close

ბიზნესი

ბიზნესი

რა არის ინდივიდუალურობა?

პიროვნებას სჭირდება იმიჯი, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ინდივიდუალურობას და გამოარჩევს სოციუმისგან. მეტიც, საჭიროა უნიკალური თვისებები, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება. სწორედ ეს უკანასკნელნი ეხმარებიან ადამიანს, რომ გახდეს გამორჩეული და თავი უცხოებსაც კი დაამახსოვროს. სულაც არაა საჭირო რომ იყო ლამაზი, რადგან ინდივიდუალურობა შესახედაობით არ განისაზღვრება. უცნაურად ჟღერს, მაგრამ უნიკალურობა შესაძლოა ყველაზე შეუხედავ ადამიანშიც კი იყოს. ეს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი  თვისებები ყოველ მოძრაობაში, ჭესტში, სახის გამომეტყველებაში ჩანს. სწორედ ამიტომაა ის უნიკალური. იმიჯი ერთგვარი სტილია, რომელიც ყველა ადამიანის პიროვნულ თვისებას განსაზღვრავს. მაგალითი ამისა ბევრია:

  • ჩარლი ჩაპლინი-ულვაში, სმოკინგი, ხელჯოხი
  • ტილდა სუინტონი-ასექსუალობა, არანაირი მაკიაჟი
  • უინსტონ ჩერჩილი-სიგარა
  • იოსებ სტალინი-ულვაში, ჩიბუხი, აქცენტი
  • ადოლფ ჰიტლერი-ორიგინალური ფორმის ულვაში, ინტონაცია
  • დიტა ფონ ტიზი-წითელი პომადა, 40იანების ჩაცმის სტილი
  • მერლინ მონრო-გამოკვეთილი ქალური ფორმები, თმის ფერი
  • სალვადორ დალი-ულვაში, სახის გამომეტყველება.

Sciencealert.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

მსოფლიოს 5 მოწინავე კომპანია

გამოცემა Harvard Business Review” „მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგს აქვეყნებს. უკვე მეექვსე წელია პირველ ადგილს კომპანია „ Apple იკავებს. ,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ  „Apple-ი“ იყოს საუკეთესო. ეს შედეგებზეც აისახება. უკვე მეექვსე წელია ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის სახელს ვატარებთ. მომხმარებელი გვენდობა და ჩვენ ეს სტიმულს გვაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ.” – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაძვირადღირებული ბრენდების  10-ეული კი ასე გამოიყურება:

 

  1. “Apple” – ბრენდის ღირებულება: 154,1 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +6%.
  2. “Google “– ბრენდის ღირებულება 82,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +26%.
  3. “Microsoft” – ბრენდის ღირებულება: 75,2 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: + 9 %.
  4. “Coca-cola “– ბრენდის ღირებულება: 58,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +4%.
  5. “Facebook” – ბრენდის ღირებულება: 52,6 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +44%.

 

HBR.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

ჭკვიანი ადამიანების ფსიქოლოგია

ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობისას აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რამდენიმე ფაქტი, რომლებიც დაგვეხმარება  მათთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში

მათ საკუთარი თავის ფასი იციან – ჭკვიანი ხალხის შრომითი უნარები შუასაუკუნეობრივ გილდიათა ცოდნასავით მხოლოდ რჩეულთათვის არის განდობილი და არაფრით ჰგავს ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქისთვის დამახასიათებელ სტანდარტიზებულ, სქემატურ და ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოდნას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გადასცემთ ცოდნას ამ ხალხის გარეშე.

 ისინი საღად აზროვნებენ – ჭკვიანი ადამიანები ეძებენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც კარგად დააფინანსებენ მათ ინტერესებს. თუ ორგანიზაციის ფონდები ამოიწურა, ისინი არჩევანს აკეთებენ: ან ხვალ, უხვრესურსიან ადგილს პოულობენ, ან არსებულ ბაზას საკუთარი პროექტების განსახორციელებლად იყენებენ.

