close
ასტრონომია - კოსმოსი

პირველი სამოქალაქო მისია კოსმოსში

SpaceX-ის მისია Inspiration 4 არის პირველი სრულად სამოქალაქო მისია კოსმოსში და ასევე პირველი, რომლის ძირითადი მიზანი არ იქნება კოსმოსური სადგურის მონახულება. მისია განხორციელდება შემოდგომაზე. იგი მხოლოდ სამოქალაქო პირებით იქნება დაკომპლექტებული და ისინი დედამიწის ორბიტაზე 3 დღეს გაატარებენ.

უკვე ცნობილია ოთხკაციანი ეკიპაჟის წევრების ვინაობა. ათასობით განცხადებიდან “ოქროს ბილეთი” მხოლოდ ოთხს ერგო. მასწავლებელი, ბიზნესმენი, ექიმის თანაშემწე და ინჟინერი მონაწილეობას მიიღებენ პირველ სამოქალაქო მისიაში, რომელიც ასევე მიზნად ისახავს ქველმოქმედებას. განმცხადებლები  კვლევითი საავადმყოფოსთვის რიცხავდნენ თანხას, რომ დაეხმარონ მათ ბავშვთა კიბოსა და სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების სამკურნალო საშუალებების მოძიებაში. მისიის მეოთხე წევრი სწორედ ამ კლინიკის წარმომადგენელია.

ფრენის დაწყება დაგეგმილია 15 სექტემბერს და დასრულდება 18 სექტემბერს. კოსმოსური ხომალდი დაბრუნდება ატლანტის ოკეანეში. ეკიპაჟის წევრები, ბუნებრივია, გაივლიან სპეციალურ კურსს საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნისათვის, ასევე ტრენინგებსა და მისიის სიმულაციებს.

Inspiration 4-ის ინიციატივა ეკუთვნის ჯერედ ისააკმანს, რომელიც ამავდროულად უხელმძღვანელებს მისიას.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0