close

ბიზნესი

ბიზნესი

რას გულისხმობს 5P ?

ოპერაციული მენეჯმენტი არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი ბიზნესის სფეროში, რომელიც დიდ როლს თამაშობს როგორც მსხვილ ასევე წვრილ ბიზნესებშიც.

ოპერაციულ მენეჯმენტზე საუბრისას აუცილებელია ვახსენოთ 5P–რაც ნიშნავს 5 ძირითად ელემენტს ოპერაციული რესურსებისა:

  1. People – ხალხი, რომელზეც დამოკიდებულია წარმოება
  2. Plant – ქარხანა, სადაც ხდება საქონლისა და მომსახურების წარმოება
  3. Process – პროცესები რომლებიც აღწევს მიზნებამდე
  4. Product (Parts) – პროდუქტი, რომელსაც ვთავაზობთ ბაზარს
  5. Program (planning and control system) – განისაზღვრება მართვის და დაგეგმვისთვის საჭირო სისტემები.

წყარო : Inc.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

კოკა-კოლამ ლეგენდარული საახალწლო რეკლამა დააბრუნა

ახალ წლის მოახლოებასთან ერთად, უამრავი კომპანია ცდილობს სადღესასწაულო სეზონი მომხმარებლისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადოს და ამ მხრივ, გამონაკლისი არც კოკა-კოლაა, რომელმაც ონლაინ-პლატფორმებზე  უკვე ლეგენდად ქცეული საახალწლო ვიდეორგოლი დააბრუნა.

აღსანიშნავია, რომ წლის პროდუქტი კომპანიისთვის Coca-Cola Zero გახდება.

საზოგადოებაში საახალწლო განწყობის გასამძაფრებლად, კოკა-კოლამ დარიჩინით გაჯერებული სასმელიც გამოუშვა, თუმცა პროდუქტი შეზღუდული რაოდენობის არის და მისი დაგემოვნება ყველა ქვეყანაში ჯერჯერობით არაა შესაძლებელი.

 

მასალა მოამზადა : თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

8 უფასო ხელსაწყო, რომელიც წარმატებული „SEO“ კამპანიის განუყოფელი ნაწილია

„SEO“ ოპტიმიზაცია ხანგძლივი პროცესია, რომელშიც უდიდესი როლი აქვს ვებგვერდისა და კონკურენტების ანალიზს. იმისათვის, რომ ზუსტი შეფასება მოვახდინოთ და დავინახოთ მიმდინარე შედეგი გვჭირდება ხელსაწყოები, რომელებიც დაგვეხმარება იმის ანალიზში თუ რამდენად ეფექტურად ვმუშაობთ „SEO“ ოპტიმიზაციაზე.
გთავაზობთ 8 უფასო ხელსაწყოს, რომელიც წარმატებული „SEO“ კამპანიის განუყოფელი ნაწილია:
1. „Google Analytics-ი“ „Google-ის“ უფასო ხელსაწყოა, რომელიც დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ვებგვერდის ვიზიტორების შესახებ. რა არხებიდან შემოდიან ვებგვერდზე მომხმარებლები, რას ნახულობენ, რამდენ დროს ატარებენ საიტზე.
2. „Google Webmaster Tools-ი“ ტექნიკურ ინფორმაციას გვაწვდის ვებგვერდის მიმდინარე პოზიციის შესახებ. როგორ აინდექსირებს ვებგვერდს Google და რეკომენდაციებს მიმდინარე პრობლემების გამოსასწორებლად.
3. „Open Site Explorer“ – „MOZ-ის“ ამ ხელსაწყოს უფრო სპეციფიკური ფუნქცია აქვს ანალიტიქსთან შედარებით. აანალიზებს ლინკებს ვებგვერდზე. საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კონკურენტების ტაქტიკა და ჩამოვაყალიბოთ ეფექტური სტრატეგია.
4. „Google keyword Planner-ით“ ზუსტად გავიგებთ თუ რამდენი ადამიანი ეძებს Google-ში კონკრეტულ სიტყვებს. მივიღებთ იდეებს კონკრეტულ სიტყვებსა და ფრაზებთან მიმართებაში.
წყარო: Harvard business review
მასალა მომაზადა :  ლაშა ჭანკვეტაძემ 

