close
მედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

სენსაცია მედიცინაში: მსოფლიოში პირველად თვალის სრულად გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლად, თვა­ლის სრუ­ლად გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და, თუმ­ცა ექი­მე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, რომ პა­ცი­ენტს მხედ­ვე­ლო­ბა აღუდ­გე­ბა. ოპე­რა­ცია ნიუ-იორკში ჩა­ტარ­და.

46 წლის აა­რონ ჯე­იმ­სი მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზის მონ­ტი­ო­რი და ასე­ვე სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნია. 2021 წელს ის 7200 ვოლტ დენს შემ­თხვე­ვით შე­ე­ხო და უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. 2023 წლის 27 მა­ისს, მას სა­ხის ნა­წი­ლე­ბის იშ­ვი­ა­თი გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რო­მელ­შიც 140-ზე მეტი ჯან­დაც­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

“თუ მხედ­ვე­ლო­ბა და­მიბ­რუნ­დე­ბა, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბა” – გა­ნა­ცხა­და აა­რონ ჯე­იმსმა – “მაგ­რამ ის ფაქ­ტიც, რომ ეს ოპე­რა­ცია მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ახლა ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს ვგა­ვარ”

NYU Langone Health-ის ქი­რურ­გებ­მა, რომ­ლებ­მაც რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს, გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჯე­იმ­სი გა­მო­ჯან­მრთელ­და და გა­და­ნერ­გი­ლი თვა­ლიც ჯან­სა­ღია.

“ის ფაქ­ტი, რომ ჩვენ სრუ­ლი თვა­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია შე­ვას­რუ­ლეთ, დიდი წარ­მა­ტე­ბაა. ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო“, – თქვა ექიმ­მა ედუ­არ­დო როდ­რი­გეს­მა, გუნ­დის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა ქი­რურ­გმა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ოპე­რა­ცია გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის მხედ­ვე­ლო­ბის აღ­დგე­ნის საქ­მე­ში.

აა­რო­ნის მე­უღ­ლემ, მე­გან ჯე­იმსმა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ქმრის და­ნახ­ვა ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი გრძნო­ბა იყო.

“უბ­რა­ლოდ, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი იმით, რომ მან ეს ყვე­ლა­ფე­რი შეძ­ლო” – თქვა მე­გან­მა.

სა­ხის ნა­წი­ლე­ბი და თვა­ლი 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცი დო­ნო­რის­გან მი­ი­ღეს. ოპე­რა­ცი­ის დროს ექი­მებ­მა დო­ნო­რის ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი მხედ­ვე­ლო­ბის ნერვში შე­იყ­ვა­ნეს, რათა მის აღ­დგე­ნას ხელი შე­უ­წყონ.

აა­რონ ჯე­იმ­სი მე-19 ადა­მი­ა­ნია აშშ-ში, რო­მელ­საც სა­ხის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. იგი ამ­ჟა­მად ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა…

წყა­რო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0