close

ბიზნესი

ბიზნესი

როგორ უნდა შეაფასოთ ბრენდი?

“Millward Brown Optimor–ი” ბრენდს სამ ეტეპად აფასებს :
დგინდება კომპანიის არამატერიალური მოგება და ხდება მისი გადანაწილება ინდივიდუალური ბრენდებისა და იმ ქვეყნების მიხედვით , სადაც კომპანია ეწევა ბიზნესს. გაანგარიშებას საფუძვლად უდევს  საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური მონაცემები “Bloomberg – ისგან” , “Datamonitor–ისგან” და “Millward Brown Optimor–ის” კვლევები.
განისაზღვრება არამატერიალური მოგების წილი , რომელიც ეკუთვნის მარტო ამ ბრენდს. ეს მაჩვენებელი ცნობილია , როგორც ბრენდის კონტრიბუცია და ასახავს იმ მოგებას , რომელსაც კომპანია იღებს პროდუქტის ან სერვისის ყველაზე ლოიალური მომხმარებლისგან. ამ მაჩვენებლის გასაანგარიშებლად ვიყენებთ კვლევის შედეგად დადგენილ ლოიალურობის მაჩვენებელს “BrandZ–ის” მონაცემთა ბაზიდან.
ბრენდის ფასეულობის წინასწარიგათვლა ბრენდის საბაზრო შეფასების , რისკის პროფილისა და ზრდის პოტენციალის საფუძველზე ხდება. ზრდის ამ კომპონენტის გამოყენებით იქმნება ბრენდის მოკლე ვადიანი ზრდის პოტენციალის ინდექსი „Brands Momentum “ .

წყარო : Sciencealert.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ დავძლიოთ კრიზისი

მიუხედავად შენი კომპანიის ზომისა,  და წარმატებულობისა, არც ერთი ბრენდი არაა დაზღვეული იმისგან, რომ ერთ დღეს იგი კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ODM ჯგუფის გამოკვლევების თანახმად, ბიზნეს დამპროექტებლების 59%-ს გამოუცდია კრიზისი როგორც ამჟამინდელ, ასევე წინა კომპანიაში.  ამ კომპანიათა 70% თავს ანებებს ბიზნესს მინიმუმ ერთ წელიწადში.

თუმცა, როდესაც ვინმე გაიფიცება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი ჩაიძირება. სწორი მიდგომით, კომპანიას შეუძლია თავი აარიდოს დაძაბულობას და იმაზე მარტივად მოაგვაროს პრობლემა, ვიდრე თავად ჰგონია. საკუთარი ბრენდის დაზღვევა სამ საფეხურად შეიძლება განვიხილოთ:

  • სწრაფი რეაგირება
  • პატიოსანი პასუხი
  • ანგარიშვალდებულება

ესაა სამი კომპონენტი, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია თუ თქვენ, თქვენი კომპანია კრიზისულ მდგომარეობაში ხართ.

წყარო : Inc.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რეკლამა, რომელიც მომხმარებლებს მოიზიდავს

