ირმის ნახტომში უცხო გალაქტიკის შესაძლო კვალი აღმოაჩინეს. მეცნიერებმა მიაგნეს 20 ვარსკვლავს, რომლებიც, შესაძლოა, მილიარდობით წლის წინ ირმის ნახტომის მიერ შთანთქმული უძველესი ჯუჯა გალაქტიკის ნარჩენები იყოს.
მკვლევრებმა, ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის პროფესორ ფედერიკო სესტიტოს ხელმძღვანელობით, შეისწავლეს ლითონებით ღარიბი ვარსკვლავების ჯგუფი, რომლებიც ქიმიურად ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა მკვეთრად განსხვავდებიან თავიანთ გარემოცვაში არსებული სხვა ვარსკვლავებისგან. ვინაიდან ისინი ირმის ნახტომის მთავარ დისკში მდებარეობენ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ვარსკვლავები გალაქტიკამ ძალიან დიდი ხნის წინ შთანთქა.
კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ ლითონებით ღარიბი ვარსკვლავები, სავარაუდოდ, „უძველესი სისტემის ნარჩენებია“. მეცნიერებმა მას სკანდინავიური მითოლოგიის ღმერთის პატივსაცემად „ლოკი“ უწოდეს.
ირმის ნახტომი დაახლოებით 13 მილიარდი წლისაა. მან თავისი ამჟამინდელი ზომა და ფორმა, მათ შორის, შედარებით პატარა გალაქტიკებისა და ვარსკვლავთგროვების შთანთქმის ხარჯზე მიიღო.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”






