close

გეოგრაფია

გეოგრაფიადედამიწაკვლევები

დაბინძურებულ მდინარეებში თევზები მეტამფეტამინზე დამოკიდებულები შეიძლება გახდნენ

ახალი კვლევების თანახმად, დაბინძურებულ მდინარეებში თევზები შესაძლოა  მეტამფეტამინზე გახდნენ დამოკიდებულები იმ დონემდე, რომ სტიმულანტის მოძებნის აქტიურ მცდელობებსაც მიმართონ.

გამოყენების შემდეგ მეტამფეტამინი საკანალიზაციო სისტემის გავლით მდინარის წყალს უერთდება გამწმენდი ნაგებობით. წყლებში გაზრდილი კონცენტრაციის გამო დაინტერესდნენ გამოიწვევდა თუ არა ეს რაოდენობა დამოკიდებულებას თევზებში.

ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდა, რომ მეტამფეტამინის მცირე რაოდენობაც კი შეიძლება იყოს საკმარისი დამოკიდებულების გამოსაწვევად. თუმცა, Live Science-ს ექსპერტის თქმით, საკმარისი მტკიცებულება არ გვაქვს იმის სათქმელად, რომ მართლაც დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება ექსპერიმენტის მიმდინარეობას, კვლევა ყავისფერ კალმახზე ჩატარდა. მკვლევრებმა 60 კალმახი მოათავსეს სუფთა წყალში, 60 კი  ლიტრზე 1 მიკროგრამი კონცენტრაციის მქონე მეტამფეტამინით შეზავებულ ავზში. თევზები წყალში გააჩერეს ორი თვის განმავლობაში, რათა დაბინძურებული წყლის სიმულაცია შეექმნათ. შემდეგ მოიფიქრეს ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც, თევზებს შეეძლოთ აერჩიათ რომელ წყალში იცურებდნენ, სუფთაში თუ კონცენტრირებულში. თევზებმა, რომლებიც აქამდე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მეტამფეტამინიან წყალს მიანიჭეს უპირატესობა, რაც ნარკოტიკზე მიჩვევის ნიშნად იქნა აღქმული.

თუმცა, მიჩვევა რამდენიმე დღეში ქრება, რის გამოც მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დამოკიდებულება არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ მეტამფეტამინი ცვლის ცხოველთა ქცევას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

საინტერესო ფაქტები ანტარქტიდის შესახებ

დედამიწის ყველაზე ცივი, ყველაზე მაღალი, მშრალი, ქარიანი და ყინულოვანი კონტინენტი ანტარქტიდაა, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის უდაბნო და რომლის ცენტრიც თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ანტარქტიდის შესახებ, რომელიც შეიძლება არ ვიცოდეთ:

