close

დედამიწა

დედამიწა

“ნასამ” დედამიწის ყინულის საფარის შესასწავლად ორბიტაზე ლაზერი განათავსა

“ნასამ” დედამიწის ყინულის საფარის მდგომარეობის განსასაზღვრად ორბიტაზე ლაზერი განათავსა.

მისია ICESat-2-ის მიზანი იმის გარკვევაა, თუ რა ზეგავლენა აქვს დედამიწის ზედაპირზე არსებულ ყინულის საფარზე გლობალურ დათბობას.

ICESat-2-ი, რომელიც პლანეტის ზემოთ დაახლოებით 500 კილომეტრში განათავსეს, ბოლო დროის ცვლილებებს უპრეცედენტოდ დეტალურად შეისწავლის.

რატომაა მისია მნიშვნელოვანი?

ანტარქტიდა და გრელანდია ყოველწლიურად მილიარდობით ტონა ყინულს კარგავენ. ეს პროცესი ზღვების დონისა და ტემპერატურის მატებას განაპირობებს.

“ანტარქტიდის ყინულის ზონაშ სანტიმეტრით ცვლილებაც კი, რომელიც უზარმაზარი რაოდენობის წყლის – დაახლოებით 140 გიგატონის დაკარგვას ნიშნავს.”

“ბევრი ცვლილება, რომელიც პოლუსებზე ხდება, სწორად პროგნოზირებას და ზუსტ დახასიათებას საჭიროებს,” განაცხადა ICESat-2 -ის პროექტის ერთ-ერთმა წამყვანმა მეცნიერმა თოომ ნიუმანმა.

როგორ მუშაობს ICESat-2?

ნახევარტონიანი  ახალი ლაზერის სისტემა “ნასას” მიერ აგებული დედამიწის ყველაზე დიდი დაკვირვების ინსტრუმენტია. რომელიც “ფოტონების დათვლის” ტექნიკას ეფუძნება.

ის დედამიწისკენ ყოვველ წამში დაახლოებით 10,000 სინათლის პულსს უშვებს, რომელიც უკან დაახლოებით 3,3 მილისეკუნდში ( წამი = 1000 მილისეკუნდი) ბრუნდება. ზუსტი დრო დაზიანებული ზედაპირის დონეს აჩვენებს.

“ერთ გასროლაზე დაახლოებით ტრილიონ ფოტონს (სინათლის ნაწილაკს) ვუშვებთ და უკან დაახლოებით ერთი  გვიბრუნდება. ამ დაბრუნებული ფოტონის საშუალებით, დაბრუნების დროზე დაკვირვებით, შეგვიძლია დედამიწამდე მანძილი ნახევარი სანტიმეტრის სიზუსტით გამოვითვალოთ,” განაცხადა

ლაზერი ყინულის ყინულის გასწვრივ მიემართება და ყოველ 70 სანტიმეტრს ზომავს.

“ნასა” იმედოვნებს, რომ ICESAT-2-ი შეძლებს ანტარქტიდაზე ზღვის ყინულის სისქის პირველი რუკების შექმნას. ამ ეტაპზე, მცურავი ყინულის მასების შეფასების ტექნიკა მხოლოდ არქტიკაში მუშაობს.

იგი გულისხმობს მცურავი ყინულის სიმაღლის შედარებას ოკეანის ზედაპირის სიმაღლესთან. ვინაიდან მეცნიერებმა იციან ზღვის და ყინულის სიმკვრივე, მათ შეუძლიათ გამოთვალონ, თუ რა რაოდენობის ყინულია ჩაიძირული და ამგვარად, გამოთვალონ  საერთო სისქე.

მეცნიერებს სჭირდება სისქის გაზომვა, რათა სწორად შეაფასონ მცურავი ყინულის სტატუსი. განსხვავებ აშკარაა მხოლოდ მაშინ, როდესაც ყინულს სამ განზომილებაში ხედავენ.

თუკი ბნელ ღამეს დედამიწიდან მწვანე წერტილს დაინახავთ, იცოდეთ, რომ თავზე ICES გადაიფრინა.

მისიისთვის პირველ ეტაპზე 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიამსოფლიო

ულამაზესი ლურჯი თუთიყუში გადაშენდა 🐦

ლურჯი თუთიყუში “არა“  გადაშენდა. ამის შესახებ CNN-ი   წერს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ თუთიყუშის გადაშენების მიზეზი ტყეების მასიური ჩეხვაა.

ამ სახეობის თუთიყუშები ბრაზილიაში ცხოვრობდნენ, ბინადრობდნენ ტყეებში, ხეების ფუღუროებში. საშუალოდ 2 კვერცხს დებდნენ, იკვებებოდნენ მცენარის ნაყოფითა და თესლით.

BirdLife International-ის ანგარიშის მიხედვით, ფრინველის ველურ ბუნებაში გადაშენების მიუხედავად, მსოფლიოში შემორჩენილია დაახლოებით 60-80 თუთიყუში, რომლებიც კერძო საკუთრებაში არიან და გალიებში ცხოვრობენ.

