close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწას, მთვარის გარდა, დროებითი თანამგზავრიც ჰყავს

2020 წლის 15 თებერვალს, არიზონას უნივერსიტეტის ასტრონომებმა ტედი პრუინემ და კაცპერ ვეირცოსმა, NASA-ს მიერ დაფინანსებული Catalina Sky Survey-ის ფარგლებში, პატარა ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწის გარშემო ბრუნავდა. მოგვიანებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განლაგებული ექვსი ობსერვატორიის ასტრონომებმა იგივე დაადასტურეს. აღმოჩნდა, რომ ეს დედამიწის კიდევ ერთი თანამგზავრია, ოღონდ, გაცილებით პატარა, ვიდრე მთვარე და ამასთან, ის ჩვენს ორბიტაზე დროებითაა მოხვედრილი.

დედამიწის დროებით თანამგზავრ ასტეროიდს 2020 CD3 უწოდეს. ცნობილია, რომ უკვე სამი წელია, რაც ის ჩვენს ორბიტაზე მოძრაობს და მისი ზომა 1,9-3,5 მეტრია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაქართველო

აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია. ამასთან, ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს- მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და  კაფე. ასევე მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

იაპონელი მილიარდერი მთვარეზე მოგზაურობისთვის თანამგზავრ გოგონას ეძებს

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა, რომელიც 2023 წელს SpaceX-ის მეშვეობით მთვარეზე მოგაზურობასა და დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს, თანამგზავრ მეგობარ გოგოს ეძებს.

44 წლის ბიზნესმენი აპლიკანტებს რამდენიმე მოთხოვნას უყენებს : ისინი 20 წელზე მეტი ასაკის უნდა იყვნენ, კოსმოსში მოგზაურობა უნდა აინტერესებდეთ, მოგზაურობისთვის მზადების პროცესში უნდა ჩაერთონ და მსოფლიოში მშვიდობა უნდა სურდეთ.

აპლიკაციების მიღება 17 იანვარს წყდება. გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა კი მარტის დასასრულს მოხდება.

„მსურს, მიყვარდეს ერთი ქალი. მინდა, ვიპოვო ცხოვრების პარტნიორი და ამ სიყვარულისა და სამყაროში მშვიდობის შესახებ  კოსმოსიდან ვიყვირო“,- წერს მაეზავა აპლიკანტებისთვის შექმნილ ვებგვერდზე.

დოკუმენტური ფილმი სახელად „სავსე მთვარის შეყვარებულები“ სტრიმი AbemaTV-ზე გავა და ძირითადად, ახალგაზრდა მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები – მეზობელი გალაქტიკიდან იდუმალი რადიო სიგნალი მოდის

მეცნიერები ახცადებენ, მეზობელი გალაქტიკიდან იდუმალი რადიო სიგნალი მოდის. მათივე მტკიცებით, გალაქტიკა, საიდანაც ეს სიგნალი მოდის, გასაოცრად ჰგავს ჩვენს პლანეტას.

დასკვნებმა, შესაძლოა,  სწრაფი რადიო აფეთქებების საიდუმლო ამოხსნას – რომელიც ენერგიის აუხსნელი, ინტენსიური აფეთქებებია, რომელიც სამყაროში იგზავნება და ვრცელდება და შესაძლოა იყოს ყველაფერის, მათ შორის, უცხოპლანეტელების ცხოვრების უცნობი ბუნებრივი ფენომენის, შედეგი.

ასტრონომები სწრაფი რადიო აფეთქებების წყაროს დადგენას ათ წელზე მეტია ცდილობენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ასობით სიგნალი აღმოაჩინეს.

ძიებისა და კვლევის პროცესი ძალიან რთულია, ვინაიდან სწრაფი რადიო აფეთქებები მხოლოდ მილისეკუნდების განმავლობაში გრძელდება და შესაძლებელია, ის ციდან ნებისმიერი ადგილიდან მოდიოდეს.

ბოლო დროის აღმოჩენილი ხუთი შემთხვევიდან,  ასტრონომებმა აფეთქებების წყაროს დადგენა შეძლეს. ყველაზე გასაოცარი რამ, რაც ბოლო აღმოჩენასთან დაკავშირებით შესაძლოა ითქვას, არის ის, რომ გალაქტიკა, საიდანაც სიგნალი მოდის, ძალიან ჰგავს ჩვენს გალაქტიკას.

„სწრაფი რადიო აფეთქებების მასპინძელი გალაქტიკის იდენტიფიცირება, მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რა ტიპის გარემოში არსებობენ სწრაფი რადიო აფეთქებები და ამრიგად, რისგან უნდა წარმოიქმნებოდნენ ისინი ,“ – განაცხადა ფიზიკისა და ასტრონომიის ასისტენტ პროფესორმა სარა ბურკე-სპოლაორმა.

