close
მდინარე

საქართველოში, აღწერის მიხედვით, 26 060 მდინარეა, მათი საერთო სიგრძე კი დაახლოებით 60 ათას კილომეტრს შეადგენს, აქედან შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება 18 109 მდინარე, ხოლო კასპიის ზღვის აუზს – 7951.

საქართველოს მდინარეები შეიძლება დაიყოს ადგილობრივ და ტრანზიტულ მდინარეებად. ამ მდინარეებში წყლის მთლიანი რესურსები 61.5 კმ3 ტოლია და ამ რესურსების 85.9% ანუ 52.8 კმადგილობრივ მდინარეებს უკავშირდება.

აღსანიშნავია რომ დასავლეთი საქართველოს მდინარეთა უმრავლესობას დამოუკიდებელი წყალშემკრები აუზი აქვს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მდინარე მტკვრის აუზს მიეკუთვნება.

კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით დასავლეთ საქართველოს მდინარეები მდ.ყუბანის აუზისგან,აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები თერგისა და სულაკის აუზისგან არის გამოყოფილი.
საქართველოს მდინარეებიდან წყლიანობით გამოირჩევა მდ.რიონი (13,2 კვ/კუბ), ჭოროხი (8,58 კვ/კუბ), კოდორი( 3,97 კვ/კუბ), ალაზანი ( 3,23 კვ/კუბ) და სხვა.
უგრძესი მდინარეა ალაზანი (406 კმ), შემდეგი ადგილი უკავია მდ.იორსა (343 კმ) და რიონს (327 კმ).
მტკვარი (1384 კმ ) სამხრეთ კავკასიის უგრძესი მდინარეა.მისი სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 383 კმ-ა.
მდინარეები წვიმის, მიწისქვეშა, თოვლისა და მყინვარების ნადნობი წყლებით საზრდოობენ. მათ საზრდოობაში თითოეული ამ წყაროს მონაწილეობა და წვლილი განისაზღვრება წყალშემკრები აუზის სიმაღლის,ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების, რელიეფისა და ჰავის შესაბამისად.
მაღალმთიან ადგილებში მდინარეები, ძირითადად თოვლისა და მყინვარების ნადნობი წყლებით საზრდოობენ, საშუალომთიან ზონაში წვიმისა და სეზონური თოვლის ნადნობი წყლებით.
კოლხეთის დაბლობსა და მის მიმდებარე გორაკ-ბორცვებზე მდებარე მდინარეები კი -წვიმისა და ნაწილობრივ მიწისქვეშა წყლებით.
ბევრი მდინარის საზრდოობაში ამა თუ იმ წყაროს წვლილი იცვლება მდინარის სიგრძისა და წელიწადის დროის მიხედვით.
გაზაფხულზე მდინარეთა უმეტესობა თოვლის ნადნობი წყლებით საზრდოობს, ზაფხულსა და ზამთარში კი-მიწისქვეშა წყლებით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid