close
კოლოგიასოფლიორანსპორტი

ჩინეთმა პირველი ელექტროსატვირთო გემი გამოუშვა

ჩინეთი ელექტროგემი

ჩინეთმა მსოფლიოში პირველი ელექტროსატვირთო გემი შექმნა და ექსპლუატაციაში გაუშვა.

გამოცემა China Dail-ის ცნობით ცნობით, 2,000 მეტრული ტონა გემის მშენებლობა ჩინეთის ქალაქ გვანჯოუში ნოემბერში დაიწყო.

კომპანია ,,Guangzhou Shipyard International-ის” მიერ აგებულ გემს, დამუხტვის შემდეგ, ორი საათის განმავლობაში 80 კმ მანძილის გავლა შეუძლია.

ნულოვანი ემისიის გემის სიგრძე 70.5 მეტრია, ბატარეის მოცულობა 2,400 კვ/საათი, სიჩქარე – 12.8 კმ/სთ-ში.

,,გემი სისწრაფით არ გამოირჩევა, მაგრამ, იმის გამო, რომ ის მთლიანად ელექტროა, გარემოს საფრთხეს არ უქმნის,” – აცხადებენ მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, ტექნოლოგიას მალე სამგზავრო გემებშიც გამოიყენებენ.

,,რამდენად ირონიულადაც უნდა აღიქმებოდეს, პირველი ელექტრონული სატვირთო გემი ქვანახშირის გადასატანად გამოიყენეს,” – განაცხადა Guangzhou Shipyard International-ის გენერალურმა მენეჯერმა ჩენ ჯიმ.

,,იმედია, ელექტრო სატვირთო გემი დიდხანს არ ატარებს ქვანახშირს და ჩინეთი მას უკეთესი მიზნისთვის გამოიყენებს, მაგალითად, როგორიცაა ქარის ტურბინის მშენებლობისთვის განკუთვნილი ნაწილების ან ლითიუმ-იონის ბატარეების გადატანა,” – დასძინა მან.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2