  • ასტეროიდის ჩამოვარდნისას და აფეთქებისას წარმოშობილმა მტვერმა წარმოქმნა მრავალსაუკუნიანი აცივება და მაშინდელი ეპოქის ფლორის და ფაუნის დიდი ნაწილის გადაშენება. ეს კრატერი დღეისათვის დედამიწაზე ყველაზე დიდად ითვლება;
  • იცოდით, რომ ანტარქტიდის მთელი ყინულის საფარის გადნობის შემთხვევაში მისი ფართობი შემცირდება მესამედით: დასავლეთი ანტარქტიდა გადაიქცევა არქიპელაგად, ხოლო აღმოსავლეთი ანტარქტიდა დარჩება მატერიკად? სხვა მონაცემებით, მთელი ანტარქტიდა გადაიქცევა არქიპელაგად;
  • ყინულის სიმძიმის გამო, როგორც ამას გეოფიზიკოსების გამოკვლევები აჩვენებს, კონტინენტმა ჩაიწია საშუალოდ 0,5 კმ-ით;
  • მაკ-მერდოს მშრალი ხეობები იმდენად ახლოსაა მარსის ბუნებრივ პირობებთან, რომ NASA მარსზე დასაშვებ კოსმოსურ აპარატებს-,,ვიკინგებს” აქ ცდის
  • 1979 წლის იანვარში ემილ მარკო პალმა გახდა პირველი ბავშვი, რომელიც ანტაქტიდის კონტინენტზე დაიბადა. არგენტინის მთავრობამ ემილიოს დედა გაგზავნა ანტარქტიდაზე, როდესაც ის 7 თვის ორსული იყო. მათ ეს გააკეთეს იმ იმედით, რომ ანტარქტიდის მიწას მიიღებდნენ, როგორც მათ საკუთრებას. მან 1978 წლის 7 იანვარს ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა, სახელად ემილიო პალმა. ორსულობის წარმატების მიუხედავად, არგენტინის პრეტენზიები საერთაშორისო საზოგადოების მიერ კვლავ სადავოა;
  • ანტარქტიდის ზოგიერთ ცხოველს სისხლში ანტიფრიზი აქვს, რაც მათ გაყინვისგან იცავს;
  • გაერთიანებულმა სამეფომ პირველმა წამოაყენა პრეტენზია ანტარქტიდის ტერიტორიის თაობაზე;
  • ანტარქტიდის ხელშეკრულების მიხედვით ტერიტორიაზე აკრძალულია სამი რამ: სამხედრო ძალა, სამთო მოპოვება და ბირთვული აფეთქება;
  • არ არის გამორიცხული, რომ ანტარქტიდაზე ბევრი ნავთობის მარაგია, ასევე სწორედ ის შეიცავს მტკნარი წყლის 70%-ს, სწორედ ამიტომ შეიძლება ანტარქტიდის ხელშეკრულების მეორე პუნტთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდეს, რადგან საუბარი ორ მნიშვნელოვან რესურსზეა;

წყარო: Live science  Wrld Atlas ,  გეოგრაფიის წიგნი(ბლიაძე/კერესელიძე

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწამსოფლიო

ეს ფოტოები ამტკიცებს, რომ ბუნებაზე ძლევამოსილი არაფერია დედამიწაზე

ოდესმე დაინტერესებულხართ, რატომ არიან ადამიანები ასე დარწმუნებულები, რომ დედაბუნების დამარცხებას შეძლებენ? შეიძლება, მამონტები და დინოზავრებიც ასე ფიქრობდნენ, როცა ხიდან მშვიდად მიირთმევდნენ ფოთლებს, მაგრამ ვიცით, როგორც დასრულდა მათი ამბავი, არა?

გვჯერა, რომ ბუნება ცდილობს, ჩვენი ყურადღება მიიპყროს. გაეროს მონაცემებით, 1970 წლიდან მოყოლებული, შტორმების, წყალდიდობებისა და გვალვის რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. ასე რომ, სწორედ ის დროა, ამპარტავნება გვერდით გადავდოთ და დავაფასოთ ბუნების ძალა.ზოგი ადამიანის დარწმუნება ამაში საკმაოდ რთულია. ამიტომაც სტატიაში გთავაზობთ ბუნების ძლევამოსილების 20 მაგალითს, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ ადამიანის ხელით შექმნილი პროდუქტი არაფერია მასთან შედარებით.

20. საოცარია იმის ნახვა, როგორ იბრძვის ბუნების ქმნილება სიცოცხლისთვის.

image

19. ბუნება ყოველთვის გამონახავს გზას, გადარჩეს.

image

18. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მკაცრი ზღვარია გავლებული, მაგრამ არა – ბუნებისთვის.

image

17. ხალხს უყვარს მოდური შენობები, თუმცა, ბუნებას მწვანე ფერი ურჩევნია.

image

16. ამ ხეებმა მძიმე ცხოვრება გამოიარეს, მაგრამ მაინც მყარად დგანან.

image

15. ადამიანის ხელით შექმნილი შეიძლება გაჩერდეს, ბუნების ძალას კი ვერაფერი შეაჩერებს.

image

14. საინტერესოა, იმალება თუ არა რამე ისტორია ამ ფოტოს უკან.

image

13. საინტერესოა, როგორი იქნება ეს ადგილი რამდენიმე წელიწადში.

image

12. როგორ ისწრაფვის მცენარე სიცოცხლისკენ…

image

11. ძველ სახლს სხვა გზა აღარ დარჩა იმის გარდა, რომ შეეგუოს ასეთ გარემოცვას.

image

10. ისე ჩანს, თითქოს მონსტრმა ახლახან შეჭამა თავისი მსხვერპლი.

image

9. პაწაწინა მწვანე მცენარემ გახეთქილ, გამომშრალ მიწაში მაინც იპოვა გზა, რომ გაიხაროს.

image

8. ყველაზე რომანტიკული ადგილი, რაც მატარებლის ძველი გვირაბებისა და ბუნების ერთობლივი ძალისხმევითაა შექმნილი.

image

7. აი, ნამდვილი ბუნების შემოსევა!

image

6. ბუნების პრიორიტეტი მშვიდობაა.

image

5. ბუნების ძალის შეჩერება ბეტონსაც კი არ შეუძლია.

image

4. შეიძლება, ხალხმა უარყოს, მაგრამ ბუნება დააფასებს.

image

3. ახლა უკვე ამ ხეს შეუძლია, დაინახოს და გაიგოს.

image

2. ეს ფოტო პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროს ჰგავს.

image

1. მუნკის “კივილის” ბუნებისეული ვერსია

image

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

ბერმუდის სამკუთხედი – საიდუმლოებით მოცული ადგილი ატლანტის ოკეანეში

ბერმუდის სამკუთხედი, ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც თითქოს საზღვაო და საჰაერო ხომალდები საიდუმლოდ უჩინარდებიან. ტერიტორია შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე.
ამ გაუჩინარებათა ასახსნელად ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა, დაწყებული უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან, დამთავრებული უცხოპლანეტელების გავლენამდე. თუმცა, ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარება არ ვლინდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება.
XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ბევრი ახალი ინფორმაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.
1974 წელს, ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარები იყო აღწერილი, თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.

წყარო: Sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფია

ევერესტი – ,,დედამიწის ღმერთების დედა” და ,,სამყაროს მბრძანებელი”

1953 წელს ნეპალელმა შერპმა ნორგეი თენცინგმა და ახალზელანდიელმა ედმონდ პილარმა დედამიწის ,,მესამე პოლუსი” – მსოფლიოს ულამაზესი მწვერვალი – ევერესტი – დაიპყრეს და ეს დაპყრობა ბრიტანეთის დედოფლის – ელისაბედ  II-ის გამეფებას მიუძღვნეს.

საინტერესოა, რომ ამ მწვერვალს რამდენიმე სახელი აქვს – ტიბეტელებისთვის იგი ჯომოლუნგმა – ,,დედამიწის ღმერთების დედა”, ხოლო ნეპალელებისთვის საგარმატრა – ,,სამყაროს მბრძანებელია”.

მისი აბსოლუტური სიმაღლე (8 848 მ) 1952 წელს ინდოეთის ტოპოგრაფიული ექსპედიციის ხელმძღვანელმა – ინგლისელმა ჯორჯ ევერესტმა განსაზღვა, რომლის პატივსაცემად მას კიდევ ერთი სახელი – ევერესტი ეწოდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოა

რა არის ცუნამი – სად და როგორ წარმოიქმნება?

