close

მსოფლიო

ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

ერაყი ISIS-ის წინააღმდეგ ომს დასრულებულად აცხადებს

ერაყის პრემიერმინისტრის, ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ერაყის სამხედრო ნაწილებმა დაამარცხეს ე.წ ისლამური სახელმწიფო. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მანამდე, რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა სირიაში მოწინააღმდეგეების დამარცხების შესახებ.

ერაყის საჯარისო ნაწილებმა მოახერხეს ISIS-ის მფლობელობაში არსებული სირიის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიების გამოთავისეუფლება. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ერაყის პრემიერ-მინისტრი შემდეგ სტატუსს აქვეყნებს: „ეს ნიშნავს ტერორისტებთან ომის დასასრულს. ისინი დამარცხდნენ და განიდევნენ ერაყიდან“.

აშშ და სხვა ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ერაყთან ერთად იბრძოდნენ ე.წ ისლამური სახელწმიფოს წინააღმდეგ, მიესალმნენ ახალ ამბავს და აღნიშნეს, რომ: „კოალიცია ულოცავს ერაყსა და მის მოსახლეობას ამ მნიშვნელობან გამარჯვებას ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, რადგან თქვენ ქმნით მშვიდობიან და თავისუფალ ერაყს, თუმცა, მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ბრძოლა არ დასრულებულა, რადგან ტერორისტული დაჯგუფება კვლავ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს.“

უსაფრთხოების სამსახურის მდივნის – გეივინ უილიამსონის განცხადებით, ექსტრემისტებმა შესაძლოა კვლავ დაგეგმონ ტერორისტული თავდასხმები, ან მოუწოდონ თავიანთ მიმდევრებს, რომ გააგრძელონ ტერორისტული საქმიანობა, ამიტომ „საჭიროა, რომ გავაგრძელოთ ერაყის ხელისუფლების მხარდაჭერა, რათა ვუზრუნველყოთ მისი გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება, რეგიონული სტაბილურობა, ერაყელი და სირიელი მოსახლეობის მშვიდ გარემოში ცხოვრება“.

დიდი პრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის თქმით, მას მოვლენების მსგავსი განვითარების მოლოდინი ჰქონდა ჯერ კიდევ წინა კვირას, როდესაც ერაყში დიპლომატიური ვიზიტით იმყოფებოდა: „ტერორისტულ დაჯგუფებას აღარ ჰქონდა მნშვნელოვანი ტერიტორია და პოზიცია ერაყში ან სირიაში. მადლობას ვუხდი ერაყის უსაფრთხოების სამსახურს გამბედაობისა და თავგანწირვისთვის. ამაყი ვარ რომ, დიდი ბრიტანეთი, როგორც კოალიციის წამყვანი სახელმწიფო, ერაყის გვერდით იდგა ამ ბრძოლაში“.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა 1350-მდე საჰაერო თავდასხმა განახორციელა და მონაწილეობა მიიღო  60 000-მდე ერაყელი ჯარისკაცის გაწვრთნასა და გადამზადებაში. დღეს კი – სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში: ამარაგებს ერაყს სასმელი წყლით, სამედიცინო საშუალებებითა და თავშესაფრით. ტერეზა მეის განცხადებით, დროა, ერაყმა ეკონომიკურ განვითარებაზე იფიქროს. ამ კუთხით კი, დიდი ბრიტანეთი მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოს მას. კერძოდ, 20 მილიონი ფუნტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 10 მილიონი ტერორიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის და 30 მილიონი სტაბილიზაციისთვის.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, მიუხედავად ამ გამარჯვებისა, რეგიონი მაინც რჩება უსაფრთხოების მხრივ არასტაბილურ ზონად. ამიტომ. საჭიროა გაგრძელდეს ერთობლივი ქმედებები ტერორისტული დაჯგუფებების გასანეიტრალებლად.

 

წყარო: dailymail.co.uk, alarabya.net

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიოტრანსპორტი

ჩინეთმა პირველი ელექტროსატვირთო გემი გამოუშვა

ჩინეთმა მსოფლიოში პირველი ელექტროსატვირთო გემი შექმნა და ექსპლუატაციაში გაუშვა.

გამოცემა China Dail-ის ცნობით ცნობით, 2,000 მეტრული ტონა გემის მშენებლობა ჩინეთის ქალაქ გვანჯოუში ნოემბერში დაიწყო.

კომპანია ,,Guangzhou Shipyard International-ის” მიერ აგებულ გემს, დამუხტვის შემდეგ, ორი საათის განმავლობაში 80 კმ მანძილის გავლა შეუძლია.

ნულოვანი ემისიის გემის სიგრძე 70.5 მეტრია, ბატარეის მოცულობა 2,400 კვ/საათი, სიჩქარე – 12.8 კმ/სთ-ში.

,,გემი სისწრაფით არ გამოირჩევა, მაგრამ, იმის გამო, რომ ის მთლიანად ელექტროა, გარემოს საფრთხეს არ უქმნის,” – აცხადებენ მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, ტექნოლოგიას მალე სამგზავრო გემებშიც გამოიყენებენ.

,,რამდენად ირონიულადაც უნდა აღიქმებოდეს, პირველი ელექტრონული სატვირთო გემი ქვანახშირის გადასატანად გამოიყენეს,” – განაცხადა Guangzhou Shipyard International-ის გენერალურმა მენეჯერმა ჩენ ჯიმ.

,,იმედია, ელექტრო სატვირთო გემი დიდხანს არ ატარებს ქვანახშირს და ჩინეთი მას უკეთესი მიზნისთვის გამოიყენებს, მაგალითად, როგორიცაა ქარის ტურბინის მშენებლობისთვის განკუთვნილი ნაწილების ან ლითიუმ-იონის ბატარეების გადატანა,” – დასძინა მან.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოსოფლის მეურნეობა

მეცნიერები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მარსზე ფინიკის პალმების და მარწყვის ბაღის გაშენებას აპირებენ

წითელმა პლანეტამ არაბეთის გაერთიანებული ემირატების მეცნიერებს ახალი იდეეები გაუჩინა. მიზეზი მისი უდაბნოსთან მიმსგავსებაა. ისინი იქ პალმებისა და მარწყვის გაშენებას გეგმავენ.

,,იდეა არაბეთის გაერთიანებული კოსმოსური სააგენტოს სტრატეგიული სააგენტოს ხელმძღვანელმა – რაშიდ ალ-ზაადი განაცხადა”, – წერს უცხოური მედია. მისი აზრით, მარსის ნიადაგი უდაბნოს ჰგავს, ამიტომ, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია, ერთი მხრივ, ფინიკის პალმის, მეორე მხრივ კი – მარწყვის, პომიდორისა და სალათის ფოთოლის გაშენება.

მედიის ცნობით, პროექტის განსახორციელებლად უკვე გამოყო 5,5 მლრდ დოლარი.

მასალა მოამზადა: ციცი კიკვიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებამსოფლიო

5 საუკეთესო წიგნი ბილ გეიტსისთვის 2017 წელს

განათლება ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, დღეს, ნაკითხი ადამიანების რიცხვი საკმაოდ მცირეა, რადგან საზოგადოება ძირითადად ვიდეოებითა და სოციალურ ქსელებში მოკლე მიმოხილვებით ინფორმირდება.

კითხვა ადამიანის ტვინს აძლევს საშუალებას იმოქმედოს უკეთ, გაიაზროს სიღრმისეული ფასეულობები, რაც შემდგომში ცხოვრებისეულ მაგალითებში გამოადგებათ. ბილ გეიტთსი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია მთელ მსოფლიოში, ადამიანების ფსიქოლოგიაზე დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, როდესაც იციან, რომ ეს 5 საუკეთესო წიგნი ცნობილი ადამიანის რჩეულია, შესაბამისად, მათთვის შესაძლოა მხოლოდ ეს გახდეს მოტივი ამ წიგნების წაკითხვისა:

  1. “Evicted”
  2. “The Sympathizer”
  3. “The best we could do”
  4. “Energy and Civilization a History”
  5. “Believe me”

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებამსოფლიო

5 საუკეთესო წიგნი ბილ გეიტსისთვის 2017 წელს

განათლება ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, დღეს, ნაკითხი ადამიანების რიცხვი საკმაოდ მცირეა, რადგან საზოგადოება ძირითადად ვიდეოებითა და სოციალურ ქსელებში მოკლე მიმოხილვებით ინფორმირდება.

კითხვა ადამიანის ტვინს აძლევს საშუალებას იმოქმედოს უკეთ, გაიაზროს სიღრმისეული ფასეულობები, რაც შემდგომში ცხოვრებისეულ მაგალითებში გამოადგებათ. ბილ გეიტთსი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია მთელ მსოფლიოში, ადამიანების ფსიქოლოგიაზე დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, როდესაც იციან, რომ ეს 5 საუკეთესო წიგნი ცნობილი ადამიანის რჩეულია, შესაბამისად, მათთვის შესაძლოა მხოლოდ ეს გახდეს მოტივი ამ წიგნების წაკითხვისა:

  1. “Evicted”
  2. “The Sympathizer”
  3. “The best we could do”
  4. “Energy and Civilization a History”
  5. “Believe me”

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიო

29 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან – 30 წამში დანგრეული ქალაქი

ზუსტად 29 წლის წინ,  1988 წლის 7 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 11 საათსა და 41 წუთზე, სომხეთში დამანგრეველი მიწისძვრა მიწისძვრა მოხდა  – 30 წამში ქალაქი სპიტაკი ,,აღიგავა პირისაგან მიწისა”.

მიწისძვრის ძალამ 10 ბალს მიაღწია (12-ბალიანი შკალის მიხედვით), თუმცა, მარტო სპიტაკი არ აღმოჩნდა კატასტროფულ მდგომარეობაში – სულ სტიქიისგან 21 ქალაქი დაზარალდა, ასევე 350 სოფელი (რომელთაგან 58 სრულიად დაინგრა).
მიწისქვეშა ბიძგები იმდენად დიდი იყო, რომ თბილისშიც კი იგრძნობოდა.

სპეციალისტების თქმით, სპიტაკის მიწისძვრისას მიწის გახსნის ადგილიდან გამოიყო ათი ატომური ბომბის აფეთქების ეკვივალენტური ენერგია, თითოეული მათგანი 1945 წელს ჰიროსიმაში მომხდარის მსგავსი იყო. ტალღამ, რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია, დედამიწას შემოუარა და ის დაარეგისტრირეს ევროპის, აზიის, ამერიკისა და ავსტრალიის მეცნიერთა ლაბორატორიებმა.

 ოფიციალური მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 25 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 140 ათასი დასახიჩრდა, ხოლო 514 ათასმა ადამიანმა თავშესაფარი დაკარგა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

რას ნიშნავს Secret Santa და რამდენად აქტუალურია იგი მსოფლიოში?

,,საიდუმლო სანტა” ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საკმაოდ აქტუალური თამაში გახდა, თქვენ ჩუქნით საჩუქრებს მეწყვილეს მისი სურვილისამებრ, მაგრამ მან არ იცის, ვინ ხართ. ეს თამაში საკმაოდ პოპულარული იყო მსოფლიოს მასშტაბით გასულ წლებშიც, ეს არის ტრადიცია, რომელიც სათავეს იღებს სკანდინავიაში, ძველად საიდუმლო სანტას თამაშისას საჩუქრის გამცემი კარების ზღურბლზე ტოვებდა საჩუქარს და გარბოდა, ადრესანტი უცნობი იყო, მაგრამ თანდართული ბარათი მიანიშნებდა ადრესატის ვინაობას.

დღეს, საქართველოს ბანკი ახალისებს მოსახლეობას და სთავაზობს ონლაინრეგისტრაციას ამ თამაშში, რაც ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას – მიიღოს და გასცეს საჩუქრები.

წყარო: Businessinisder.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

5 საუკეთესო სტარტაპი, რომელიც 2018 წელს წარმატებას მიაღწევს

 

2017 წელი ნამდვილად დატვირთულია სტარტაპებით, ყოველდღიურად ათასობით სტარტაპი იღებს სათავესი, ისინი ძირითადად ტექნიკის სფეროს ეხება, მათი უმრავლესობა კი წარმატებულია.

გასულ წლებში ძალიან ბევრი ადამიანი სტარტაპების დახმარებით გახდა მილიონერი და ისეთ წარმატებას მიაღწია, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდა. ,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოკითხა ექსპერტები, რომლებმაც წარადგინეს რამდენიმე სტარტაპი, რომლებიც მათი აზრით დიდ წარმატებას მიაღწევენ 2018 წელს.

  1. ხელოვნური ინტელექტის კამერა ავტომობილებში
  2. 3D პრინტერები
  3. მსოფლიო დონის ფიტნესგაკვეთილები თქვენს ტელეფონებში
  4. რობოტები, რომლებიც პიცას დაამზადებენ
  5. გაუმჯობესებული რუქები თვითმავალი მანქანებისთვის

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმსოფლიორობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიები

,,MantaDroid-ი“ – ახალი წყალქვეშა რობოტი მეცნიერებისგან

სინგაპურში მკვლევარებმა ააგეს წყალქვეშა რობოტი, რომელიც მანტა რეის ჰგავს ერთფაზიანი ძრავისა და მოქნილი ფარფლების  მეშვეობით წყალზე ბიოლოგიური ბიძაშვილის მსგავსად მოქმედებს.

