close

დედამიწა

გეოგრაფიადედამიწასაქართველო

მტირალას ეროვნული პარკი – უნიკალური ადგილი საქართველოში

  მტირალას ეროვნული პარკი საქართველოში ყველაზე უხვნალექიან ადგილას მდებარეობს. პარკში ხელუხლებლადაა შემონახული უნიკალური მერქნიანი მცენარეების ტყე. აქაურობის თითქმის 100% ტყითა და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული.

მხოლოდ აქ იზრდება მშვენიერი ეპიგეა, რომელიც შეტანილია საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“.  ასევე სხვაგან არსად გვხვდება შქერიანი. საკმაოდ მდიდარია მტირალას ეროვნული პარკის ფაუნა, როგორც ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით, ისე ამფიბიებით, რომელთა შორის აღსანიშნავია კავკასიური სალამანდრა და მცირეაზიული ტრიტონი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

პოლარული ციალი – როგორ ჩნდება საოცრება დედამიწაზე

  ჩინელმა ასტრონომებმა ჯერ კიდევ 5000 წლის წინ აღწერეს პოლარული ციალი. მოგვიანებით, ბერძენი და ლათინურენოვანი ავტორები წერდნენ ,,ღამის ცაზე გაჩენილი ცეცხლის ალების’’ შესახებ. ,,დიდ ჩრდილოეთში’’ მოელვარე სინათლის შესახებ ლეგენდები იქმნებოდა. ზოგიერთი ესკიმოსისთვის იგი წინაპართა სულებს განასახიერებდა. სხვებისთვის ჩრდილოეთ პოლუსზე განთავსებული ,,დედამიწის შემქმნელი დიდი ცეცხლის’’ ნაკვალევი იყო.

XVII ს-ში ასტრონომმა გალილეიმ მას ,,ჩრდილოეთის ციალი” უწოდა, მაგრამ მისი საიდუმლო ვერავინ ამოიცნო. მხოლოდ ის არის დადგენილი, რომ მზის აქტიურობის დროს შეინიშნება. XX ს.-ის დასაწყისში ნორვეგიელმა მეცნიერმა მოახერხა იმავე ფენომენის ლაბორატორიაში მიღება: მან დამაგნიტებული ბურთი (მაგნიტური ისრის მსგავსი) დაბომბა ელექტრონებით (ატომის შემადგენელი ელემენტები) და მაშინვე გაჩნდა ციალის მსგავსი ნათება.

ყოველთვის, როდესაც მზე მეტად აქტიურია, მის ზედაპირზე ძლიერი ამოფრქვევებია და მათი ნაწილაკები კოსმოსში ვრცელდება. დედამიწაზე მათ მაგნიტური ველი იზიდავს და ისინი პოლუსებისკენ მიიწევენ. აქ, 100-300 კმ სიმაღლეზე, ატმოსფეროს მაღალ ფენებში ეღობებათ ჟანგბადი და აზოტი. ამ შეჯახებისას წარმოიქმნება სინათლე: თითოეულ აირს განსხვავებული ფერის სინათლე აქვს: ჟანგბადს – მომწვანო-ყვითელი, აზოტს – წითელი. მილიარდობით ნაწილაკის აირთან შეჯახება წარმოქმნის ციალს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
ანალიტიკაგეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

სად და როგორ წარმოიშვა „ირმა“ და მსგავსი დამანგრეველი ქარიშხლები?

რამდენიმე კვირაში იმ დღიდან, როცა ქარიშხალმა „ჰარვეიმ“ ტეხასში ნგრევა გამოიწვია, „ირმამ“ ფლორიდაში მეწყერი წარმოშვა და ეს მაშინ, როცა ატლანტიკურ ქარიშხლის სეზონამდე თითქმის 12 კვირაა დარჩენილი. ჩნდება კითხვა – საიდან ჩნდება ეს ქარიშხლები?

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქარიშხლების უმეტესობა, რომელიც აშშ-სა და კანადას თავს დასტყდომია, იწყება, როგორც დასავლეთის აფრიკის, კერძოდა კი აფრიკის კაპე ვერდეის კუნძულების სანაპირო ზოლის, ატმოსფეროში არსებული ამინდის განსხვავებული ნიმუში.

,,Geophysical Research Letters-ში” გამოქვეყნებულმა 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ აფრიკის სანაპიროს ამ ტროპიკული დარღვევების თვალყურის დევნებით მკვლევარები შეძლებდნენ იმის პროგნოზირებას, თუ რომელი მათგანი გადაიქცეოდა სერიოზულ ქარიშხლად რამდენიმე კვირის შემდეგ.

„იმ ქარიშხლების 85 პროცენტი, რომელიც აშშ-სა და კანადას აზარალებს, დასავლეთ აფრიკის ატმოსფეროში არსებული დარღვევებისგან წარმოიშვა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო დიდ ტერიტორიაზეა ეს დარღვევა გავრცელებული, მით მეტია იმის შანსი, რომ ერთ-ორ კვირაში ის ქარიშხლად გადაიქცეს,“ – განაცხადა ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარმა კოლინ პრაისმა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ქარიშხლები პირდაპირ უკავშირდება დედამიწის ერთ-ერთ მშრალ ადგილას – საჰარას უდაბნოს.

საჰარის ცხელი და მშრალი ჰაერისა და გვინეის ზღვის ყურიდან მომავალი გრილი, უფრო ტენიანი ჰაერის ურთიერთქმედება წარმოშობს ე.წ. აფრიკის აღმოსავლეთ ნაკადს, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უბერავს.

ამ ნაკადის ფარგლებში შესაძლოა წარმოიშვას ატმოსფერული დარღვევები ან ტროპიკული ტალღები. იმის გამო, რომ ეს ტალღები აფრიკის კაპე ვერდეის  სანაპიროზე იცლებიან, 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადგილში არსებული ღრუბლის რაოდენობით შესაძლოა იმის დადგენა, შეიძლება თუ არა, რომ ეს ტროპიკული ტალღები ერთ-ორ კვირაში ქარიშხლად გადაიქცნენ.

როგორ ხდება ეს? ტროპიკული ტალღები ურთიერთქმედებენ ატლანტის ოკეანის თბილ ეკვატორულ წყალთან, ხოლო იმის გამო, რომ ისინი დასავლეთისკენ მიემართებიან ოკეანიდან თბილი და ტენიანი ჰაერის სვეტების წარმოშობას იწვევენ.

ეს წარმოშობს სამი ინგრედიენტიდან ორს იმისათვის, რომ ტროპიკული შტორმები ძლიერ ქარიშხლებად გადაიქცნენ : ტენიანი ჰაერი; დედამიწის როტაცია; და თბილი ოკეანის ტემპერატურა. როდესაც ქარების სიჩქარე 119 კმ / სთ-ს აღწევს, ქარიშხალი კლასიფიცირდება როგორც I კატეგორიის ქარიშხალი.

სანამ ქარიშხლად გადაიქცეოდა და აშშ-სა და კარიბისკენ გაემართებოდა, აგვისტოს დასასრულს „ირმა“ კაპე ვერდეის კუნძულების ატმოსფეროში არსებულ დარღვევად დააფიქსირეს.

სტატისტიკის თანახმად, ყოველ წელს აფრიკაში წარმოქმნილი 60 დარღვევიდან მხოლოდ 10 პროცენტი გადაიქცევა ქარიშხლად – მაგრამ ისეთ ქარიშხლად, რომელსაც შეუძლია ატლანტის გადაკვეთა, რაც მას იმდენად აძლიერებს, რომ აშშ-სა და კანადასაც კი აყენებს დარტყმას.

მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ შეიმუშავონ მექანიზმი, რისი საშუალებითად იმის პროგნოზირებას შეძლებენ, თუ რომელი დარღვევა შეიძლება ერთ ან ორ კვირაში ქარიშხლად გადაიქცეს. ეს კი თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქარიშხლისგან გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის აცილება ან შემცირება გახდეს შესაძლებელი.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ფლორიდის სამხრეთ სანაპიროს ქარიშხალი ,,ირმა” თავს დაატყდა. მაიამის სანაპიროები დატბორილია, ქუჩებში ქარიშხალმა უზარმაზარი ხეები მოგლიჯა. 1 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი, ფლორიდის სამხრეთ ნაწილში ევაკუირებულია. სანამ ქარიშხალი ფლორიდის სანაპირობმდე მივიდოდა, ის კარიბის კუნძულებზე მძვინვარებდა და შედეგად 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამედიცინა

მდედრი კოღო – კაცობრიობის ნახევრის დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი

იცით თუ არა, რომ:

მამრი კოღოები ადამიანებს არ კბენენ, ისინი ყვავილის ნექტრით იკვებებიან;

ადამიანის არსებობის ისტორიაში, მდედრი კოღოს კბენის შედეგად, ჯამში, დაახლოებით, 48 მილიარდი ადამიანი დაიღუპა;

საშუალოდ, ყოველ 12 წამში თითო ადამიანი სწორედ კოღოს კბენის მიზეზით იღუპება;

კოღოები პოტენციური მომაკვდინებელი დაავადებების გაამტანები არიან, მაგალითად, მალარიის, ზიკას ვირუსის, ენცეფალიტის,  ყვითელი ციების და ა.შ.

კოღომ ადამიანების ამორჩევა იცის, ამის მიზეზი კი – გენებია,  ყველაზე მიმზიდველი – პირველი  ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან. აგრეთვე, კოღოებს განსაკუთრებით იზიდავთ ფეხმძიმე ქალები;

საინტერესოა, რომ კოღოებს აგრეთვე ძალიან უყვართ ლუდის მოყვარული ადამიანების კბენა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამედიცინა

მდედრი კოღო – კაცობრიობის ნახევრის დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი

იცით თუ არა, რომ:

მამრი კოღოები ადამიანებს არ კბენენ, ისინი ყვავილის ნექტრით იკვებებიან;

ადამიანის არსებობის ისტორიაში, მდედრი კოღოს კბენის შედეგად, ჯამში, დაახლოებით, 48 მილიარდი ადამიანი დაიღუპა;

საშუალოდ, ყოველ 12 წამში თითო ადამიანი სწორედ კოღოს კბენის მიზეზით იღუპება;

კოღოები პოტენციური მომაკვდინებელი დაავადებების გაამტანები არიან, მაგალითად, მალარიის, ზიკას ვირუსის, ენცეფალიტის,  ყვითელი ციების და ა.შ.

კოღომ ადამიანების ამორჩევა იცის, ამის მიზეზი კი – გენებია,  ყველაზე მიმზიდველი – პირველი  ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან. აგრეთვე, კოღოებს განსაკუთრებით იზიდავთ ფეხმძიმე ქალები;

საინტერესოა, რომ კოღოებს აგრეთვე ძალიან უყვართ ლუდის მოყვარული ადამიანების კბენა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიამსოფლიო

ანტარქტიდიდან ტრილიონტონიანი აისბერგი ჩამოიშალა

მეცნიერებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ ანტარქტიდიდან ერთ–ერთი უდიდესი აისბერგი ჩამოიშალა, რამაც კონტინენტის ირგვლივ მოძრავ ხომალდებს საფრთხე შეუქმნა.

ერთი ტრილიონი ტონა აისბერგი, რომელიც დაახლოებით 5,800 კვადრატული კილომეტრია, ანტარქტიდაზე, Larsen C Ice Shelf–დან 10–12 ივლისის პერიოდში ჩამოიშალა.

