close

ბიზნესი

ბიზნესისაქართველო

ახალი ქართული სტარტაპი – Inebe.ge

სტარტაპები საქართველოს განუყრელი ნაწილი გახდა, ძალიან ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ინოვაციური იდეას, რომლებიც საქართველოში იბადება და შემდგომში სარფიან ბიზნესად გადაიქცეა ხოლმე. ერთ–ერთი ნათელი მაგალითია “Inebe.ge” ახლად გამოჩენილი სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს დიეტური საკვების ადგილზე მიტანის სერვისს.

„ინებე“ სადილის მიტანის სერვისია, რომელიც მომხმარებელს გემრიელი კერძების ადგილზე მიტანას სთავაზობს. მენიუში, რომელიც ყოველ კვირა ახლდება, შეგიძლიათ იხილოთ კერძები სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოდან: ფრანგული, იტალიური, ტაილანდური, ამერიკული, მექსიკური.

მათ აქვთ საკმაოდ ფართო ასორტიმენტი და მომხმარებლისთვის მიმზიდველია დიეტური და ჯანსაღი საკვები.

სრულად ნახვა
ბიზნესი

კომპანია –“LEGO”

მსოფლიოში აქტუალურია პრობლემას წარმოადგენს , რომ ბავშვები და ახალგაზრდები დამოკიდებულნი არიან ტექნოლოგიებზე, კომპიუტერებსა და ტელეფონებზე, ხშირად ვხვდებით ფაქტებს, როდესაც ბავშვებს უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ყველა ადამიანს გააჩნია თავისი სამყარო და თუ კომუნიკაცია შემცირდება ადამიანებს შორის შესაბამისად მივიღებთ შედეგს, რომ ყველა ადამიანი თავის სამყაროში დაიკარგება.

კომპანია „LEGO“ ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სათამაშოების ბრენდია მსოფლიო ბაზარზე, ფაზლების წარმოების დარგში, მათი მთავარი ამოცანაა ბავშვებს ასწავლონ აზროვნება და არ მიაწოდონ მათ მზა პროდუქტი,  1932 წლიდან– დღემდე კომპანია უზრუნველყობს მომხმარებლების მომარაგებას სხვადასხვა ხარისხიანი და ყველასთვის საყვარელი სათამაშოებით. დანიური კომპანიის ძირითადი მიზანია არ ჩამორჩეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, შესაბამისად ახლა უკვე ისინი უშვებენ ისეთ სათამაშოებს, რომლებიც დღევანდელ რეალობას შეეფერება, ასაწყობ რობოტებს, რომლებსაც თავიანთი დანიშნულება აქვთ და მრავალი მიმართულებითაა მათი გამოყენება შესაძლებელი.

Businessinsider.com

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკომუნიკაციამსოფლიო

ტექნოლოგიების დახმარებით, საწოლს მიჯაჭვული ადამიანები კაფეში დისტანციურად მუშაობენ

იაპონიის ერთ-ერთ კაფეში რობოტი მიმტანები ჰყავთ, რომლებსაც საწოლს მიჯაჭვული ადამიანები მართავენ და ამ გზით ისინი საკუთარი თავის ფინანსურ უზრუნველყოფასაც ახერხებენ.

ისინი ყველაფერს მათ თვალწინ დამონტაჟებულ ეკრანზე ხედავენ, მიმტანი რობოტი კი მათი თვალის მოძრაობებს ემორჩილება და სხვადასხვა დავალებებს ასრულებს – იღებს შეკვეთებს, მოაქვს ყავა, ან სულაც კლიენტებს ესაუბრება.

ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ან ელემენტარულ მოძრაობასაც კი ვერ ახერხებენ, ასეთი სამსახური მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ეხმარებათ, რადგან საათში $9 გასამრჯელო სულაც არ არის ცუდი თანხა.

“მინდა, რომ ხელი შევუწყო ისეთი მსოფლიოს შექმნას, სადაც ეს ადამიანები საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ და სამსახურიც ექნებათ”, – ამბობს კენტარო იოშიფუჯი.

სამწუხაროდ კაფე, რომელშიც რობოტების დახმარებით საწოლს მიჯაჭვული ადამიანები არიან დასაქმებული, ახლა სატესტო რეჟიმშია და მხოლოდ რამდენიმე კვირა იმუშავებს. მისი საბოლოო გახსნა კი 2020 წლისთვის იგეგმება.