სრულად ნახვა
ბიზნესი

ბიზნესის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები

ბიზნეს ისაიდერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნაჩვენებია, თუ რომელი სამსახურებია ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ტექნოლოგიის სფეროში:

  1. საინჟინრო განყოფილების მთავარი დირექტორი
  2. გაყიდვების მენეჯერი
  3. პროდუქტის მენეჯმენტის მთავარი ხელმძღვანელი
  4. ფინანსური განყოფილების მთავარი დირექტორი
  5. გადასახადების გენერალური დირექტორი

წყარო : Businessinsider.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

რაში გვჭირდება ბიზნეს გეგმა

ბიზნეს გეგმის შედგენა დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ თქვენი სამოქმედო გეგმა ბიზნესის განხორციელებისთვის.

  1. ბიზნეს გეგმა მოიცავს ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო იმ მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, რომლებიც მიღწევადი უნდა იყოს მომდევნო 3–5 წლის განმავლობაში.
  2. ბიზნეს გეგმის შექმნით საშუალება გეძლევათ ობიექტირად და კრიტიკულად შეხედონ თქვენს ბიზნესს.
  3. მიმდინარე ბიზნეს გეგმა წარმოადგენს სამოქმედო ინსტრუმენტს, რომელიც გეხმარებათ მართოთ ბიზნესი და უზრუნველყოთ მისი წარმატება.
  4. ბიზნეს გეგმის მეშვეობით შესაძლებელია თქვენი იდეების წარმოჩენა, მათი სისრულეში მოყვანა და დაფინანსების შესაძლებლობების გაზრდა.

ბიზნესნეს  გეგმა , ძირითადად მოიცავს ბაზრის კვლევასა და ანალიზს, კონკურენტების პოზიციებს ბაზარზე და პოტენციურ მომხმარებლებს,საწარმოო პროცესს,ბაზრის ათვისებას,მარკეტინგულ სტრატეგიასა და პროდუქციის გასაღების გეგმას,ინფორმაციას ბიზნესის მმართველი გუნდის შესახებ, ინვესტიციების მოზიდვის გზებს,ფინანსურ გეგმას.        ბიზნეს გეგმა უნდა იყოს მოკლე,ლაკონური და იოლად აღქმადი.ტექსტი შეიძლება ილუსტრირებული იყოს გრაფიკული მასალითა და დიაგრამებით.

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველო

ქუთაისში H&M-ის ტანსაცმელი შეიკერება

ქუთაისში სახელმწიფო პროგრამის Enterprise Georgia / აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით შექმნილი საწარმო “ემჯიემტექსი” გაიხსნა. საწარმომ 17 მაისიდან დაიწყო   H&M-ისპროდუქციის წარმოება და ასევემოლაპარაკების პროცესშია ZARA-სთან დაUNITED COLORS OF BENETTON-თან.

“ემჯიემტექსი” ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმოა, სადაც ჯამში 7 000 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად მიმართული იქნება ექსპორტზე.

შპს „ემჯიემტექსი“ წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის Ottorose შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებსროგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო. საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.

შპს „ემჯიემტექს“ წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით, დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დამატებით 400 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს. რაც შეეხება, ინვესტიციის მოცულობას – საწყის ეტაპზე შეადგენს 1 200 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. აღნიშნული საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. N47 არის განთავსებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

