close

ბიზნესი

ბიზნესი

როგორ მოვიქცეთ თათბირის დაწყებამდე?

 

   თუკი გსურთ, რომ ორგანიზებულ და მოწესრიგებულ თანამშრომლად მიგიჩნევდნენ,  გაეცანით რჩევებს, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ:

 1.კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ წინა შეხვედრის ოქმი და გადაამოწმეთ, შეასრულეთ თუ არა ყველა დავალება , რომელიც თქვენს თავზე აიღეთ იმ შეხვედრის დროს.

     2.მიიღეთ ყველა წინასწარი ღონისძიება, რათა შეამცირთ იმ ზარებისა და ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც იძულებულს გაგხდიან, დატოვოთ შეხვედრა.

     3.ისე გადაანაწილეთ თქვენი დრო, რომ შეხვედრაზე პუნქტუალურად მისვლა შეძლოთ.

     4.გაიაზრეთ ის საკითხები, რომელთა განხილვაც გსურთ შეხვედრაზე.

     5.იზრუნეთ ყველა საბუთისა და მონაცემის შესახებ,რომლებიც ჯგუფს სჭირდება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად.

     6.თუ დღის წესრიგი წინასწარ არის შემუშავებული,  დეტალურად გაეცანით მას,რათა გაარკვიოთ, როგორ უნდა მოემზადოთ, რომ პრობლემების განხილვაში სრულფასოვნად ჩაერთოთ.

     7.თუ არ შეგიძლიათ თათბირზე დასწრება, შეატყობინეთ ეს თქვენს წარმომადგენელს (შემცვლელს) და მამზადეთ იგი.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

სტივ ჯობსის სამი ისტორია

2005 წელს სტივ ჯობსმა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა წაიკითხა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან — სამი პატარა ისტორია საკუთარი ცხოვრებიდან.

* * *

ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო დღეს აქ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიალზე. თუმცა, მე უმაღლესი არ დამიმთავრებია. სიმართლე რომ ვთქვა, დღემდე ასე ახლოს არც ვყოფილვარ უნივერსიტეტის დამთავრებასთან. დღეს მინდა სამი ისტორია მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებიდან. სულ ეს არის. დიდი არაფერი. უბრალოდ, სამი ამბავი.

პირველი ისტორია წერტილების შეერთებაზეა.

სწავლა Reed College-ში პირველი ექვსი თვის შემდეგ მივატოვე. მაგრამ, თავის საბოლოოდ დანებებამდე, კიდევ სადღაც 18 თვე მაინც დავდიოდი ლექციებზე. რატომ მივატოვე სწავლა?

ეს ჯერკიდევ ჩემ დაბადებამდე დაიწყო. ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ, ახალგაზრდა, გაუთხოვარმა სტუდენტმა, გადაწყვიტა გავეშვილებინე. მას გადაჭრით სურდა, რომ ჩემი ახალი მშობლები უმაღლესდამთავრებულები ყოფილიყვნენ. ასერომ, ყველაფერი შეთანხმებული იყო — მე დაბადებისთანავე იურისტი და მისი მეუღლე ამიყვანდნენ. მაგრამ, როგორც კი გამოვძვერი, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს ბიჭის აყვანა — გოგო უნდოდათ. ჩემ ახლანდელ მშობლებს კი, რომლებიც სიაში შემდეგ ნომრად იყვნენ, შუაღამისას დაურეკეს და კითხეს, „ბიჭი გვყავს და ხომ არ გინდათო?“ მათ კი უპასუხეს — „რათქმაუნდა!“ ბიოლოგიურმა დედამ მხოლოდ გვიან გაიგო, რომ ჩემ ახალ დედას სულაც არ ქონდა დამთავრებული უმაღლესი, ახალ მამას კი — არც სკოლა. რამდენიმე თვის მანძილზე იგი საბოლოო დოკუმენტების ხელმოწერაზე უარს ამბობდა, სანამ პირობა არ მიიღო ჩემი მშობლებისგან, რომ აუცილებლად ჩამაბარებინებდნენ ინსტიტუტში.