BirdLife International-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე ათწლეულში მსოფლიოში სხვადასხვა სახეობების გადაშენების სტატისტიკამ იმატა, რასაც ადამიანის გარემოზე უხეში ზემოქმედებით ხსნიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიოსოფლის მეურნეობა

რა კავშირშია, გლობალური ტემპერატურის მატება მწერების მიერ განადგურებული მარცვლეულის რაოდენობასთან?

მეცნიერები აცხადებენ, რომ რაც უფრო მატულობს გლობალური ტემპერატურა, მით მეტ მარცვლეულს ანადგურებენ მწერები. სიეტლის „ვაშინგტონის უნივერსიტეტის“ მკვლევარი ქერტის დოიჩი და მისი გუნდი ამტკიცებს, რომ ყოველი ერთი გრადუსი ცელსიუსით მომატებული ტემპერატურა დამატებითი 10-25 პროცენტი ხორბლის, სიმინდისა და ბრინჯის განადგურებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ მწერები ყოველწლიურად მსოფლიოს სიმინდისა და ხორბლის 8 პროცენტსა და ბრინჯის 14 პროცენტს ანადგურებენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიმინდის ყოველწლიური ზარალი 10 პროცენტს, ხორბლის – 12 პროცენტს, ხოლო ბრინჯის – 17 პროცენტამდე გაიზრდება. სამივე მარცვლეულის ზარალის საერთო ოდენობა კი 213 მილიონ ტონას მიაღწევს. ეს კი მნიშვნელოვანი ზარალია თანამედროვე მსოფლიოსთვის.

ზემოთქმულის მიზეზი კი ისაა, რომ გარემო ტემპერატურის მატებასთან ერთად მწერების მეტაბოლიზმით მატულობს. რაც უფრო მალე წვავენ ისინი ენერგიას, მით უფრო მადიანად შეექცევიან მარცვლეულს.

აღნიშნული კვლევა რამდენიმე დღის წინ სამეცნიერი ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

წყარო:  sciencenews.org

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწამსოფლიო

დღეს მზე დაბნელდება

დღეს მზის დაბნელებაა მოსალოდნელი, რისი ვებტრანსლაციით ყურებაც შესაძლებელი იქნება, ამას “NASA” უზრუნველყოფს.

მზის დაბნელების ხილვა ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე წყნარის ოკეანის აუზის კუნძულების მოსახლეობას შეეძლებათ.

მზის ნაწილობრივი დაბნელება დაახლოებით შუა დღის შემდეგ დაიწყება. მზის დაბნელებისას მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა, ამის გამო კი ის მზის სინათლეს ბლოკავს. ეს მხოლოდ ახალი მთვარეობისას ხდება, როცა მზე და მთვარე ე.წ. სიზიგიაში ეწყობიან.

 

ახაალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

დღეს მზის დაბნელებაა მოსალოდნელი

დღეს მზის დაბნელებაა მოსალოდნელი. ამ ბუნებრივი მოვლენის ხილვა ვებტრანსლაციით იქნება შესაძლებელი.

ჩვენებას  ,,NASA” უზრუნველყოფს. მზის დაბნელების ხილვა ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე წყნარის ოკეანის აუზის კუნძულების მოსახლეობას შეეძლებათ.

მზის ნაწილობრივი დაბნელება დაახლოებით შუა დღის შემდეგ დაიწყება. ამ დროს,  მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა, ამის გამო კი ის მზის სინათლეს ბლოკავს. ეს მხოლოდ ახალი მთვარეობისას ხდება, როცა მზე და მთვარე ე.წ. სიზიგიაში ეწყობიან.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიამსოფლიოსაქართველო

დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა

დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა მაიკლ ჰოსეკმა მინისტრ ლევან დავითაშვილს წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა. 

„ამიერიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები წარმოდგენილი იქნება ევროპის საუკეთესო დაცული ტერიტორიების გვერდით, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაში ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით. ბუნების მოყვარულები უკეთ გაიცნობენ საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეძლევა საუკეთესო გამოცდილების და ცოდნის გაზიარების, ფედერაციის სხვა წევრებთან აქტიურად თანამშრომლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ევროპარკების ფედერაცია წარმოადგენს ევროპის დაცული ტერიტორიების ქოლგა ორგანიზაციას და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ევროპის ეროვნული პარკებისა და ბუნების პროფესიული ქსელი. ფედერაციაში გაწევრიანებულია 36 ქვეყანა და ასობით დაცული ტერიტორია. ფედერაციაში გაწევრიანებით საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეძელვა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანება ჩეხეთის საელჩოს, WWF- კავკასიის ოფისს, TJS-ს და KFW-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

კოკო – გორილა, რომელიც ადამიანებს ჟესტების ენით ესაუბრებოდა, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა

გორილა, სახელად კოკო, რომელსაც ადამიანებთან ჟესტების ენით საუბარი შეეძლო, კალიფორნიაში, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინსტრუქტორებმა კოკოს, რომლის IQ 75-95 იყო,  ამერიკული ჟესტების ენის 1,000-ზე მეტი ნიშანი ასწავლეს. მას სასაუბრო ინგლისურის 2000-მდე სიტყვის მნიშვნელობაც ესმოდა.

