close

კვლევები

კვლევებისაქართველო

covid19-ის ინციდენტობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა

სტატისტიკური მონაცემები აღებულია პორტალიდან worldmeters. info

15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე მსოფლიოში კოვიდინფიცირების 490610 შემთხვევა დაფიქსირდა,

პანდემის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 79678 კაცს დაუდასტურდა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 67-ე ადგილზეა.

 
ბოლო ორი კვირის (2 ნოემბერი – 15 ნოემბერი) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი დაუფიქსირდა 38951 კაცს
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობა ყოველ 100000 მოსახლეზე ყველაზე მეტია შემდეგ ქვეყნებში:
 
1. ანდორა – 1 354
2. ლუქსემბურგი – 1 320
3. მონტენეგრო – 1 303
4. ლიხტენშტაინი – 1 137
5. ჩეხეთი – 1 107
6. შვეიცარია – 1 071
7. საქართველო – 1 048
8. ავსტრია – 1 042
9. სან-მარინო – 957
10. სლოვენია 933
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

reuters – ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა

ახალი ტიპის კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის ქალაქ მილანის სიმსივნის ეროვნული ცენტრის ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიელი მკვლევრების დასკვნით, 959 ჯანმრთელი მოხალისიდან, რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტამდე ფილტვის კიბოს სკრინინგის კვლევაში მონაწილეობდნენ, 11,6 პროცენტმა კორონავირუსის ანტისხეულები თებერვლამდე დიდი ხნით ადრე გამოიმუშავეს.

SARS-CoV-2-ის ანტისხეულების შემდგომი სპეციფიკური ტესტი ჩატარდა სიენის უნივერსიტეტის მიერ იმავე კვლევისთვის, სახელწოდებით „SARS-CoV-2-ის ანტისხეულების მოულოდნელი გამოვლენა იტალიაში პრეპანდემიურ პერიოდში“.

კვლევამ აჩვენა, რომ ოქტომბრის პირველი კვირით დათარიღებული ოთხი შემთხვევა ასევე დადებითი იყო ანტისხეულების მიმართ, რომლებიც ვირუსს ანეიტრალებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სექტემბერში დაინფიცირდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსი და მისგან გამოწვეული რესპირატორული დაავადება ჩინეთის ქალაქ უხანში ვირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე უცნობი იყო. იტალიის პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი 21 თებერვალს მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში, ლომბარდიის ჩრდილოეთ რეგიონში აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

კოვიდ19-ით დაინფიცირებულ ყოველ მეხუთე პაციენტს ფსიქიკური პრობლები გამოუვლინდა – ოქსფორდის კვლევა

კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ, პაციენტებში ფსიქიკური აშლილობის და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტები გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი წერს. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა.

ნაშრომში ნათქვამია, რომ ეს შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც პაციენტთა ცხოვრების სტილით, სტრესული გარემოთი, ასევე ვირუსის პირდაპირი გავლენით ნერვულ სისტემაზე.

გაირკვა, რომ წარსულში ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების რისკი 65 პროცენტით გაზრდილია. კვლევის ავტორი მაქს ტაკე ამბობს, რომ ეს სიახლე უდაოდ უფრო ღრმა ანალიზის საფუძველი ხდება და ფსიქიკური აშლილობები ამჯერად რიკს-ჯგუფებს უნდა მივაკუთვნოთ.