ნამდვილად დიდი გამოწვევაა ის, რომ მაყურებელი დაარწმუნო იმაში, თუ რატომ უნდა უყურონ შენს რეკლამას, განსაკუთრებით ინტერნეტის საშუალებით, სადაც ინფორმაციის მოპოვება მეტად მარტივია. ინტერნეტსში ხომ ვიდეოს პოვნა და ჩართვა ჩართვა უფრო გრძელვადიანია ვიდრე მისი წაკითხვა? საბედნიეროდ ტექნოლოგიების პროგრესი ისაა, რომ ახლა ვიდეოს ყურება მაღალი ხარისხითაა შესაძლებელი HD ფორმატში მობილური ტელეფონიდანაც კი. მაგრამ, უნდა გვახსოვდე ის, რომ შენ მიერ გაკეთებული ვიდეო არ უნდა იყოს ძალიან გაწელილი და მოუქნელი, რათა არ გაუჩინო მაყურებელს იმისი სურვილი, რომ გამორთოს აღნიშნული რეკლამა. ეს ფაქტი ეფექტურობას დაუკარგავს აწ უკვე შეფუთულ პროდუქტს.
„ვიდეო უნდა იყოს მაქსიმუმ 2-3 წუთიანი“-ასეთ რჩევას აძლევს დამწყებ არკეტოლოგებს ალექს ჩარფენი, ორგანიზაცია „ჩარფენის“ დამფუძნებელი. ეს უკანასკნელი ეხმარება ვიზუალურ მეწარმეებს აამაღლონ თავიანთი ბიზნესის დონე რეკლამითა და პრეზენტაციებით. „თუკი შენ შეძლებ, რომ გადმოცემული ინფორმაცია იყოს მოკლე და კონკრეტული და ეძღვნებოდეს მკაფიო არსს, გექნება აუდიტორიათან კონტაქტში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ“-ამბობს ჩარფენი. პრეზენტატორმა უნდა შეძლოს, რომ უფრო ადვილად გასაგები და მოსახმარებელი გახადოს რეკლამა.

წყარო : Hbr.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ჩაანაცვლებს თუ არა “Word of Mouth“ რეკლამას?

ტრადიციული რეკლამა, მიუხედავად მისი პოპულარობისა, სულ უფრო ნაკლებად ახდენს გავლენას მყიდველზე. ადამიანების დიდ ნაწილს რეკლამის არ სჯერა. მარკეტინგული კვლევის კომპანია “Yankelovich”–მა აღმოაჩინა, რომ რეკლამას მყიდველთა მხოლოდ 24% ენდობა. არსებობს კორპორაციული პარადოქსი – უფრო ინტენსიურია პროდუქტის რეკლამირება, მიზნობრივი აუდიტორიისათვის მით ნაკლებად სარწმუნო ხდება მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია.

უკანასკნელ პერიოდში მარკეტერებმა აქტიურად დაიწყეს მარკეტინგული კომუნიკაციის ისეთი საშუალების გამოყენება, როგორიცაა Word of Mouth–ი. მყიდველთა დასარწმუნებლად და მათზე ზემოქმედების მოსახდენად ის გაცილებით ძლიერი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი რეკლამა. კვლევებმა აჩვენა, რომ დასავლეთში სამომხმარებლო საქონლის ორ მესამედზე მეტი  WOM–ის გავლენით იყიდება.

ინგლისურ ტერმინს„Word of Mouth“ ქართულ ენაზე ყველაზე მეტად „ხმის გავრცელება“ შეესატყვისება. ამა თუ იმ პროდუქტის ან სერვისის ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ოჯახის წევრების, ახლობლების, თანამშრომლებისა და ავტორიტეტული პირების აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი ხომ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობია, მათ არც კომერციული ინტერესი აქვთ და არც რაიმეს გაყიდვას ცდილობენ. ამიტომ მათი მოსაზრება უფრო ობიექტურად და დამაჯერებლად მიგვაჩნია.

წყარო : Hbr.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ უნდა დასვათ მართებული კითხვები?

ათი წლის წინ, კვლევის ჩატარებისას, “McKinsey – ს” გუნდმა შეისწავლა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის – მიჰაილ ციკსზენტმიჰალის ნაშრომი, რომელშიც იგი იკვლევს, თუ როგორ მივიდნენ ნობელის მპრემიის ლაურიანტები და სხვა შემოქმედი ადამიანები თავიანთ იდეებამდე.

ამ ნაშრომში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, ყველა ცნობილ მეცნიერსა თუ ხელოვანს პროგრესული იდეები სწორად დასმული კითხვების საფუძველზე უჩნდებოდა. სწორედ, ამ აღმოჩენამ უბიძგა მათ გამოგვეკვლიათ, თუ როგორ მიაღწიეს  ამჟამინდელ მდგომარეობას, უახლესი ისტორიის, წარმატებულმა კომპანიებმა.

