close
ასტრონომია - კოსმოსი

კოსმოსში წითელ წიწაკას მოიყვანენ

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები პირველ ხილს მოიყვანენ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები წიწაკა ჩილი იქნება. როგორც „ნასაში“ აცხადებენ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, წიწაკის თესლს კოსმოსურ სადგურზე მიმდინარე წლის ნოემბერში გააგზავნიან.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში წითელი წიწაკა გახდება პირველი ხილი, რომელსაც ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში მოიყვანენ.

„გვსურდა, შეგვერჩია ისეთი სახეობა, რომელიც ძალიან მაღალი არ იზრდება და კონტროლირებულ გარემოში, რომლის გამოყენებაც კოსმოსშია შესაძლებელი, ძალიან პროდუქტიულია,“ განაცხადა „ნასას“ მცენარეთა ფიზიოლოგმა რეი უილერმა.

როგორც ცნობილია, წიწაკა ჩილის ათასობით სახეობა არსებობს, არჩევანი ესპანიოლას სახეობის წიწაკაზე იმის გამო  შეჩერდა, რომ ის მაღალ ამპლიტუდაზე მოდის,  ზრდის მოკლე პერიოდი აქვს და ამასთან, ადვილად  დამტვერვადია. ის მდიდარია ც ვიტამინით, რაც კოსმოსის კვების რეჟიმისთვის აუცილებელია.  

ასტრონავტები და კოსმონავტები მცენარეებს კოსმოსში 1982 წლიდან წარმატებით ზრდიან. პირველი მცენარე – Arabidopsis-ი – კოსმოსში საბჭოთა კოსმოსური ხომალიდს – „სალიუტ 7“-ის ეკიპაჟმა 1982 წელს მოიყვანა.

აღსანიშნავია, რომ რუსი კოსმონავტები საკუთარ კოსმორუ ნაწარმს 2003 წლიდან მიირთმევენ, ამერიკელმა ასტრონავტებმა კი პირველი „კოსმოსური“ სალათის ფურცელი 2015 წელს დააგემოვნეს.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავთ, მათ შორის სალათის ფურცელი, მანგოლდი, ბოლოკი, ჩინური კომბოსტო და ბარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბარდა ბოტანიკური თვალსაზრისით ხილია და ის რუსებს კოსმოსური სადგურის რუსულ ნაწილში წლებია მოჰყავთ, თუმცა ამერიკელ ასტრონავტებს აქამდე კოსმოსში არანაირი ხილი არ მოუყვანიათ და შესაბამისად, წიწაკა ჩილი გახდება პირველი ხილი, რომელსაც ისინი კოსმოსში გაზრდიან.

მცენარეებს მიკროგრავოტაციის პირობებში გაზრდა საკმაოდ უჭირთ, ვინაიდან მათი ფესვთა სისტემები კომპლექსურია და საორიენტაციოდ დედამიწის გრავიტაციას იყენებენ. თუმცა ასტრონავტებმა სპეციალური ტიპის სინათლისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით საერთაშიროსო კოსმოსურ სადგურზე მცენარეების გაზრდა წარმატებით განახორციელეს და დაეხმარნენ მცენარეებს „ზემო“ და „ქვედა“ გზის გარჩევაში.

2018 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დამოუკიდებელი ზრდის სისტემა – The Advanced Plant Habitat-ი გაგზავნეს, რომელიც The Vegetable Production System (Veggie)-თან ერთად ეკიპაჟს ახალი ხილის მოყვანაში დაეხმარება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კოსმოსურ სადგუყრზე ხილის მოყვანა „ნასას“ საბოლოო მიზნის განხორციელებისკენ, რომელიც ადამიანის მარსზე გაგზავნას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მეცნიერთა შეფასებით, ადამიანს მარსამდე მისასვლელად დაახლეობით 6 თვიდან 1 წლამდე დრო ჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ იქ გაჩერებისა და უკან დაბრუნების დროზე, ამიტომ, კოსმოსში ახალი ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვამზადებთ კოსმოსურ ხომალდებს მარსზე ადამიანების გასაგზავნად, თუმცა თუ არ გვქნება საჭმელი გამოსაკვებად, ჩვენი შრომა ამაო იქნება,“ განაცხადა „ნასას“ მეცნიერმა იაკობ ტორესმა.

გაზიარება:
fb-share-icon0