კვლევას საფუძვლად დაედო 70 მილიონი ადამიანის ელექტონული ანკეტა, მათ შორის 62 ათასი სწორედ კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

საინტერესოა ისიც, რომ პაციენტების 5.8 %-ს ინფექციის გადატანიდან სამ თვეში ფსიქიკური აშლილობის პირველი ნიშნები გამოუვლინდათ. პროფესორი პოლ ჰარისონი ამბობს, რომ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს უშუალო კავშირი კორონავირუსსა და ფსიქიკურ აშლილობას შორის. აქვე აღინიშნა, რომ ფსიქიკური სიმპტომები ართულებს სამედიცინო მომსახურების ეფექტურობას და ზრდის სიკვდილიანობის რისკს, ასევე უკვე ფაქტია, რომ სერიოზული ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანები თანმხლები დაავადებების რისკის ქვეშაც დგაგან. გარდა ამისა, ბევრი მათგანი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

კოვიდ-19 დიაგნოზის დადასტურებიდან 14-90 დღის განმავლობაში გამოვლენილი ფსიქიკური აშლილობები დაფიქსირდა პაციენტების 18.1% -ში. დარღვევებში შედის შიზოფრენია, ბოდვითი აშლილობა, განწყობის დარღვევა და შფოთვა.

არსებული კვლევით, რომელიც საბოლო არაა, დასტურდება, რომ ყოველ მეხუთე ადამიანს, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსი, დიაგნოზირებული აქვს ფსიქიკური აშლილობა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კორონავირუსი ზედაპირებიდან აღარ გადადის! – გერმანელ ვირუსოლოგთა ახალი კვლევა

გერმანელი მეცნიერების მიერ გაკეთებული კვლევის თანახმად, კორონავირუსი, ზედაპირებიდან არ გადადის. ის მხოლოდ სუნთქვით გადაედება.

კოვიდ-19-ზე კვლევა გერმანელი ვირუსოლოგის, ჰენრი კაშტრეკის მეცნიერთა ჯგუფმა გერმანიის ქალაქ ჰაინსბერგის დაინფიცირებულთა სახლებში ჩაატარა. ეს ის ქალაქია, რომელიც პანდემიის დასაწყისში, ყველაზე მეტი დაინფიცირებულით გამოირჩეოდა გერმანიაში. დაინფიცირებულთა სახლებში შემოწმებულ ზედაპირებზე, ცოცხალი ვირუსი ვერსად ვერ აღმოაჩინეს.

ჩატარებული კვლევის საფუძველზე მეცნიერები ასკვნიან, რომ კოვიდ-19 სიცოცხლისუნარიანი ზედაპირებზე აღარ არის. ისინი მხოლოდ უსიცოცხლო მდგომარეობაში არიან კარის სახელურების, ლიფტის ღილაკების ზედაპირებზე, კიბის მოაჯირებზე. ამ კვლევის თანახმად არც კატები არიან მისი გადამტანნი.

ჩვენ გვახსოვს, პანდემიის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ კორონავირუსი ზედაპირებზე რამდენიმე დღე ცოცხლობდნენ, ისინი ტანსაცმელზეც აგრძელებდნენ არსებობას. მაღაზიიდან მოტანილი შეფუთული პროდუქტების ისტერიკულმა ხეხვა-რეცხვამაც გადაგვიარა. მზეზე ვფენდით გახდილ სამოსს, რომ მომკვდარიყო ვირუსი. ფეხსაცმელს სადარბაზოში ვიხდიდით და ვტოვებდით.

თავდაპირველად გაკეთებული კვლევების მიხედვით კოვიდ-19 ქა­ღალ­დის ზე­და­პი­რი­დან 3 სა­ათ­ში გაქ­რა. 2 დღე გაძ­ლო მან ხისა და ტან­საც­მლის ზე­და­პირ­ზე, 4 დღე მი­ნა­ზე და ქა­ღალ­დის ფულ­ზე იარსება. კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს – 7 დღე გაძ­ლო სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დის გარე ზე­და­პირ­ზე.

კი­დევ ერთი კვლე­ვის შე­დე­გი New England Journal of Medicine-მა მარტში გა­მოაქ­ვეყ­ნა. ამ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ვირუსს შე­უძ­ლია 4 საა­თი გაძ­ლოს სპი­ლენძზე, 1 დღე მუ­ყა­ო­ზე, 3 დღე პლასტმას­სა და უჟან­გავ ფო­ლად­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე კვლე­ვის დროს, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამ­ძლე­ო­ბა შე­ის­წავ­ლეს 65%-იანი ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა და 21°C-ის ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში.

