთიერთობის ამწყობი“. ისინი სოციალურ ქსელს რეგულარულად იყენებენ, აქვეყნებენ პოსტებს, პასუხობენ სხვისას, ურთიერთობენ კომენტარებში და საერთოდ ინტერნეტში ურთიერთობის აწყობას ცდილობენ. სოციალურ ქსელში იძენენ ახალ მეგობრებს და ძველებთან ურთიერთობას ინარჩუნებენ. მათთვის „ფეისბუკი“ რეალური ცხოვრების ლოგიკური გაგრძელებაა.

„ქალაქის მაუწყებელი“

„ქალაქის მაუწყებელი“ ზედა ორი ტიპისგან ძლიერ განსხვავდება – მათ რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის დიდი სხვაობაა.

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე გამოაქვეყნონ პოსტები, ისინი კითხულობენ და აზიარებენ სასარგებლო სიახლეებს, განიხილავენ მიმდინარე საკითხებს და გვატყობინებენ მსოფლიოში მომხდარი საინტერესო ფაქტების შესახებ.

„ვიტრინის მყიდველი“

დაბოლოს, „ვიტრინის მყიდველი“ – ეს ისეთი ტიპია, რომელსაც აინტერესებს რა არის „ვიტრინაში“, ლაიქებისა და კომენტარების გარეშე ათვალიერებს სხვა ადამიანთა გვერდებს, აკვირდება მათ ვირტუალურ ცხოვრებას და არც აპირებს რამე მოქმედების განხორციელებას. მათ შეუძლიათ, წლობით შორიდან იცნობდნენ ფეისბუკ-მეგობრების ცხოვრებას და ერთხელაც არ გამოელაპარაკონ.

წყარო:

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0