პლანეტის ყველაზე ცნობილი გორილა კოკო 1971 წლის 4 ივლისს  სან–ფრანცისკოს ზოოპარკში დაიბადა.

დაბადებიდან მოკლე ხანში პატარა კოკოსთან ფრენსის პეტერსონმა დაიწყო მუშაობა სტენფორდის უნივერსიტეტის სწავლულების მიერ შემუშავებული პროგრამით და „ქალბატონ“ კოკოს ჟესტების ენაზე „ლაპარაკი“ ასწავლა.

კოკოს შესაძლებლობებში ბევრ მეცნიერს ეპარებოდა ეჭვი, თუმცა გორილას შესახებ არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, ის ასევე არაერთი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, მათ შორის – ,,National Geographic-ის.“

წყარო: https://www.bbc.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ანტარქტიდამ 1992 წლიდან 3 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა

მეცნიერები აცხადებენ, რომ ანტარქტიდამ 1992 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში 3 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 80-ზე მეტმა მეცნიერმა ყინულის საფარის გასაზომად სატელიტური მონაცემები გამოიყენა. მათი გაანგარიშებით, გლობალური ზღვის დონე აღნიშნულ პერიოდში 7.6 მილიმეტრით გაიზარდა.

ყველაზე მეტად შემაშფოთებელი კი ის ფაქტია, რომ ყინულის დნობის პროცესი ბოლო წლებში საგრძნობლადაა დაჩქარებული.

2012 წლამდე ყინულის დნობის მაჩვენებელი ძირითადად სტაბილური იყო და წელიწადში 76 მილიარდ ტონას აღწევდა, შესაბამისად, ზღვის დონე 0.2 მილიმეტრით მატულობდა. 2012 წლიდან კი ეს მაჩვენებელი გასამმაგდა და წელიწადში 219 მილიარდი ტონა შეადგინა, ოკეანის დონე კი  0.6 მილიმეტრით იზრდება.

,,მონაცემები გვიჩვენებს, რომ პრობლემა არა მხოლოდ არსებობს, არამედ ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება,” – განაცხადა ნასას მკვლევარმა – იზაბელა ველიკოგნამ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, 2070 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 3.5°C -ით, ზღვის დონე კი – ყოველწლიურად 10-15 მილიმეტრით მოიმატებს.

უფრო შორს თუ წავალთ, მომავალ 10,000  წელიწადში ზღვის დონე 50 მეტრით აიწევს, ამ ზრდის 80 პროცენტი ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობით იქნება გამოწვეული.

თუმცა, ასე პესიმისტურადაც ნუ განვეწყობით, ეს პროგნოზი იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ მსოფლიოში დაბინძურებისა და სათბური აირების ემისიის შემცირება არ მოხდება. მეცნიერები კი აცხადებენ, რომ ბოლო წლებში განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდა და ემისიების შემცირება ფიქსირდება, ეს კი თავის მხრივ, გლობალური ტემპერატურის ზრდასაც შეამცირებს.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწასაქართველო

ხონში ბუხრინწები იპოვეს

ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, ხონში მდებარე საცხოვრებელ სახლში გამოცხადდნენ, სადაც 2 ერთეული ბუხრინწა ნახეს.

ბუხრინწები, შემდგომში მათი ველურ ბუნებაში დაბრუნების მიზნით, თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა.

ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული…

Posted by გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი on Tuesday, June 26, 2018

ბუხრინწა ბუსნაირთა რიგის  ფრინველია. სხეულის სიგრძე 33-39 სმ-ია, გავრცელებულია ევროპაში (ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის გამოკლებით), სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, ბალტიისპირეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში. ბუდეს იკეთებს ფუღუროში და სხვენზე. დებს 6-8 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 34 დღემდე. იკვებება მღრღნელებით, იშვიათად – ფრინველებით.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოასამართალისაქართველო

წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა და დატყვევება 2000 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარეული ცხოველების/ფრინველების უკანონო ყიდვა-გაყიდვისა და მათი დატყვევების ფაქტების გამოვლენის მიზნით კონტროლს ახორციელებს – წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა და დატყვევება 2000 ლარით დაჯარიმდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდგომ, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა (ფრინველთა) მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

რაც შეეხება, იმ სახეობებს, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ – მათი  უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის, მისი დერივატის ან მისგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი – 153, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ შეტყობინება ამ და სხვა ტიპის  გარემოსდაცვითი დანაშაულის შესახებ და მიიღონ ინფორმაცია, მათთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 25 26 27 28 29 37
Page 27 of 37