რაც უფრო მა­ღა­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა, მით უფრო მცირ­დე­ბა ვირუ­სის გამ­ძლე­ო­ბა. ჰონგ კონ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის დას­კვნით, +56 გრა­დუს­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სი 30 წუთ­ში, ხოლო +70 გრა­დუს­ზე ხუთ წუთ­ში კვდე­ბა.

გერმანელი ვირუსოლოგების კვლევით კი ყველაფერი თავდაყრა დადგა. აღმოჩნდა, რომ ეს ვირუსი შესუნთქვით გადადის. მისი გადადების რისკი თავშეყრის ადგილებში, ხალხმრავალ ლოკაციებზე იზრდება – რესტორნებში, კლუბებში, სავაჭრო ქსელებში, სალონებში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ

გენეტიკა ერთ-ერთი იდუმალებით მოცული და საინტერესო მეცნიერებაა. რა თქმა უნდა, ბავშვი გენებს ორივე მშობლიდან იღებს, მაგრამ თუ მამას დომინანტის თვისებები აქვს, მაშინ ეს გენები ბავშვს გადაეცემა. როგორც აღმოჩნდა, გენეტიკა მხოლოდ თვალის ფერსა და სხეულის ფორმებზე გავლენას არ ახდენს, მასზე დამოკიდებულია რისკის მიმართ სიყვარული და ძილის პოზაც კი!
გენეტიკური განსაკუთრებულობები, რომელთაც ბავშვები მამისგან მემკვიდრეობით იღებენ:

1. გულის დაავადება
კვლევის თანახმად, რომელიც ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, მამაკაცები, რომლებიც კონკრეტული ტიპის ქრომოსომებს ატარებენ, თითქმის 50%-ით უფრო ხშირად კორონალური არტერიით ავადდებიან. გარკვეულ პირობებში ეს განსაკუთრებულობა ვაჟიშვილებს გადაეცემათ.
2. ფსიქიკური აშლილობაფსიქიკურ აშლილობას შორის, რომელიც მამიდან ბავშვს გადაეცემა, არის – შიზოფრენია და ADHD ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. მამის ასაკის მატებასთან ერთად რისკი იზრდება, რადგან წლებთან ერთად მისი დნმ იცვლება. რაც შეეხება ქალს, ის გარკვეული საკვერცხეების ნაკრებით იბადება, მისი დნმ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იცვლება.
3. მეჩხერი კბილებიმამაკაცის გენები, რომლებიც კბილების და ყბის ფორმაზეა დამოკიდებული, უფრო ძლიერია, ვიდრე ქალის. მამიდან ბავშვებს არა მხოლოდ მეჩხერი კბილები, არამედ სუსტი ემალი შეიძლება გადაეცეს.
4. უნაყოფობის პრობლემებიმეცნიერები ირწმუნებიან, რომ სპერმის ნაკლები რაოდენობა შეიძლება გენეტიკური პრობლემა იყოს. თუ ბავშვი ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადა, დიდი ალბათობით მასაც უნაყოფობის პრობლემა ექნება.
5. ბავშვის სქესიმამაკაცის გენები მომავალი ბავშვის სქესსაც განსაზღვრავს. პროგნოზის გაკეთება შეიძლება, თუ მამის გენეალოგიურ ხეს შეისწავლით. იმ შემთხვევაში, თუ სპერმა X ქრომოსომას ატარებს, დედის X ქრომოსომასთან შედარებით – გოგო დაიბადება. თუ სპერმა Y ქრომოსომა – მაშინ ბიჭი.
6. ბავშვის თვალის ფერიმამაკაცის გენები ქალზე დომინირებენ. სწორედ ამიტომ, ბავშვის სახის ფორმა და თვალის ფერი სავარაუდოდ ისეთი იქნება, როგორიც მამას აქვს.
7. ბავშვის სიმაღლებავშვის სიმაღლე მეტნაკლებად მამის გენებზეა დამოკიდებული. მაღალ მამებს მაღალი ბავშვები ჰყავთ.

image

ცოტა რამ ინტელექტის შესახებ:1. ინტელექტი მამიდან შვილზე არ გადადის. თუ მამა გენიოსია, მისი შვილი ამ გენებს 100%-ით მემკვიდრეობით არ მიიღებს.2. ჭკუასუსტობა მამიდან ვაჟიშვილზე არ გადადის.3. მამის ინტელექტი შეიძლება მხოლოდ ქალიშვილზე გადავიდეს და ისიც ნახევრად.4. ბიჭს ინტელექტის მიღება მხოლოდ დედიდან შეუძლია, რომელმაც თავის მხრივ საკუთარი მამიდან მიიღო.5. გენიოსების ქალიშვილები ნახევრად მამებივით ჭკვიანები არიან, მაგრამ მათი ვაჟიშვილები გენიოსები იქნებიან. თუ მამა სულელია, ქალიშვილიც ნახევრად სულელი იქნება.

დასკვნები კაცებისთვის:თუ თქვენი ვაჟიშვილის გონებრივი შესაძლებლობების პროგნოზირება გსურთ, თქვენი ცოლის მამას შეხედეთ. თუ ის აკადემიკოსია, თქვენი ვაჟიშვილიც ჭკვიანი იქნება.
თქვენი ქალიშვილი თქვენი ჭკუის ნახევარს და თქვენი სისულელის ნახევარს მიიღებს. ინტელექტით ის უფრო ახლოს იქნება. მისი შვილი კი თქვენს გონებრივ შესაძლებლობას მაქსიმუმ მიიღებს. თუ ჭკვიანი თაობა გსურთ – გოგონებზე იოცნებეთ.
თქვენი გონებრივი შესაძლებლობები დედისგან, უფრო სწორად ბაბუისგან გაქვთ მიღებული.
დასკვნები ქალებისთვის:თქვენი ვაჟიშვილი გონებით თქვენი მამის ასლია და მასთან კამათი სიტყვებით „ისეთივე სულელი ხართ, როგორც მამაშენი“ – არც თუ ისე სწორია.თქვენი ქალიშვილი აღზრდით ისეთივე იქნება, როგორც თქვენ, მაგრამ გონებით მამას დაემსგავსება. მისი ვაჟიშვილი კი თქვენი ქმრის ასლი იქნება.

წყარო : intermedia.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინასაქართველო

ფილტვები, თავის ტვინი, გული – სად ტოვებს კვალს covid-19?

საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ კორონავირუსი ორგანიზმში სხვადასხვა კვალს ტოვებს. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, კვლევის ჩატარება საქართველოშიც იგეგმება, თუმცა ამას დაფინანსება სჭირდება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ covid-19 კვალს ფილტვებში, გულ-სისხლძარღვებსა და თავის ტვინში ტოვებს.

“კორონავირუსი კვალს ტოვებს როგორც მძიმე, ისე მსუბუქ პაციენტებში”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კოვიდისგან დარჩენილი რაიმე სიმპტომის გამო კლინიკებისთვის ჯერ არ მიუმართავთ. “კვლევის საგანი უნდა გახდეს, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია, თუ პაციენტები არ მიმართავენ კლინიკებს”, – დასძინა ინფექციონისტმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

BBC – კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ადამიანებს 90%-ით იცავს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული კომპანია BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის მე-3 ფაზის წინასწარი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებულების 90% -ზე მეტს იცავს.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა ეფუძნება მეთოდს, რომელიც იმუნური სისტემის მომზადებას ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციის გზით ითვალისწინებს.

კომპანიებში აცხადებენ, რომ საცდელი კვლევები აშშ – ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარდა და მასში 43 500 ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ წარმოქმნილა.

კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ 19-სგან დასაცავად საჭიროა ორი ვაქცინის დოზა, სამი კვირის ინტერვალით. 90%-იანი დაცვა კი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში მიიღწევა.

Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის  ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდებას შეძლებენ, რაც 25 მილიონი ადამიანი ასაცრელადაა საკმარისი, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობას 1.3 მილიარდამდე გაზრდიან.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-სა და BioNTech-ს შეერთებულ შტატებთან 1.95 მილიარდი აშშ დოლარიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს, რაც 100 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებას ითვალისწინებს. მათ შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირთან, გაერთიანებულ სამეფოსთან,  კანადასა და იაპონიასთანაც.

ამასთან, არსებობს ვაქცინის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემა, რადგან მისი შენახვა მინუს 80 C- ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რატომ მიმდინარეობს COVID-19 ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ – კველავა

ცნობილია, რომ ზოგიერთებს, მიუხედავად კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნებისა, არ აღენიშნებათ დაავადების სიმპტომები. მეცნიერებმა დაადგინეს ამის მიზეზი. მათი განცხადებით, კორონავირუსის უსიმოპტომო მტარებლობა შეიძლება დაკავშირებული იყოს არა ძლიერ იმუნიტეტთან, არამედ ინფექციის მიმართ ტოლერანტობასთან. საუბარია ორგანიზმის მდგომარეობაზე, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უცხო აგენტს აღიქვამს როგორც საკუთარს და არ ცდილობს მის განდევნას. ორგანიზმი არ ებრძვის დაავადებას, არ ხდება ანთებითი და დამცველობითი პროცესების ჩართვა, რითაც აიხსნება სიმპტომების არარსებობა.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ორგანიზმი ცდილობს სწრაფად მოახდინოს პათოგენთან შეხვედრის შედეგების ნიველირება, ამისათვის ის ორ სტრატეგიას იყენებს:

1.სწრაფად და ეფექტიანად იშორებს თავად პათოგენს, რათა ამ უკანასკნელმა არ მოახდინოს პათოლოგიური პროცესების განვითარება, ან

2.  ამცირებს ინფექციით გამოწვეულ დაზიანებებს ან ცვლილებებს. მეორე შემთხვევაში არის სწორედ საუბარი დაავადების მიმართ ტოლერანტობის ფორმირებაზე.

პეკინის ზოგადი პროფილის საავადმყოფოს პულმონოლიგიისა და რეანიმაციის კოლეჯში აღწერეს კორონავირუსისადმი ტოლერანტობის სამი შემთხვევა. პაციენტებს არ აღენიშნებოდათ სიმპტომები,მაგრამ მათ ორგანიზმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვირუსი იმყოფებოდა. აღნიშნული ფენომენი ასევე ცნობილია ტუბერკულოზის მიმართაც- ბევრ მტარებელს არ აღენიშნება გამოხატული სიმპტომები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა მამაკაცებში ახალი მომაკვდინებელი დაავადება აღმოაჩინეს

ინგლისის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა იშვიათი და მომაკვდინებელი დაავადება აღმოაჩინეს, რომელიც VEXAS-ის სინდრომით არის ცნობილი. ამის შესახებ ცნობები გამოცემა New England Journal of Medicine-მა გამოაქვეყნა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ VEXAS-ის სინდრომი მხოლოდ მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი.

ექსპერტების ცნობით, მათ მიერ აღმოჩენილი პათოლოგია, რომელიც გენური მუტაციებით არის გამოწვეული, ადამიანის ორგანიზმში თრომბების გაჩენას იწვევს. უფრო მეტიც, შემთხვევათა 40 პროცენტში დაავადება ფატალურად მთავრდება.

VEXAS-ის სინდრომმა შეიძლება გავლენა იქონიოს პაციენტების ფილტვისა და ხრტილის ქსოვილებზეც.

მეცნიერებმა ამ დროისათვის ამერიკის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ შეერთებულ შტატებში ამ დაავადებით სულ მცირე ასობით პაციენტი იტანჯება, თუმცა, ვინაიდან კვლევები საწყის ეტაპზეა, შესაძლოა, მათი რაოდენობა გაიზარდოს.

