close
ბიზნესი

ტერმინები, რომლებიც ბიზნესში გამოგადგებათ

1. მარკეტინგი – სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ.
მარკეტინგი მიმართულია მოგების მიღების მიზნით ბაზრისა და კონკრეტულ მომხმარებელთა მოთხოვნილებების შესწავლასა და ამ მიზნით წარმოებული საქონლის და მომსახურების ორიენტაციის ,სამომხმარებლო მოთხოვნის ფორმირების,სტიმულირებისა და გაყიდვის გაფართოებისაკენ.
2. ინფლაცია – ეკონომიკაში ფასთა საერთო დონის ზრდა საბაზო მსყიდველობითუნარიანობის დონესთან შედარებით. ინფლაცია ასევე მოიაზრება, როგორც ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება. ეკონომიკის ზოგიერთ მოდელში, ის ექვივალენტურია მოთხოვნის ვარდნის, ან ფულის მიწოდების ზრდის
3. მენეჯმენტი – მენეჯმენტი არის ბიზნეს-ორგანიზაციული მოქმედება, საქმიანობა. მარტივი სიტყვებით ის ნიშნავს: მოქმედება, რომ შეკრიბო ხალხი ერთად სასურველი მიზნების შესასრულებლად.
4. დეფლაცია – პროდუქტებისა და მომსახურების ფასების შემცირების გრძელვადიანი პროცესი. დეფლაცია ნიშნავს მოვლენას, როდესაც ინფლაციის წლიური პროცენტი ეცემა ნულს ქვემოთ. ეს პროცესი არ უნდა გავაიგივოთ დეზინფლაციასთან, რომლის დროსაც ხდება ინფლაციის წლიური პროცენტის ნელი შემცირება მის მინიმალურ მნიშვნელობამდე. ინფლაციის საპირისპიროს ეს პროცესი ახდენს ფულის რეალური ღირებულების ზრდას ეროვნული ან რეგიონალური მასშტაბით, რისი ეფექტიც არის ის რომ იგივე თანხით შესაძლებელია უფრო მეტი პროდუქციის ყიდვა.
5. დეფოლტი – კანონით გათვალისწინებული ამა თუ იმ მოთხოვნის არშესრულება, ან ეკონომიკაში გადახდა-ანგარიშსწორებაზე უარის თქმა.

მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0