close

მსოფლიო

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიო

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა საშობაო ბარათი შექმნეს

ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა საშობაო ბარათი შექმნეს.

 იგი იმდენად პატარაა, რომ ერთ სტანდარტულ საფოსტო მარკაში 200 მილიონზე მეტი ასეთი ბარათი ეტევა.

ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის (NPL) მიერ შექმნილი ბარათი 15 x 20 მიკრომეტრია. ერთი მიკრომეტრი მეტრის მემილიონედია.

ის დამზადებულია პლატინით დაფარული სილიკონის ნიტრიდისგან და ილუსტრირებულია ფოკუსური იონის სხივის გამოყენებით. ბარათის საფარზე,  წარწერა ,,სეზონის მილოცვების” ზემოთ თოვლის კაცია ამოკვეთილი, ხოლო შიგნიდან გზავნილის შინაარსი წერია.

ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის წარმომადგენელი, დოქტორი დევიდ კოქსი აცხადებს, რომ ტექნოლოგია, რომელიც ბარათის შესაქმნელად გამოიყენეს, ძალიან პრაქტიკულია. 

,,ჩვენ ვიყენებთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან გაზომონ მასალებში უკიდურესად მცირე მახასიათებლების სისქე, ეს ნამდვილად საინტერესო გამოგონებაა “, – აცხადებს კოქსი.

აღსანიშნავია, რომ ახალი ბარათის შექმნამდე ყველაზე მცირე მისალოცი საშობაო ბარათი 200 x 209 მიკრომეტრი იყო.

წინა პატარა საშობაო ბარათმა 200 x 209 მიკრომიტრი გაზარდა და მათი ძალისხმევა 100-ჯერ უფრო მცირეა. ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის ბარათი კი მასზე დაახლოებით 100-ჯერ მცირეა.

წყარო: https://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკასამართალიტექნოლოგიები

საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონის გამოყენება აიკრძალება

საფრანგეთის ხელისუფლება მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას აკრძალავს. მოსწავლეებს შეეძლებათ მობილურის სკოლაში მიტანა, თუმცა ვერ გამოიყენებენ მას სასწავლო პროცესის დასრულებამდე. ინიციატივა ჯერ კიდევ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მობილურის გამოყენება გაკვეთილის დროს უკვე აკრძალულია, ახალი კანონმდებლობით, ბავშვები ვერ გამოიყენებენ მას ლანჩისა და შესვენების დროსაც.

როგორც საფრანგეთის განათლების მინისტრი აღნიშნავს, კანონმდებლობა ძალაში 2018 წლის სექტემბრიდან შევა და შეეხება 6-დან 15 წლამდე ყველა მოსწავლეს. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მობილური სასწავლო მიზნითაც შეიძლება გამოიყენებოდეს, კონტროლი უცილებელია.

კანონმდებლობის მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რაც სკოლებში ტელეფონის გამოყენების აკრძალვის გარდა გულისხმობს, რომ, სასურველია, 7 წლამდე ასაკის ბავშვები ეკრანებს საერთოდ მოვარიდოთ. ამასთან, დადგენილია კავშირი მობილურ ტელეფონებს, ინტერნეტს, სოციალურ მედიასა და ახალგაზრდების ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობას შორის. ახალი კანონმდებლობით, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ დღის განმავლობაში მინიმუმ 6 საათი ეკრანების გარეშე გაატარონ, ამით კი, ვითარდება მათი კონცეტრაციისა და სოციალიზაციის უნარებიც.

ლონდონის ეკონომიკის სკოლამ ჩაატარა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლებში, სადაც სრულიად აიკრძალა მობილურის გამოყენება, 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს 6.5 %-ჯერ უკეთესი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილი ინიციატივას უარყოფითად აფასებს, რადგან, მათივე განცხადებით, მობილური მშობლებისთვის ბავშვების კონტროლის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმირების პროცესშია და ჯერ კიდევ უცნობია, როგორი იქნება საბოლოო აღსრულების მექანიზმი, გადაწყვეტილება საბოლოოა.

წყარო: the Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიკომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

,,Apple-ი” Shazam-ის შეძენას ადასტურებს

ამერიკულმა კორპორაცია ,,Apple-მა” დაადასტურა, რომ პლატფორმა Shazam-ი შეიძეინა.

სააგენტო ,,როიტერსის” ინფორმაციით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარია.

Shazam-ი მუსიკის ამომცნობი აპლიკაციაა. თავდაპირველად ის იყო სერვისი, რომელიც სიმღერებს ბგერების მიხედვით ასახელებდა. ახლა ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია PC-ს, Mac-ის, iOS-ის, Android-ის და Windows Phone-ისთვის.

Shazam-ს მომხარებლის სერიოზული ბაზა აქვს. აპლიკაცია 1 მილიარდზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. Shazam-ს 120 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც აპლიკაციას დღეში დაახლოებით 20 მილიონჯერ იყენებენ.

,,Apple Store-ის შექმნის დღიდან Shazam-ი iOS-ის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. მას მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი მოიხმარს. Apple Music-ი და Shazam-ი მომხმარებელს დიდ მუსიკალურ გამოცდილებას აძლევს. ჩვენ საინტერესო გეგმები გვაქვს სთორში,” – განუცხადა Apple-ის პრესსპიკერმა გამოცემა ,,The Independent”-ს.

ეს ,,Apple-ის” მიერ წელს განხორციელებული მეხუთე შენაძენია, არსებობის მანძილზე კი – კომპანიას სულ 68 შესყიდვა აქვს გაკეთებული.

წყარო: www.reuters.com ;  www.independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგარზდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკასამართალიტექნოლოგიები

დიდი ბრიტანეთი: რუსეთი საფრთხეს უქმნის წყალქვეშა საკომუნიკაციო და ინტერნეტკაბელებს

 დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი – მარშალი სტიუარტ პიჩი აცხადებს, რუსეთის მხრიდან წყალქვეშა საკომუნიკაციო და ინტერნეტკაბელებს საფრთხე ემუქრება.

მისი თქმით, საკომუნიკაციო ხაზების დაცვა ბრიტანეთის და ნატოს პრიორიტეტად უნდა იქცეს.  პიჩი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ წყალქვეშა კაბელები დაზიანდება ეს ,,მაშინვე და კატასტროფულად დააზარალებს ეკონომიკას.”

ორგანიზაცია Policy Exchange-ის მოხსნების თანახმად, მსოფლიო წყალქვეშა ქსელი მოიცავს 213 დამოუკიდებელ საკაბელო სისტემასა და 877,121 კმ ბოჭკოს. თუმცა, ორგანიზაციის განმარტებით, ფორმალური სახელმწიფო საკუთრების არარსებობა გულისხმობს იმას, რომ მას საერთაშორისო კანონმდებლობა სათანადოდ ვერ იცავს.

მიუხედავად ამისა, გლობალური კომუნიკაციების 97% და ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციებიდან 10 ტრილიონი დოლარი ოკეანქვეშა კაბელებით გადაიცემა.

,,რუსეთის ფლოტის მოდერნიზაციით (როგორც ბირთვული, ისე ჩვეულებრივი წყალქვეშა ნავები და გემები) გამოწვეული საფრთხის საპასუხოდ ჩვენს ატლანტიკური მოკავშირეებთან ერთად პრიორიტეტად დავსახეთ ისეთი ამოცანები და მისიები, რომლებიც საზღვაო საკომუნიკაციო ხაზების დაცვას ემსახურება. წარმოიდგინეთ სცენარი, სადაც ეს კაბელები ზიანდება და ჩვენს ეკონომიკასა და ცხოვრების სხვა გზებს კატასტროფულად აზიანებს” – განაცხადა სტიუარტ პიჩმა.

შიში იმის შესახებ, რომ რუსეთი წყალქვეშა საკომუნიკაციო ხაზებს გაანადგურებს, თანდათან იზრდება.

თავდაცვისა და დაზვერვის მეთაურების განცხადებით, რუსეთი არა მხოლოდ წყალქვეშა მოქმედებებს ზრდის, არამედ სურს არატრადიციული ასიმეტრიული ომის გამოყენებაც.

ამ საფრთხის ფონზე მარშალი სტიუარტ პიჩი აცხადებს, რომ ბრიტანეთი და მისი ნატოელი მოკავშირეები ამგვარი თავდასხმისთვის არასათანადოდ მომზადებულები არიან. ის ერთადერთი სამხედრო მაღალჩინოსანი არააა, ვინც ამ საფრთხეზე ღიად საუბრობს.

ნატოს უმაღლესმა სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, ამერიკის საზღვაო ძალების გადამდგარმა ადმირალმა – ჯეიმს სტავრიდისმა ცოტა ხნის წინ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ,,ეს სასიცოცხლო ინფრასქტრუქტურა თანდათან უფრო დაუცველი ხდება.”

,,ეს არ არის თანამგზავრები ცაში, არამედ მილები ოკეანის ფსკერზე, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალს ქმნიან და ნატო მათ დასაცავამ მზად უნდა იყოს”, – განაცხადა მან.

ჯეიმს სტავრიდისის მტკიცებით, წყალქვეშა კაბელებს პოტენციური საფრთხე ემუქრებათ ჩინეთიდან და ირანიდანაც.

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიკვლევებიმედიცინამსოფლიო

„ლაქტალისმა“ ჩვილ ბავშვთა რძის ნაზავი ბაზრიდან გაიწვია – მიზეზი ბაქტერია სალმონელაა

მსოფლიოს უმსხვილესმა ბავშვთა რძის ფორმულის მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია „ლაქტალისმა“ თავისი პროდუქტის გლობალური მასშტაბით გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის მიზეზი კომპანიის პროდუქციის სალმონელასთან დაკავშირება გახდა.

საფრანგეთში ჯანდაცვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 26 ბავშვი დაავადდა.

გაწვევა შეეხება პროდუქციასა და ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთში, ჩინეთში, პაკისტანში, ბანგლადეშსა და სუდანში.

იგი მოიცავს ჩვილთა რძის ფხვნილის ასობით პროდუქტს ბაზარზე.

როგორც კომპანიის პრესსპიკერმა – მაიკლა ნალეთმა სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, ლაქტალისი დაახლოებით 7,000 ტონა პროდუქციას გამოიწვევს. თუმცა, კომპანია ვერ აკონკრეტებს, რა რაოდენობის პროდუქტი რჩება ბაზარზე, ან უკვე შეძენილია მომხმარებლის მიერ.

„ლაქტალისი“ მიიჩნევს, რომ სალმონელას გავრცელების კვალი სავარაუდოდ საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქარხანაში მდებარე რძის გასაშრობ კოშკურამდე მიდის.

იქ წარმოებული ყველა პროდუქტი კომპანიამ თებერვლის შუა რიცხვებიდან გაიწვია, კომპანია აცხადებს, რომ პრევენციული ღონისძიებები გატარდა და ყველა ქარხანაში დეზინფექცია ჩატარდა. თუმცა მას შემდეგ, რაც დეკემბრის დასაწისიდან დღემდე 6 წლამდე ასაკის 20-ზე მეტი ბავშვი სალმონელათი დაინფიცირდა, საფრანგეთის ჯანდაცვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ლაქტალისის“ მიერ გატარებული ღონისძიებები „არასაკმარისი“ იყო და კომპანიამ პროდუქციის გაწვევის მასშტაბი გაზარდა.

სალმონელას ბაქტერია აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.  ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.

როგორც წესი, სალმონელათი დაავადებულებს არ აღენიშნებათ სიმპტომები. სხვა შემთხვევებში, წარმოდგენილია ფაღარათი, სიცხე ან მუცლის სპაზმები ინფიცირებიდან 8-72 საათის შემდეგ.

ჩვილ ბავშვთა შემთხვევაში, სალმონელას ინფქეციასთან დაკავშირებულმა ფაღარათმა შესაძლოა დაავადებულის გაუწყლოება გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ შარშან „ლაქტალისი“ ქართული რძის პროდუქტების კომპანია „სანტეს“ ერთ-ერთი აქციონერი გახდა.

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოტექნოლოგიები

ევროპა GPS-ის კონკურენტ სისტემას ქმნის

ევროპამ გალილეოს კიდევ ხუთი თანამგზავრი გაუშვა, რითაც მათი რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ეს არის საკუთარი ნავიგაციის შექმნისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი, რითაც ევროპა აშშ-ის გლობალურ პოზიციონირების სიტემაზე (GPS) დამოკიდებული აღარ იქნება.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) თანახმად, თანამგზავრები საფრანგეთის მდებარე კოსმოდრომიდან  რაკეტა Ariane 5-დან გაუშვეს და ისინი დედამიწის მაღლა დაახლოებით 24,000 კმ-ზე ორბიტაზე იმოძრავებენ.

გალილეოს სისტემაში საბოლოოდ 30 თანამგზავრი უნდა იყოს, რომელიც დაახლოებით 700 კგ-ს იწონის, აღჭურვილია ანტენითა და სენსორებისგან და იკვებება ორი 5-კვადრატულმეტრიანი მზის ფრთებით.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 17 წლის წინ გალილეოს პროგრამა დაიწყო, მას  რამდენიმე ნაკლი აქვს, მათ შორის შეფერხებები, დაფინანსების პრობლემებს, ორი თანამგზავრის არასწორ ორბიტაზე განლაგება და კითხვები, რეალურად ჭირდება თუ არა ევროპას GPS-ს კონკურენტი.

ევროკავშირი მიზნად ისახავს გალილეო გამოიყენოს სატელიტური სანავიგაციო მომსახურების გლობალურ ბაზარზე, რომლის ღირებულება 2022 წლისთვის 250 მილიარდი ევრო იქნება. ევროკავშირის 16 ტრილიონიანი ეკონომიკის 6-7 პროცენტი დამოკიდებულია გლობალური სანავიგაციო სატელიტური სიგნალის არსებობაზე.

ევროკავშირს აქვს შეერთებულ შტატებთან შეთანხმება, რომელიც GPS-ისა და გალილეის კომბინირებული გამოყენების საშუალებას იძლევა, რითაც უფრო ზუსტი პოზიციონირებაა შესაძლებელი, ვიდრე მხოლოდ ერთი სისტემით. გლობალური პოზიციონირების სიტემა (GPS) არის თანამგზავრული სანავიგაციო სისტემა, რომელიც მოიცავს 24 თანამგზავრისაგან შექმნილ ქსელს.

ჩიპმეიკერებმა, მათ შორის, STMicroelectronic-მა, Qualcomm-მ და Broadcom-მ განაცხადეს, რომ გალილეოს ჩიპები სმარტფონებისა და საავტომობილო სექტორისთვის მზადაა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც კი 2018 წლის ივლისში გალილეოს კიდევ ოთხ თანამგზავრს გამოუშვებენ, ახალი სმარტფონების სიზუსტე, რომლებიც მონაცემებს ამერიკული და ევროპული თანამგზავრებიდან მიიღებენ, 30 სანტიმენტი იქნება, ნაცვლად ამჟამინდელი 5 მეტრისა.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი გლობალური პოზიციონირების სიტემა აქვთ რუსეთს და ჩინეთსაც (Glonass და Beidou).

მსგავსი სისტემის შექმნას ცდილობს ინდოეთიც. თუმცა, ამ მხრივ, ქვეყანამ აგვისტოში რეგრესი განიცადა, როცა მისი მერვე სანავიგაციო თანამგზავრი გაშვებიდან მოკლე ხანში აფეთქდა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკასამხედროფსიქოლოგია

Unicef-ი: ,,სირიელ დევნილ ბავშვებს უმძიმესი მენტალური პრობლემები აქვთ”

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, სირიელი დევნილი ბავშები მძიმე მენტალურ პრობლემებს ებრძვიან. მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ სირიელი დევნილი ბავშვების უმეტესობა მიდრეკილია სუიციდის, თვითდაზიანებისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობისაკენ, რაც შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გარეშე, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს ბავშვების განვითარებისათვის.

კვლევის მიხედვით:

  • სირიელი დევნილი ბავშვების 79%-მა გამოსცადა ოჯახის წევრის ან ოჯახის ახლობლის სიკვდილი;
  • 60%-მა საკუთარი თვალით ნახა სხვა ადამიანის სიკვდილი ან წამება;
  • 25% -ს ყოველდღიურად აქვს კიდურების ტკივილი და 1-ს ყოველ 5 ბავშვში ყოველდღიური თავის ტკივილი.

ერთადერთი დახმარება, რომელსაც ისინი იღებენ, Unicef-ის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისია. ის, საერთო ჯამში, 697 000 ბავშვს და ზრდასრულს ეხმარება სხვადასხვა ფსიქოლოგიური პროგრამით. თუმცა, ორგანიზაციამ დამატებით იმ 812 000 ადამიანის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელთაც  დახმარება სჭირდებათ.

სირიელი ბავშვების 44% დეპრესიის ნიშნებს ავლენს, 45% კი იტანჯება პოსტტრავმული აშლილობით (10-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში). 

ამ აშლილობის გამო, ბავშვებს გამუდმებით აქვთ ომის პერიოდში გამოვლილი სტრესის განმეორებითი შეტევები, ღამის კოშმარები და იზოლაციისაკენ მიდრეკილება, რაც გავლენას ახდენს მათ ძილის ხარისხზე. ბავშვებს აქვთ ხმაურისა და, მაგალითად, თვითმფრინავის დანახვის ფობია. გაზრდილია აგრესიულობისა და სასოწარკვეთის მაჩვენებელი.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, განსაკუთრებით რთულია იმ ბავშვის დახმარება, რომელმაც სექსუალური შევიწროვება გამოსცადა, რადგან მათ დაკარგული აქვთ სხვა ადამიანებისადმი ნდობა და ყველასა და ყველაფერს საფრთხედ მიიჩნევენ. ერთ-ერთი ფსიქოლოგი, რომელიც დევნილთა ბანაკში მუშაობს იორდანიაში, აღნიშნავს, რომ მსგავსი გამოცდილების გოგონები ცდილობენ იზოლირებას, უჭირთ ურთიერთობების დამყარება. ნდობის აღდგენა კი მოითხოვს უამრავ ფსიქოლოგიურ სესიასა და ძალისხმევას მცირე შედეგის მისაღწევად.

Unicef-ის ფსიქო-სოციალური პროგრამა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სირიელ დევნილებს, თუმცა პროგრამის ბედი ჯერ კიდევ უცნობია. სხვა მრავალი კრიზისის ფონზე, დევნილი ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარება შესაძლოა ორგანიზაციის დღის წესრიგიდან ამოვარდეს. ორგანიზაციას არ აქვს საკმარისი დაფინანსება, ამიტომაც საჭირო გახდება არჩევნის გაკეთება სხვადასხვა სერვისს შორის.

Unicef-ის განცხადებით, 2018 წელს,  მათ დამატებით ესაჭიროებათ 90 მილიონ ფუნტზე მეტი,  რომ დააფინანსონ ფსიქოლოგიური და სოციალური პროგრამები სირიელი ბავშვებისთვის ეგვიპტეში, იორდანიაში, ერაყში, ლიბიასა და თურქეთში.

წყარო: huffingtonpost

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

ტრამპი: ,,მალე ამერიკელები მთვარეზე დაბრუნდებიან და მარსზე გაემგზავრებიან”

იმ დროს, როდესაც ჩინეთი ამბიციურ მთვარის პროგრამაზე მუშაობს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კოსმოსის კვლევის ლიდერი გახდება, ვინაიდან მან ამერიკელების მთვარეზე დაბრუნების პროცესი დაიწყო.

,,ჩვენ ვართ ლიდერი ქვეყანა და ვაპირებთ, რომ ლიდერად დავრჩეთ, ვაპირებთ, რომ ჩვენი ლიდერობა რამდენჯერმე გავზარდოთ”, – განაცხადა ტრამპმა ,,Space Policy Directive 1” -ზე ხელმოწერისას. ეს გახლავთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მთვარეზე მისიის გაგზავნის საფუძველის ჩაყრა.

,,ამჯერად, ჩვენ არა მარტო ჩვენს დროშას ავაფრიალებთ და კვალს დავტოვებთ, არამედ მარსზე, და ალბათ სხვა უამრავ სამყაროშიც, მომავალ მისიებსაც ჩავუყრით საფუძველს,” – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის მტკიცებით, ის უდიდეს ნაბიჯს დგამს იმისათვის, რომ ამერიკამ კოსმოსში ღირსეული ადგილი დაიბრუნოს. ,,კოსმოსს უამრავი თვალსაზრისით დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია, მათ შორის, სამხედრო თვალსაზრისითაც,” – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ივნისში ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა რომ ადამიანის მთვარეზე გასაგზავნად ,,წინასწარ” მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებდა.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

5 ცნობილი ადამიანი, რომელიც ბავშვობაში ჩაგვრის მსხვერპლი იყო 

ძალადობა, დღვანდელ რეალობაში კი – ბულინგი, ძველი დროიდან ძალიან აქტუალური თემა იყო. თვითონ ტერმინი დაშინებას, დატერორებას ნიშნავს. ის შეიძლება აღინიშნოს, როგორც წინასწარგანზრახული აგრესიული ქცევა, რომელიც მიმართულია სხვების დაზიანებისკენ. მას ყოველთვის აქვს სამიზნე, რომელზეც ინდივიდები ძალის გამოყენებას ცდილობენ.

ბულინგის სხვადასხვა სახე არსებობს:

 ვერბალური–დამცინავი სიტყვიერი მიმართვა, ირონია.

