ასტროფიზიკოსებმა, ისტორიაში პირველად, შავი ხვრელის ფოტო წარადიგინეს. პრესკონფერენცია ერთდროულად მიმდინარეობდა ვაშინგტონში, ბრიუსელში, სანტიაგოში, შანხაიში, ტაიბეისა და ტოკიოში.
ასტროფიზიკოსებმა, ისტორიაში პირველად, შავი ხვრელის ფოტო წარადიგინეს. პრესკონფერენცია ერთდროულად მიმდინარეობდა ვაშინგტონში, ბრიუსელში, სანტიაგოში, შანხაიში, ტაიბეისა და ტოკიოში.
პი, როგორც იცით, მათემატიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რიცხვია. მისი მნიშვნელობა წრეწირის სიგრძის მისივე დიამეტრთან შეფარდების ტოლია. ხშირად ამბობენ, რომ პი 3,14-ს უდრის, სინამდვილეში კი პი უსასრლო რიცხვია, რომელიც უსასრულო რაოდენობის ციფრებისგან შედგება.
ემა ჰარუკა ივაო გუგლის თანამშრომელია, რომელმაც პის მნიშვნელობა 31 ტრილიონ ციფრამდე გამოთვალა და ამ დრომდე არსებული 22-ტრილიონიანი რეკორდი მოხსნა.
პის გამოთვლა ძალიან რთულია, რადგან ის რაიმე კონკრეტულ კანონზომიერებას არ ექვემდებერება.
პი ინჟინერიაში, ფიზიკაში, კომპიუტერებსა და კოსმოსურ ხომალდებში გამოიყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია ტალღებთან, წრეებთან და ცილინდრებთან დაკავშირებული გამოთვლების ჩატარება.
ემა ჰარუკა ივაომ ციფრების გამოსათვლელად გუგლის ქლაუდ სისტემა გამოიყენა, რომელიც 170 ტერაბაიტ ინფორმაციას 121 დღის განმავლობაში ამუშავებდა.
“მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. აღნიშნული რეკორდის მოხსნა ძალიან რთული იყო. ვიცით, რომ პის დასასრული არ აქვს, მაგრამ მისი ციფრების გამოთვლას სიამოვნებით გავაგრძელებდი”, – აცხადებს ის.
31,4-ტრილიონიანი ციფრის მქონე რიცხვის წარმოსათქმელად 332 064 წელი იქნებოდა საჭირო.
NASA-ს გამოქვეყნებული აქვს სია, სადაც ჩამოთვლილია, თუ რაში იყენებს კოსმოსური სააგენტო რიცხვ პის, მაგალითად, ნასა მისი საშუალებით ითვლის მარსის ხომალდებისათვის საჭირო პარაშუტის ზომას. პის საშუალებით ხდება იმის გამოთვლაც, თუ რამდენი კვადრატული ფორმის სურათი იქნება საჭირო თანამგზავრიდან პლანეტის ზედაპირის სრულად გადასაღებად. პი გამოიყენება პლანეტების გარშემო არსებულ ორბიტებზე ხომალდების გასანთავსებლადაც.
“თანამედროვე მათემატიკა, ფიზიკა, ინჟინერია და ტექნოლოგია პის გარეშე ვერ იფუნქციონირებდა”, – აცხადებს მათემატიკოსი მეთ პარკერი.
2010 წელს ნიკოლას ზემ Yahoo-ს ქლაუდ კომპიუტერების გამოყენებით გამოითვალა, რომ პის მეკვადრილიონე ციფრი ნული იყო, აღნიშნულ გამოთვლას ჩვეულებრივ კომპიუტერზე 500 წელიწადი დასჭირდებოდა.
თუ პარასკევ საღამოს სიმშვიდესა და სიწყნარეს ეძებთ, მარსზე უკეთეს ადგილს, დიდი ალბათობით, ვერ ნახავთ.
მარსს ხშირად წითელ პლანეტას ეძახიან, თუმცა, ნასას ხომალდზე, Mars Reconnaissance Orbiter-ზე არსებულ კამერა HiRiSe-ს მარსის ზედაპირზე არსებულ ფერებში მცირედი განსხვავებების აღქმა და მათი ულამაზეს სურათებად გადაქცევა შეუძლია.
Mars Reconnaissance Orbiter მარსის გარშემო უკვე ათი წელია ბრუნავს. ნასამ ხომალდის მიერ გადაღებული 2,540 სურათი გამოაქვეყნა და ქვემოთ მათ ნაწილს შეხვდებით.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona
1961 წლის 12 აპრილს იური გაგარინი კოსმოსში გაფრინდა. სიმბოლურად კი, 2011 წელს 12 აპრილი კოსმონავტიკის დღე გახდა, ეს თარიღი ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აღინიშნება.
გაგარინი კოსმოსში ხომალდ ,,ვოსტოკ-1-ით” გაფრინდა. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. რუსმა კოსმონვტმა 1 საათსა და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
რაკეტაSoyuz-ი, რომელმაც კოსმოსში Airbus SE- ისადამისი პარტნიორიOneWeb- ისმიერაგებული ექვსითანამგზავრიგადაიტანა, ოთხშაბათს ფრანგული გვინეადან გაეშვა.
ეს გახლავთ იმ პროექტის პირველი ნაბიჯი, რომლის მიზანია მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახადოს მილიონობით ადამიანისთვის. აღნიშნული თანამგზავრები Airbus SE-ისადა OneWeb-ისერთობლიივ საწარმო OneWebSatellites-ში საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში დაამზადეს.
რაკეტის წარმატებული გაშვება შესაძლოა იქცეს ახალი ერის დასაწყისად თანამგზავრების მომსახურების ინდუსტრიაში.
ისეთი კომპანიები, როგორიცაა ელონ მასკის SpaceX-ი, LeoSatEnterprises-ი და Telesat-ი ასობით და ათასობით პატარა თანამგზავრის საშუალებით დედამიწისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებას კოსმოსიდან გეგმავენ. ეს თანამგზავრები დედამიწასთან უფრო ახლოს იმოძრავებენ, ვიდრე ტრადიციული საკომუნიკაციო თანამგზავრები. ამ რადიკალურმა ცვლილებამ შესაძლოა ლაზერულ ტექნოლოგიასა და კომპიუტერულ სქემებში დიდი გარღვევა მოახდინოს.
თანამგზავრების რაოდენობის გაზრდა ხელს შეუწყობს რაკეტით გადატანის სერვისზე მოთხოვნის ზრდას. სარაკეტო კომპანიებმა დაიწყეს მომცრო ბუსტერების შექმნა, რათა შედარებით მცირე ზომის თანამგზავრები კოსმოსში შედარებით ნაკლები ხარჯით განათავსონ.
„ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 5 წელიწადში 10, 000 თანამგზავრის გაშვება გახდება საჭირო, ამისთვის კი დღეს საკმარისი რესურსი არ გვაქვს,“ განაცხადა ავიაციურ-კოსმოსური საკონსულტაციო კომპანიის TealGroup-ის ანალიტიკოსმა მარკო ქასერესმა.
OneWeb-მა ინვესტორებისგან, მათ შორის Airbus-გან, Coca-Cola-გან, QualcommInc-გან, SoftBank-სა და VirginGroup-გან პროექტისთვის 2 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდა. ის 2021 წლისთვის 650 თანამგზავრის საშუალებით გლობალურ დაფარვას გეგმავს. კომპანია დედამიწის ორბიტაზესექტემბრიდან ყოველთვიურად 30 თანამგზავრს განათავსებს.
ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანია Space X -მა განაცხადა, რომ დედამიწაზე სუპერ სწრაფი ინტერნეტისთვის 2019 წლისთვის ორბიტებზე სატელიტებს გაუშვებდნენ. ამჟამად დედამიწის გარშემო სულ 1 500-მდე სატელიტი მოძრაობს.
Reuters
ასტრონავტები ენ მაკლეინი და კრისტინა კოხი მონაწილეობას მიიღებენ მისიაში, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება პირველი კოსმოსური მისია, რომელშიც მხოლოდ ქალები მიიღებენ მონაწილეობას. მაკლეინი და კოხი ღია კოსმოსში გავლენ იმისათვის, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მზის ბატარეები შეცვალონ. ამავე დროს, დედამიწიდან მისიის ხელმძღვანელობას მერი ლოურენი განახორციელებს, მართვის პულტთან კი კიდევ ერთი ქალი- ჯეკი კეიგი იქნება.

ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2018 წლის დეკემბრიდან იმყოფება. კრისტინა კოხი მას 14 მარტს შეუერთდება. ასტრონავტების ღია კოსმოსში გასვლა 29 მარტს იგეგმება. 39 წლის მაკლეინს სამი დიპლომი აქვს. აშშ-ს სამხედრო აკადემიაში ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობას დაეუფლა, შემდეგ მაგისტრატურა ინგლისში, ბათის უნივერსიტეტში დაამთავრა. ასევე ბრიტანეთში, ბრისტოლის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის დიპლომი სპეციალობით “საერთაშორისო უსაფრთხოება”.15 თვის განმავლობაში მაკლეინი ერაყში ვერტმფრენის პილოტი იყო.

40 წლის კრისტინა კოხი ფიზიკოსია. 2004-დან 2007 წლამდე კოხი NASA-ში ანტარქტიდის შესწავლის პროგრამაში მონაწილეობდა და ერთი ზამთარი მსოფლიოს ყველაზე ცივ კონტინენტზე გაატარა. მის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები რამდენიმე კოსმოსური მისიაში გამოიყენეს.

პირველი ქალი, რომელიც კოსმოსში 1963 წელს მოხვდა, საბჭოთა კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვაა. პირველი ამერიკელი ქალი კოსმოსში სალი რაიდი იყო. მისი მისია 1983 წელს შესრულდა.
რუსეთი გარე კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ლუქსემბურგთან ერთად გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.
სხვა პლანეტებისა და ასტეროიდებიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ჯერ-ჯერობით სამეცნიერო ფანტასტიკის დარგია, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა და კომპანია იდეის რეალობად ქცევას ცდილობს.
ლუქსემბურგის საჰერცოგო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც კოსმოსში, მათ შორის ასტეროიდებიდან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები მიიღეს.
„იანვარში ჩვენ ლუქსემბურგს შევთავაზეთ კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საკითხში თანამშროლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება. ახლა პასუხის მოლოდინში ვართ,“ განაცხადა გოლიკოვამ.
სხვა პლანეტებსა და ასტეროიდებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა. ძირითადი შემაფერხებელი ტექნიკური გამოწვევებია, თუ როგორ უნდა მოხდეს დიდი რაოდენობის მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის დედამიწაზე დაბრუნება.
ისეთი ლითონები, როგორიცაა რკინა, კობალტი და ნიკელის ისეთი ლითონები, უხვად მოიპოვება ასტეროიდებში
კოსმოსური კანონი, რომელიც 1967 წელს, ცივი ომის პერიოდში მიიღეს, მკაცრად კრძალავს კოსმოსში, მთვარეზე ან სხვა ციურ სხეულზე მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას.
ხელშეკრულება ნებისმიერ მთავრობას უკრძალავს ისეთიციური რესურსის გამოყენებას, როგორიცაა მთვარე ან პლანეტა, იმის საფუძველზე, რომ ისინი “კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაა”.
ლუქსემბურგი აცხადებს, რომ სურს სხვა სახელმწიფოებთან ერთად მრავალმხრივ ხელშეკრულებაზე იმუშაოს. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ თუკი რამდენიმე ქვეყნა კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით საკუთარ კანონმდებლობას შეიმუშავებს, ჩნდება საშიშროება, რომ ეს საქმიანობა ახალი დასავლური მიწების მიტაცებას დაემსგავსება.
წყარო : www.reuters.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
ქართველი მეცნიერის მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება.