Amazon-ი საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ-რითეილერი Amazon.com-ი საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომელიც ნებისმიერი ღირებულების შენაძენის შემთხვევაში უფასო ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
ამ ნაბიჯით კომპანიას სურს, ისეთ კონკურენტებს, როგორიც  Walmart-ი და Target Corp-ია, მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიოს.
აღნიშნული აქცია, სავარაუდოდ, Amazon-ის გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ შარშან კომპანიამ უფასო ტრანსპორტირებისთვის საჭირო მინიმალური შენაძენის ღირებულება 35-დან 25 პროცენტამდე შეამცირა.
აქცია 5 ნოემბერს დაიწყება და 5-8 დღეს გაგრძელდება.
სტატისტიკის თანახმად, ამერიკული ოჯახების ნახევარზე მეტი Amazon-ის ე.წ. პრაიმ მომხმარებელია.  „პრაიმი“ ამაზონის ბიზნესის ქვაკუთხედად რჩება, მისი ღირებულება წელიწადში 119 დოლარია და იმავე დღეს ტრანსპორტირებასა და ვიდეო სტრიმინგს ითვალისწინებს.
გაურკვეველია, როგორ იმოქმედებს მცირე ღირებულების საქონლის უფასო ტრანსპორტირება კომპანია Amazon-ის მოგებაზე რომელიც გასულ თვეს საგრძნობლად გაუმჯობესდა.

წყარო  : Reuters.com

მასალა მომზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

„Devialet“– ფასებს საგრძნობლად ამცირებს

„Devialet“ – ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგული კომპანიაა,  რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მოთხოვნებს ხმოვანი სიხშირის გამაძლიერებლების სამყაროში.
საზოგადოების უმრავლესობამ  მათ ერთ–ერთ პროდუქტზე “Phantom”- სპიკერი  ხშირად სმენია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გამოიყენება.

კომპანიის  ფასები,ბევრისთვის მიუღებელი და ძვირია.  მათი ერთ–ერთი პროდუქტი–1.690$ ღირს , შედეგად იგი არ არის ხელმისაწვდომი ყველა ფენის საზოგადოებისთვის.

კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მაღალი ფასები დაებალანსებინათ. მათი აზრით შექმნილ მდგომარეობა გამოსწორებადია და მათ ამაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

წყარო :Engadget.com 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიკვლევებიმსოფლიოსაქართველო

Bloomberg: ახლა საქართველოში ბიზნესის კეთება აშშ-სა და ბრიტანეთზე მარტივია

Doing Business 2019-ის კვლევას გამოცემა Bloomberg ეხმაურება. სტატიაში ნათქვამია, რომ ახლა საქართველოში ბიზნესის კეთება უფრო მარტივია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

სტატიის მიხედვით, საქართველოში, ახალ ზელანდიასთან ერთად, ბიზნესის დასაწყებად მხოლოდ ერთი პროცედურის გავლაა საჭირო და ეს მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელია.

„საქართველოსა და ნორვეგიის მიერ რეიტინგში წინსვლამ ორი პოზიციით უკან დახია დიდი ბრიტანეთი”, – წერია სტატიაში.

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

სრულად ნახვა
ბიზნესი

“Sony”–ის კომპანიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

მოგეხსენებათ,  რომ საკმაოდ დიდი ხანია თამაშების სამყაროში ორი კომპანია ეპაექრება ერთმანეთს “Sony” და „Xbox“.  ორივე მათგანს ჰყავთ თავიანთი მომხმარებლები. ვიცით,  რომ საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებულია მათი პროდუქტები და საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის განუყრელი ნაწილიცაა.

“Sony”–ის კომპანიამ გასულ კვირას სასამართლოში შეიტანა სარჩელი, სადაც ისინი უჩივიან პიროვნებას, მას  პროდუქტის პროგრამულად გატეხვასა და შემდგომ გაყიდვაში ადანაშაულებენ.

მოგეხსენებათ “PlayStation”–არის “Sony”–ის კომპიუტერი, რომლის სათამაშო დისკები არც თუ ისე იაფია, ასევე მის პროგრამულ გატეხვასაც ვერ ახერხებენ, “Xbox”–ისგან განსხვავებით, შესაბამისად „PlayStation“–ის მომხმარებლებს მისი დისკების ყიდვა უწევთ, Eric Scales–მა კი მათი პროგრამა გატეხა და დიდი საშიშროების ქვეშ დააყენა კომპანია.

წყარო : Engadget.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

სრულად ნახვა
1 20 21 22 23 24 59
Page 22 of 59