17 წლის შემდეგ მე მართლაც წავედი კოლეჯში. თუმცა, უნებლიედ ისეთი სასწავლებელი ავირჩიე, რომელში სწავლაც სტენფორდის ფასი ღირდა, ჩემი მშობლების თითქმის მთელი დანაზოგი კი — ჩემ მომზადებაში დაიხარჯა. ექვსი თვის შემდეგ მასში ვერანაირი ღირებულება ვერ დავინახე. ვერ ვხვდებოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში; და ვერც იმას ვხვდებოდი, ამის გარკვევაში ინსტიტუტი როგორ დამეხმარებოდა. ამისთვის კი მე იმ ფულს ვხარჯავდი, რომელსაც ჩემი მშობლები თითქმის მთელი ცხოვრება მიგროვებდნენ. ამიტომ, გადავწყვიტე სწავლისთვის თავი დამენებებინა და მქონოდა იმის რწმენა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. იმ დროს ბევრჯერ შემშინებია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან — ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება გახლდათ. სწავლის შეწყვეტის დღიდან, შემეძლო დავსწრებოდი მხოლოდ იმ ლექციებს, რომელიც მაინტერესებდა, და არა მათ, რომლებიც სავალდებულო იყო.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ ყოფილა. საერთო საცხოვრებელში საკუთარი ოთახი აღარ მქონდა, ამიტომ მეგობრების ოთახებში იატაკზე მეძინა, კოკა-კოლიც ბოთლებს 5 ცენტად ვაბარებდი, რომ საჭმლის ფული შემეგროვებინა; კვირაში ერთხელ კი, 10 კილომეტრზე მეტს ფეხით გავდიოდი ქალაქის მეორე ბოლომდე, რომ ინდურ ტაძარში უფასოდ მევახშმა. და მე მომწონდა ეს. უმეტესობა იმისა, რასაც ჩემი ცნობისმოყვარეობის თუ ინტუიციის გამო ცხოვრების მანძილზე შევჩეხებივარ, ადრე თუ გვიან უძვირფასესი მონაპოვარი გამხდარა. აი ერთი მაგალითი:

იმ პერიოდის Reed College-ში ქვეყნის ფარგლებში ალბათ კალიგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო კურსი იკითხებოდა. მთელ კამპუსში ყოველა პოსტერი, ყოველი აბრა ყოველ კარებზე, უმშვენიერესი კალიგრაფიით იყო შესრულებული. რადგანაც სწავლისთვის თავი დანებებული მქონდა და თავისუფალი დროის სიმცირეს არ ვუჩიოდი, გადავწყვიტე მევლო ამ ლექციებზე და მესწავლა, როგორ გამეკეთებინა ასეთი წარწერები. სწორედ აქ ვისწავლე ყველაფერი შერი და სან-შერი შრიფტების, ასოთა სხვადასხვა კომბინაციას შორის სივრცის დარეგილურირების და, ზოგადად, კარგი ტიპოგრაფიის შესახებ. ეს იყო იმგვარად ლამაზი, ისტორიული და დახვეწილი, რომ მეცნიერებაც კი ვერ ახსნიდა. და მე საოცრად მოვიხიბლე.

თითქოს ამ ყველაფრიდან არაფერს უნდა ეთამაშა რამე სახის მნიშვნელოვანი როლი ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ათი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ მაკინტოშის პირველ კომპიუტერს ვქმნიდით, იგი უსაზღვროდ გამომადგა. და ჩვენ ეს მაკში ჩავდეთ. ეს იყო პირველი კომპიუტერი ულამაზესი ტიპოგრაფიით. მე რომ არ გამევლო ის ერთი კურსი ინსტიტუტში, მაკს არასოდეს ექნებოდა ამდენი შრიფტი, ასეთი ზუსტი კერნინგით. და რადგანაც ვინდოუსი მაკის ასლია, გამოდის, რომ არცერთ პერსონალურ კომპიუტერს არ ექნებოდა ეს ყველაფერი! სწავლისთვის რომ თავი არ დამენებებინა, ვერასოდეს მოვახერხებდი ამ კურსის გავლას და შესაძლოა, პერსონალურ კომპიუტერებს საერთოდ არ ქონოდათ დღევანდელის მსგავსი უნატიფესი ტიპოგრაფია. რათქმაუნდა, როდესაც ინსტიტუტში ვიყავი, წერტილების ამგვარად შეერთება შეუძლებელი იყო. მაგრამ ათი წლის შემდეგ, ყველაფერი ძალიან ნათლად გამოჩნდა.

 

კიდევ გავიმეორებ — წერტილებს მომავალში ყურებით ვერასოდეს შეაერთებთ; ეს მხოლოდ უკან მოხედვისასაა შესაძლებელი. ასერომ, უბრალოდ რწმენა უნდა გქონდეთ იმისა, რომ ეს წერტილები მომავალში რამენაირად აუცილებლად შეერთდება. უნდა გჯეროდეთ რაღაცის — თქვენი ჟინის, ბედისწერის, სიცოცხლის, კარმის, ნებისმიერი რამის. ამ პრინციპს ჩემთვის არასოდეს უღალატია; და მან ბევრჯერ შეცვალა ჩემი ცხოვრება.

 

ჩემი მეორე ისტორია სიყვარულსა და დანაკარგზეა.

მე გამიმართლა — ჩემი საყვარელი საქმე ცხოვრების ადრეულ პერიოდშივე ვიპოვე. მე და ვოზმა (სტივ ვოზნიაკი) ჩემი მშობლების გარაჟში ეფლი რომ წამოვიწყეთ, მხოლოდ 20 წლის ვიყავი. ჩვენ ბევრს ვმუშაობდით და ათ წელიწადში ორკაციანი გუნდი ორ მილიარდ დოლარიან კომპანიად გადაიქცა, 4 ათასზე მეტი თანამშრომლით. სანამ 30 წელი შემისრულდებოდა, ჩვენი საამაყო ქმნილება — მაკინტოში გამოვუშვით. და შემდეგ — გამაგდეს. როგორ უნდა გაგაგდონ შენი შექმნილი კომპანიიდან? ეფლი ნელ-ნელა იზრდებოდა და გადავწყვიტეთ დაგვექირავებინა ადამიანი, რომელსაც მაშინ ნიჭიერად ვთვლიდი, რათა კომპანიას ჩემთან ერთად გაძღოლოდა. პირველი ერთი წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ თანდათანობით ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაშორდა და ბოლოს, უთანხმოება მოგვივიდა. დირექტორთა საბჭომ მისი მხარი დაიჭირა და 30 წლის ასაკში, საკმაოდ სკანდალურად, მე უმუშევრად დავრჩი. ყველაფერი გაქრა, რაზეც მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება იყო ორიენტირებული. განადგურებული ვიყავი.

რამდენიმე თვე ნამდვილად არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. საშინელი გრძნობა მქონდა, თითქოს წინა თაობის ყველა ბიზნესმენს გავურუე იმედი, თითქოს ესტაფეტაზე ალამი დამივარდა, როცა მაწვდიდნენ. შევხვდი დეივიდ პაკარდსა და რობ ნოისს, შევეცადე ბოდიში მომეხადა ჩემი საქციელისთვის. ჩემი ჩავარდნის ამბავი მომენტალურად გავრცელდა და სილიკონის ველიდან გაქცევაზეც კი ვფიქრობდი. მაგრამ, ნელ-ნელა მოვიდა ჩემამდე, რომ ჯერკიდევ მიყვარდა ჩემი საქმე. ეფლში განვითარებულ მოვლენებს ეს ოდნავადაც კი არ შეეცვალა. ზურგი მაქციეს, მაგრამ მე მაინც შეყვარებული ვიყავი. ამიტომ, გადავწყვიტე ყველაფერი თავიდან დამეწყო.

მაშინ მე ამას ვერ ვხედავდი, მაგრამ როგორც გაირკვა, ეფლიდან გათავისუფლება საუკეთესო იყო, რაც შეიძლებოდა დამმართნოდა. წარმატებულობის სიმძიმე კვლავ დამწყებად, ყველაფერში ნაკლებად დარწმუნებულად ყოფნის სიმსუბუქემ შეცვალა. ამან საშუალება მომცა, ჩემი ცხოვრების შემოქმედებითად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი დამეწყო.

მომდევნო ხუთ წელიწადში მე დავაარსე კომპანია სახელად ნექსტი, კიდევ ერთი კომპანია — პიქსარი და შემიყვარდა არაჩვეულებრივი მანდილოსანი, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. პიქსარმა ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი შექმნა კომპიუტერული ანიმაციის გამოყენებით და დღეს იგი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდიაა. მოვლენათა სასწაულებრივი შემობრუნებით, ეფლმა ნექსტი შეიძინა, მე დავბრუნდი ეფლში და ის ტექნოლოგიები, რომლებიც ნექსტში შევიმუშავეთ, ეფლის დღევანდელი რენესანსის საფუძველია. ლორენს და მე კი, არაჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბებიდან არცერთი მოხდებოდა, ეფლს რომ არ გავეთავისუფლებინე. წამალს საშინელი გემო ქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნამდვილად არგო პაციენტს. ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს წამოგარტყამს ხოლმე, თუმცა რწმენა არ უნდა დაკარგო. ერთადერთი, რაც მე უკან დახევის საშუალებას არ მაძლევდა, საქმის სიყვარული იყო. თქვენც უნდა იპოვოთ სიყვარულის ობიექტი. და ეს ჭეშმარიტია როგორც საქმისთვის, ისე — საყვარელი ადამიანებისთვისაც. საქმე ცხოვრების დიდ ნაწილს მოიცავს; და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებით სრულად კმაყოფილი, თუ დაკავდებით იმით, რაც თქვენი აზრით დიდებულია. ეს კი ის საქმეა, რომელიც გიყვართ. ასერომ, თუ ჯერკიდევ არ გიპოვიათ მსგავსი, განაგრძეთ ძიება. ნუ გაჩერდებით. აუცილებლად იგრძნობთ აღმოჩენისას. და ესეც, როგორც ყველა დიდებული ურთიერთობა, წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება. ასერომ, ეძებეთ, სანამ არ იპოვით. ნუ დანებდებით.

 

ჩემი მესამე ისტორია — სიკვდილზეა.