„ეს პაციენტები ნამდვილად ავად არიან და ვერ აცნობიერებენ რა სჭირთ. ისინი არ რეაგირებენ მკურნალობაზე, მათ შორის, დაავადების განკურნება შეუძლებელია ქიმიოთერაპიითაც”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი, დოქტორი დენ კასტნერი.

თუმცა, სინდრომის აღმოჩენის შემდეგ მეცნიერებს მისი შესწავლის საშუალება ეძლევათ. VEXAS-ის სინდრომის შემდგომი მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ძვლის ტვინის გადანერგვას ან, გენის რედაქტირების თერაპიას.

წყარო – report.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მსოფლიოში კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებლი იკლებს – რა არის მიზეზი

მსოფლიოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად რეკორდულად იმატებს. კოვიდის პრევენციის მიზნით, ქვეყანების უმრავლესობაში ლოქდაუნი ხელმეორედ გამოცხადდა.

თუმცა, ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, კვლევებმა აჩვენა, რომ  სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელმა იკლო.

კერძოდ, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მატების მიუხედავად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსგავი ტემპით არ იზრდება.

მაგალითად, როგორც Nuffield Department of Primary Care Health Sciences-ის უფროსი სტატისტიკოსი, ჯეისონ ოკე აცხადებს, დიდ ბრიტანეტში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ივნისის თვესთან შედარებით შემცირებულია.

„რა თქმა უნდა, სიკვდილიანობის  რიცხვი ახლაც იზრდება, თუმცა არა ისე საგანგაშოდ, როგორც ეს ადრე ხდებოდა“,- აცხადებს ოკე.

ოკეს განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ივნისის ბოლოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3%-მდე იყო. აგვისტოში ის დაახლოებით 0,5%-ით შემცირდა. ახლა კი, 0,75%-ია.

ასევე,NYU Grossman School of Medicine-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ლეტალობის მაჩვენებელმა ნიუ-იორკშიც იკლო.

ასევე, NYU– ს გუნდის მიერ აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების ფართო ანალიზმა აჩვენა, რომ აშშ-ში აპრილის თვეში სიკვდილიანობის მაჩვებელი 6,7%-ი იყო, სექტემბერში კი აღნიშნულმა რიცხვმა 1,9%-ი შეადგინა. კვლევა Journal of Hospital Medicine-ში გამოქვეყნდა.

მიზეზები:

ახალგაზრდების ინფიცირება

სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი, პირველ რიგში, ინფიცირებულთა ასაკში უნდა ვეძებოთ.

Covid19-ის პირველმა ტალღამ ძირითადად ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დააზარალა. თუმცა,ზაფხულის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. შეკრებებისა და დისტანცირების შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ახალგაზრდები სათანადოდ აღარ იცავდნენ უსაფრთხოების ნორმებს. ამან  კი ინფიცირებულთა ასაკობრივი პროფილის შეცვლა გამოიწვია.

ივლისში, WHO-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „პანდემიის ახალი რისკ-ჯგუფი ახალგაზრდები არიან“.

„ახალი შემთხვევების სწრაფ ზრდას, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში, ადგილი აქვს 20-39 წლის ასაკობრივ კატეგორიებში“,- განაცხადა კლუგემ.

გაუმჯობესებული მკურნალობის მეთოდები

ლეტალობის მაჩვენებლის კლება, ასაკის ცვლილებასთნ ერთად, მკურნლობის მეთოდების დახვეწითაა გამოწვეული. კერძოდ, ექიმებს კოვიდთან საბრძოლველად ახლა უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე პანდემიის დასაწყისში.

„მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი კლავ ისეთი საშინელია, როგორც ადრე, მკურნალობის მეთოდების დახვეწა ნამდვილად მუშაობს“,- აცხადებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, ჯანდაცვის დეპარტამენტის, ასოცირებული პროფესორი და ექიმი, ლეორა ჰორვიცი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 68 69 70 71 72 111
Page 70 of 111