close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

ქართველი მეცნიერები, რომელთა გვარებსაც NASA მარსზე ჩაიტანს

ასტრობიოლოგების ნუგზარ ალექსიძის, მარიამ ტარასაშვილისა და ზურაბ ლომთათიძის გვარ-სახელებს თანამგზავრი მარსზე 18 თებერვლის 11:15-ზე ჩაიტანს. ამ ყველაფრის პირდაპირ ეთერში ხილვას NASA-ს Youtube-ის ოფიციალური არხიდან შევძლებთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ილონ მასკის კოსმოსური ხომალდის პროტოტიპი ისევ აფეთქდა

კომპანია SpaceX-ის ხომალდის, Starship SN9-ის პროტოტიპი გამოცდისას ისევ აფეთქდა. ამის შესახებ CNBC იტყობინება.

ხომალდმა სტარტი ტეხასის კოსმოდრომიდან წარმატებით აიღო, თუმცა დაშვებისას ასფალტთან კონტაქტისთანავე აფექდა.

ანალოგიური შედეგით დასრულდა ექსპერიმენტი გასულ წელსაც. მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდით Starship SN9 ილონ მასკი მარსზე ადამიანების გადაყვანას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ხომალდი 100-მდე ადამიანს იტევს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

SpaceX პირველ კომერციულ ფრენას განახორციელებს!

SpaceX-მა საზოგადოებას Twitter-ის მეშვეობით ახალი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, რომლის თანახმადაც კომპანია პირველ კომერციულ ფრენას განახორციელებს. SpaceX-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ამ ხაზის, კომერციული ფრენების განვითარება იყო, რომელიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ასტრონავტებსა და ტურისტულ კომპანიებს კოსმოსურ სივრცეში გასვლის საშუალებას მისცემდა.

აღსანიშნავია, რომ მისია, სახელწოდებით Inspiration4, წმ.იუდას ბავშვთა კვლევითი საავადმყოფოს მხარდაჭერის გაზრდას ემსახურება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

მეცნიერებმა შავი ხვრელიდან ენერგიის მიღების ახალი გზა აღმოაჩინეს

მზის მსგავსად, ჩვენს გალაქტიკასა და მის მიღმა უამრავი ვარსკვლავი აწარმოებს წარმოუდგენელ ენერგიას და როგორც ჩანს, ენერგიის მიღება შორის შავი ხვრელიდანაც შესაძლებელია!

ათწლეულების განმავლობაში მეცნიერებს აინტერესებდათ, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას მოსაზრება შავი ხვრელებიდან ენერგიის მიღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 1969 წელს, ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაუერეატი – როჯერ პენროუზი საუბრობდა. მისი თქმით, ენერგიის მიღება შავი ხვრელის ერგოსფეროდან შეგვიძლია. (ერგოსფერო შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა მდებარეობს, საიდანაც ვერაფერი აღწევს თავს. ერგოსფეროში სივრცის ჩათრევის სიჩქარე სინათლისას უტოლდება.)

ახალი კვლევის თანახმად კი ირკვევა, რომ შავი ხვრელი შესაძლოა, უწყვეტი, ამოუწურავი ენერგიის წყაროდ იქცეს. 

პენროუზის მოსაზრების თანახმად, ობიექტს, რომელიც შავ ხვრელში ხვდება, შეუძლია, ორ ნაწილად გაიხლიჩოს – ერთი მათგანი მოვლენების ჰორიზონტისკენ გაემართება, მეორე კი, თუ ეგზოსფეროსგან თავის დაღწევას შეძლებს, უფრო დიდ ენერგიას წარმოქმნის, ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა. ამის ინტერპრეტაციას ფილმ “ინტერსტელარშიც” ვხვდებით, როდესაც კოსმოსური ხომალდი შავი ხვრელიდან იღებს მნიშვნელოვან ენერგიას. 

მბრუნავი შავი ხვრელის ერგოსფეროში მაგნიტური ველის ხაზები მუდმივად ირღვევა და სწრაფი სიჩქარით უკავშირდება ერთმანეთს. ამ დროს უარყოფითი ენერგიის ნაწილაკები წარმოიქმნება და ასევე, სწორედ დაკავშირების მომენტში პლაზმის ნაწილაკები სხვადასხვა მიმართულებით იშლება – ერთი ნაკადი შთაინთქმება შავი ხვრელის მიერ, ხოლო მეორე ნაკადს სიჩქარის საკმარისი პოტენცია გააჩნია იმისათვის, რომ თავი დააღწიოს შავი ხვრელის გრავიტაციულ მიზიდულობას. 

შესაძლოა, ამ ეტაპზე არ არსებობდეს სწრაფი და ეფექტური პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც უკვე შევძლებთ თეორიული მოსაზრების პრაქტიკაში განხორციელებას, თუმცა აბსტრაქტულ დონეზე, კვლევა შავი ხვრელების ახალი პერსპექტივით დანახვას უწყობს ხელს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები – 2021 წელი ჩვეულებრივზე ხანმოკლე იქნება, ვინაიდან დედამიწის მოძრაობა აჩქარებულია

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბოლო დროს დედამიწა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მოძრაობს და ამან, შეიძლება “უარყოფითი ნახტომი წამის” საჭიროება გამოიწვიოს.

დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის მისი მდნარი ბირთვის მოძრაობა, ოკეანეები და ატმოსფერო.

ასტროფიზიკოსისა და მეცნიერების კომუნიკატორის გრეჰემ ჯონსისა და პლატფორმა Time and Date-ის წარმომადგენლის, კონსტანტინე ბიკოსის პროგნოზით, 2021 წლის საშუალო დღე სავარაუდოდ 0,05 მმ-ით (მილიწამი) ნაკლები იქნება 86,400 წამზე, რაც ჩვეულებრივ 24-საათიან პერიოდს შეადგენს.

„2021 წელი, სავარაუდოდ, ყველაზე მოკლე იქნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში. საშუალო დღის ხანგრძლივობა 86 400 წამზე ნაკლები ბოლოს 1937 წელს იყო,“- აცხადებენ ჯონსი და ბიკოსი.

1972 წელს მიღწეული იქნა შეთანხმება უნივერსალური კოორდინირებული დროის (UTC) დამკვიდრებასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად გამოიყენება, როგორც მსოფლიო დროის ოფიციალური საზომი. UTC დრო იგივე საერთაშორისო ატომური დროა, მაგრამ როდესაც გრინვიჩის დროსთან განსხვავება 1 წამს არწევს, UTC სკალას ემატება 1 წამი, რომელსაც ეწოდება „ნახტომი წამი“ (leap second) . 1972 წლიდან 27 ნახტომი წამის დამატება გახდა საჭირო, თუმცა დედამიწის მოძრაობა აჩქარდა და 2016 წლიდან „ნახტომი წამის“ დამატება აღარ მომხდარა.

„თუ დედამიწის ბრუნვა კიდევ აჩქარდება, სრულიად შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს უარყოფითი ნახტომი წამი, მაგრამ ამის გადაჭრით თქმა ჯერ ძალიან ადრეა“, — ამბობს ფიზიკის ეროვნული ლაბორატორიის ფიზიკოსი პიტერ ვიბერლი.

ეს იმას ნიშნავს, რომ წამის დამატების ნაცვლად, შეიძლება საჭირო გახდეს მისი გამოკლება.

„ნახტომი წამს“ ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გარკვეულ სფეროებში, როგორიცაა ასტრონომია, ნავიგაცია, კოსმოსური ფრენა და კომპიუტერული ქსელები, ის, შეიძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ზონდ InSight-ის მისია მარსზე 2022 წლამდე გაგრძელდება

NASA-მ ზონდ InSight-ის და სადგურ Juno-ს მისიები გააფართოვა და გაახანგრძლივა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

InSight-ი, რომელიც მარსს სწავლობს 2022 წლამდე იმუშავებს. თავდაპირველად NASA-ში გეგმავდნენ რომ ზონდის მისია, რომელიც წითელ პლანეტაზე 2018 წელს დაეშვა, 2020 წელს დასრულდებოდა. InSight-ის ახალ ამოცანებს შორის მარსის სეისმოლოგიური მონაცემების კრებულის შექმნა იქნება.

Juno-კი, რომელსაც იუპიტერის ორბიტიდან 2021 წელს უნდა გაეყვანათ 2025 წლამდე იმუშავებს და არა მხოლოდ მზის სისტემის ყველაზე დიდ პლანეტას, არამედ მის სისტემას – რგოლებს და თანამგზავრებს შეისწავლის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთის კოსმოსური მისია დედამიწაზე მთვარის ნიადაგის ნიმუშებით დაბრუნდა

ჩინური უპილოტო კოსმოსური მისია Chang’e-5 დედამიწაზე მთვარის გრუნტის ნიმუშებით დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაფსულა, რომელშიც პლანეტის თანამგზავრზე მოგროვილი გრუნტი ინახება მონღოლეთში, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე დაეშვა.სპეციალისტებმა კაფსულას მალევე მიაგნეს.

Chang’e-5-მა მთვარისკენ სტარტი 1-ელ დეკემბერს აიღო. ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა, რომელიც მთვარის გრუნტს დედამიწაზე ჩამოიტანს. აქამდე თანამგზავრის ნიადაგის ნიმუშების მოპოვება მხოლოდ აშშ-სა და სსრკ-ს მისიებმა შეძლეს. ბოლოს მსგავსი მისია 1976 წელს შესრულდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

2023 წლისთვის იაპონია ხის სატელიტებს ორბიტაზე გაგზავნის

ალბათ, ჩვენი დროის მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევების ხასიათიდან გამომდინარე, უკვე აღარაფერი გაგვაოცებს. ინოვაციურმა და ტექნიკურმა წინსვლამ, თითქოს, ყველაფერი შესაძლებელი გახადა და გააქრო სიტყვა “შეუძლებელია”.

კიოტოს უნივერსიტეტისა და იაპონიის სატყეო კომპანიის თანამშრომლობით, სავარაუდოდ, სულ მალე ახალ ინოვაციურ ნაწარმს ვიხილავთ. მათი მიზანია, 2023 წლისთვის ორბიტაზე ხის სატელიტები გაუშვან.

კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორისა და იაპონელი ასტრონავტის, ტაკაო დოის განცხადებით, ხის სატელიტის უპირატესობა ისაა, რომ მისი ორბიტიდან ამოვარდნის, ხელახლა შესვლისას და დაწვისას, ლითონის თანამგზავრზე ნაკლებ მავნე ნივთიერებას გამოყოფს.

”ჩვენ ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, რომ დედამიწის ატმოსფეროში ხელახლა შესული ყველა სატელიტი იწვება და ქმნის ალუმინის პატარა ნაწილაკებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იფურჩქნება ატმოსფეროს ზედა ნაწილში… საბოლოოდ ეს დიდ გავლენას იქონიებს დედამიწის გარემოზე” – ამბობს ტაკაო დოი.

ვიდრე იდეას განახორციელებენ, საჭიროა გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება, რათა შეამოწმონ, ხის რომელი ჯიში უძლებს ექსტრემალურ პირობებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მარსის მომავალი ეკონომიკა კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული

SpaceX–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მარსზე მომავალი ეკონომიკა, შესაძლოა, კრიპტოვალუტაზე დაფუძნდეს.

ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ მასკი პირველი ადამიანების გაგზავნას მარსზე 2024 წლისთვის გეგმავს, სადაც ამ დროისთვის უკვე იარსებებს დამოუკიდებელი ქალაქი.

SpaceX-ის Starlink ინტერნეტპროექტის მომსახურების პირობების თანახმად, წითელ პლანეტაზე ნებისმიერი სამომავლო დასახლება “მარსს აღიარებს როგორც თავისუფალ პლანეტას და დედამიწაზე არსებულ არც ერთ მთავრობას არ ექნება ავტორიტეტი ან სუვერენიტეტი მარსის საქმიანობაზე”. ილონ მასკის თქმით, სწორედ ეს არის მარსის დემოკრატიის საფუძველი.

რენდი სეგალმა, Hogan Lovells-ის იურიდიული ფირმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წითელ პლანეტაზე ყველას თანაბრად გვაქვს უფლებები და პასუხისმგებლობა მონიჭებული. ეს არის სივრცე, რომლის გაზიარებაც ყველას შეუძლია.

ხელოვნური ინტელექტის მკლევარ ლექს ფრიდმენის ონლაინ დისკუსიას Twitter-ზე, ილონ მასკი გამოეხმაურა და განაცახად, რომ “მარის ეკონომიკა კრიპტოვალუტით იმუშავებს”. თანაც, სავარაუდოა, რომ პლანეტა მარსზე Dogecoin-ს გამოიყენებენ, რადგან ის ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გასულ კვირას, Dogecoin–ის ფასი მესამედზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბატონმა მასკმა შეცვალა Twitter–ზე „Dogecoin– ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი“ დაიწერა და დათვითა: “One word: Doge“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები : ყველაზე შორეული გალაქტიკა აღმოვაჩინეთ

გალაქტიკას GN-z11 შესაძლოა არა აქვს ბრწყინვალე სახელი,  თუმცა, როგორც ჩანს, ის ყველაზე შორეული და უძველესი გალაქტიკაა, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ მეცნიერებს. ეს იმ ასტრონომების დამსახურებაა, რომლებიც ნობუნარი კაშიკავას (ტოკიოს უნივერსიტეტის ასტრონომიის განყოფილების პროფესორი) ხელმძღავნელობით, შეუდგნენ ახალ მისიას – სამყაროს ყველაზე შორეული გალაქტიკის პოვნას.

იმის დასადგენად, თუ რა მანძილით არის ჩვენგან დაშორებული GN-z11, კაშიკავას გუნდმა შეისწავლა, რამდენად მკვეთრია მისი წითელი ფერის სინათლე, რადგან  რაც უფრო შორსაა ჩვენგან კოსმოსური ობიექტი, მით უფრო მუქი ფერის წითელი აქვს მას. გარდა ამისა, გუნდი აკვირდებოდაკოსმოსური ობიექტებიდან მომავალ ემისიის ხაზებს.

ასტრონომთა გუნდმა შეძლო, გაერკვია, რა მანძილი უნდა გაეარა ჩვენამდე მოსულ სინათლეს. ამის გასაგებად მათ გამოიყენეს  ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც მიუთითებს კონკრეტული მოლეკულის არსებობაზე.

ასევე, მკლევარებმა გამოიყენეს MOSFIRE, ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა გალაქტიკიდან მომავალი ემისიური ხაზების დეტალური შესწავლა.

იმ შემთხვევაში, თუ სხვა მკვლევარებიც დაეთანხმებიან ამ აღმოჩენას, GN-z11 ოფიციალურად გახდება ყველაზე შორეული გალაქტიკა. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 30 31 32 33 34 62
Page 32 of 62