ზამთრის პერიოდში მეცნიერები ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრების გამოყენებით ყინულის შელფის მონიტორინგს ახორციელებდნენ.

,,აისბერგი ერთ-ერთი ყველაზე დიდია და მისი მომავალი პროგრესის პროგნოზირება ძნელია”, – აცხადებს ადრიან ლუკმანი, სუონსის უნივერსიტეტის პროფესორი და Project MIDAS –ის გამომძიებელი, რომელიც წლების მანძილზე ყინულის შელფის მონიტორინგს ახორციელებს.

ჩატეხილი ყინული რისკს უქმნის ხომალდებს. ნახევარკუნძული მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტების გარეთ მდებარეობს, თუმცა სამხრეთ ამერიკიდან ჩამოსული გემების მთავარი დანიშნულების ადგილია.

2009 წელს, 150-ზე მეტი მგზავრისა და ეკიპაჟის ევაკუაცია მოხდა, როდესაც MTV Explorer-ი ანტარქტიდის ნახევარკუნძულიდან ყინულის მოცურების შემდეგ ჩაიძირა.

აისბერგი, რომელსაც სავარაუდოდ A68- ს უწოდებენ, გატეხვამდე ცურავდა, ასე რომ, ზღვის დონეზე გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ აისბერგისმაგვარი ყინული Larsen C 12% -ზე მეტით შემცირდა.

Larsen A და B ყინულის შელფები, რომლებიც ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობდნენ, აც1995 და 2002 წლებში ჩამოიშალა.

ყინული ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ნაწილია, რომელიც უკანასკნელ წლებში სწრაფად თბება.

 

წყარო: http://www.reuters.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”ფმსოფლიო

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოასაქართველო

საქართველოს მხოლოდ რუხი წეროები ,,სწყალობს“

  წეროების გვარიდან საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა – რუხი წერო და ისიც მიმოფრენის დროს.

რუხი წერო წონით 4-7 კგ-ია. იგი ველზე, ბუჩქნარში ან ჭაობიან ადგილებში ბუდობს. ბუდეს მშრალ ადგილზე ლერწმის ფოთლებისა და ღეროებისგან წნავს, რომელსაც შიგნიდან მშრალ, რბილ ბალახს ამოაფენს ხოლმე. დებს 2-3 კვერცხს. კრუხად დედალ მამალი მორიგეობით სხდებიან. გამოჩეკვას 29-31  დღე სჭირდება, მართვებს რამდენიმე დღე კვებავენ, შემდეგ კი თან დაჰყავთ და ერთად ნადირობენ.

წერო უმთავრესად მარცვლოვანი და სხვა მცენარეების თესლებით, ბალახეულით იკვებება. ეტანება ახალ აღმოცენებულ და ნორჩ ნაწილებს, ფესვებს, ნაირგვარ კენკრას. ჭანს მწერებს, მოლუსკებს.

წერო ფრთხილი და გონიერი ფრინველია. მეტწილად გუნდებად ცხოვრობენ. ერთად იკვებებიან და ერთად ისვენებენ. სძიანვთ ფეხზე მდგომთ, თავი ფრთის ქვეშ აქვთ ამოდებული. ამ დროს, გუნდს ერთ-ერთი წერო დარაჯობს და საფრთხის შემთხვევაში ყივის.

შემოდგომით წეროები ერთად იკრიბებიან, დიდ გუნდს ქმნიან და გადასაფრენად ემზადებიან. ჰაერში სამკუთხედად ლაგდებიან, გუნდს სათავეში ძველი, მოგზაურობაში გამოცდილი წერო უდგას.

წეროს ხორცი იჭმევა, თუმცა მასზე იშვიათად ნადირობენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამედიცინა

ალოე – სასარგებლო და მარტივად მოსავლელი მცენარე

  ალოე გვალვაგამძლე, მრავალწლიანი, ტროპიკული მცენარეა. იზრდება აფრიკასა და ინდოეთის ნახევარუდაბნოებში. ჩვენში გავრცელებულია პლანტაციისა და ოთახის დეკორატიული მცენარის სახით.

