close
ასტრონომია - კოსმოსი

ოზონის შრეში ანტარქტიდაზე დიდი ზომის ხვრელი გაჩნდა!

კოპერნიკის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ პოლუსის ზემოთ ოზონის შრის ხვრელი ანტარქტიდაზე დიდია. მკვლევრების თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა და ამჟამად გასულ წლებში არსებული ხვრელების 75%-ზე დიდია.

“აღნიშნული ხვრელი ძალიან ჰგავს წინა წლისას, რომელიც სექტემბრის დასაწყისამდე არაფრით გამოირჩეოდა. მოგვიანებით კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ხანგრძლივ ოზონის ხვრელად გადაიქცა. ხოლო ახალი მონაცემების საფუძველზე, წლევანდელი ხვრელი ჩვეულებრივზე ბევრად დიდია” – განმარტავს Copernicus-ის დირექტორი, ვინსენტ-ანრი პეუჩი.

საგულისხმოა, რომ ოზონის ფენა გადამწყვეტ როლს ასრულებს დედამიწის მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი კი საშიშია, როგორც ხმელეთის მცენარეებისა და ცხოველებისთვის ზიანის მიყენების წყარო. ასევე, აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს თანახმად, გაზრდილი ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანებში კანის კიბოსა და კატარაქტას წარმოქმნას უწყობს ხელს.

თუმცა წლების განმავლობაში, ქლორისა და ბრომის ატომების არსებობის გამო ოზონის მოლეკულები ამოიწურა. ყოველწლიურად, როდესაც ტემპერატურა სამხრეთ პოლუსზე იზრდება, ეს მავნე ატომები კიდევ უფრო ამცირებს ფენას – შედეგად, ოზონის ხვრელი ყოველწლიურად “იხსნება”.

მიუხედავად იმისა, რომ ხვრელი უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, კოპერნიკის მეცნიერების მიხედვით, ფენა გარემოსდაცვითი რეგულაციების გამოყენებით აღდგება. მათ შორისა 1987 წლის მონრეალის პროტოკოლი, რომელიც ქლორისა და ბრომის რეგულირებას ემსახურება. ასე რომ, მკვლევართა პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, ფენა 2060-იან ან 2070-იან წლებამდე სრულად აღდგება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response