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარი – ჩიუ ჩი მენგი მიიჩნევს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თითოეული ფარფლი ერთ ძრავას იყენებს და რობოტი სითხისა და ფარფლის ურთიერთქმედებას ეფუძნება.

ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მოხდენილი მოცურავეები – მანტა რეები დიდი ხნის მანძილზე მეცნიერებს განსაკუთრებული პროპულსიური მეთოდით ანცვიფრებდნენ, რისი საშუალებითაც ისინი ტურბულენტური ზღვების გადაცურვასაც კი ახერხებენ.

,,ე.წ. ბიოლოკომონია ნას 30 წლის განმავლობაში სწავლობდა,” – აცხადებს მექანიკური ინჟინერიისა და მექანიკის ასისტენტ პროფესორი კეიტ მორისი.

ჩიუს MantaDroid-ი არის ბრტყელი შავი PVC (პოლივინილის ქლორიდის) სხეული, სხივების მსგავსი ფარფლებითა და ორი უკანა საჭით. ის წყალზე ბუნებრივი პარტნიორის მსგავსად მოძრაობს.

ჩიუს განმარტებით, ფარფლის პასიური მოქნილობა საშუალებას აძლევს MantaDroid-ს, რომ წყალთან ბუნებრივად იმოქმედოს და წამში შვიდი მეათედი მეტრი სიჩქარე განავითაროს. 

სინგაპურელ მეცნიერთა გუნდმა ორი წლის მანძილზე 40 განსხვავებული დიზაინის ფარფლი შექმნა, სანამ მოქნილი პოლივინილის ქლორიდის (რომელიც ასევე პოლი ვინილის, ან უბრალოდ ვინილის სახელითაა ცნობილი) ფირფიტას გამოიყენებდა.

MantaDroid -ს დაახლოებით 10 საათის განმავლობაში შეუძლია ცურვა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მომავალში ორიგინალურზე ორჯერ უფრო დიდი ზომის მანტა რეის შექმნას აპირებენ.

ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი რობოტები სასარგებლო იქნება საზღვაო ბიომრავალფეროვნების შესასწავლად, ჰიდროგრაფიული მონაცემების შეგროვებისა და წყალქვეშა საძიებო სამუშაოებისთვის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
მსოფლიორელიგია და მეცნიერება

მღვდელმა იესოს ქანდაკება დროის კაფსულად გამოიყენა

მე-18 საუკუნეში ესპანეთში ერთ-ერთმა მღვდელმა მომავლის გზავნილი ქრისტეს ქანდაკებაში დამალა.

ქანდაკება რესტავრაციის მიზნით, სანტა-აგუას ეკლესიიდან სოტილო დე ლა რიბერაში ჩამოხსნეს. სარესტავრაციო სამუშაოების დროს ხის ქანდაკებაში სარესტავრაციო კომპანიის წარმომადგენლებმა დამალული ხელნაწერი დოკუმენტი აღმოაჩინეს.

როგორც ჩანს, ეს არის ნამდვილი ,,დროის კაფსულა”, რომლის ავტორსაც მისი ასობით წლის განმავლობაში დამალვა ჰქონდა განზრახული და რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩენას წარმოადგენს.  

ჩანაწერი, რომელიც 1777 წლით თარიღდება, ტაძრის მოძღვარ ჯოაკინ მიგუჯის ეკუთვნის.

ჩანაწერში იმ დროის ცხოვრებაზეა საუბარი, მათ შორის, მეფე კარლოს III-ის და იმ დროის სხვადასხვა მმართველის ცხოვრებაზე.

ჩანაწერში დეტალურადაა წარმოადგინა რეგიონში კულტივირებადი კულტურები (ხორბალი, ჭვავი, ქერი და შვრია და ღვინო ყურძენი); ყველაზე გავრცელებული დაავადებები (როგორიცაა მალარია და ტიფური ცხელება); და ყველაზე პოპულარული გასართობი საშუალებები (როგორიცაა ბარათები, ბურთი თამაშები, და ბარის თამაშები).

ის უფრო ზოგად ინფორმაციასაც შეიცავს.

მადრიდში არის სასამართლო, ფოსტა და ახალი ამბების გაზეთი, არის ინკვიზიცია, რომლისთვისაც არ არსებობს შეცდომები ღვთის ეკლესიის წინააღმდეგ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ჯოაკინ მიგუჯის მიზანს იმ დროის სურათის შთამომავლობისთვის გაცოცხლება წარმოადგენდა და მან ამ მიზნით რელიგიური სკულპტურა გამოიყენა.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 69 70 71 72 73 91
Page 71 of 91