შეიცავს: ანტრაგლიკოზიდების ნარევს, ფისოვან ნივთიერებას, ვიტამინებს და ფიტონციდებს. ფიტონციდების შემცველობის გამო, ალოე სამკურნალო საშუალებაა და მართლაც შეუდარებელი გახლავთ გრიპის საწინააღმდეგოდ. იგი დიდ მოვლას არ ითხოვს და არც ზოგიერთი ოთახის ყვავილივით პრეტენზიულია. საკმაოდ ლამაზია შესახედავადაც. ასე რომ თუ ოთახის მცენარეების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ერთი-ორი ქოთანი ალოესაც ,,დაუთმოთ’’.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

ძაღლი უძველესი შინაური ცხოველია

ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ძაღლი ჯერ კიდევ ქვის ხანის ადამიანებთან მეგობრობდა.  ეს უჭკვიანესი ცხოველი ადამიანმა თანდათანობით მოიშინაურა, რადგანაც შენიშნა, რომ იგი არა მარტო საკვების ნარჩენებს ეძებდა მისი საცხოვრებლის სიახლოვეს, არამედ ცხოველთა მიგნება-მონადირებაშიც მონაწილეობდა. როცა ადამიანი დარწმუნდა, რომ ძაღლს ძლიერი ყნოსვაც ჰქონდა, სმენაც და საკმაოდ ალღოიანად შეეძლო ნადირის დევნა, დიდხანს აღარ უფიქრია, რომ თავის ,,მეგობრად’’ გაეხადა.

ამჟამად მსოფლიოში 400-მდე ჯიშის სუფთა სისხლის ძაღლია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 14-დან 20-წლამდეა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

რა უნდა იცოდეს მოყვარულმა მეთევზემ?

   ქარი და სიცივე ხელს უწყობს თებზის ანკესზე წამოგებას.

 მღვრიე წყალი ხელს უშლის წამოგებას, გამჭირვალე – პირიქით. ვიწრო მდინარის გაფართოებულ ადგილებში ჯობია თევზაობა, ფართო მდინარისა კი -ვიწრო ადგილებში.

მდინარეში თევზაობისას ისარგებლეთ ანკესის წყალს გაყოლების ხერხით. ამ დროს სატყუარა წყალს იმდენად მიაქვს, რომ მეთევზეს შეუძლია ლარის გამოქაჩვა. ტივტივა ისე უნდა დააყენოთ, რომ სატყუარა ოდნავ ეხებოდეს ფსკერს. ნემსკავზე ჭიაყელა წამოაგეთ კუდით.

თევზის მოზიდვის მიზნით, დაჭრილი ჭიაყელა აურიეთ თიხაში და 1-2 ბურთულა გადააგდეთ წყალში, წყალი მათ დაშლის და საკვები თევზს შეუმჩნეველი არ დარჩება.

ქაშაყი ეტანება წვრილად დაჭრილ ხახვთან არეულ ცომის სატყუარას.

კობრის დასაჭერად საუკეთესოა კაპტონი.

წყალში თქაფუნი და წრეები გვამცნობს თევზის თავმოყრის ადგილს.

გახსოვდეთ!- თევზი გაურბის თამბაქოს სუნს, რომელიც სატყუარას გაკეთებისას თითებით გადაეცემა ანკესს.

კალმახს ზუთხის ქვირითი ,,მოსწონს’’. ნემსკავზე აგებენ 2-3 ცალ მარცვალს და აგდებენ წყალში. ელვასავით სწრაფი კალმახი ,,ასწრებს’’ ჩქარ მდინარეში ჩაგდებულ სატყუარას.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 26 27 28 29 30 32
Page 28 of 32