სრულად ნახვა
ბიზნესი

ტექნოლოგიური განვითარების სიახლეები

21 საუკუნეში ყოველდღიურად ძალიან ბევრ სიახლეს შეხვდებით ტექნოლოგიის სფეროში, რაც მსოფლიოში მომხდარ მოვლენებზე დიდ გავლენას ახდენს.

ბიზნეს ინსაიდერმა შემოგვთავაზა 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ ტექნოლოგიის განვითარების შესახებ:

  1. ავტომობილები მძღოლების გარეშე
  2. ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები
  3. მფრინავი ტაქსები
  4. ჭკვიანი, მოსახერხებელი სახლის ატრიბუტები, რომლებიც თქვენი სურილისამებრ მოქმედებენ
  5. სახის იდენთიფიკაციის მქონე სმარტფონები

Businessinsider.com

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

ყველაზე გრძელი მანძილი ფრენისთვის

წლების წინ ვერავინ წამოიდგენდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა გადაადგილებულიყო დედამიწის ნებისმიერი ერთი წერტილიდან მეორეში, ტექნოლოგია იმდენად წინ მიიწევს, რომ დრო მცირდება, რომელიც საჭირო იყო გადაადგილებისთვის.

გასულ წელს ყატარის ავაიახაზებმა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გრძელი ფრენა განახორციელა, ანუ ყატარიდან ახალი ზელანდიის მიმართულებით, ბიზნეს ინსაიდერის ცნობით იგი პირველ ადგილს იკავებს.

ასევე მუდმივად მიმდინარეობს ფრენები სან ფრანცისკოდან სინგაპურამდე, ასევე საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა არის საჭირო.

ბიზნეს ინსაიდერმა გამოაქვეყნა 5 ყველაზე გრძელ ფრენათა სია, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ:

  1. ახალი ზელანდიიდან ყატარამდე, ყატარის ავიახაზები (9,026 მილი)
  2. ავსტრალიიდან ლონდონამდე( 9,009 მილი)
  3. ახალი ზელანდიიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებამდე (8,820 მილი)
  4. ლოს ანჯელესიდან სინგაპურამდე (8,759 მილი)
  5. ჰიუსტონიდან სიდნეიმდე (8,593 მილი)

 

Businessinsider.com

სრულად ნახვა
ბიზნესი

რა უნდა ვიცოდეთ ფულთან დაკავშირებით

ფულმა დღევანდელ სამყაროში ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა, თითქოს ადამიანი მის გარეშე უკვე აღარ ფასობს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცხოვრების მიზანს ფულის შოვნა წარმოადგენს, რაც შიძლება ბევრისთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ უდაოდ საჭიროა.

თქვენი ფულის მართვა, ისევე როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია მისი ფასის ცოდნა, ყოველი ადამიანისთვის ძირითადი საფიქრალი არის, თუ როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენი კაპიტალი და გავუფრთხილდეთ მას.

ონლაინ ჟურნალ Enterpreneur.com–მა შემოგვთავაზა რამდენიმე ცნობილი ადამიანის რჩევა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ფულთან:

  1. დააბანდეთ ფული საკუთარ თავში, ანუ ეცადეთ თქვენს განვითარებას მოახმაროთ იგი–ბილ გეითსი
  2. დაიწყეთ ადრე და იყავით მტკიცე, ურყევი – კარლოს სლიმი
  3. არ ისესხოთ ფული – ვარენ ბაფეტი
  4. დაიმახსოვრეთ, რომ ფულს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია– ჯეკ მა

Entrepreneur.com

სრულად ნახვა
ბიზნესი

მოგზაურობისთვის საჭირო ნივთები

ყველა ადამიანი თავისებურად ემზადება მოგზაურობისთვის, დიდი გამოცდილებაა საჭირო იმისთვის, რომ კარგად შეძლო ჩანთის ჩალაგება. ყოველდღიური ცხოვრებით გაგიჭირდებათ შეისწავლოთ და გაითავისოთ, თუ რა ნივთებია უფრო გამოსადეგი როცა სხვადასხვა სახის მოგზაურობისთვის ემზადები.

ყველაზე კარგი რჩევები შეგიძლიათ თქვენი მეგობრებისგან მიიღოთ, რომლებსაც ხშირად უწევთ მოგზაურობა, რჩევები აუცილებელია თქვენი წარმატებული მოგზაურობისთვის.

