close
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

რუსეთი კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ლუქსემბურგთან ერთად გეგმავს

რუსეთი გარე კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ლუქსემბურგთან ერთად გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

სხვა პლანეტებისა და ასტეროიდებიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ჯერ-ჯერობით სამეცნიერო ფანტასტიკის დარგია, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა და კომპანია იდეის რეალობად ქცევას ცდილობს.

ლუქსემბურგის საჰერცოგო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც კოსმოსში, მათ შორის ასტეროიდებიდან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები მიიღეს.

„იანვარში ჩვენ ლუქსემბურგს შევთავაზეთ კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საკითხში თანამშროლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება. ახლა პასუხის მოლოდინში ვართ,“ განაცხადა გოლიკოვამ.

სხვა პლანეტებსა და ასტეროიდებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა. ძირითადი შემაფერხებელი ტექნიკური გამოწვევებია, თუ როგორ უნდა მოხდეს დიდი რაოდენობის მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის დედამიწაზე დაბრუნება.

ისეთი ლითონები, როგორიცაა რკინა, კობალტი და ნიკელის ისეთი ლითონები, უხვად მოიპოვება ასტეროიდებში

კოსმოსური კანონი, რომელიც 1967 წელს, ცივი ომის პერიოდში მიიღეს, მკაცრად კრძალავს კოსმოსში, მთვარეზე ან სხვა ციურ სხეულზე მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას.

ხელშეკრულება  ნებისმიერ მთავრობას უკრძალავს ისეთიციური რესურსის  გამოყენებას, როგორიცაა მთვარე ან პლანეტა, იმის საფუძველზე, რომ ისინი “კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაა”.

ლუქსემბურგი აცხადებს, რომ სურს სხვა სახელმწიფოებთან ერთად მრავალმხრივ ხელშეკრულებაზე იმუშაოს. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ თუკი რამდენიმე ქვეყნა კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით საკუთარ კანონმდებლობას შეიმუშავებს, ჩნდება საშიშროება, რომ ეს საქმიანობა ახალი დასავლური მიწების მიტაცებას დაემსგავსება.

წყარო : www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0