close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

წელს, ოზონის შრე, 30 წლის მანძილზე ყველაზე მცირე ზომის იქნება

ევროკავშირის დედამიწის სადამკვირვებლო პროგრამა Copernicus-ის მონაცემების თანახმად, წელს ოზონის შრეზე მდებარე ხვრელი ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მცირე ზომის იქნება.

ეს ყველაზე დამაიმედებელი მონაცემია მას შემდეგ, რაც 1985 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელეს. მათ განაცხადეს, რომ ანტარქტიდას თავზე ოზონის შრეზე ხვრელი იყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ადამიანის მოქმედება სტრატოსფეროს საფარს აზინებს, რომელიც კაცობრიობას ულტრაიისფერი რადიაციისგან იცავს.

ხვრელის ზომამ ერთი პერიოდი 25 მილიონ კვადრატულ კილომეტრსაც კი მიაღწია, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ის წელს 10 მილიონ კვადრატულ კილომატრამდეა შემცირებული.

ოზონის ხვრელი ანტარქტიდის თავზე ფორმირებას ყოველი წლის აგვისტოში იწყებს, პიკს ოქტომბერში აღწევს და დეკემბერში იხურება.

წყარო : www.euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტაზე წყლის არსებობა დადასტურდა

პლანეტა K2-18b, რომელიც ლომის თანავარსკვლავედში მდებარეობს მზის სისტემის გარეთ მდებარე პირველი პლანეტაა, სადაც წყლის არსებობა დადასტურდა. აღმოჩენის შესახებ ჟურნალი Nature Astronomy იტყობინება. მეცნიერებმა ამ ფაქტის დადასტურებამდე დეტალურად შეისწავლეს ტელესკოპ “ჰაბლის” მიერ 2016-2017 წლებში მოწოდებული მასალა და შეიმუშავეს ალგორითმები ატმოსფეროში გამავალი ვარსკვლავის შუქისათვის. შედეგებმა აჩვენა პლანეტაზე წყლის ორთქლის,  ასევე ატმოსფეროში წყალბადის და ჰელიუმის არსებობა. 

ასტრონომებმა  მზის სისტემის გარეთ მდებარე ცალკეულ პლანეტების  ატმოსფეროში წყლის ორთქლის არსებობა ადრეც დააფიქსირეს. თუმცა ეს პლანეტები ვიზუალურად იუპიტერს, ნეპტუნს ან სატურნს წააგავდნენ. K2-18b-ს შემთხვევაში საუბარია პლანეტაზე, რომელიც სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს. სასიცოცხლო ზონა არის რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, სადაც პლანეტარული მასის ობიექტს საკმარისი ატმოსფერული წნევით შეუძლია წყალი თხევად მდგომარეობაში შეინარჩუნოს.  K2-18b დედამიწის ტიპის პლანეტაა, თუმცა 2,25-ჯერ უფრო დიდია და 8-ჯერ უფრო მასიურია ჩვენ პლანეტაზე.

ახალმა აღმოჩენამ K2-18b ასტრონომებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო ობიექტად აქცია. მისი შემდგომი კვლევა ისეთი მძლავრი და სრულყოფილი ტელესკოპებით გაგრძელდება, როგორიცაა James Webb Space Telescope და ARIEL.  კვლევებმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას: რა რაოდენობითაა პლანეტის ატმოსფეროში წყალი, არსებობს  თუ არა აზოტი და მეთანი. ამ კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში K2-18b-ზე სიცოცხლის არსებობის შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

“ჰაბლის“ ტელესკოპით მეცნიერებმა სატურნის შთამბეჭდავი ფოტო გადაიღეს

“ჰაბლის“ ტელესკოპით მეცნიერებმა სატურნის შთამბეჭდავი ფოტო გადაიღეს. ფოტო 2019 წლის 20 ივნისსაა გადაღებული, ანუ როცა პლანეტა დედამიწასთან ყველაზე ახლოს, 1.36 მილიარდი კილომეტრის მანძილზე, იმყოფებოდა.