ახალი აღმოჩენა კიდევ უფრო მეტ იდუმალებას სძენს კითხვას, თუ საიდან მოდის სწრაფი რადიო აფეთქებები.  პირველი აფეთქებები პატარა გალაქტიკისაგან მოდიოდა, რომელიც მეტალებისა და ახლად წარმოშობილი ვარსკვლავებისგან შედგება, რამაც მეცნიერებს აფიქრებინა, რომ შესაძლოა ისინი იქ აღმოჩენილი ვარსკვლავების შედეგი იყოს – მაგრამ ეს არ ეხება ახლად ნაპოვნ გალაქტიკას.

ეს ნიშნავს, რომ ასტრონომებმა უნდა განიხილონ რადიო სიგნალების წარმოშობის სხვა ვერსიები, ეს კი მდგომარეობას ართულებს, ვინაიდან მათი წარმოშობის უამრავი ოიტენციური წყარო არსებობს.

ახლად აღმოჩენილი წყარო – FRB ​180916 დედამიწისგან მხოლოდ ნახევარი მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული, ანუ ის ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოსაა აქამდე აღმოჩენილ სწრაფ რადიო აფეთქბებთან შედარებით. ამან კი, მეცნიერების აზრით, შესაძლოა ხელი შეუწყოს იმის დადგენას, თუ საიდან მოდის ის.

წყარო :independent.co.uk

მალასა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ტელესკოპმა TESS-მა სასიცოცხლო ზონაში დედამიწის ზომის პირველი პლანეტა აღმოაჩინა

კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა (Transiting Exoplanet Survey Satellite) სასიცოცხლო ზონაში დედამიწის ზომის პირველი პლანეტა აღმოაჩინა. ამის შესახებ NASA იუწყება.

TOI 700 d წითელი ჯუჯა პლანეტის TOI 700-ის ირგვლივ 37-დღიანი პერიოდით მოძრაობს. ამასთან, მისგან პლანეტა ენერგიის 86%-ს ღებულობს, რომელსაც მზე დედამიწას გადასცემს.

გარდა ამისა, დაკვირვების 11 თვის განმავლობაში ამ ვარსკვლავზე აფეთქებები არ დაფიქსირებულა, რაც იმის შანს ზრდის, რომ TOI 700 d-ზე შესაძლოა სასიცოცხლო იყოს.

სპეციალისტების თქმით, გარდა TOI 700 d-სა TOI 700-ის სისტემაში კიდევ 2 პლანეტაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწამსოფლიო

2019 წლის საუკეთესო ფოტოები კოსმოსიდან

„ბიბისი“ 2019 წელს კოსმოსში გადაღებულ საუკეთესო ფოტოებს აქვეყნებს. ჩამონათვალში მოხვდნენ : იუპიტერის ღრუბლები, „თოვლის კაცი“, ვარსკვლავისებრი ფეიერვერკი, სელფი მარსზე, მთვარის ბნელი მხარე და გალაქტიკური „მეტოქე“.

  1. იუპიტერის ღრუბლები

ნასა-ს კოსმოსურმა ხომალდმა “ჯუნომ“ იუპიტერის ღრუბლებისგან განსაცვიფრებელ სურათებს გამოაგზავნა მას შემდეგ, რაც ის 2016 წელს გიგანტურ პლანეტაზე ორბიტაზე ჩავიდა. გამოსახულება შედგება ოთხი სურათიდან,  რომელიც კოსმოსურმა ხომალდმა 29 მაისს გადაიღო.

  2. თოვლის კაცი

ნასა-მ კოსმოსური ხომალდი „ნიუ ჰორიზონსი“ კუიპერის სარტყელში გაგზავნა, რომელიც იუპიტერის ორბიტის გასწვრივაა გადაჭიმული. სარტყელზე უამრავი  ყინულის ობიექტია, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის დასაბამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.

მეცნიერებმა ერთ-ერთი ობიექტის – MU 69-ის ფოტო გადაიღეს, რომელიც 2014 წელს აღმოაჩინეს (მოგვიანებით მას ულტიმა ტულე უწოდეს, ამჟამად კი აროკოტად მოიხსენებენ). აღმოჩნდა, რომ MU 69-ი არის ბინარული, ყინულის ორი ბურთისგან შემდგარი 39 კილომეტრი სიგრძის ობიექტი. მოწითალო ფერს კი მის ზედაპირზე ორგანული ნაერთი tholin-ის არსებობა განაპირობებს.

