close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

ნასამ მთვარეზე გასამგზავრებელი ხომალდის ასაგებად სამი კომპანია შეარჩია

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველომ (ნასა) მთვარეზე გასამგზავრებელი სპეციალური სისტემების ასაგებად კომპანიები : SpaceX-ი, Blue Origin-ი და Dynetic-ი აირჩია.

ნასა აღნიშნულ კომპანიებს 967 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, რასაც ისინი 2024 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტების წასაყვანად განკუთვნილი სისტემების ასაგებად გამოიყენებენ.

ნასა-ს წარმომადგენლის, ლიზა უატსონ-მორგანის, განმარტებით, მათ სამი კომპანიის არჩევით თავი დაიზღვიეს იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე მათგანი შეთავაზებულ პროექტს ვერ განახორციელებს.

შარშან, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა მთვარის ხომალდის – Blue Moon-ის- დიზაინი წარადგინა, რომლის მთვარეზე გაგზავნას საკუთარი სიმძიმეების გადაზიდვის უნარის მქონე რაკეტით, New Glenn-ით, აპირებს.

ილონ მასკის SpaceX-ი კი კოსმოსურ სისტემა Starship-ს ააგებს, რომლითაც მთვარეზე 100 მეტრული ტონა ტვირთის გადატანა იქნება შესაძლებელი.

ნასა-ს მიერ არჩეული მესამე კომპანია Dynetics-ი კი მთვარეზე გასამგზავრებლად სისტემა Vulcan-ს შექმნის.

ხომალდის  საკუთარი კონცეფცია ნასა-ს კომპანია Boeing-მაც შესთავაზა, თუმცა ის არჩეულ კომპანიებს შორის ვერ მოხვდა.

 

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

სასტუმრო ღია კოსმოსში

მზად ხართ გაატაროთ დასვენების დღეები კოსმოსში? ჯერჯერობით, ამ თემაზე ყველაზე სწორი კითხვაა: ეს უკვე შესაძლებელია? – წერს BBC.

2018 წლის აპრილში, კონფერენციაზე Space 2.0 , რომელიც სან-ხოსეში (კალიფორნიაში) ჩატარდა, გაირკვა რომ Aurora Station -ი ორბიტაზე მსოფლიოში პირველი სასტუმრო გახდებოდა.

Aurora Station -ის სტუმრები იცხოვრებენ დიდი სივრცის მქონე ოთახში და 12 დღის განმავლობაში დედამიწის ხედებით დატკბებიან. ასევე ნახავენ ისეთ ატმოსფერულ მოვლენას, როგორიცაა ჩრდილოეთის ნათება.

Aurora Station -ის ორბიტაზე გაშვება 2022 წელს იგეგმება. ყველაზე იაფი ბილეთის ფასი ერთ პერსონაზე 9,5 მილიონი დოლარია.

როგორც კომპანია Orion Span-ის წარმომადგენლები აცხადებენ, უკვე მსურველების ვრცელი რიგი დგას. ამ დროისათვის ადგილები 7 თვის განმავლობაში წინასწარ არის დაჯავშნილი.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

17 წლის სტაჟიორი NASA-ს პლანეტის აღმოჩენაში დაეხმარა

17 წლის ვულფ ცუკიერმა NASA-ში სტაჟირების მესამე დღეს აღმოაჩინა პლანეტა, რომელიც ორ ვარსკვლავს ირგვლივ ბრუნავს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უფროსი კლასების მოსწავლე სტაჟირებას ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში, მერილენდში გადიოდა. მას ტელესკოპ TESS-ის მონაცემების შესწავლა დაავალეს. მასალებთან მუშაობის მესამე დღეს ცუკიერმა ეკზოპლანეტა TOI 1338 b აღმოაჩინა. ეს ტელესკოპის მიერ ნაპოვნი პირველი პლანეტაა ბინარულ სისტემაში.

პლანეტა დედამიწაზე 6.9-ჯერ მძიმეა, მზის სისტემიდან 1 300 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ვულფ ცუკიერი პლანეტის შესახებ სამეცნიერო სტატიის თანაავტორი გახდა. ნაშრომზე მასთან ერთად გოდდარდის ცენტრის, სან-დიეგოს და ჩიკაგოს უნივერსიტეტების სპეციალისტები მუშაობდნენ.

