close
ბიზნესი

ჩაანაცვლებს თუ არა “Word of Mouth“ რეკლამას?

ტრადიციული რეკლამა, მიუხედავად მისი პოპულარობისა, სულ უფრო ნაკლებად ახდენს გავლენას მყიდველზე. ადამიანების დიდ ნაწილს რეკლამის არ სჯერა. მარკეტინგული კვლევის კომპანია “Yankelovich”–მა აღმოაჩინა, რომ რეკლამას მყიდველთა მხოლოდ 24% ენდობა. არსებობს კორპორაციული პარადოქსი – უფრო ინტენსიურია პროდუქტის რეკლამირება, მიზნობრივი აუდიტორიისათვის მით ნაკლებად სარწმუნო ხდება მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია.

უკანასკნელ პერიოდში მარკეტერებმა აქტიურად დაიწყეს მარკეტინგული კომუნიკაციის ისეთი საშუალების გამოყენება, როგორიცაა Word of Mouth–ი. მყიდველთა დასარწმუნებლად და მათზე ზემოქმედების მოსახდენად ის გაცილებით ძლიერი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი რეკლამა. კვლევებმა აჩვენა, რომ დასავლეთში სამომხმარებლო საქონლის ორ მესამედზე მეტი  WOM–ის გავლენით იყიდება.

ინგლისურ ტერმინს„Word of Mouth“ ქართულ ენაზე ყველაზე მეტად „ხმის გავრცელება“ შეესატყვისება. ამა თუ იმ პროდუქტის ან სერვისის ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ოჯახის წევრების, ახლობლების, თანამშრომლებისა და ავტორიტეტული პირების აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი ხომ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობია, მათ არც კომერციული ინტერესი აქვთ და არც რაიმეს გაყიდვას ცდილობენ. ამიტომ მათი მოსაზრება უფრო ობიექტურად და დამაჯერებლად მიგვაჩნია.

წყარო : Hbr.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0