close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

ნასაში აცხადებენ, რომ მთვარეზე აღმოჩენილი წყალი იქ ბაზის შექმნას შეუწყობს ხელს

აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ მთვარეზე აღმოჩენილი წყალი ნასას დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაგეგმილი მისიების განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ვინაიდან ეს აჩენს შესაძლებლობას, რომ ორგანიზაციამ მთვარეზე ბაზა შექმნას.

მთვარეზე წყლის აღმოჩენის უკანასკნელი ფაქტი იმითაა უნიკალური, რომ განსხვავებით წინა აღმოჩენებისგან, როდესაც წყალს მთვარის მუდმივად ბნელ ნაწილში აფიქსირებდნენ, ამ შემთხვევაში წყლის მოლეკულები მთვარის ზედაპირის განათებულ ნაწილში აღმოაჩინეს.

„ის, თუ სად უნდა განთავსდეს მთვარის ბაზა, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის მასზე წყალი,“- განაცხადა მილტონ კეინსის ღია უნივერსიტეტის პლანეტების პროფესორმა ჰანა სარჯენთმა.

აღსანიშნავია, რომ ნასა მთვარეზე ადამიანების გაგზავნას 2024 წელს აპირებს. მისიის მიზანი მომავალი, უფრო დიდი მისიისთვის მომზადებაა, რომელიც 2030 წლისთვის მარსზე ადამიანების გაგზავნას ითვალისწინებს.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ნასა-ს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე წლის წინ მთვარეზე დაფიქსირებული ქიმიური ნიშანი ერთმნიშვნელოვნად H2O-ია. მონაცემების შეგროვება ინფრაწითელი ატმოსფეროს სტრატოსფერული ობსერვატორიის (SOFIA) გამოყენებით განხორციელდა.

bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მთვარის მზით განათებულ ზედაპირზე წყალი აღმოაჩინეს – NASA

მთვარის მზით განათებულ ზედაპირზე წყალი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნასამ”, 26 ოქტომბერს გაავრცელა. აღნიშნული აღმოჩენა ნიშნავს, რომ წყალი არის მთვარის მთელ ზედაპირზე და არამხოლოდ მის ცივ, მზით გაუნათებელ ნაწილში.

“ნასას” ინფორამციით, NASA SOFIA-მ (Stratospheric Observatory for Infrared Astronomy) წყალი აღმოაჩინა კლავიუსის კრატერში, რომელიც მთვარეზე დედამიწიდან ხილული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრატერია. მთვარზე დაკვირვებების შედეგად, მანამდე გარკვეული სახის წყალბადი აღმოაჩინეს, თუმცა მეცნიერებმა ვერ შეძლეს იმის დადგენა, ეს იყო წყალი თუ მისი ქიმიური ნათესავი ჰიდროქსილი.

“ჩვენ გქვონდა ნიშნები, რომ HO2 შესაძლოა მთვარის შედარებით ჩრდილოვან ადგილებში ყოფილიყო. ახლა კი ვიცით, რომ ეს ნამდვილად წყალია. ეს აღმოჩენა გამოწვევას წარმოადგენს მთვარის ზედაპირის მიმართ აქამდე არსებული ჩვენი აღქმისთვის და ზრდის ღრმა სივრცის შესასწავლად არსებულ ინტრიგას”, – განაცხადა მეცნიერმა, პოლ ჰერცმა.

“ნასას” ინფორმაციით, მიუხედავად მცირე რაოდენობის წყლის აღმოჩენისა, ეს სიახლე აჩენს ახალ კითხვებს წყლის წარმოშობასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოიქმნება ის უჰაერო მთვარის ზედაპირზე.

მთვარეზე წყლის არსებობის შესასწავლად “ნასა” 2024 წელს თანამგზავრზე მისიის გაგზავნას გეგმავს.

მთვარეზე პირველი ექსპედიციის შემდეგ არსებობდა მოსაზრება, რომ ის სრულად მშრალი იყო. ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებული მისიების შედეგად კი მეცნიერებმა მთვარეზე წყლის არსებობის გარკვეული ნიშნები აღმოაჩინეს, მათ შორის, ყინულის ნაწილაკებიც. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე მისიები დარწმუნებით ვერ ამბობდნენ, ეს იყო H2O თუ OH.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA- ს ზონდის მიერ ასტეროიდზე შეგროვებული ნიმუშები შესაძლოა დაიკარგოს

NASA- ს ზონდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედამიწიდან 320 მილიონი კილომეტრის დაშორებით მდებარე ასტეროიდ „ბენუზე“ ქანებისა და მტვრის ნიმუშების შესაგროვებლად დაეშვა, იმდენი ნიმუშის შეგროვება შეძლო, რომ ნაწილი სპეციალური კონტეინერიდან იყრება.