გამოსახულება პროგრამა გარე პლანეტის ატმოსფერების მემკვიდრეობის (OPAL) პროგრამის ნაწილია, რომლის მიზანი ჩვენი მზის სისტემის გიგანტური გაზის პლანეტების ფოტოების ხანგრძლივი დროის მანძილზე დაგროვებაა, რათა მათ ატმოსფეროებს გარკვეული დროის მანძილზე დააკვირდნენ.

NASA also released an annotated, more informational version of the Hubble image.

პროგრამის წყალობით მეცნიერებმა შეიტყვეს, რომ პლანეტის ჩრდილო პოლარული რეგიონიდან დიდი ექვსკუთხა ქარიშხალი გაუჩინარდა. პატარა ქარიშხლები კი სწრაფად ჩნდებიან და ქრებიან. ცვლილებები შეიმჩნევა ასევე პლანეტის ქარიშხლის ზოლებშიც.

სატურნის ფოტოები ნასამაც გაავრცელა. სააგენტომ ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელიც სატურნის 19-20 ივნისს გადაღებული 33 სხვადასხვა გამოსახულებისგან შედგება. მასზე ჩანს, თუ როგორ მოძრაობენ სატურნის გარშემო მისი მთვარეები.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Nasa: პლუტონი პლანეტაა

პლუტონის, როგორც პლანეტის სტატუსი ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადგა, რაც Nasa-ს (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში) ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენშტეინმა ოკლაჰომაში FIRST Robotics-ის ღონიძიებაზე განაცხადა, რომ პლუტონი პლანეტაა, წერს independent-ი.  

პლუტონი პლანეტად პირველად 1930 წელს გამოაცხადეს. ის ამერიკელმა ასტრონავტმა კლაიდ ტომბომ აღმოაჩინა. მაშინ მიიჩნეოდა, რომ მზის სისტემის მე-9 პლანეტა კოიპერის სარტყელში მდებარეობდა. (მზის სისტემის რეგიონი ნეპტუნის ორბიტის გარეთ, რომელიც მზიდან დაშორებულია დაახლოებით 50 ასტრონომიული ერთეულით. არის ასტეროიდთა სარტყელის მსგავსი, თუმცა 20-ჯერ უფრო განიერი და 20—200-ჯერ უფრო მასიური. როგორც ასტეროიდთა სარტყელი, ისიც ძირითადად შედგება მცირე სხეულებისგან და მინიმუმ ერთი ჯუჯა პლანეტისგან — პლუტონი).

პლუტონის, როგოც პლანეტის სტატუსი ეჭვქვეშ 1992 წელს დადგა, რადგან ამავე ზომის ობიეტები აღმოაჩინეს კოსმოსის იგივე რეგიონში- კოიპერის სარტყელში. 

აშშ-ში საზოგადოება პლუტონისთვის პლანეტის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

შესაძლებელია თუ არა კოსმოსში ბავშვის გაჩენა?

მეცნიერები აცხადებენ, რომ კოსმოსში ბავშვის დაბადება შესაძლებელია.

ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელსაც ესპანელი ემბრიოლოგოსტი მონსერატ ბოადა ხელმძღვანელობდა, მეცნიერებმა მიკროგრავიტაციულ პირობებში ადამიანის სპერმის 10 ნიმუში გაყინეს, რათა ენახათ, მოქმედებდა თუ არა მათ სიცოცხლისუნარიანობაზე კოსმოსის მსგავი გარემო  უარყოფითად.

გუნდმა ნიმუშები საჰაერო აკრობატიკის თვითმფრინავზე განათავსა, სადაც მიკროგრავიტაციის სტიმულირება მოკლე იმპლულსების საშუალებით ხორციელდება. ნიმუშებს კოსმოსის მსგავსი პირობების ქვეშ ყოველ ჯერზე 8 წამის განმავლობაში ათავსებდნენ.

კვლევის შედეგები კვირას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ადამიანის რეპროდუქციისა და ებმრიოლოგიის ევროპული საზოგადოების ყოვეწლიურ შეხვედრაზე წარადგინეს. კვლევამ აჩვენა, რომ სტიმულაციურ გარემოში სპერმის კონცენტრაცია, მოძრაობა და დნმ-ის ფაგმენტაცია იგივეა, რაც დედამიწის მსგავსი პირობების ქვეშ.

დოქტორ ბოაბა აცხადებს, რომ საინტერესო იქნება, თუკი

 გამეტებისა და ემბრიონების ბანკი დედამიწის გარეთ იქნება განთავსებული და ასევე მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი ცდების კოსმოსურ სადგურზე, ან კოსმოსურ ხომალდზე ჩატარება. 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ინდოეთი მთვარეზე მისიას აგზავნის

ინდოეთი მთვარეზე მისიას აგზავნის. ხომალდ Chandrayaan 2-ის გაშვება ადგილობრივი დროით 14:43 საათზეა დაგეგმილი. ამის შესახებ BBC წერს.

Chandrayaan 2 is ready to take a billion dreams to the Moon — now stronger than ever before! Join us for the launch on Monday — 22 July, 2019 — at 2:43 PM IST.
#Chandrayaan2 #GSLVMkIII #ISRO

View image on Twitter


გასულ კვირას ინდოეთმა მთვარეზე მისია ტექნიკური პრობლემის გამო ვერ გაგზავნა. 150 მილიონ დოლარად შეფასებული მისიის მიზანია, რომ ხომალდი Chandrayaan-2 მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაჯდეს. მან მთვარის ზედაპირიდან წყლის, მინერალებისა და ზედაპირის შესახებ სინჯები უნდა აიღოს. 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რა დაგიჯდებათ 1 თვის გატარება კოსმოსურ სადგურზე?

ნასა მოქალაქეებს კოსმოსურ სადგურზე ერთი თვის გატარების შესაძლებლობას აძლევს. მსურველებს ამისთვის ერთ ღამეში 35 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ.

ეს ცვლილება, რომელიც ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ ორიოდე დღის წინ დააანონსა, ნიშნავს იმას, რომ კოსმოსურ ლაბორატორიაში ტურისტებისა და სხვა კერძო პირების მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება და კოსმოსური სადგურსა და ზოგადად კოსმოსში, კომერციული საქმიანობა ფართოვდება.  

ნასა კოსმოსურ სადგურზე წელიწადში ორი კერძო ტურის განხორციელებას გეგმავს, თითოეული მათგანის ხანგრძლივობა 30 დღე იქნება. პირველი მისია კი 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ხარჯებს, მხოლოდ ფრენის ღირებულება 50 მილიონი დოლარია, ამის გარდა, ვიზიტორებს კვების, კომუნიკაციისა და სხვა ხარჯების გაღებაც მოუწევთ,

„ამ საინტერესო მოგზაურობისთვის ერთ ვიზიტორს ერთ ღამეში დაახლოებთ 35 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს,“ განაცხადა „ნასას“ მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა ჯეფ დეუიტმა.

ტრანსპორტირების უზრუნველყოფას Boeing-ი და SpaceX-ი შეეცდებიან.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსირობოტექნიკა

რობოტები მთვარეზე ტელესკოპებს განათავსებენ

კოლორადოში მდებარე ლაბორატორია, რომელსაც „ნასა“ აფინანსებს, მთვარეზე რობოტებს გააგზავნის, მათი საშუალებით იქ ტელესკოპებს განათავსებს და ჩვენს გალაქტიკას დააკვირდება.

რადიო ტელესკოპების მთვარის ე.წ. შორ მხარეს განთავსება იმ პროექტების ფარგლებში მოხდება, რომლებსაც  აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს, კერძო კომპანიებისა და სხვა ქვეყნები აწარმოებენ და რომლის საშუალებითაც მომავალი ათწლეულის განმავლობაში  მთვარის ლანდშაფტის გარდაქმნა მოხდება.

„ეს გახლავთ ნადვილად განსხვავებული პროგრამა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მანქანებისა და ადამიანების ერთად მუშაობას გულისხმობს,“ განაცხადა კოლორადოს უნივერსიტეტის კოსმოსის შესწავლისა და მეცნიერების ქსელის დირექტორმა ჯეკ ბერნსმა.

