close
ასტრონომია - კოსმოსი

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ნასაში ასტრონავტების ტრენინგისთვის პირველი ქალი გაგზავნა

არაბთა გაერთიანებული საამიროები აშშ-ში, „ნასას კანდიდატ ასტრონავტთა კლასში“ ტრენინგის გასავლელად პირველ ქალს აგზავნის.

27 წლის ნორა ალ-მატროოში მანქანათმშენებლობის კურსდამთავრებულია, რომელიც ამჟამად აბუ დაბის ნავთობის სამშენებლო კომპანიაში მუშაობს.

დუბაის მუჰამედ ბინ რაშიდის სახელობის კოსმოსური ცენტრის  (MBRSC) ინფორმაციით, ნორა ალ-მატროოში ერთ-ერთი იყო 4 300 აპლიკანტს შორის, რომელთა  სამეცნიერო შესაძლებლობები, განათლება და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მდგომარეობა შეაფასეს.

ნორა ალ-მატროოშთან ერთად აშშ-ში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კიდევ ერთი პირი მოჰამედ ალ-მოლა გაემგზავრება.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ეროვნული კოსმოსური პროგრამა 2017 წელს აამოქმედა. ქვეყანა კოსმოსურ პროგრამას საკუთარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებისა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებისთვის იყენებს.

მიმდინარე წლის თებერვალში არაბთა გაერთიანებული საამიროების ზონდმა პლანეტა მარსის ორბიტას მიაღწია. ქვეყანა 2024 წლისთვის მთვარემავალის გაშვებას გეგმავს.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0