3. ვარსკვლავისებრი ფეიერვერკი

ეტა კარინა (Eta Carinae) არის ვარსკვლავთა სისტემა, რომელიც დედამიწიდან 7,500 სინათლის წლით დაშორებით მდებარეობს. ის შედგება სუმ მცირე ორი ვარსკვლავისგან, რომლებიც ჩვენს მზეზე დაახლოებით ხუთ მილიონჯერ მერ ენერგიას გამოყოფენ.

ამ ვარსკვლავისებრი ფეიერვერკის ფოტო წელს გავრცელდა და ოს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის Wide Field-ის კამერამ გადაიღო.

4. სელფი მარსზე

ნასა-ს „კურიოზიტი“ პლანეტა მარსზე კრატერ გეილს 2012 წლიდან სწავლობს. რობოტმა წელს „სელფი“ გადაიღო, როცა შარპის მთის (Mount Sharp) კალთები აღმოაჩინა.

 

5.მთვარის შორი მხარე

მიმდინარე წლის 3 იანვარს ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა Chang’e-4-მა მთვარის შორეულ მხარეზე დაჯდომა განახორციელა. რამდენიმე დღეში რობოტ როვერმა და მისმა ლენდერმა მთვარის შორეულ მხარეზე ერთმანეთს ფოტოები გადაუღეს.

 

  1. გალაქტიკური კონკურენტი  

ფოტოზე, რომელიც „ჰაბლის“ ტელესკოპმა გადაიღო, აღბეჭდილია გალაქტიკა სახელად NGC 772, რომელიც დედამიწიდან 130 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. NGC 772-ს ბევრი საერთო აქვს ჩვენს გალაქტიკასთან – „ირმის ნახტომთან.“  მაგალითად, ორივე მათგანს პატარა თანამგზავრი გაალქტიკები ჰყავთ, რომლებიც მშობლიურ გალაქტიკასთან ახლოს ორბიტაზე მოძრაობენ.

თუმცა, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა. მაგალითად, NGC 772 არ აქვს  ცენტრში მბრუნავი ბარის სტრუქტურა, რომელიც ვარსკვლავებისა და გაზისაგან შედგება.

წყარო : BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა ეგზოტიკური ფორმის ვარსკვლავები აღმოაჩინეს

ესპანელმა და პორტუგალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორიული მეთოდი და ბოზონის ვარსკვლავების ახალი სახეობა აღმომჩინეს, ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Phys.org წერს.  

ვარსკვლავები შედგება ბოზონის ფერმიონებისგან. ასეთ ვარსკვლავებს აქვთ ბაგელის ფორმა და სწრაფად იფანტებან. ბოზონის ნაწილაკებს არ შეუძლიათ ერთიდაიგივე კვანტურ მდგომარეობაში ყოფნა. ეს განასხვავებს მას ფერმიონებისგან (მაგალითად ელექტრონები), რომელთა მიმართაც მოქმედებს პაულის აკრძალვის პრინციპი.

ფერმიონებისგან ძირითადად მატერია შედგება, თუმცა ზოგიერთი ბოზონი, მაგალითად ფოტონებს აქვთ ურთიერთქმედების ფუნქცია. ამავდროულად, ითვლება, რომ ბნელი მატერია შეიძლება შედგებოდეს ულტრაიისფერი ნაწილაკებისგან, რომლებიც ასევე ბოზონები არიან.

ბოზონების ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფმა თვისებამ ჰიპოთეტურად შეუძლია გამოიწვიოს მაკროსკოპული ობიექტების და კიდევ ეგზოტიკური ვარსკვლავების გამოჩენა. ახალ ნამუშევარში ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს, შეიძლება თუ არა მბრუნავი ბოზონიური ვარსკვლავები სტაბილური იყოს. ამისათვის მათ გამოიყენეს რიცხვითი მოდელი და აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია გაითვალისწინეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სკალარის ვარსკვლავებს აქვთ ტოროუსის ფორმა, ხოლო ვექტორიანები სფერული ხასიათისაა. ამ შემთხვევაში, ტოროიდული ვარსკვლავები არასტაბილურია და ნაწილებად იშლება შავი ხვრელის შესაძლო ფორმირებით.

მომავალში, ფიზიკოსები გეგმავენ გაარკვიონ, ყოველთვის არის თუ არა სკალარული ვარსკვლავები არასტაბილური ან ეს დამოკიდებულია თუ არა ბნელი მატერიის ნაწილაკების თვისებებზე, რომელთაგანაც ისინი შედგება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

Boeing-მა კოსმოსური ტაქსები დატესტა

კომპანია Boeing-მაუპილოტო კაფსულაCST-100 Starliner-ი დატესტა, რომლის საშუალებითაც ის დედამიწიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და პირიქით ასტრონავტების გადაყვანას აპირებს.