NASA- ში აცხადებენ, რომ Osiris-Rex-ის ზონდის მიერ  ნიმუშების შეგროვების ოპერაციამ, როგორც ჩანს, ძალიან წარმატებულად ჩაიარა, თუმცა, გაჩნდა ნიმუშების დაკარგვის საშიშროება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დედამიწაზე გამოგზავნილ სურათებში ჩანს, რომ კონტეინერის კარი ღიაა და ნიმუშის ნაწილი იყრება.

”ჩანს, რომ შეგროვებული ნიმუშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია”, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა დანტე ლაურეტამ. მისი განმარტებით, ზონდმა დაახლოებით 400 გრამი ნიმუში შეაგროვა.

კონტეინერი კოსმოსურ ხომალდში უნდა მოათავსონ. NASA- ში აცხადებენ, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე და უსაფრთხოდ უნდა განხორციელდეს.

ცნობისათვის, ოთხწლიანი მოგზაურობის შემდეგ NASA-ს კოსმოსური ზონდი Osiris-Rex-ი დედამიწიდან 320 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე რამდენიმე დღის წინ დაეშვა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მისიის შედეგად მოპოვებული ნიმუშების შესწავლით ნათელი მოეფინება იმას, თუ როგორ გაჩნდა მზის სისტემა 4.5 მილიარდი წლის წინ. კოსმოსური ხომალდი, რომლითაც ნიმუშები დედამიწაზე უნდა ჩამოვიდეს, ჩვენს პლანეტაზე 2023 წელს დაბრუნდება.

ბენუ ნახშირბადოვანი ასტეროიდია, რაც ნიშნავს, რომ მან შეინარჩუნა ის ქიმიური აგებულება და ქანები, რომელიც იყო 4.5 მილიარდი წლის წინ, როდესაც მზის სისტემა ჩამოყალიბდა.

წყარო : BBC 

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა მარსის ზედაპირის ქვეშ ტბების სისტემა აღმოაჩინეს

იტალიელმა მეცნიერებმა მარსის ერთ-ერთ პოლუსზე 4 ტბისგან შემდგარი სისტემა აღმოაჩინეს, რომლებშიც თხევადი წყალია. ტბების პლანეტის ზედაპირის ქვეშ მდებარეობს. სტატიას ამის შესახებ ჟურნალში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

კვლევა სპეციალისტების იმავე ჯგუფმა ჩაატარა, რომელმაც 2018 წლის ივლისში წითელ პლანეტაზე მიწისქვეშა ტბის არსებობის შესახებ განაცხადეს. აღმოჩენა მარსის რადიოზონდირების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად გაკეთდა. ეს პროცესი აპარატმა MARSIS შეასრულა, რომელიც ორბიტალურ სადგურზე Mars Expres-ა განთავსებული. მაშინ მეცნიერებმა 2012-2015 წლებში 29 დაკვირვების შედეგით იხელმძღვანელეს, რაც ბევრ სპეციალისტისთვის საკმარისი არ იყო. ახალ ნამუშევარში კი იტალიელმა სპეციალისტებმა 2010-2019 წლებში გაკეთებული 134 დაკვირვება გამოიყენეს. მათ 2018 წელს აღმოჩენილი ტბის არსებობა დაადასტურეს და კიდევ 3 ახალი ტბა იპოვეს.

სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ ტბები ერთიან სისტემას ქმნიან. მათი საერთო ფართობი 75 ათასი კვადრატული კილომეტრია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წყალი ტბებში ძალიან მარილიანია – ტემპერატურისა და წნევის გათვალისწინებით სხვა შემთხვევაში ის თხევად მდგომარეობას ვერ შეინარჩუნებდა და გაიყინებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

მას შემდეგ, რაც ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს, რუსეთში ამბობენ, რომ ეს პლანეტა “რუსულია”

მას შემდეგ, რაც ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს, რუსეთში ფიქრობენ, რომ ის არც მეტი, არც ნაკლები რუსული პლანეტაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ როსკოსმოსის ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა განაცხადა.