ბიზნეს ინსაიდერმა გააკეთა კვლევა, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლების არჩევანზე, თუ რა უფრო გამოადგებათ სამგზავროდ:

  1. კისრის ბალიში
  2. სამგზავრო უთო
  3. ყურსასმენები
  4. წყალგამძლე ტელეფონის ჩასადები
  5. პორტალური დამტენი

BUSINESS INSIDER

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას

1. ეცადეთ გაიგოთ, თუ როგორ ებრძოლოთ დაღლილობას – ამისათვის სრულიად საკმარიასია სწორად დროის მართვა და დაღლილობის დროს, უბრალოდ გონებისა და სხეულის სრული განტვირთვა.
2. გაიმჯობესეთ მეხსიერება – ყოველდღიურად ჩვენ იმდენად ბევრი ინფორმაცია გვესმის, რომ ძალიან რთულია ყველაფრის დამახსოვრება. თუმცა, ჩვენი გონება არ არის ინფორმაციის დამახსოვრებითვსი შექმნილი. გონება ლოგიკურ აზროვნებაში და გადაწყვეტილებების სწორედ მიღებაში გვეხმარება. ამიტომ, გონება რომ ზედმეტი და უსარგებლო ინფორმაციით არ გადავტვირთოთ, დასამახსოვრებელი ინფორმაცია ყოველთვის ჩაიწერეთ. მობილური, მინი წიგნაკი, ან სხვა სმარტ პროგრამაში.
3. ისწავლეთ სიზარმაცესთან ბრძლა – სიზარმაცე ასოცირდება შიშთან, მოუმზადებლად ყოფნის დროს, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ სიზარმაცე როგორც ასეთი არ არსებობს. არსებობს რაღაცის გაკეთების ნაკლები სურვილი. ამიტომ, დაფიქრდით რატომ ‘’გეზარებათ?’’ ნამდვილად გსურთ ამის გაკეთება?
Hbr.com

სრულად ნახვა
ბიზნესი

წარმატებისთვის მუდმივად დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები

ადამიანის ფსიქოლოგია ძალიზედ  საინტერესოა, ყველასთვის აუცილებელი და გასათვალისწინებელი, შეკითხვები და მათი პასუხების ძიება დიდ გამოცდილებას შესძენს ადამიანს, გამოცდილების გარეშე კი ნებისმიერს გაუჭირდება ამ მეტად რთულ ცხოვრებაში საკუთარი თავის პოვნა.

ჩვენ მუდმივად უნდა ვეძებოთ სისუსტე საკუთარ თავში, რომ უკეთესები გავხდეთ, არავინაა უნაკლო და ვერც იქნება, მაგრამ უკეთესია ის ადამიანი, რომელიც დღითიდღე ვითარდება, არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმითი რაც გვაქვს, თორემ შესაძლოა დავიკარგოთ გამოწვევებით სავსე სამყაროში.

“Entrepreneur.com”–მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც გვირჩევენ, რომ საკუთარ თავს რაც შეიძლება მეტი კითხვა დავუსვათ, რათა სხვაგვარად შევხედოთ ჩვენს პრობლემებს, გავიაზროთ და ისეთი გადაჭრის ხერხები მოვიძიოთ რომლებსაც აქამდე აზრადაც კი არ გავივლებდით.

Entrepreneur.com

სრულად ნახვა
ბიზნესი

ბუღალტერია – ბიზნესის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი

ბუღალტერი არის ბიზნესისთვის აუცილებელი კომპონენტი, რომელსაც ევალება მრავალი საქმიანობა, კერძოდ საქმე აქვს: ბიზნესის ციფრებთან, სამეწარმეო, საგადასასახდო და სააღრიცხვო დოკუმენტებში ამ ციფრების დაფიქსირებასთან.

ბუღალტერი მოქმედებს კანონმდებლობის მიხედვით, ანუ რაც სახელმწიფოს აქვს დადგენილი, ეხმარება კომპანიას, რომ მოწესრიგებული იყოს ფინანსური საკითხები.

ბუღალტრის ძირითადი მოვალეობა ნებისმიერ კომპანიაში არის: ფულის მოძრაობა სალაროში, ფულის მოძრაობა ბანკში, ინვესტიციების აღრიცხვა, მოთხოვნების აღიარება, საქონლის შეძენა/რეალიზაცია, ძირითადი საშუალბების შეძენა და მათი ცვეთა, ვალდებულებების აღრიცხვა.

წყარო: Theverge.com

სრულად ნახვა
1 17 18 19 20 21 59
Page 19 of 59