მოხდა,  კორპორაციათა ორი კატეგორიის  შესწავლა: პირველი იყო დიდი კომპანიები, რომლებიც შედარებით მცირე დროში იქცნენ თავიანთი ინდუსტრიის სანიმუშო საწარმოებად. მეორე – წვრილი ფირმები, რომლებმაც 6 წელიწადზე ნაკლებ დროში $1 მილიარდზე მეტი თანხის გაყიდვებს მიაღწიეს. ორივე შემთხვევაში, წარმატება განპირობებული იყო ახალი, მოწინავე იდეებით, რომლებმაც თავიდან განსაზღვრეს კომპანიათა პროდუქტები და სერვისები.

წყარო : Hbr.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ტერმინები, რომლებიც ბიზნესში გამოგადგებათ

1. მარკეტინგი – სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ.
მარკეტინგი მიმართულია მოგების მიღების მიზნით ბაზრისა და კონკრეტულ მომხმარებელთა მოთხოვნილებების შესწავლასა და ამ მიზნით წარმოებული საქონლის და მომსახურების ორიენტაციის ,სამომხმარებლო მოთხოვნის ფორმირების,სტიმულირებისა და გაყიდვის გაფართოებისაკენ.
2. ინფლაცია – ეკონომიკაში ფასთა საერთო დონის ზრდა საბაზო მსყიდველობითუნარიანობის დონესთან შედარებით. ინფლაცია ასევე მოიაზრება, როგორც ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება. ეკონომიკის ზოგიერთ მოდელში, ის ექვივალენტურია მოთხოვნის ვარდნის, ან ფულის მიწოდების ზრდის
3. მენეჯმენტი – მენეჯმენტი არის ბიზნეს-ორგანიზაციული მოქმედება, საქმიანობა. მარტივი სიტყვებით ის ნიშნავს: მოქმედება, რომ შეკრიბო ხალხი ერთად სასურველი მიზნების შესასრულებლად.
4. დეფლაცია – პროდუქტებისა და მომსახურების ფასების შემცირების გრძელვადიანი პროცესი. დეფლაცია ნიშნავს მოვლენას, როდესაც ინფლაციის წლიური პროცენტი ეცემა ნულს ქვემოთ. ეს პროცესი არ უნდა გავაიგივოთ დეზინფლაციასთან, რომლის დროსაც ხდება ინფლაციის წლიური პროცენტის ნელი შემცირება მის მინიმალურ მნიშვნელობამდე. ინფლაციის საპირისპიროს ეს პროცესი ახდენს ფულის რეალური ღირებულების ზრდას ეროვნული ან რეგიონალური მასშტაბით, რისი ეფექტიც არის ის რომ იგივე თანხით შესაძლებელია უფრო მეტი პროდუქციის ყიდვა.
5. დეფოლტი – კანონით გათვალისწინებული ამა თუ იმ მოთხოვნის არშესრულება, ან ეკონომიკაში გადახდა-ანგარიშსწორებაზე უარის თქმა.

მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველო

ქართული ბრენდი „ანტრე“ დასავლეთ ევროპაში გამოჩნდება

საცხობი „ანტრე“ 2019 წლიდან გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ  „ანტრეს“ თანადამფუძნებელმა ჟან მიშელ ჩარლზმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