ახალ პლანეტას სახელწოდება ჯერ არ შეურჩიეს, თუმცა თავად ცუკიერი მას ტატუინს ეძახის – „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთი პლანეტის საპატივცემულოდ, რომელიც ასევე ორ მზეს ირგვლივ ბრუნავს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა იუპიტერის ყველაზე მკაფიო ფოტო გადაიღეს

ასტრონომებმა იუპიტერის ახალი ფოტო შექმნეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინფრაწითელ დიაპაზონში სურათი ჰავაიზე არსებულმა ტელესკოპმა​ Gemini North გადაიღო. ეს დედამიწიდან გადაღებული პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო გამოსახულებაა. მაღალი ხარიხის მისაღებად მეცნიერება გამოიყენეს მეთოდი სახელწოდებით „იღბლიანი გამოსახულება“, რომელიც დედამიწის ატმოსფეროთი გამოწვეულ ხარვეზებს ანეიტრალებს.

სპეციალისტები ობიექტის რამდენიმე სურათს იღებენ, თუმცა ინახება მხოლოდ ის ფოტოები, რომლებზეც ატმოსფეროს გავლენა მინიმალურ დონეზეა. შემდეგ კი ყველა „იღბლიანი“ კადრის მოზაიკის აწყობით ობიექტის მაქსიმალურად მკაფიო გამოსახულებას იღებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ქრისტის აუქციონზე 2,5 მილიონ აშშ დოლარად შეფასებულ მთვარის მეტეორიტს გაყიდიან

ქრისტის აუქციონზე მთვარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტეორიტი გაიყიდება.
მეტეორიტის წონა 13,5 კილოგრამია და მისი საწყისი ფასი დაახლოებით 2,5 მილიონი აშშ დოლარია.
მეტეორიტი, რომლის სამეცნიერო სახელწოდება NWA 12691-ია, სიდიდით მეხუთე ადგილზე დგას დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ მთვარის მეტეორიტებებს შორის.
„შეგრძნება, რომ ხელში სხვა სამყაროს ნაწილი გიჭირავს, განუმეორებელია და არასდროს დაგავიწყდება,“- აცხადებს ქრისტის აუქციონის მეცნიერებისა და ბუნების განყოფილების ხელმძღვანელი ჯეიმს ჰისლოპი. მისივე თქმით, მეტეორიტები დედამიწაზე ძალიან იშვიათ ობიექტებს წარმოადგენენ, ვინაიდან მთვარიდან ჩვენს პლანეტაზე მხოლოდ 1000-დან 1 მეტეორიტი აღწევს.
მეტეორიტი საჰარას უდაბნოში ანონიმურმა პიროვნებამ აღმოაჩინა. მეცნიერებმა ის აპოლოს მისიის ფარგლებში მთვარიდან ჩამოტანილ ნიმუშებს შეადარეს და ამ გზით მისი წარმოშობა დაადგინეს.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა :  თამარ ტაბტაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დღეს დედამიწას “პირბადიანი ასტეროიდი” ჩაუფრენს

ასტეროიდი, ცნობილი როგორც (52768) 1998 OR2 დღეს, 29 აპრილს დედამიწას ჩაუფრენს. მეცნიერთა თქმით იგი საფრთხეს არ წარმოადგენს. ასტეროიდი დედამიწას დააახლოებით 70 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება — მთვარეზე 16-ჯერ უფრო შორს.

პუერტო-რიკოში მდებარე არეშიბოს ობსერვატორია ასტეროიდს მას შემდეგ აკვირდებოდა, რაც NASA-მ იგი 1998 წელს პირველად შენიშნა. მის გარშემო არსებული მტვრისა და ნამტვრევების გამო მას ხშირად “ნიღბიან” ასტეროიდსაც ამსგავსებენ.

ასტეროიდი პოტენციურად საშიშ ობიექტად (PHO) არის კლასიფიცირებული, რადგან იგი 140 მეტრზე დიდია და დედამიწის ორბიტას დაახლოებით რვა მილიონ კილომეტრზე მოუახლოვდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ არცერთი ცნობილი PHO ამჟამად დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

“რადარის მეშვეობით ჩვენ უფრო ზუსტად ვიცით მომავალში ასტეროიდი სად იქნება. მაგალითად, 2079 წელს ასტეროიდი დედამიწას 3,5-ჯერ უფრო ახლოს ჩაუვლის, ვიდრე ეს წელს მოხდება”, — განაცხადა პროფესორმა ენ ვირკიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა იუპიტერთან სხვა ვარსკვლავურ სისტემაში წარმოქმნილი ასტეროიდები აღმოაჩინეს

ასტრონომებმა იუპიტერსა და ნეპტუნს შორის სხვა ვარსკვლავის სისტემაში წარმოქმნილი ასტეროიდები აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით,

19 ციური ობიექტი, როგორც მინიმუმ 4,5 მილიარდი წლის არის. სავარაუდოდ მზის სისტემამ ისინი თავისი ფორმირების პროცესში მიიზიდა, რადგან იმ პერიოდში ვარსკვლავებს შორის მანძილი გაცილებით მცირე იყო. აღმოჩენა ბრაზილიელმა და ფრანგმა მეცნიერებმა გააკეთეს.

ასტეროიდები მზის ირგვლივ ე.წ. კენტავრებთან ერთად მოძრაობენ. ასტრონომები კენტავრებს იმ ობიექტებს ეძახიან, რომლებსაც როგორც ასტეროიდებისთვის, ასევე კომეტებისთვის დამახასიათებელი თვისებები ახასიათებს. კენტავრები საკმაოდ უცნაურად მოძრაობენ, ამიტომ მეცნიერებმა მათი ორბიტების დაზუსტება გადაწყვიტეს. კვლევამ დაადგინა, რომ 19 ასტეროიდის არსებული ორბიტის ახსნა მხოლოდ იმ ფაქტს შეუძლია, რომ მზის სისტემის ფორმირების დროს ისინი სხვა ვარსკვლავების ირგვლივ მოძრაობდნენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნასა – დედამიწას 1.5 კილომეტრის დიამეტრის ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას 1.5 კილომეტრის დიამეტრის ასტეროიდი უახლოვდება. ასტეროიდი 1998 OR2-ი პირველად 1998 წელს დააფიქსირეს და ამ დროიდან პოტენციურად საშიშ ციურ სხეულად მიიჩნევა, რადგან ის პერიოდულად უახლოვდება დედამიწის ორბიტას.

ნასას ინფორმაციით, 29 აპრილს ასტეროიდი დედამიწას მიუახლოვდება, თუმცა პლანეტას საფრთხე არ ემუქრება.

„ის დედამიწიდან 6.2 მილიონ კილომეტრზე ჩაივლის“, – აცხადებენ ნასაში.

ასტეროიდის დაფიქსირება პუერტო რიკოში მდებარე ობსერვატორიის ასტრონომებმა შეძლეს. მათ ხუმრობით ივარაუდეს, რომ ასტეროიდმა იცის პანდემიის შესახებ, „დამცავი პირბადე აქვს“ და ამის გამო მეცნიერებმა ციური სხეულის მათთვის საინტერესო ნაწილის დათვალიერება ვერ შეძლეს.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ამჯერად ასტეროიდი დედამიწას არ ემუქრება, თუმცა მომავალში შესაძლოა, უფრო მიუახლოვდეს ჩვენს პლანეტას.

„2079 წელს ასტეროიდი დედამიწას 3.5-ჯერ უფრო ახლოს ჩაუვლის, ამიტომ მისი ზუსტი ორბიტის ცოდნა მნიშვნელოვანია“,- განაცხადეს ასტრონომებმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს თანამშრომლები მარსმავალ Curiosity-ს სახლებიდან მართავენ

„ასრულდა ჩემი ოცნება, – მარსმავალს საკუთარი კომპიუტერიდან მარსმავალს ვმართავ“, – ასე ხუმრობს NASA-ს ერთ-ერთი თანამშრომელი. ამის შესახებ Techcult წერს.

კორონავირუსის პრევენციის გამო აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველომ თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა.

„მარსზე არ არის პანდემია და Curiosity-ის მისია ვერ მოიცდის, ვიდრე დედამიწაზე ვირუსია“, – აცხადებენ NASA-ს თანამშრომლები.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პანდემიის პირობებში NASA-მ საერთასორისო კოსმოსურ სადგურზე 3 ასტრონავტი გაუშვა. BBC-ის ცნობით, მისია ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ განხორციელდა. მისია წარმატებით შედგა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩერნობილთან ტყის ხანძრის გამო კიევი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად იქცა

უკრაინის დედაქალაქი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქი გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საერთაშორისო პორტალ iqair-ზე დაყრდნობით წერს, რომელიც ჰაერის დაბინძრებას რეალურ დროში აფიქსირებს.

არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის შედეგად წამოსული კვამლი გახდა, რომელმაც კიევი სმოგით დაფარა. კიევში ჰაერის დაბინძურების ინდექსი 246 პუნქტს შეადგენს, მაშინ როცა ნორმა 50 პუნქტია. ამასთან, ქალაქის ჩრდილოეთით ეს მაჩვენებელი 318-მდე გაიზარდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 25 26 27 28 29 54
Page 27 of 54