მომავალი ათწლეულის განმავლობაში ბერნსის გუნდი მთვარის კოსმოსური ხომალდით მთვარის ე.წ. ბნელ მხარეში მთვარემავალს გააგზავნის, რომელიც უხეში და კლდოვანი ზედაპირის გასწვრივ ადამიანების მცირე დახმარების საშუალებით რადიო ტელესკოპების ქსელს განათავსებს. 

ასტრონავტები მთვარემავლის რობოტი „მკლავის“ გაკონტროლებას ორბიტული მთვარის საგუშაგსგან განახორციელებენ, რომელსაც „კარიბჭეს“ უწოდებენ და მას კოსმოსური სააგენტოების კონსორციუმი აშენებს. პლატფორმა მთვარის ზედაპირამდე მისასვლელ და უკან დასაბრუნებელ გზას წარმოადგენს და ასევე პუნქტს, სადაც ღრმა კოსმოსური მისიების დროს საწვავის შევსება იქნება შესაძლებელი.

ახალი მთვარემავალი „ნასას“ კალიფორნიაში მდებარე ლაბორატორიაში ააგეს. ის მთვარის რეგოლითზე – მტვერი, ქვიშა და დამსხვრეული კლდე, რომელიც მის ზედაპირს ფარავს- ფეხსაცმლის ყუთის ზომის ტელესკოპებს განათავსებს .  ხმაურიანი რადიო ჩარევებისა და სინათლის გარეშე, რაც კოსმოსურ დაკვირვებებს აფერხებს, ტელესკოპები კოსმიურ სივრცეს გულმოდგინედ დააკვირდებიან, რაც მჯეცნიერთა განმარტებით, ჩვენი მზის სისტემის ფორმირების შესწავლის კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

Reuters

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

კოსმოსში წითელ წიწაკას მოიყვანენ

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები პირველ ხილს მოიყვანენ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები წიწაკა ჩილი იქნება. როგორც „ნასაში“ აცხადებენ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, წიწაკის თესლს კოსმოსურ სადგურზე მიმდინარე წლის ნოემბერში გააგზავნიან.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში წითელი წიწაკა გახდება პირველი ხილი, რომელსაც ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში მოიყვანენ.

„გვსურდა, შეგვერჩია ისეთი სახეობა, რომელიც ძალიან მაღალი არ იზრდება და კონტროლირებულ გარემოში, რომლის გამოყენებაც კოსმოსშია შესაძლებელი, ძალიან პროდუქტიულია,“ განაცხადა „ნასას“ მცენარეთა ფიზიოლოგმა რეი უილერმა.

როგორც ცნობილია, წიწაკა ჩილის ათასობით სახეობა არსებობს, არჩევანი ესპანიოლას სახეობის წიწაკაზე იმის გამო  შეჩერდა, რომ ის მაღალ ამპლიტუდაზე მოდის,  ზრდის მოკლე პერიოდი აქვს და ამასთან, ადვილად  დამტვერვადია. ის მდიდარია ც ვიტამინით, რაც კოსმოსის კვების რეჟიმისთვის აუცილებელია.  

ასტრონავტები და კოსმონავტები მცენარეებს კოსმოსში 1982 წლიდან წარმატებით ზრდიან. პირველი მცენარე – Arabidopsis-ი – კოსმოსში საბჭოთა კოსმოსური ხომალიდს – „სალიუტ 7“-ის ეკიპაჟმა 1982 წელს მოიყვანა.

აღსანიშნავია, რომ რუსი კოსმონავტები საკუთარ კოსმორუ ნაწარმს 2003 წლიდან მიირთმევენ, ამერიკელმა ასტრონავტებმა კი პირველი „კოსმოსური“ სალათის ფურცელი 2015 წელს დააგემოვნეს.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავთ, მათ შორის სალათის ფურცელი, მანგოლდი, ბოლოკი, ჩინური კომბოსტო და ბარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბარდა ბოტანიკური თვალსაზრისით ხილია და ის რუსებს კოსმოსური სადგურის რუსულ ნაწილში წლებია მოჰყავთ, თუმცა ამერიკელ ასტრონავტებს აქამდე კოსმოსში არანაირი ხილი არ მოუყვანიათ და შესაბამისად, წიწაკა ჩილი გახდება პირველი ხილი, რომელსაც ისინი კოსმოსში გაზრდიან.