 ისინი მოითხოვენ ყველგან შეღწევის თავისუფლებას – თუ მატ ადმინისტრაციასთან მისასვლელ მოკლე გზას მოუჭრით, შეიძლება ჩათვალონ, რომ ორგანიზაცია მათ საქმეს არასერიოზულად ეკიდება.

 მათ ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი – ჩვენს მობილურ სამყაროში ჭკვიან ხალხს ვერ შეინარჩუნებთ, თუ არ დაასაქმებთ მათ ინტელექტუალურად და არ  ჩააბამთ ორგანიზაციის საქმიანობაში.

 მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან – ჭკვიანი ხალხი, ჩვეულებრივ, საერთო საინფორმაციო ქსელშია ჩართული. ხშირად ისინი ძალზედ მნიშვნელოვან ცოდნას უზიარებენ ერთმანეთს, რაც, ერთი მხრივ, ორგანიზაციისთვის უფრო ღირებულს ხდის ამ ხალხს, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის ინფორმაციის გაჟონვის რისკფაქტორს.

Hbr.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ შევინარჩუნოთ წარმატება

1.გამოიყენეთ არსებული, სანამ ახალს იპოვიდეთ.

კომპანიის ზრდის პირობებში კარგადაა ცნობილი მენეჯმენტში არსებული წინააღმდგობა ძველი აქტივების გაძლიერებასა და ახლების შექმნას შორის.საუკეთესო კომპანიებს მკაფიო პრიორიტეტი აქვთ : ექსპლუატაცია.

2.გაამრავალფეროვნეთ ბიზნეს–პორტფელი.

საუკეთესო კომპანიება კრგი ადაპტირების უნარი აქვთ . ისინი ამრავალფეროვნებენ მომარაგების ბაზებს, პროდუქციას, კლიენტურასა და გეოგრაფიულ ბაზრებს.

  1. მუდამ გახსოვდეთ თქვენი შეცდომები.

საუკეთესო კომპანიები ორჯერ ერთ ხაფანგში არასოდეს ებმებიან . ისინი თაობიდან თაობას გადასცემენ ჭკუის სასწავლებელ , სამაგალითო ისტორიებს, რომლებიდანაც მათ მემკვიდრეებს საჭირო დასკვნები გამოაქვთ.

  1. იყავით კონსერვატიულნი , როცა საქმე ცვლილებებს ეხება.

დიდებული კომპანიები თავიანთი ისტორიის მანძილზე რადიკალურ ცვლილებებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და ძალიან დიდი სიფრთხილით ახორციელებენ.

წყარო : Theverge.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ბიზნესის დაწყების ათი საფეხური

სანამ ბიზნესს დაიწყებთ აუცილებელია  ბევრი ფაქტორის გათვალისწინება, იმისათვის, რომ თქვენს მიერ არჩეულ სფეროში წარმატებას მიაღწიოთ , ბიზნესის რამდენიმე საფეხური უნდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მოსალოდნელი რისკები შეამციროთ და გაზარდოთ მოგების მიღების შანსი.

  1. მოახდინეთ ბაზრის მარტივი ანალიზი

2.განსაზღვრეთ რა სახის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება შეგიძლიათ მომხმარებლისთვის და ვინ იქნება თქვენი პოტენციური მომხმარებელი

3.სწორად შეაფასეთ თქვენი პოზიციები ბაზარზე და კონკურენტები

4.დაამყარეთ ურთიერთობა პროფესიონალებთან

5.შეისწავლეთ სამართლებრივი გარემო

დაფიქრდით, აქვს თქვენს ბიზნესს განვითარების პოტენციალი? ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში , ეს ბროშურა იქნება თქვენი გზამკვლევი ბიზნესის სფეროში წარმატების მისაღწევად.

წყარო :Inc.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

ტექნოლოგიები ჩვენი სამყაროს მომავალია

რამდენ ადამიანს შეუძლია თქვას, დარწმუნებით , რომ იგივე საქმიანობას აირჩევდა ისევ ბავშვი რომ იყოს?