„საცხობი „ანტრეს“ პირველი ფილიალი 2008 წელს აბაშიძეზე გავხსენით და იმ დროიდანვე გადაწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა საერთაშორისო ბრენდი. პირველი ქვეყანა, სადაც ფილიალი გავხსენით, იყო აზერბაიჯანი, ბაქო. მიუხედავად იმისა, რომ იქ უფრო რთული პროცესები განვითარდა, ბრენდი წარმატებული აღმოჩნდა. ამ ეტაპზე 4 საცხობი გვაქვს და გაფართოებას კიდევ ვგეგმავთ. შემდეგი წლიდან ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ გავხსნათ კიდევ ერთი ფილიალი დასავლეთ ევროპის ქვეყანაში და ასევე წარმატებულად მოხდეს ქართული ბრენდის ექსპორტირება. რაც შეეხება საქართველოს, გვინდა რომ ქსელი ქვეყნის მასშტაბითაც განვავითაროთ. ბათუმშიც და ბევრ სხვა ქალაქშიც, თუმცა ეს პროცესი ტექნიკურად ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ჩვენი ბრენდის ქვეშ შექმნილი საკვები ხარისხთან არის დაკავშირებული, ამიტომ მისი ტრანსპორტირება შეუძლებელია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმოების ახალი ცენტრები ყველგან, სადაც დავაპირებთ ქსელის შექმნას. ამ თემაზე ვმუშაობთ და 2019 წლიდან „ანტრეს“ ახალი მაღაზიები საქართველოს რეგიონებშიც გაიხსნება“ , – განაცხადა ჟან მიშელ ჩარლზმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

“უშიშარი გოგონა” უოლ სტრიტიდან წავიდა?

უშიშარი გოგონას პოპულარული ქანდაკება უოლ სტრიტზე  ერთი წლის წინ გამოჩნდა.  გოგონა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განათავსეს, უოლ სტრიტის ხარი გვერდით. ცოტა ხნის წინ, გოგონამ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან გადაინაცვლა. CNBC-ის ცნობით, ქანდაკების აღება მიზეზი საჩივარია,  რომლის თანახმად, გოგონას უოლ სტრიტზე ყოფნამ ხარი “დაჩრდილა”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

DreiMeister-ის შოკოლადის ქარხნიდან შოკოლადმა გაჟონა.

დასავლეთ გერმანიაში, DreiMeister-ის შოკოლადის ქარხნიდან ტონამდე შოკოლადმა გაჟონა. ამის შესახებ Global News-ი წერს.

ქარხნის ინფორმაციით, ეს შოკოლადის ავზი დაზიანებამ გამოიწვია.

ქარხანასთან საგანგებო სიტუაციების სამსახურის 30-მდე თანამშრომელი მუშაობდა. მათ გზის სავალი ნაწილი წყლით გადარეცხეს.

საკონდიტრო ქარხანაში მუშაობას ერთ კვირაში აღდგება.

სრულად ნახვა
ბიზნესი

ფინანსები და ხალხის დამოკიდებულება

არსებობს საინტერესო ფსიქოლოგიური თეორია, რომლის მიხედვითაც, იმ ქვეყნებში, რომელთაც ისტორიის განმავლობაში ბევრი ომი გადაუტანია, მოსახლეობა ნაკლებად ახერხებს ფინანსური დანაზოგის გაკეთებას. ეს თეორია იმით იხსნება, რომ ამგვარ ქვეყნებში, მოსახლეობის კოლექტიურ აზროვნებაში ყოველთვის ფიგურირებს ომის, ან რაიმე სხვა სირთულის დიდი ალბათობა, რის გამოც, ადამიანები არ აწყობენ გრძელვადიან გეგმებს. საქართველო სწორედ ამგვარი ქვეყნების სიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნია არანაირი დანაზოგი.

იმისათვის, რომ შესძლოთ ფულის დაზოგვა, საჭიროა დაზოგვის დადებითი მხარეების გააზრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თანამედროვე მსოფლიოში, ომებისა და სხვა ნეგატიური მოვლენების ალბათობა სტაბილურად იკლებს, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა იმატებს. აქედან გამომდინარე, მომავლისთვის დაგეგმვა მნიშვნელოვანია.

გთავაზობთ 5 ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, რათა წარმატებით დაგეგმოთ და გადაანაწილოთ თქვენი ხარჯები.

  1. შეიძინეთ სასარგებლო უნარები
  2. ჩამოაყალიბეთ ბიუჯეტი
  3. შეიმუშავეთ ვალის გადახდის გეგმა
  4. გახსენით ანაბარი ბანკში
  5. გამოიყენეთ დაგროვილი საპროცენტო განაკვეთის ძალა

Hbr.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 18 19 20 21 22 59
Page 20 of 59