17-ის რომ ვიყავი, ერთი ციტატა წავიკითხე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: „თუ ყოველ დღეს ისე გაატარებ, თითქოს ეს დღე უკანასკნელია, ადრე თუ გვიან აუცილებლად სწორი იქნები.“ მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ, 33 წელიწადია, ყოველ დილით სარკეში ვიხედები და საკუთარ თავს ვეკითხები: „დღეს რომ ჩემი ბოლო დღე იყოს, მომინდებოდა იმის გაკეთება, რასაც დღეს ვაპირებ?“ და როდესაც ამ კითხვას მიყოლებით ბევრი დღის მანძილზე აქვს უარყოფითი პასუხი, ვხვდები, რომ რამე უნდა შევცვალო.

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ყველაზე კარგად სწორედ იმის გახსენება მეხმარებოდა, რომ შესაძლოა მალე მოვმკვარიყავი. რადგანაც თითქმის ყველაფერი — სხვების აზრი, მთელი ჩემი სიამაყე, მარცხის ან წარუმატებლობის შიში — ყველაფერი ეს მომენტალურად ქრება სიკვდილის პირისპირ და რჩება მხოლოდ ის, რაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია. სიკვდილის არ-დავიწყება ჩემთვის ცნობილი საუკეთესო გზაა ფიქრების მოსაშორებლად იმის შესახებ, რომ რამე გაქვს დასაკარგი. შენ უკვე შიშველი ხარ. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება გულისთქმას არ მიჰყვე.

დაახლოებით ერთი წლის წინ კიბოს დიაგნოზი დამისვეს. გამოკვლევა დილის რვის ნახევარზე ჩამიტარეს და მან ნათლად აჩვენა სიმსივნე კუჭქვეშა ჯირკვალზე. მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, კუჭქვეშა ჯირკვალი რა იყო. ექიმებმა თითქმის დარწმუნებით მითხრეს, რომ ეს კიბო უკურნებელი იყო და რომ სიცოცხლე სამიდან ექვს თვემდე მქონდა დარჩენილი. ექიმმა მირჩია, სახლში წავსულიყავი და საქმეები მომეგვარებინა, რაც, მათ ენაზე, სიკვდილისთვის მზადებას ნიშნავდა. ეს ნიშნავს მოასწრო და რამდენიმე თვეში შვილებს უთხრა ყველაფერი, რის სათქმელადაც გეგონა, კიდევ ათი წელი მაინც გექნებოდა. ეს ნიშნავს დარწმუნდე, რომ ყველაფერი მოგვარებულია, რათა განშორება მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს ოჯახისთვის. ეს ნიშნავს, რომ ყველას უნდა დაემშვიდობო.

მთელი დღე ამ დიაგნოზით გავატარე. საღამოს კი, ბიოფსია ჩამიტარეს, ყელში ჩამთხარეს ენდოსკოპი, ჩავიდნენ ჩემ კუჭში და ნაწლავებში, შემირჭვეს ნემსი კუჭქვეშა ჯირკვალში და კიბოს რამდენიმე უჯრედი ამოიტანეს. მე გათიშული ვიყავი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მომიყვა, როდესაც ექიმებმა უჯრედები მიკროსკოპში დაათვალიერეს, ცრემლები წასკდათო. მათ ტირილი დაიწყეს, რადგან აღმოჩნდა, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის უიშვიათესი ტიპის კიბო მჭირდა, რომელიც ოპერაციით იკურნებოდა. ოპერაცია გამიკეთეს და ახლა კარგად ვარ.

ასე ახლოს სიკვდილთან არასოდეს ვყოფილვარ. და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ რამდენიმე ათწლეულიც არ ვიქნები. ახლა, როდესაც ეს ყველაფერი გამოვიარე, შემიძლია კიდევ უფრო მეტი დარწმუნებით გითხრათ ეს სიტყვები, ვიდრე მაშინ გეტყოდით, როცა სიკვდილი ჩემთვის სასარგებლო, მაგრამ წმინდა წყლის წარმოსახვითი ცნება გახლდათ:

სიკვდილი არავის სურს. არც იმ ხალხს, ვისაც სამოთხეში მოხვედრა სწადია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიკვდილი ის დანიშნულების ადგილია, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ. არავინ არიდებია მას. და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. იგი ცხოვრებისეული ცვლილებების მთავარი მამოძრავებელია. მას ძველი მიყავს და ახალს გზას უთავისუფლებს. ამ მომენტში ახლები თქვენ ხართ, მაგრამ ერთ დღესაც, და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, დაძველდებით და თქვენც წაგიყვანენ. მაპატიეთ დრამატულობისთვის, მაგრამ ეს სიმართლეა.

თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. ნუ გაებმებით დოგმათა მახეებში — ნუ იცხოვრებთ მხოლოდ სხვისი ნააზრევის შედეგზე. ნუ მისცემთ საშუალებას სხვათა მოსაზრებების ხმაურს ჩაახშოს თქვენი შინაგანი ხმა. და, რაც ყველაზე მთავარია, გქონდეთ საკუთარი გულის და ინტუიციისთვის ბოლომდე მიყოლის გამბედაობა. ამ ორმა რაღაცნაირად უკვე იცის, ჭეშმარიტად რისი სურვილი გაქვთ. ყველაფერი დანარჩენი — მეორეხარისხოვანია.

პატარა რომ ვიყავი, არაჩვეულებრივი გამოცემა არსებობდა, სახელად „მთელი დედამიწის კატალოგი“, ჩემი თაობის ერთ-ერთი ბიბლია იყო. მას სტიუარტ ბრენდი წერდა, აქედან არცისე შორს, მენლოს პარკში. ეს 1960-იანი წლების ბოლოს ხდებოდა, კომპიუტერების ეპოქამდე, ასერომ მთლიანი გამოცემა საბეჭდი მანქანებით, მაკრატლებით და პოლაროიდის აპარატებით იწყობოდა. ნაბეჭდი გუგლივით იყო, გუგლამდე 35 წლით ადრე: გადავსებული იდეალისტური და დიდებული განზრახვებით.

სტიუარტმა და მისმა გუნდმა „მთელი დედამიწის კატალოგის“ რამდენიმე ნომერი გამოუშვეს. უკანასკნელი ნომერი 1970-იანების შუაში გამოვიდა და მე მაშინ თქვენი ასაკის ვიყავი. საფინალო გამოცემის უკანა ყდაზე გზის ფოტო იყო გარიჟრაჟისას, აი ისეთის, ავტო-სტოპით მოგზაურობისას რომ ადგახართ ხოლმე. ქვეშ კი ეს სიტყვები ეწერა: „იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები.“ ეს მათი გამოსამშვიდობებელი გზავნილი იყო. იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები. მე ყოველთვის ვუსურვებდი ამას საკუთარ თავს. და ახლა, როდესაც ასრულებთ სწავლას და ახალ ცხოვრებას იწყებთ, მე გისურვებთ თქვენ.

იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები.

 

მასალა მოამზადა: ციცი კიკვიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

სემ უოლტონი – ვერაფერი შეცვლის საქებარ სიტყვებს, თითქოს უფასოა, რეალურად კი მილიონები ღირს

სემ უოლტონი – ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, Wall-Mart-ის მაღაზიის დამფუძნებელი, ქსელის, რომელიც ამჟამად უმდიდრესი და უდიდესი სავაჭრო ქსელია მსოფლიოში. ჟურნალი Forbes-ის 1992 წლის მონაცემებით (სემ უოლტონი 1992 წელს გარდაიცვალა) მის მფლობელობაში 58,6 მილიარდი დოლარი შედიოდა.
„მე გამოვცადე პატარა გაკვეთილი, რამაც დღეს ამერიკის მთელი საცალო სავაჭრო სისტემა შეცვალა. მაგალითად ვიყიდე საქონელი 0,80 დოლარად, თუ გავყიდი 1 დოლარად, 3-ჯერ მეტს გავყიდი ვიდრე 1,20 დოლარად გაყიდვის შემთხვევაში. ამით შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში მოგება შემცირებულიყო, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში წარმოების მოცულობა და შესაბამისად მოგებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.“
„წარმატებული საცალო ვაჭრობის საიდუმლო იმაშია, რომ მომხმარებელს შესთავაზო ის რაც მას სურს.“
„კაპიტალის სიმცირე, დეფიციტი – ეს არ არის პრობლემა, პრობლემა ადამიანის ზოგად ხედვაშია.“
„დიდი მოლოდინი – წარმატების გასაღები.“
„არსებობს მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი – მომხმარებელი. მას შეუძლია ნებისმიერი თანამშრომლის კომპანიიდან დათხოვნა, უბრალო გამყიდველით დაწყებული, მმართველით დამთავრებული, მარტივი გზით – თუ გადაწყვეტს ფული დახარჯოს სხვა ნებისმიერ ადგილზე.“

„ჩვენ ვმუშაობთ ერთად. ამაშია ჩვენი საიდუმლო.“
„გამოჩენილი და წარმატებული ლიდერები ცდილობენ თანამშრომლების თვითშეფასების ხარისხის ამაღლებას. თუ ადამიანი თავდაჯერებულია, აქვს საკუთარი თავის რწმენა, ის შეძლებს უპრეცედენტო სიმაღლეების დაპყრობას.“
„ვერაფერი შეცვლის საქებარ სიტყვებს, თითქოს უფასოა – თუმცა რეალურად მილიონები ღირს“
„გააკეთეთ ისე, რომ ყველა დაინტერესდეს თქვენი შემდეგი ნაბიჯით, თქვენი მოქმედებები ნუ იქნება ადვილად განჭვრეტადი.“ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