მცენარეებს მიკროგრავოტაციის პირობებში გაზრდა საკმაოდ უჭირთ, ვინაიდან მათი ფესვთა სისტემები კომპლექსურია და საორიენტაციოდ დედამიწის გრავიტაციას იყენებენ. თუმცა ასტრონავტებმა სპეციალური ტიპის სინათლისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით საერთაშიროსო კოსმოსურ სადგურზე მცენარეების გაზრდა წარმატებით განახორციელეს და დაეხმარნენ მცენარეებს „ზემო“ და „ქვედა“ გზის გარჩევაში.

2018 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დამოუკიდებელი ზრდის სისტემა – The Advanced Plant Habitat-ი გაგზავნეს, რომელიც The Vegetable Production System (Veggie)-თან ერთად ეკიპაჟს ახალი ხილის მოყვანაში დაეხმარება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კოსმოსურ სადგუყრზე ხილის მოყვანა „ნასას“ საბოლოო მიზნის განხორციელებისკენ, რომელიც ადამიანის მარსზე გაგზავნას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მეცნიერთა შეფასებით, ადამიანს მარსამდე მისასვლელად დაახლეობით 6 თვიდან 1 წლამდე დრო ჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ იქ გაჩერებისა და უკან დაბრუნების დროზე, ამიტომ, კოსმოსში ახალი ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვამზადებთ კოსმოსურ ხომალდებს მარსზე ადამიანების გასაგზავნად, თუმცა თუ არ გვქნება საჭმელი გამოსაკვებად, ჩვენი შრომა ამაო იქნება,“ განაცხადა „ნასას“ მეცნიერმა იაკობ ტორესმა.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA – 2024 წელს მთვარეზე პირველ ნაბიჯს ქალი ასტრონავტი დადგამს

NASA-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენშტაინმა CBS-სთან ინტერვიუში ის მიზეზი დაასახელა, რომლის გამოც ამერიკის შეერთებული შტატები მთვარესა და მარსზე ადამიანებისგან შემდგარ მისიას ვერ აგზავნის.

ბრაიდენშტაინის განცხადებით, ამის მიზეზი არასაკმარისი დაფინანსებაა. როგორც მან განაცხადა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ აშშ-ის დროშა მთვარეზე დაამაგრონ. მან ხაზი გაუსვა გენდერულ საკითხსაც, რომ ადრე მისიებში ქალები არ იგზავნებოდნენ, დღეს კი მისი თქმით, აშშ-ს ჰყავს კარგი სპეციალისტები და ქალი ასტრონავტები: “ახლა როცა ჩვენ მთვარეზე დავბრუნდებით, ამით დაბრუნდება იქ მთელი ამერიკა. და ვფიქრობ, რომ ეს კარგი მესიჯია”, – განაცხადა ბრაიდენშტაინმა. მან დაადასტურა, რომ 2024 წელს მთვარეზე მისიის დროს პირველ ნაბიჯს დედამიწის თანამგზავრზე ქალი დადგამს. 

მთვარეზე ასტრონავტების აგზავნის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპს არაერთხელ გაუკეთებია. NASA-ს გამოთვლებით, 2024 წლისთვის ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნა $20- $30 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. ტრამპის ადმინისტრაციას თავდაპირველად სურდა, რომ ამერიკელები მთვარეზე 2028 წლისთვის გამგზავრებულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით პროექტის 4 წლით დაჩქარება გადაწყვიტეს. ამიტომ ტრამპმა 2020 წლისთვის NASA-ს ბიუჯეტის $1.6 მილიარდით გაზრდა მოითხოვა. 

სრულად ნახვა
1 29 30 31 32 33 54
Page 31 of 54