close
ნალიტიკასოფლიოოლიტიკა

ერაყი ISIS-ის წინააღმდეგ ომს დასრულებულად აცხადებს

ერაყი ISS

ერაყის პრემიერმინისტრის, ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ერაყის სამხედრო ნაწილებმა დაამარცხეს ე.წ ისლამური სახელმწიფო. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მანამდე, რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა სირიაში მოწინააღმდეგეების დამარცხების შესახებ.

ერაყის საჯარისო ნაწილებმა მოახერხეს ISIS-ის მფლობელობაში არსებული სირიის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიების გამოთავისეუფლება. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ერაყის პრემიერ-მინისტრი შემდეგ სტატუსს აქვეყნებს: „ეს ნიშნავს ტერორისტებთან ომის დასასრულს. ისინი დამარცხდნენ და განიდევნენ ერაყიდან“.

აშშ და სხვა ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ერაყთან ერთად იბრძოდნენ ე.წ ისლამური სახელწმიფოს წინააღმდეგ, მიესალმნენ ახალ ამბავს და აღნიშნეს, რომ: „კოალიცია ულოცავს ერაყსა და მის მოსახლეობას ამ მნიშვნელობან გამარჯვებას ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, რადგან თქვენ ქმნით მშვიდობიან და თავისუფალ ერაყს, თუმცა, მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ბრძოლა არ დასრულებულა, რადგან ტერორისტული დაჯგუფება კვლავ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს.“

უსაფრთხოების სამსახურის მდივნის – გეივინ უილიამსონის განცხადებით, ექსტრემისტებმა შესაძლოა კვლავ დაგეგმონ ტერორისტული თავდასხმები, ან მოუწოდონ თავიანთ მიმდევრებს, რომ გააგრძელონ ტერორისტული საქმიანობა, ამიტომ „საჭიროა, რომ გავაგრძელოთ ერაყის ხელისუფლების მხარდაჭერა, რათა ვუზრუნველყოთ მისი გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება, რეგიონული სტაბილურობა, ერაყელი და სირიელი მოსახლეობის მშვიდ გარემოში ცხოვრება“.

დიდი პრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის თქმით, მას მოვლენების მსგავსი განვითარების მოლოდინი ჰქონდა ჯერ კიდევ წინა კვირას, როდესაც ერაყში დიპლომატიური ვიზიტით იმყოფებოდა: „ტერორისტულ დაჯგუფებას აღარ ჰქონდა მნშვნელოვანი ტერიტორია და პოზიცია ერაყში ან სირიაში. მადლობას ვუხდი ერაყის უსაფრთხოების სამსახურს გამბედაობისა და თავგანწირვისთვის. ამაყი ვარ რომ, დიდი ბრიტანეთი, როგორც კოალიციის წამყვანი სახელმწიფო, ერაყის გვერდით იდგა ამ ბრძოლაში“.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა 1350-მდე საჰაერო თავდასხმა განახორციელა და მონაწილეობა მიიღო  60 000-მდე ერაყელი ჯარისკაცის გაწვრთნასა და გადამზადებაში. დღეს კი – სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში: ამარაგებს ერაყს სასმელი წყლით, სამედიცინო საშუალებებითა და თავშესაფრით. ტერეზა მეის განცხადებით, დროა, ერაყმა ეკონომიკურ განვითარებაზე იფიქროს. ამ კუთხით კი, დიდი ბრიტანეთი მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოს მას. კერძოდ, 20 მილიონი ფუნტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 10 მილიონი ტერორიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის და 30 მილიონი სტაბილიზაციისთვის.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, მიუხედავად ამ გამარჯვებისა, რეგიონი მაინც რჩება უსაფრთხოების მხრივ არასტაბილურ ზონად. ამიტომ. საჭიროა გაგრძელდეს ერთობლივი ქმედებები ტერორისტული დაჯგუფებების გასანეიტრალებლად.

 

წყარო: dailymail.co.uk, alarabya.net

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2