Last mod

სრულად ნახვა
ბიზნესი

HBR: ცხრა რამ, რასაც წარმატებული ადამიანები განსხვავებულად აკეთებენ

Harvard Bussines Rewiev: ცხრა რამ, რასაც წარმატებული ადამიანები განსხვავებულად აკეთებენ
გიფიქრიათ, რატომ ვერ აღწევთ ყველა დასახულ მიზანს? თუ არ ხართ დარწმუნებული, რატომ ხდება ასე, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ბევრი წარმატებული ადამიანი ვერ პოულობს პასუხს ამ კითხვაზე. პირველი, რაც შეძლება ინტუიციურად მოიფიქროთ არის ის, რომ თითქოს არ გაქვთ შესაბამისი უნარები ან ცოდნა დასახული მიზანის მიაღწევად. მაგრამ საქმე ამაში ნამდვილად არ არის. დაკვირვებები აჩვენებს, რომ წარმატებული ადამიანები აღწევენ დასახულ მიზნებს არა საკუთარი პიროვნულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ბევრ რამეს განსხვავებულად აკეთებენ. გთავაზობთ ცხრა რჩევას რომელიც შეგიძლიათ დანერგოთ როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში.

(more…)

სრულად ნახვა
ბიზნესი

კრეატიულობის განვითარების 5 სავარჯიშო


1. ორი შემთხვევა

აიღეთ ლექსიკონი და შემთხვევით აირჩიეთ ორი ნებისმიერი სიტყვა. უბრალოდ გადაშალეთ ლექსიკონი ნებისმიერ გვერდზე და შეეცადეთ  არჩეულ სიტყვებს შორის იპოვოთ რაიმე საერთო. მოიგონეთ ისტორია სადაც დააკავშირებთ მათ ერთმანეთთან. მსგავსი სავარჯიშოები შესანიშნავად ავარჯიშებს გონებას.

2.    შეშლილი გენეტიკოსი

აიღეთ ცარიელი ფურცელი და ფლომასტერი. ძალიან კარგი თუ არ იცით ხატვა რადგან სილამაზე და შედეგი აქ მთავარი არ არის. მთავარია პროცესი. ახლა კი დახატეთ რაღაც, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ ცხოველის ფუნქციებს, რომელიც თქვენთვის ნაცნობია. თქვენ შეიძლება  მიიღოთ  მაგალითად მელია თევზის ფხით, ან გრძელკისერა კურდღელი ჩლიქებით. დავალების მიზანია მოკლა ნებისმიერი საღი აზრი და ლოგიკა და გააკეთო აქცენტი კრეატიულობაზე.

3.    შეშლილი არქიტექტორი

ცხოველებიდან გადავიდეთ არქიტექტურაზე, მოდით დავხატოთ სახლი. მაგრამ იქამდე სანამ ამ დავალების შესრულებას შევუდგებით, აირჩიეთ ნებისმიერი 10 სიტყვა. წარმოიდგინეთ რომ თქვენ როგორც არქიტექტორს შეგიკვეთეს სახლის პროექტი.  მაგრამ დამკვეთმა წამოგიყენათ 10 სავალდებულო მოთხოვნა. აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვები, მაგალითად „ფორთოხალი“- და თქვენი სახლის სახურავი იქნება  ნარინჯისფერი, „დისკო“- გააკეთეთ აბაზანაში მრგვალი ფანჯრები და ა.შ ქაღალდზე ხატვის დროს წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში.

4.    10+10

აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა, ის  აუცილებლად უნდა იყოს არსებითი. ახლა კი დაწერეთ 5 ზედსართავი, რომლებიც თქვენი აზრით მას ყველაზე მეტად შეეფერება. მაგალითად, „წინდა“- შავი, თბილი, შალის, ზამთრის, სუფთა. გააკეთეთ? ახლა შეეცადეთ დაწეროთ კიდევ 5 ზედსართავი, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება არსებით სახელებს. ამის გაკეთება კი ძალიან რთული აღმოჩნდა. დაინტერესდით და მიიღეთ სხვადასხვა სფეროში გამოცდილება  და იპოვეთ  ასეთი საჭირო სიტყვები.

5.    დასახელება

შეეცედეთ ნებისმიერ საგანს რომელიც თქვენში ინტერესს იწვევს მოუძებნოთ დასახელება. შეიძლება იყოს მოკლე და მკაცრი, ან გრძელი და დეტალური. სავარჯიშოს მიზანია, რომ სათაური თქვენ აუცილებლად უნდა მოგეწონოთ.

 

წყარო:

რუსული სააგენტო Professional

მოამზადა:

ნათია გუჩუამ

სრულად ნახვა
ბიზნესი

საქართველოში SMART|EDM_lab ლაბორატორია დაარსდება

 

ხშირია პროტესტი უმუშევრობასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში, ახალგაზრდებმა აქცია მოაწყეს, სახელწოდებით „მე უმუშევარი ვარ!“. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია. ანგარიშში დასკვნის სახით ეწერა, რომ : „2014 წელს უმუშევრობის დონემ, ბოლო 11 წლის მანძილზე, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია“. მსვლელობაში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ, უფროსი ასაკის მქონე მოქალაქეები, არასამთვრობო ორგანიზაციები და სხვ. ისინი აპროტესტებდნენ უმუშევრობის კუთხით არსებულ პრობლემებს და მათ გამომწვევ მიზეზებს ასახელებდნენ. ეს თავისთავად კარგი ფაქტია, რომ რაღაცის გაუმჯობესება გვინდა და არსებულს ვაპროტესტებთ. თუმცა იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი ნაკლებად საუბრობენ. ამ პრობლემის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია გამოსავალის ძიებაზე ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ. ამ შემთხვევაში რიგ საკითხებზე გავამახვილებდი ყურადღებას:

1.         განათლების ხარისხი, როგორც უმუშევრობის საწინდარი

2.         ნეპოტიზმი და მისი შედეგი

3.         დამსაქმებლის მკაცრი მოთხოვნები გამოცხადებულ ვაკანსიაზე

4.        საქართველოში ე.წ. „Part Time“ სამსახურების ნაკლებობა

5.         სამუშაოს მაძიებელთა მხრიდან ხშირად დაშვებული შეცდომები

ახალგაზრდების დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, რომლის საწყისიც, როგორც წესი სასწავლების განათლების ხარისხთან ასოცირდება. კერძოდ, უნივერსიტეტებში არასაკმარისი რაოდენობითაა ქართულად ნათარგმნი პროფესიული წიგნები. ეს ფაქტი, ერთი მხრივ იწვევს, სტუდენტის დაბრკოლებას მასალის სრულყოფილად ათვისებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ნათარგმნი წიგნებით მიღებული ცოდნის საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობას. მნიშვნელოვანი პრობლემაა უნივერსიტეტებში შედგენილი კურიკულუმებიც, რადგან ხშირ შემთხვევაში სტუდენტები ირჩევენ საგნებს, რომლებიც მხოლოდ კრედიტის მიღების საშუალებას იძლევა, მომავალი პროფესიისთვის კი არაფრის მომტანია. ამ და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ  ხშირ შემთხვევაში საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა ის უნარები, რომლებსაც საუნივერიტეტო განათლების საშუალებით იღებენ, შეუსაბამოა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

სამუშაოს მაძიებელთა მხრიდან შეუძლებელია არ წავაწყდეთ ნეპოტიზმთან დაკავშირებულ ფრაზებს, რომელთა შინაარსიც საბოლოო ჯამში ერთია: „თუ კაცი არ გყავს, სამსახურს ვერ დაიწყებ და შესაბამისად ვერც წარმატებული გახდები“. ამ ფაქტს, კიდევ უფრო მეტად ამყარებს, გამოცხადებულ ვაკანსიაზე მითითებული მოთხოვნები, როგორიცაა სასურველ კანდიდატზე მითითებული ასაკი 22 წელი, ხოლო სამუშაო გამოცდილების წლების რაოდენობა იწყება სამიდან. აქ ისმის კითხვა: 22 წლის ახალგაზრდას, რომელსაც მაქსიმუმ ერთი წლის დამთავრებული აქვს  უნვერსიტეტი, საიდან შეიძლება ჰქონდეს ასეთი სამუშაო გამოცდილება? ამის გამო დაუსაქმებელი ახალგაზრდები ხდებიან დემოტივირებულები, რადგან გამოცხადებული ვაკანსია ტყუილთან და ახლობლისთვის გამზადებულ ადგილთან ასოცირდება. ეს უკანასკნელი კი იწვევს მათთვის მოტივაციის დაკარგვას და უნარ-ჩვევების რეგრესს.

დასაქმების სფეროში ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ხშირ შემთხვევაში, გამოცხადებულ ვაკანსიაზე არსებული მკაცრი მოთხოვნები. როგორც წესი, საკამათო პუნქტია, სამუშაო გამოცდილების ქონის აუცილებლობა. დამსაქმებლები ხშირად გამოცდილ კადრებს ითხოვენ, რაც ახალგაზრების მხრიდან ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. ძირითადად ყველა ვაკანსიაზე, სამ წლიანი სამუშაო გამოცდილების აუცლებლობაა, რომელიც ცხადია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის პროგრამები, რომელიც საშუალებას მიცემს სტუდენტს თეორიულ ცოდნასთან ერთად შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს შრომით ბაზარზე, მოთხოვნა – მიწოდების საკითხის დარეგულირებას.

