close
მსოფლიო

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ნავთობით დატვირთული ტანკერი იწვის. დაკარგულია ეკიპაჟის 31 წევრი

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

მიზეზი პანამის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობით დატვირთული ტანკერის სატვირთო გემთან შეჯახებაა, რის გამოც ორი დღეა ზღვაში ნავთობი იღვრება.

ჩინელი მაღალჩინოსნები სახელმწიფო მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ   Sanchi-ი აფეთქებისა და ჩაძირვის საფრთხის წინაშეა.

მაშველებს, რომლებიც ტანკერთან მიახლოებას ცდილობდნენ, ტოქსიკური ღრუბლების გამო უკან დაბრუნება მოუხდათ.

ბორტზე 30 ირანელი და ორი ბანგლადეშელი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთის ცხედარი უკვე ნაპოვნია.

ინციდენტი შაბათს მოხდა. შეჯახების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

რატომ არის Sanchi-ის ნავთობი სახიფათო?

ტანკერს 136,000 ტონა კონდენსატი გადაჰქონდა, რომელიც ნედლი ნავთობის ულტრა მსუბუქი ვერსიაა. ეს ერთი მილიონი ბარელის ტოლია და მისი ფასი დაახლოებით 60 მილიონი აშშ დოლარია.

კონდესატი ძალიან განსხვავდება შავი ნედლეულისგან, რომლის ზღვებსა და ოკეანეებში ჩაღვრის შემთხვევა ხშირია. ის უკიდურესად ტოქსიკურია, დაბალი სიმკვრივით და გაცილებით მეტად ფეთქებადია, ვიდრე ჩვეულებრივი ნედლი ნავთობი.

კონდენსატისგან ქმნიან ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ბენზინი, დიზელი და გასათბობი საწვავი.

რატომ არის კონდესატი ასეთი სახიფათო?

კონდესატისგან ზღვის ზედაპირის გაწმენდა შეუძლებელია, განსხვავებით მძიმე ნედლი ნავთობისგან.

,,ეს არის დაყოვნებული მოქმედების ბომბი… რომლის გამოც, შესაძლოა, ტერიტორიიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში თევზჭერა აიკრძალოს, ” – განაცხადა საუზემპტონის კლინიკური ჰეპატოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა საიმონ ბოქსალმა.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid