close
მედიცინა

ქართველი ემიგრანტი ექიმების ჩართულობით პროფესიული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამედიცინო სამუშაო ონლაინ – შეხვედრა თავისუფალი საზოგადოება „ახალი ნაკადის“ჯანმრთელობის დაცვის ფოკუს ჯგუფის ორგანიზებითჩატარდა. ევროპულ-ქართული დიასპორული სამედიცინო ონლაინ – სამუშაო შეხვედრაში თავი მოიყარა გერმანიაში, საფრანგეთში და თურქეთში მცხოვრებმა წარმატებულმა ქართველმა ექიმებმა. შეხვედრა ქართული მხარის ორგანიზებით განხორციელდა და მასში წარმატებული ქართველი ექიმებიც იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრის ფარგლებში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ძირითადად პედიატრებს და ოჯახის ექიმებს შორის მოხდა. შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე სხვადასხვაევროპული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში მიღებულ პრაქტიკასა და გამოცდილებაზე, ასევე მათი გაზიარების პერსპექტივებზე. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 20მდე დელეგატი იღებდა მონაწილეობას.

თეა შავთვალაძე – ა(ა)იპ თავისუფალი საზოგადოება ახალი ნაკადის ჯანმრთელობის დაცვის ფოკუს ჯგუფის კურატორი, „ონლაინ კლინიკა“-ს კლინიკური მენეჯერი, პედიატრი: ვფიქრობ, მედიცინის კუთხით განვითარებული ევროპული ქვეყნების გამოცდილება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც პირიქით, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში მხოლოდ ფაგების წარმოება და ფაგოთერაპიის აღნიშვნა ღირს ამად. შეხვედრა მხოლოდ პროფესიული დისკუსიის სივრცე არ არის –  ეს არის თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და საერთო ხედვების ჩამოყალიბების შესაძლებლობა.ექიმებს ქართული დიასპორიდან და ექიმებს საქართველოდან დღეს გვაერთიანებს ერთი მიზანი  – პაციენტის უკეთესი მოვლა, სამედიცინო სფეროს განვითარება და პროფესიული სოლიდარობა, ახალი პრაქტიკული ინიციატივების დაგეგმვა. ჩვენ პერიოდულად ვატარებთ მსგავს ღონისძიებებს და ემიგრანტების აქტიური ჩართულობა ქართულ რეალობაში ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია. მადლობა თითოეულს ამ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

ეკა კუციაექიმი, პედიატრი ჩრდილო ესონის პარი საკლეს საავადმყოფო, საფრანგეთი

12 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ.  სამედიცინო უნივერსიტეტი და რეზიდენტურა საქართველოში დავამთავრე. საფრანგეთში გავიარე რამდენიმე სადიპლომო პროგრამა, გავიარე სტაჟირებები. დავიწყე როგორც ინტერნმა, რაც დაახლოვებით ჩვენი რეზიდენტის ანალოგია. ბევრი რამ  ვისწავლე და პრაქტიკით გავამყარე თეორიული ცოდნა. საფრანგეთში ბევრი ეტაპი და შრომაა საჭირო საბოლოოდ სრულყოფილი პედიატრის ფუნქცია მიიღო. ახლა ვარ praticien hospitalier , პედიატრი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში. მრავალპროფილური პედიატრიდან ნეონატოლოგიაში გადავინაცვლე . საავადმყოფოში მუშაობა ერთდროულად კლინიკური,  თეორიული, მეცნიერული გამოცდილებაა. ახალი საავადმყოფოა და შესაბამისად ახალ პროექტებს ვგეგმავთ ბავშვების და მათი მშობლების საკეთილდღეოდ.

ბევრი ქართველი ექიმი მეგობარი მყავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. საინტერესო შეხვედრა იყო და ყოველთვის მნივშნელოვანია ასეთი გამოცდილების გაზიარება.

გიორგი ფრუიძე – იდარ ობერშტაინის კლინიკას ასისტენტ ექიმი, პედიატრი, გერმანია

კონკრეტული შეხვედრები, სადაც წამყვანი ჯანდაცვის სისტემის ქვეყნებში მომუშავე  ექიმები გამოცდილებასა და მკურნალობისა თუ დიაგნოსტიკის სტანდარტებს უზიარებენ ქართველ ექიმებს ვფიქრობ მნიშვნელოვანი და აუცილებელი წამოწყებაა, რადგან ეს მინიმალური ძალისხმევით არა მარტო მათ განვითარებას, არამედ ქართველი პაციენტების მკურნალობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს, ვფიქრობ ეს მხოლოდ დასაწყისია და ამ მიმართულებით ბევრი, საქვეყნოდ მნიშვნელოვანი პროექტის  განხორციელება გახდება შესაძლებელი.