საქართველოში უმუშევრობას და სამუშაო გამოცდილების არ ქონას, კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ე.წ. „Part Time“ სამსახურების სიმცირე. სტუდენტისთვის, ფაქტობრივად შეუძლებელია სწავლასთან შეთავსებით იმუშაოს. სწავლით დაკავებული ახალგაზრდა, ვერ ახერხებს სრულ განაკვეთზე დასაქმებას. აქედან გამომდინარე ის არჩევანის წინაშე დგება –  იმუშაოს იმისთვის, რომ მომავალში კარგი სამსახური ნახოს, ვნაიდან შეიძენს სამუშაო გამოცდილებას, თუ ისწავლოს? მუშაობის შემთხვევაში მიღებული შემოსავალით სწავლის ხარჯებს ვერ გაუმკლავდება, რის გამოც, როგორც წესი, ყველა სტუდენტი მაინც სწავლას ირჩევს. სწავლის პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ისედაც ძვლის ნაშოვნ სამსახურზე, როგორიცაა მიმტანი, კონსულტანტი, გამყიდველი და სხვ. დამსაქმებლის მხრიდან იყო ხელის შეწყობა. დღის განმავლობში ნაცვლად ერთისა დაწესდეს ორი ცვლა. ეს ფაქტი კი, ახალგაზრდისთვის და მითუმეტეს სტუდენტისთვის მუშაობისთვის მოსახერხებელს გახდის.

თავის მხრივ, გასათვალისწინებელია სამუშაოს მაძიებელთა მხრიდან დაშვებული შეცდომებიც. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, ისეთ მნიშვნელოვან ოთხ საკითხს, როგორიცაა:

1.         სამუშაოს ძიების ტექნიკები

2.         „CV“-ის შედგენა

3.         კარიერის მართვა

4.         საკუთარი თავის „გაყიდვა“ დასაქმების ბაზარზე

ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე ხშირად აპლიკანტები ამ ოთხი პუნქტის ნაკლებად ცოდნის  გამო უშვებენ შეცდომებს. როგორც წესი, უმეტესი ნაწილი არ არის ინფორმირებული სტანდარტებზე, ან მხოლოდ შაბლონებით სარგებლობენ. სამუშაოს მაძებლემბმა, მნიშვნელოვანია, რომ ზემოხსენებული ოთხი პუნქტი სრულყოფილად გააცნობიერონ, ვინაიდან ეს უკანასკნელნი განსაზღვრავენ საბოლოო ჯამში მათი სამსახურში აყვანის საკითხს. ამისვთის არსებობს მრავალი ტრენინგი, შეხვედრა, მასალა და სხვა  საშუელებები. შესაძლებელია გამოცდილი ტრენერების მიერ ყველა ამ საკითხის ზედმიწევნით შესწავლა, რაც სამუშაოს მაძიებლებს  მეტ თავდაჯერებულებას შეძენს სამსახურის ძიებისას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემის გამომწვევი მიზეზების მოგვარება შესაძლებელია, პროფესიული განვითარების პროგრამებით, ტრენინგებით, სტაჟრების პროგრამების დანერგვით, დასაქმების სააგენტოებისა და ცენტრების შექმნით და სხვ. კარგი იქნება თუ ამისთვის შევისწავლით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს და დავნერგავთ საქართელოშიც. მაგალითად ცნობილი ფაქტია, გერმანიაში სტუდენტების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს, ბიზნესის, გადასახადების გარკვეული პროცენტიდან განთავისუფლებას სტუდენტების დასაქმების შემთხვევაში, რისი საშუალებითაც თავისთავად ცხადია მოგებაში რჩება დამსაქმებელიც და დასაქმებულიც. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მოდელის დამსახურებაა, რომ დღეს გერმანია ახალაგაზრდების უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის სტატუსით სარგებლობს.

თანამდროვე პერიოდში, ყველა ადამაინი თავისუფალი ბაზრის და დიდი კონკურენციის პირობებშია. ყოველდღიურად ბევრი ვაკანსია იდება სხვადასხვა დასაქმების საიტებზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე უამრავი CV იგზავნება, მაგრამ სამწუხაროდ შესაბამისი უნარების მქონე კადრს ვერ ნახულობს დამსაქმებელი, რის გამოც ბევრჯერ მეორდება, სასურველი კადრის აყვანის მოლოდინში, ერთი და იგივე ვაკანსია. ამ სამწუხარო რეალობას იწვევს ერთი მხრივ,  არაკვალიფიცირებული კადრების არსებობა და მეორე მხრივ შრომის ბაზრის გაფუჭება. ადამიანები საქმდებიან იქ სადაც მაღალია ანაზღაურება, ან მხოლოდ იმიტომ, რომ დასაქმდნენ.

 

11898649 1638471263070651 8807240038378018188 n

დავით პიტიურიშვილი

საქართველოს მენეჯერთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 57 58 59
Page 59 of 59