როგოზინის მტკიცებით, რუსები იყვნენ პირველები, ვინც ამ პლანეტის შესწავლა დაიწყეს და “მართალია ვენერაზე ჯოჯოხეთია”, “მაგრამ მაინც მათია”. ამავდროულად, როგოზინი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ასტრონომებმა ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს.

როგოზინმა აღნიშნა, რომ ვენერას შესასწავლი ექსპედიცია, Venera-D, აშშ-სთან ერთად 2027-2029 წლებში ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ახლა ფიქრობენ, დამოუკიდებელი რუსული ექსპედიცია უფრო ადრე, 2021-2030 წლებში გაუშვან, იმ არგუმენტით, რომ ვენერა “მაინც რუსული პლანეტაა”.

მეცნიერთა გუნდის თქმით, მათ ვენერას მჟავურ ღრუბლებში აღმოაჩინეს აირი, სახელად ფოსფინი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ პლანეტაზე მიკრობები შეიძლება არსებობდნენ.

მკვლევრებს თავად სიცოცხლის ფორმებისთვის არ მიუგნიათ, თუმცა საქმე ისაა, რომ ფოსფინი დედამიწაზე იმ ბაქტერიისგან წარმოიქმნება, რომელიც უჟანგბადო გარემოში არსებობს. ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა ეს ნაერთი პირველად ჰავაიში მდებარე ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპით შენიშნა, შემდეგ კი აღმოჩენა ჩილეში მდებარე ატაკამას რადიო ტელესკოპით გადაამოწმა.

ფოსფინი — ფოსფორის ატომი, რომელზეც წყალბადის სამი ატომია მიერთებული — ადამიანებისთვის ძალიან მომწამვლელია.

მკვლევართა თქმით, მათ ვენერას ღრუბლებში ფოსფინის კონცენტრაციის არსებობის ამხსნელი არაბიოლოგიური წყაროები — ვულკანური მოვლენა, მეტეორიტები, ელვა და სხვადასხვა ქიმიური რეაქცია — გააანალიზეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა დამაჯერებელი.

კვლევა ახლაც მიმდინარეობს, რათა მეცნიერებმა ან სიცოცხლის არსებობის დადასტურება შეძლონ, ან ალტერნატიულ ახსნამდე მივიდნენ.

წყარო : on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ვენერაზე მეცნიერებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს

ასტრონავტები აცხადებენ, რომ პლანეტა ვენერას ატმოსფეროს ზედა ფენებში ფოსფინის(PH3) კვალი აღმოაჩინეს. ეს ნაერთი ცოცხალი ორგანიზმების არსებობის ნაყოფია. მეცნიერებისთვის ამ დრომდე უცნობია ამ აირის სხვა წყაროები. დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნების არსებობაზე სტატიას Live Science აქვეყნებს.

ფოსფინი რადიოტელესკოპმა ALMA-მ (Atacama Large Millimeter Array) დააფიქსირა.

მომწამვლელი აირი ასევე გვხვდება ატმოსფეროში დიდ ქარხნებში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად. თუმცა ვენერაზე მსგავსი პროცესები ვერ განვითარდებოდა, ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმები არსებობენ და ფოსფინი უცნობი ქიმიური რეაქციის შედაგად გამომუშავდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს ასტრონავტები SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით დედამიწაზე დაბრუნდნენ

NASA-ს ასტრონავტები SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით, Crew Dragon-ით, 2-თვიანი მისიის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდნენ.

რობერტ ბენკენმა და დაგლას ჰერლიმ ხომალდი ფლორიდის სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში წარმატებით დასვეს.

ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 45 წლის განმავლობაში, როცა ამერიკელი ასტრონავტები ოკეანეში საკუთარი კოსმოსური ხომალდით დაეშვნენ. სპეციალისტების თქმით, ეს ამერიკელი კოსმოსური პროგრამის ახალი ეპოქის დასაწყისია.

30 მაისს კომპანია SpaceX-მა ასტრონავტები კოსმოსში საკუთარი ხომალდოთ, Crew Dragon-ით, გააგზავნა. ეს პირველი შემთხვევა იყო ისტორიაში, როცა ფრენა კერძო კომპანიამ განახორციელა.

ფაქტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, რომელიც 2 თვის წინ ხომალდის გაშვებას პროცესს პირადად დაესწრო.

„დიდი მადლობა ყველას. დიდებულია, რომ NASA-ს ასტრონავტები 2-თვიანი წარმატებული მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ,“- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსის მისიის ფარგლებში კოსმოსში ორბიტერი გაუშვა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსზე პირველი, 2 -წლიანი მისია დაიწყო.

კოსმოსურმა ხომალდმა Hope-მა, რომელიც იაპონიის ტანეგაშიმას კოსმუსური ცენტრიდან რაკეტა H2-A-ის საშუალებით გაუშვეს, დანიშნულების ადგილს 2021 წლის თებერვალში უნდა მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ ორწლიანი მისიის ფარგლებში „წითელი პლანეტის“ ატმოსფეროსა და კლიმატის შესახებ მონაცემების შეგროვება განხორციელდება.

მარსის მისიის ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია.

მისიის განხორციელების შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ პირველად 2014 წელს განაცხადა, 2017 წელს კი ქვეყანამ „ეროვნული კოსმოსური პროგრამა“ დაიწყო.

ამჟამად არსებობს რვა აქტიური მისია, რომელიც მარსს იკვლევს. ჩინეთი და შეერთებული შტატები „წითელ პლანეტაზე“ წელს დამატებითი მისიების გაგზავნასაც გეგმავენ.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მარსზე აღმოჩენილი „ადამიანის ჩონჩხი“ – სიცოცხლის ნიშანი წითელ პლანეტაზე თუ პარეიდოლიის შედეგი?

რამდენიმე ტაბლოიდმა გაავრცელა მარსზე გადაღებული ფოტო, რომელზეც ზოგიერთი გამოცემის ინტერპრეტაციით, სავარაუდოდ, ადამიანის კიდური მოჩანს.

აღნიშნულ ფაქტს ნასა-ს პრესსპიკერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფოტო არც ახალი გადაღებულია და მასზე არც ადამიანის ძვალი მოჩანს.

კერძოდ, მისი განმარტებით, ფოტო მარს როვერმა Curiosity-მა MastCam-ის საშუალებით 2014 წლის 14 აგვისტოს გადაიღო და მასზე მარსის კლდე მოჩანს, რომელმაც ასეთი ფორმა ეროზიული პროცესის, ქარის ან წყლის შედეგად მიიღო.

„თუკი მარსზე ოდესმე სიცოცხლე არსებობდა, ეს იქნებოდა სიცოცხლის პატარა მარტივი ფორმა, რომელსაც მიკრობები ეწოდება. დიდი ალბათობით, მარსის ატმოსფეროში არასდროს იქნებოდა იმ რაოდენობის ჟანგბადი, რომელიც უფრო რთული ორგანიზმებისთვისაა საკმარისი,“- ნათქვამია ნასა-ს პრესპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექსპერტები განმარტავენ, რომ მარსზე გადაღებულ ამ ფოტოზე ადამიანის ჩონჩხის დანახვა პარეიდოლიის შედეგია. პარეიდოლია ფსიქოლოგიური ფენომენია, როდესაც ადამიანი სხვადასხვა საგანში იმ ნიმუშს ხედავს, რომელიც სინამდვილეში, არ არსებობს. პარეიდოლიაა მაგალითად, ღრუბლებში, ყავაში, ან თუნდაც კლდეზე ადამიანის სახის დანახვა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწა

NASA-ს ასტრონავტი ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში ჩავიდა

NASA-ს ყოფილი ასტრონავტი – კეტრინ სალივანი დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში – მარიანას ღრმულში დაეშვა. კეტრინი პირველი ამერიკელი ქალი ასტრონავტია, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა და ე.წ. Spacewalk შეასრულა და ამიერიდან, უკვე პირველი ქალი, რომელმაც მარიანას ღრმული მოინახულა. 68 წლის სალივანმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – ის პირველი ადამიანია, რომელიც კოსმოსში, შემდეგ კი პლანეტის ყველაზე ღრმა წერტილში იმყოფებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 24 25 26 27 28 54
Page 26 of 54