რუსუდან სეფისკვერაძეიაზიჯი , ქ. რიზე.   ამჟამად აიდერ ჰელსის სამედიცინო ტურიზმის კომპანიის ონლაინ ოჯახის  ექიმი, თურქეთი

დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან იგი აერთიანებს საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველ ექიმებს. ეს არის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ქვეყნის კლინიკური გამოცდილება, თანამედროვე მიდგომები, ინოვაციური ტექნოლოგიები და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთს დაუკავშირდეს და საერთო პროფესიულ ღირებულებად იქცეს.

მედიცინა მუდმივად განვითარებადი სფეროა, სადაც პროგრესი სწორედ გამოცდილების გაზიარებით იწყება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოეთში მოღვაწე ექიმების მონაწილეობა, რადგან მათ მიერ დაგროვილი ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება უდიდეს როლს ასრულებს ქართული მედიცინის განვითარებაში, ახალგაზრდა ექიმების პროფესიულზრდასა და სამედიცინო სისტემის გაძლიერებაში. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სპიკერს, მსმენელსა და სტუმარს.

მარიკა მახარაშვილი – ასისტენტ-ექიმი შტაუფერკლინიკა შვებიშგმუნდში, საქართველოში ბავშვთა ინფექციონისტი, გერმანია

ძალიან მიხარია, რომ ისეთი ტიპის შეხვედრის ორგანიზება მოხერხდა, სადაც ქართველი ექიმები, რომლებიც უცხოეთში საექიმო საქმიანობას ეწევიან, შეძლებენ თავიანთი დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების საქართველოში დასაქმებულ ექიმებთან გაზიარებას. ვთვლი, რომ ეს გაზიარება ერთერთი უმნიშვნელოვანესი გზაა წარმატებული საექიმო საქმიანობის წარმართვისთვის. ძალიან მიხარია, რომ პატივი მაქვს, ამ ჯგუფის წარმომადგენელი ვიყო და დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის შეხვედრის ორგანიზატორს ქალბატონ თეა შავთვალაძეს. იმედი მაქვს, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაშიც ასევე სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას.

კონფერენციას ესწრებოდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი ქ -ნი ირმა წერეთელი, რომელმაც გამოთქვა პოზიტიური განწყობა სამუშაო პროცესის მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა დიასპორული პოტენციალის ჩართულობის მნიშვნელობა სამედიცინო სფეროს განვითარებაში და გამოთქვა მზაობა, მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ გაძლიერებას ისახავს მიზნად.ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარემ და თავისუფალი საზოგადოება „ახალი ნაკადის“ თანადამფუძნებელმა ქ-მა ირინა ფუტკარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ მზარდ საჭიროებაზე, რომელიც დღეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლს, მათ მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას უკავშირდება. აღინიშნა, რომ სამოქალაქო სექტორი უნდა გახდეს ხიდი დიასპორის პროფესიულ რესურსსა და ადგილობრივ საჭიროებებს შორის, რაც მოითხოვს მაღალ გამჭვირვალობას და პროფესიონალიზმს. ხაზი გაესვა, რომ სწორედ ასეთი კოორდინირებული მუშაობა და სწორი მენეჯმენტია საფუძველი იმისა, რომ უცხოეთში მოღვაწე ჩვენი ექიმების ცოდნა და გამოცდილება ეფექტურად იქნას გამოყენებული ქვეყნის სასიკეთოდ.

ლაშა მიქაძე – თავისუფალი საზოგადოება „ახალი ნაკადი“, აღმასრულებელი მდივანი

ჩვენ არ ვართ დიდი ხნის ორგანიზაცია, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ემიგრაციის ჩართულობაზე ქართულ ცხოვრებაში. ასევე, აქტიურად ვუჭერთ მხარს თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობების შექმნას, ინტელექტუალურ და ანალიტიკურ აზროვნებას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარებისა და ჯანსაღი საზოგადოებრივი პროცესების ხელშეწყობას. დღევანდელი ღონისძიება ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა იმის, თუ როგორ საჭიროებენ ადამიანები პროფესიულ კავშირებს, გამოცდილებას გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებას. ჩვენ მომავალში შევეცდებით, რომ მსგავსი შეხვედრების კონკრეტული შედეგები საზოგადოების უფრო ფართო ფენებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მეტი სარგებლიანობა მოიტანოს. მადლობას ვუხდით ღონისძიებაში ჩართულ ყველა მონაწილესა და ორგანიზაციას. ასევე ჩვენს მხარდამჭერებს და თანამოაზრე ადამიანებს, რომლებიც გვეხმარებიან მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში.

გაზიარება:
fb-share-icon0