წარსულში გამოჩენილი  საუკეთესო ტექნოლოგიები აჩრდილად დარჩება უახლოეს მომავალში.  15–20 წელიწადში მოსალოდნელია ინოვაციების ისეთი ტალღის გამოჩენა, რომელიც საფუძვლიანად შეცვლის ადამიანების კარიერასა და საქმიანობას.

დადგენილია, რომ 65% იმ ბავშვებისა, რომლებმაც სულ ახლახანს დაიწყეს სკოლაში სწავლა, ისეთ პირობებში მოუწევთ მუშაობა, რომ ჯერ არც კი არსებობს.

სამუშაო ბაზარზე ტემპის საგრძნობლად აჩქარება 2020 წლისთვისაა ნავარაუდები. საოფისე და ადმინისტრაციული ფუნქციები გაერთიანდება და ექვს მილიონზე მეტი სამუშაო პოზიცია გაუქმდება. გაიზრდება მოთხოვნა კომპიუტერულ და მათემატიკურ ფუნქციებზე ყველა კომპანიაში.

წყარო : HBR.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ შევქმნათ ახალი პროდუქტი

ახალი პროდუქტის შემოტანა ბაზარზე ძალიან რთულია და ბევ რისკთანა დაკავშირებული. ბევრ ადამიანს სხვადასხვა სახის კითხვა უჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე პასუხს ვერ პოულბენ.

Harward Business Review– ს ჟურნალმა შესთავაზა მკითხველს ის 10 ჩინებული კითხვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ კომპანიებსა და ადამიანებს ახალი პროდუქტის შექმნასა და გავრცელებაში.

  1. რა კატეგორიის კლიენტურამ უპოვა თქვენს პროდუქტს ყველზე უფრო უჩვეულო გამოყენება?

ამ კითხვაზე პასუხით შეგიძლია გაარკვიო, თუ რამდენი ადამიანი იყენებს შენს პროდუქტს სხვადასხვა დანიშნულებით.

  1. რომელ კლიენტებს ესაჭიროებათ ძალიან ხშირად, ან ძალიან იშვიათად ჩვენი პრდუქტი თუ მომსახურება?

პროდუქტის შექმნიდან რამოდენიმე თვეში უკვე კომპანიას ეყოლება თავისი კლიენტურა, რომლებსაც დიდი ყურადღებით უნდა მოეპყროთ.

  1. არის მოსაზრება, რომ ყველა კლიენტს არ მოსწონს პროდუქტი სხვადასხვა მიზეზების გამო, თათბირზე ამ კითხვის დასმა მომგებიანი იქნება : როგორ შეიძლება შეიცვალოს ჩვენი პროდუქტი, რომ ყველა კლიენტს მიესადაგოს?
  2. რა კატეგორიის კლიენტებისთვისაა ჩვენი პროდუქტი ხელსაყრელი?
  3. მომხმარებელთა რა მოხოვნები იცვლება განსაკუთრებით სწრაფად? და როგორი იქნება ისინი ხუთი წლის შემდეგ?

იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს შეკითხვები დაებადათ, ყველაზე კარგი გამოსავალი მათთვის თანამშრომლებთან ერთად თათბირზე ამ კითხვების განხილვაა.

წყარო : HBR.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ შეიცნობენ ადამიანები საკუთარ თავს

„თვითაღქმის თეორია“ დერილ ბემს ეკუთვნის. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანები საკუთარ თავს აკვირდებიან, რათა გამოყონ და გამოკვეთონ თავიანთი ქცევის მიზეზები ანუ საკუთარ შინაგან მდგომარეობაში გასარკვევად ადამიანები მოცემულ მომენტსა და სიტუაციაში აკვირდებიან საკუთარ ქცევებს და, აქედან გამომდინარე, გამოაქვთ დასკვნები.
თვითაღქმის თეორიის შექმნის მიზანი, პირველ რიგში, იყო ის, რომ ემპირიულ დონეზე გარკვეულიყო, რა აძლევს ადამიანს საშუალებას, ამოიცნოს და სახელდება გაუკეთოს მის მიერ განცდილ გარკვეულ მდგომარეობებს. მაგალითად, როდესაც ადამიანი ამბობს: „მე მწყურია“ – არის ეს თვითდაკვირვების შედეგი? დასკვნა? პირდაპირი ცოდნა? შესაძლოა თუ არა, რომ ინდივიდი შეცდეს საკუთარი მდგომარეობის შეფასებაში? თუ ეს გამორიცხულია თვითაღქმის განსაზღვრების მიხედვით? რა განსხვავებაა პირველ პირში ნათქვამ მტკიცებით ფორმას „ მე მშია“ და მესამე პირის მიერ ნათქვამ „მას შიას“ შორის?
იქიდან გამომდინარე, რომ ინდივიდუალური შინაგანი მდგომარეობები შესაძლოა სუსტი, ორაზროვანი, განუსაზღვრელი ან გაუგებარი იყოს, საკუთარი თავის შეფასებისას ინდივიდი ფუნქციონალურად დაახლოებით იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც გარე დამკვირვებელი, რომელსაც მხოლოდ თვალსაჩინო, გარეგან დეტალებზე დაკვირვებით შეუძლია ინდივიდის შინაგან მდგომარეობებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.

მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რა არის ბრენდინგი?

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მარკეტინგი იგივე ბრენდინგია,მაგრამ ეს ორი ცნება ერთმანეთის ტოლფასი, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი მარკეტინგული საქმიანობის მძლავრი ხელსაწყოა – ბრენდის გარეშე მარკეტინგი იგივეა, რაც ავტომობილი, ძრავის გარეშე.
ბრენდი არის კომპანიის და მისი პროდუქტის სახე, რომელიც კომპანიას მიუძღვის წინ, ხოლო მარკეტინგი არის ამ კომპანიის ძალა, ეკიპაჟი, რომელიც ყველა მხრივ ეხმარება ბრენდს მიზნის მიღწევაში.
რა უნდა გაითვალისწინოთ ეფექტური ბრენდირებისთვის:
1. გააცანით მომხმარებელს თქვენი ბრენდი
2. ინტერნეტ სივრცე აუცილებლად დაგჭირდებათ, ცნობადობისთვის.
3. შექმენით სანდო გარემო

წყარო : HBR.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

პროექტი და მისი მართვა

პროექტი (Project) არის ერთჯერადი, მიზანმიმართული ღონისძიებების ერთობლიობა, გაწერილი მკაფიოდ განსაზღვრულ დროში (დასაწყისი, დასასრული),რომლებიც მოითხოვენ სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისა და რესურსების ჩართულობას საბოლოო მიზნის მიღწევისთვის.
პროექტის მართვა (Project management) არის პროექტისთვის საჭირო რესურსების (შრომითი,მატერიალური, ტექნიკური) დაგეგმვის, განაწილების და კონტროლის პროცესი, პროექტის ყველა შეზღუდვის (ტექნიკური, ფინანსური და დროითი) გათვალისწინებით. მისი მართისთვის აუცილებელია სამი მთავარი პრინციპის კარგად შესრულება:
1. დაგეგმვა ‐ მიზნის დასახვა, პროექტის განსაზღვრა, გუნდის შექმნა
2. განაწილება ‐ ადამიანების , ფულისა და სხვა რესურსების დაკავშირება სპეციფიურ საქმიანობებთან, და საქმიანობების ერთმანეთთან დაკავშირება
3. კონტროლი ‐ მონიტორინგს უწევს რესურსებს, ფასებს, ხარისხს, ბიუჯეტს; აკონტროლებს გეგმებს და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას დროით და ღირებულებით მოთხოვნებთან.
წყარო : HBR.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 19 20 21 22 23 59
Page 21 of 59