ფარული– ინდივიდის ზურგს უკან მოქმედებები, რაც კონკრეტული პიროვნების რეპუტაციას შელახავს.

 კიბერბულინგი– ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, მაგალითად, შანტაჟი ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა სია, სადაც ნახსენებია 5 ცნობილი ადამიანი, რომლებიც ბულინგის მსხვერპლნი იყვნენ ბავშვობაში:

  1. Rihanna
  2. ქეით მიდლტონი
  3. Eminem
  4. მაიკლ ფელპსი
  5. ელონ მასკი

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

ერაყი ISIS-ის წინააღმდეგ ომს დასრულებულად აცხადებს

ერაყის პრემიერმინისტრის, ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ერაყის სამხედრო ნაწილებმა დაამარცხეს ე.წ ისლამური სახელმწიფო. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მანამდე, რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა სირიაში მოწინააღმდეგეების დამარცხების შესახებ.

ერაყის საჯარისო ნაწილებმა მოახერხეს ISIS-ის მფლობელობაში არსებული სირიის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიების გამოთავისეუფლება. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ერაყის პრემიერ-მინისტრი შემდეგ სტატუსს აქვეყნებს: „ეს ნიშნავს ტერორისტებთან ომის დასასრულს. ისინი დამარცხდნენ და განიდევნენ ერაყიდან“.

აშშ და სხვა ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ერაყთან ერთად იბრძოდნენ ე.წ ისლამური სახელწმიფოს წინააღმდეგ, მიესალმნენ ახალ ამბავს და აღნიშნეს, რომ: „კოალიცია ულოცავს ერაყსა და მის მოსახლეობას ამ მნიშვნელობან გამარჯვებას ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, რადგან თქვენ ქმნით მშვიდობიან და თავისუფალ ერაყს, თუმცა, მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ბრძოლა არ დასრულებულა, რადგან ტერორისტული დაჯგუფება კვლავ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს.“

უსაფრთხოების სამსახურის მდივნის – გეივინ უილიამსონის განცხადებით, ექსტრემისტებმა შესაძლოა კვლავ დაგეგმონ ტერორისტული თავდასხმები, ან მოუწოდონ თავიანთ მიმდევრებს, რომ გააგრძელონ ტერორისტული საქმიანობა, ამიტომ „საჭიროა, რომ გავაგრძელოთ ერაყის ხელისუფლების მხარდაჭერა, რათა ვუზრუნველყოთ მისი გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება, რეგიონული სტაბილურობა, ერაყელი და სირიელი მოსახლეობის მშვიდ გარემოში ცხოვრება“.

დიდი პრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის თქმით, მას მოვლენების მსგავსი განვითარების მოლოდინი ჰქონდა ჯერ კიდევ წინა კვირას, როდესაც ერაყში დიპლომატიური ვიზიტით იმყოფებოდა: „ტერორისტულ დაჯგუფებას აღარ ჰქონდა მნშვნელოვანი ტერიტორია და პოზიცია ერაყში ან სირიაში. მადლობას ვუხდი ერაყის უსაფრთხოების სამსახურს გამბედაობისა და თავგანწირვისთვის. ამაყი ვარ რომ, დიდი ბრიტანეთი, როგორც კოალიციის წამყვანი სახელმწიფო, ერაყის გვერდით იდგა ამ ბრძოლაში“.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა 1350-მდე საჰაერო თავდასხმა განახორციელა და მონაწილეობა მიიღო  60 000-მდე ერაყელი ჯარისკაცის გაწვრთნასა და გადამზადებაში. დღეს კი – სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში: ამარაგებს ერაყს სასმელი წყლით, სამედიცინო საშუალებებითა და თავშესაფრით. ტერეზა მეის განცხადებით, დროა, ერაყმა ეკონომიკურ განვითარებაზე იფიქროს. ამ კუთხით კი, დიდი ბრიტანეთი მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოს მას. კერძოდ, 20 მილიონი ფუნტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 10 მილიონი ტერორიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის და 30 მილიონი სტაბილიზაციისთვის.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, მიუხედავად ამ გამარჯვებისა, რეგიონი მაინც რჩება უსაფრთხოების მხრივ არასტაბილურ ზონად. ამიტომ. საჭიროა გაგრძელდეს ერთობლივი ქმედებები ტერორისტული დაჯგუფებების გასანეიტრალებლად.

 

წყარო: dailymail.co.uk, alarabya.net

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 67 68 69 70 71 89
Page 69 of 89