close
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

ტრამპი: ,,მალე ამერიკელები მთვარეზე დაბრუნდებიან და მარსზე გაემგზავრებიან”

იმ დროს, როდესაც ჩინეთი ამბიციურ მთვარის პროგრამაზე მუშაობს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კოსმოსის კვლევის ლიდერი გახდება, ვინაიდან მან ამერიკელების მთვარეზე დაბრუნების პროცესი დაიწყო.

,,ჩვენ ვართ ლიდერი ქვეყანა და ვაპირებთ, რომ ლიდერად დავრჩეთ, ვაპირებთ, რომ ჩვენი ლიდერობა რამდენჯერმე გავზარდოთ”, – განაცხადა ტრამპმა ,,Space Policy Directive 1” -ზე ხელმოწერისას. ეს გახლავთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მთვარეზე მისიის გაგზავნის საფუძველის ჩაყრა.

,,ამჯერად, ჩვენ არა მარტო ჩვენს დროშას ავაფრიალებთ და კვალს დავტოვებთ, არამედ მარსზე, და ალბათ სხვა უამრავ სამყაროშიც, მომავალ მისიებსაც ჩავუყრით საფუძველს,” – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის მტკიცებით, ის უდიდეს ნაბიჯს დგამს იმისათვის, რომ ამერიკამ კოსმოსში ღირსეული ადგილი დაიბრუნოს. ,,კოსმოსს უამრავი თვალსაზრისით დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია, მათ შორის, სამხედრო თვალსაზრისითაც,” – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ივნისში ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა რომ ადამიანის მთვარეზე გასაგზავნად ,,წინასწარ” მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებდა.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid