close
ასტრონომია - კოსმოსი

შავი ხვრელის უკანა მხრიდან მომავალი სინათლე დაფიქსირდა

მეცნიერებმა ივლისის თვეში პირველად დააფიქსირეს შავი ხვრელის უკნიდან მომავალი სინათლე,
რაც მათთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. თუმცა, აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია
ამას წინასწარმეტყველებდა და რომლის თანახმადაც, შავი ხვრელების უმძლავრესი გრავიტაციული
და მაგნიტური ველები სივრცის, ასევე სხივების გამრუდებას იწვევენ, მაგრამ არ არსებობდა
მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით.
სპეციალისტები დედამიწიდან 800 მილიონი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკის ცენტრში
არსებული შავი ხვრელის გარშემო ფორმირებულ გვირგვინს იკვლევდნენ, როდესაც სუსტი სხივები
შენიშნეს. ეს შავი ხვრელის უკნიდან მომავალი სინათლის ანარეკლი იყო.
ნებისმიერი სინათლე, რომელიც შავ ხვრელში ხვდება, უკან ვერ ბრუნდება, შესაბამისად, შავი
ხვრელის მიღმა ვერ უნდა ვხედავდეთ ვერაფერს, ამას ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის
ასტროფიზიკოსი დენ უილკინსი.
სტენფორდის ფიზიკის პროფესორი ასევე შენიშნავს, რომ 50 წლის წინ, როდესაც ასტროფიზიკოსები
მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა ემოქმედა მაგნიტურ ველს შავი ხვრელის
მიმდებარედ, ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათი თვალით დაკვირვებას შეძლებდნენ ერთ დღეს და
ფარდობითობის თეორიას მოქმედებაში მოყვანილს იხილავდნენ.

წყარო: edition.cnn.com

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response