close
ბიზნესისაქართველო

ქართული ბრენდი „ანტრე“ დასავლეთ ევროპაში გამოჩნდება

საცხობი „ანტრე“ 2019 წლიდან გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ  „ანტრეს“ თანადამფუძნებელმა ჟან მიშელ ჩარლზმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

„საცხობი „ანტრეს“ პირველი ფილიალი 2008 წელს აბაშიძეზე გავხსენით და იმ დროიდანვე გადაწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა საერთაშორისო ბრენდი. პირველი ქვეყანა, სადაც ფილიალი გავხსენით, იყო აზერბაიჯანი, ბაქო. მიუხედავად იმისა, რომ იქ უფრო რთული პროცესები განვითარდა, ბრენდი წარმატებული აღმოჩნდა. ამ ეტაპზე 4 საცხობი გვაქვს და გაფართოებას კიდევ ვგეგმავთ. შემდეგი წლიდან ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ გავხსნათ კიდევ ერთი ფილიალი დასავლეთ ევროპის ქვეყანაში და ასევე წარმატებულად მოხდეს ქართული ბრენდის ექსპორტირება. რაც შეეხება საქართველოს, გვინდა რომ ქსელი ქვეყნის მასშტაბითაც განვავითაროთ. ბათუმშიც და ბევრ სხვა ქალაქშიც, თუმცა ეს პროცესი ტექნიკურად ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ჩვენი ბრენდის ქვეშ შექმნილი საკვები ხარისხთან არის დაკავშირებული, ამიტომ მისი ტრანსპორტირება შეუძლებელია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმოების ახალი ცენტრები ყველგან, სადაც დავაპირებთ ქსელის შექმნას. ამ თემაზე ვმუშაობთ და 2019 წლიდან „ანტრეს“ ახალი მაღაზიები საქართველოს რეგიონებშიც გაიხსნება“ , – განაცხადა ჟან მიშელ ჩარლზმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0