ცუნამი  – ეს არის ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღების ნაკადი, რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის (რიხტერის სკალით 6,5 ბალზე მეტი სიძლიერისა და ჰიპოცენტრით 50 კმ-ზე ნაკლებ სიღრმეზე), ვულკანური მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად.
ცუნამი უმეტესწილად ოკეანეებში წარმოიქმნება.   ცუნამი შეიძლება გამოიწვიოს ასტეროიდის დაცემამაც წყლის ზედაპირზე. ტალღის სიგრძე (ანუ მანძილი ტალღის ერთი წვეროდან მეორემდე) ზოგჯერ 100 კილომეტრს აღწევს, სიმაღლე კი ნაპირებთან, როგორც წესი, 3 მეტრამდეა. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება 30 მეტრამდე გაიზარდოს. ამავე დროს, ღრმა ოკეანეში ცუნამის ტალღის სიმაღლე იმდენად მცირეა, რომ მას მეზღვაურები ვერ გრძნობენ და ამდენად, საშიშიც არ არის. სახიფათო ისინი ხდება მხოლოდ ნაპირთან.  ცუნამი ყველაზე ხშირია წყნარ ოკეანეში, განსაკუთრებით იაპონიის ნაპირებთან. შიდა ზღვებში ძალზე იშვიათია. შავ ზღვაზე ეს მოვლენა შემჩნეული არ ყოფილა. ცუნამის არაფერი აქვს საერთო მიმოქცევით ტალღებთან.

ყველაზე დიდი ცუნამის გამომწვევი აღმოჩნდა მიწისძვრა ინდოეთის ოკეანეში, 2004 წელს. ინდოეთის ოკეანეში დაახლოებით 9-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ ინდონეზია, ინდოეთი, შრი-ლანკა, ტაილანდი და სხვა ქვეყნები ტალღებში ,,ჩაიძირა”, ტალღების სიმაღლე 49 მეტრს აღწევდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოაქიმია

როგორ და რატომ იფიტება ქანები?

ფიზიკური გამოფიტვის დროს ქანი იცვლის ფიზიკურ ფორმას – თანდათანობით იმსხვევა და იშლება, მაგრამ არ იცვლება ქანის ქიმიური შედგენილობა. ფიზიკური გამოფიტვის მიზეზია დღისით ქანების გათბობა-გაფართოება, ღამით კი – გაცივება-შეკუმშვა. ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, რის შედეგადაც ქანები იბზარება და იმსხვრევა. 

ფიზიკურ გამოფიტვას ადგილი აქვს მთიან რაიონებში, უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში.

ქანების შედგენილობა ხშირად წყალსა და ჰაერში არსებული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად იცვლება. ამ პროცესს ქიმიური გამოფიტვა ჰქვია. იგი ძირითადად ცხელი და ნოტიო ჰავის პირობებში მიმდინარეობს.

ორგანული გამოფიტვა ცოცხალი ორგანიზმების, ცხოველებისა და მცენარეების, აგრეთვე, ადამიანის ზემოქმედებასთანაა დაკავშირებული.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწამსოფლიო

იცით, რატომ ეწოდა გრენლანდიას Greenland(მწვანე მიწა) და ისლანდიას Iceland(ყინულის მიწა)?

თუკი ჩავუფიქრდებით, შეიძლება ყველას გაგვიკვირდეს, თუ რატომ ეწოდა გრენლანდიას Greenland(მწვანე მიწა) და ისლანდიას Iceland(ყინულის მიწა), როდესაც ყველამ ვიცით, რომ დღეს კუნძული გრენლანდია თითქმის მთლიანად ყინულით არის დაფარული. ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო იქნება ამ ორი კუნძულის სახელის ეტიმოლოგიის გაცნობა. არსებობს რამდენიმე განსხვავებულ ვერსია ამ თემის ირგვლივ.
ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, სავარაუდოა, რომ ჯერ კიდევ 800-დან 1300 წლამდე სამხრეთ გრენლანდია გაცილებით თბილი იყო, ვიდრე დღეს არის. ეს კი ნიშნავს, რომ როდესაც ვიკინგები პირველად გამოჩნდნენ ამ ტერიტორიაზე, გრენლანდია მართლაც მწვანე მიწად ეჩვენათ. XIV საუკუნიდან კი გრენლანდიაში ტემპერატურა მკვეთრად შემცირდა, რამაც ნაკლები მოსავალი და მეტი ყინული გამოიწვია, ადგილობრივ მოსახლეობას კი კოლონიების დატოვება მოუწია.
რაც შეეხება ლეგენდებს, როდესაც სკანდინავიელებმა კუნძულ ისლანდიას პირველად მიაღწიეს, თოვლის მიწა უწოდეს, რადგანაც თოვდა იმ დროისათვის. ვიკინგების ჩამოსვლა კი გრძელ ზამთარს დაემთხვა, რის გამოც პირუტყვიც კი შიმშილით დაიხოცა. თუმცა, ჭორები გავრცელდა, რომ ახალი კუნძული სიმდიდრით იყო სავსე და ახალი მოსახლეობაც მალევე გამოჩნდა. ხოლო, როდესაც წითური ერიკი, უკვე ისლანდიაში მცხოვრები, გააძევეს ისლანდიიდან მკვლელობის გამო, ახალი სახლის ძებნაში დასავლეთისკენ გაცურა 982 წელს. საბოლოოდ მიაღწია მიწას, რომელსაც სახელად მწვანე მიწა დაარქვა იმ იმედით, რომ ახალმოსახლეებს მოიზიდავდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გეოგრაფიამსოფლიოსაქართველოტურიზმი

მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე საქართველოშია!

ის ფაქტი, რომ საქართველო ძალიან ლამაზი და საინტერესო ქვეყანაა ეს  ბევრმა იცის… ამიტომაც თუკი ჩვენს ისტორიას გადავხედავთ ძალიან ბევრი მტერი  ზუსტად ქვეყნის  სილამაზის და დედაბუნების გამო გვყავდა. თემას რომ არ გადავუხვიოთ, მოდით, გავახაროთ მკითხველის გული  და  ეს სტატია   მივუძღვნათ ქვეყნის პატრიოტ შვილებს.
ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე  ღრმა გამოქვაბული სწორედ საქართველოში მდებარეობს. გამოქვაბული სახელად კრუბერი  აფხაზეთში არაბიკის მასივშია მოთავსებული.  იგი მსოფლიოში აღმოჩენილი გამოქვაბულებიდან ყველაზე ღრმაა, მისი სიგრძე კი   2191  მეტრია.  სიდიდით მას მოყვება საფრანგეთში მდებარე გამოქვაბული სახელად ჟან ბერნარი, რომლის სიღრმეც 1535 მეტრია,  მის შემდეგ კი ასევე საქართველოში მდებარე   გამოქვაბული  სახელად თოვლიანი უფსკრული, რომლის სიღრმეც 1370 მეტრია.

გამოქვაბულს სახელი საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძმდებლის ალექსანდრე კრუბერის  პატივსაცემად ეწოდა. წლების მანძილზე მას იკვლევდნენ სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები, რომელთა მტკიცებითაც კრუბერი მსოფლიოში ყველაზე დიდ გამოქვაბულად იქნა მიჩნეული.  მასში შეხვდებით მინიატურულ სტალაქტიტებს ანუ გამოქვაბულის თაღიდან სვეტებად ჩამოსული შვერილებს და სტალაგმიტებს ანუ წვეთებისგან შექმნილ წამონაზარდებს. ეს ყველაფერი არ არის, გამოქვაბულში ასევე რის წყლის ნაკადები და პატარა ტბები.

ძალიან საამაყო და სასიხარულო ამბავია ის,  რომ ასეთი პატარა ქვეყანა ყველაფრის მიუხედავად,  მაინც ახერხებს მსოფლიოს გაოცებას   და იმსახურებს დიდ მოწონებას.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეკოლოგიასაქართველო

🐆12 წლის შემდეგ პირველად – ჯიქი კვლავ საქართველოშია!

12 წლის შემდეგ, ჯიქი, იგივე ლეოპარდი, საქართველოში დააფიქსირეს.

ინფორმაციას ორგანიზაცია „ნაკრესი“ და დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

იგი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის (NACRES) ფოტოხაფანგმა აგვისტოში დააფიქსირა.

საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. მისი ბოლო ნაკვალევი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იქნა ნაპოვნი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 8
Page 2 of 8