თუმცა, ამ ერთი მხრივ წარმატებული ტესტის განხორციელებისას, გაუთვალისწინებელი ინციდენტი მოხდა. ე.წ. padabort ტესტის დროს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ეკიპაჟის უსაფრთხოდ დაშვების სიმულაციას წარმოადგენს, სამი პარაშუტიდან ერთ-ერთი არ გაიშალა.

კომპანიაში პარაშუტის გაუშლელობის მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ პირველი მცდელობის ფონზე სამიდან ორი პარაშუტის გაშლა კარგი შედეგია და რომ ცდამ, საერთო ჯამში, წარმატებით ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ NASA-მ Boeing-თან და ელონ მასკის SpaceX-თან რაკეტა-კაფსულის გამშვები სისტემის ასაგებად კონტრაქტი გააფორმა. პროექტის მიზანი 2011 წელს NASA-ს კოსმოსური შატლის პროგრამის დასრულების შემდეგ პირველად ორბიტაზე მოძრავ ლაბორატორიაზე ამერიკელების დაბრუნებაა.

SpaceX-ი Crew Dragon-ის პირველი პილოტირებული საცდელი ფრენის განხორციელებას მომავალი წლის პირველ მეოთხედში აპირებს. უპილოტო ფრენის ტესტი კი კომპანიამ მიმდინარე წლის მარტში განახორციელა.

წყარო : reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მასობრივი აფეთქება „ირმის ნახტომის“ ცენტრში 3,5 მილიონი წლის წინ მოხდა

ჩვენს გალაქტიკაზე, ე.წ. „ირმის ნახტომზე“, კატასტროფული აფეთქება დაახლოებით 3,5 მილიონი წლის წინ მოხდა, – ამის შესახებ ავსტრალიელი ასტრონავტები აცხადებენ.

მათი განმარტებით, აფეთქება გალაქტიკის ცენტში, სუპერ მასიური შავი ხვრელის მახლობლად მოხდა.

მეცნიერების მტკიცებით, აღმოჩენამ, რომელიც ამტკიცებს, რომ „ირმის ნახტომის“ ცენტრი უფრო დინამიური იყო, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ, შესაძლოა ჩვენი გალაქტიკის ევოლუციის შესახებ ახალი ინტერპრეტაციები გააჩინოს.

„ეს შედეგები დრამატულად ცვლის ჩვენს წარმოდგენას „ირმის ნახტომის“ შესახებ. ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ჩვენი გალაქტიკა პასიურია და მისი ცენტრი არცთუ ისე კაშკაშაა,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევა ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ „ჰაბლის“ კოსმოსური ტელესკოპით მიღებული მონაცემები გააანალიზეს და მასობრივი აფეთქების თარიღი გამოთვალეს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ბრიტანელი მეცნიერები ექსპერიმენტულ მარსმავალზე მუშაობენ

ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგიის გამოცდა დაიწყეს, რომელმაც, შესაძლოა, მარსიდან დედამიწაზე ნიმუშები ჩამოიტანოს. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება მავალს, რომელიც წითელ პლანეტაზე, პატარა კლდოვანი ფრაგმენტების ამოცნობას და მათ შეგროვებას შეძლებს. კვლევითი ჯგუფის მიზანია, მასშტაბურ  პროექტს შეუერთდნენ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის კოსმოსური სააგენტოები ერთობლივად ახორციელებენ.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, ნიმუშების ლაბორატორიაში შესწავლა საუკეთესო გზაა, რათა სპეციალისტებმა მარსზე სიცოცხლის არსებობის დადასტურება შეძლონ. პროექტის წარმატების შემთხვევაში, ტექნოლოგია შესაძლოა, ინტეგრირდეს მისიაში, რომლის გაშვებაც 2026 წლისათვის იგეგმება.

ამჟამად, მეცნიერები სპეციალურ ლაბორატორიაში ტექნოლოგიის პროტოტიპის  „წვრთნის“ პროცესში არიან. წითელი პლანეტის ზედაპირის მსგავსად მოწყობილ სიმულაციურ გარემოში, რობოტის პრტოტოტიპი ობიექტების ამოცნობას და მათ შეგროვებას სწავლობს. კვლევითი ჯგუფის სპეციალისტების განცხადებით, პროექტის საბოლოო მზიანია, მარსმავალმა ადამიანის ჩარევის გარეშე, სრულყოფილად შეძლოს მისიის შესრულება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 27 28 29 30 31 54
Page 29 of 54