ქართველი ფიზიკოსი გია დვალი გერმანიაში ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატია. ჰუმბოლტის პირველი პრემია დვალს სხვა 7 მეცნიერთან ერთად მიუნჰენში საზეიმოდ გადაეცა.
3 მილიონ ნახევარ ევროს გია დვალი სამეცნიერო კვლევებისთვის და იმ ექსპერიმენტის გასაგრძელებლადაც გამოიყენებს, რომლითაც მან პარალელური სამყაროს არსებობა უნდა დაადასტუროს. ჰადრონული ამაჩქარებლის გაშვება შემოდგომით იგეგმება, მანამდე გია დვალი და მეცნიერთა ჯგუფი ახალი მიმართულებების დაგეგმვაზე იმუშავებენ.
ჰუმბოლტის პრემია პირველად გაიცა და ის, რომ მსოფლიო დონის 8 მეცნიერს შორის ქართველი ფიზიკოსიც მოხვდა, გია დვალისთვის ძალიან პრესტიჟულთან ერთად, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. პარალელურად, გია დვალი მიუნჰენის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორად დაინიშნა. ქართველი ფიზიკოსი მსოფლიოში სახელგანთქმულ CERN -თან ერთად, ამ ინსიტიტუტსაც უხელმძღვანელებს და თან ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც გააგძელებს საქმიანობას.ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
ევროპის კოსმოსურმა სააგენტოს თანამგზავრ Mars Express-ით გადაღებულ წითელი პლანეტის ფოტოებზე მდინარეების ქსელის კვალი ჩანს.
კითხვა, რომელიც მეცნიერებს აქვთ არის ის, თუ საიდან გაჩნდა ეს მდინარეები : მიწისქვეშა წყლისგან, ატმოსფერული ნალექისგან, დამდნარი მყინვარისგან თუ სხვა რამისგან.
დღეს მარსის ზედაპირზე თხევადი წყალი არ გვხვდება, თუმცა დიდი რაოდენობის წყლის კვალი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ერთ დროს მარსზე გაცილებით ნოტიო და თბილი კლიმატი იყო.
ყოველი აღმოჩენა ახალ კითხვებს ბადებს იმის შესახებ, თუ როგორი იყო პლანეტის ატმოსფერო წარსულში,მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, იყო თუ არა მარსი ოდესმე სიცოცხლისთვის შესაფერისი.
მომავალ წელს ევროპული კოსმოსური სააგენტო რუსეთის კოსმოსურ სააგენტო Roscomos-თან ერთად მისია ExoMars-ის დაწყებას გეგმავს.მისიის მიზანია პასუხი გაეცეს კითხვას : არსებობდა თუ არა ოდესმე მარსზე სიცოცხლე.
მარსის ახალ ფოტოებს, რომლებზეც წყლის კვალი ჩანს, გამოცემა Independent-ი აქვეყნებს.
https://www.independent.co.uk/
იაპონური ზონდი Hayabusa 2 დედამიწისგან დაახლოებით 186 კილომეტრში მდებარე ასტეროიდ Ryugu–ზე დაეშვა, – ამის შესახებ იაპონიის კოსმოსური სააგენტო (JAXA) იუწყება. მათი ინფორმაციით, მისიის მიზანი სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მოძიებაა.
ზონდი ასტეროიდზე დაშვებას თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში შეეცადა, თუმცა მაშინდელი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ეს იაპონური კოსმოსური ხომალდის ასტეროიდზე დაჯდომის მეორე შემთხვევაა. Hayabusa დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდზე, Itokawa-ზე პიირველად 2005 წელს დაეშვა და დედამიწაზე ასტეროიდის მტვერიც ჩამოიტანა, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც მოსალოდნელი იყო.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასტეროიდები მზის სისტემის გარიჟრაჟზე შეიქმნენ და ისინი აცხადებენ, რომ შესაძლოა Ryugu-ი იმ ორგანულ ნივთიერებას შეიცავდეს, რამაც დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნას შეუწყო ხელი.
JAXA-ს ინფორმაციით, Hayabusa 2-ის დედამიწაზე დაბრუნება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.